Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. მეკაიფები ბიჭო? რა ესემესები, ბუხოის მეძინათქო ლექსო, ისეთ ადგილას დამაზანოსა, 1 კვირაა ვვარჯიშობ და ერთხელაც კი არ მოვუცურებივარ მანდ, აღარ მინდა ეს ბეემვეც რა, მეორე რბოლაზე წვიმა იყო და მთელი რბოლა იმას ვჩალიჩობდი, მანქანა ზანოსიდან გამომეყვანა, სულ სრიალ სრიალით ვიარე, დაჟე ისე, რომ დავეჭვდი კიდეც, სლიკებით ხომ არ ვართქო...
  2. ლექსო, შენი დამსახურებაა, რომ რბოლაზე გამოვედი 9-ის ნახევარი იყო სახლში რომ მოვედი (კაი ნაქეიფარი), ვიფიქრე 1 საათი წავუძინებ და 10-ის ნახევარზე შევალ სერვერზეთქო, მობილურში დავაყენე მაღვიძარა და თურმე კვირის მაგივრად ორშაბათი მიმიცია... ხოდა, 10-ის ნახევარს რომ გადასცდა, დავეჭვდი - რატომ არ რეკავს მაღვიძარათქო, მაგრამ მაინც დაველოდე იქნებ დარეკოსთქო და ბოლო-ბოლო რომ არ დარეკა, მერე 10 საათზე ძილი დამიფრთხო ლექსოიემ სიმონ და წამომახტუნა. მადლობა ლექსოს.
  3. ხოდა, თუ მაგ რეჟიმით გიწევს სიარული, 1 ლიტრი რომ ზედმეტად დაგიწვას, ეგ გარდაუვალია.
  4. სერვერზე შევდივარ და ხომ არ შემოხვალთ?
  5. ლექსო, ასწრებ 31 მარტამდე?
  6. ვოზდუხამერის გაფუჭება შანსი არ არის, რომ ვერ მიხვდე, მაგალითად: დილით გაუჭირდება დაქოქვა (შენ შემთხვევაში უკვე აღარ გეხება), გაგუდავდა ძრავს, ანუ, დაადგავდი და თითქოს მანქანას ბუქსირზე ყავს სხვა მანქანაო, ისე გაუჭირდებოდა, ხალასტოი ხოდზე ჩაგიქვრებოდა, ხოდა, თუ მანქანას ეს პრობლემები არ აწუხებს და მხოლოდ ის ბენზინის რაოდენობის უკმარისობა ჭირდა, ესეიგი ყველაფერი კარგად მუსაობს, მათ შორის ვოზდუხამერიც. თუ მაინც გული გეთანაღრება და გინდა დარწმუნდე, რომ კარგად მუშაობს შენი ვოხდუხამერი, დაქოქილ მანქანაზე მასში შემავალი შნური გამოაძრე და ძრავის მუშაობა თუ შეიცვალა, მაგალითად აბაროტი ავარდა, ან დავარდა, ან პერებოივით დაიწყო მუსაობა, ესეიგი კარგია. პ.ს. თუ არ იცი რომელია ეგ ვოზდუხამერი/შნური, ძრავს სურათი გადაუღე და ამიტვირთე, წითლად მოგინიშნავ და დავდებ (თუ გინდა, ლურჯად )
  7. მიჩვევის საკითხია - რითიც მიეჩვევი და მოირგებ, იმით იდრიფტავებ, უბრალოდ, რული იმით ჯობია, რომ მეტი სიამოვნებაა, თორემ ტიპები მაუსებით ისეთ რამეებს აკეთებენ, ბევრ რულიანს შეშურდება.
  8. ჰა, არავის გინდათ? 560-ში გაგიცვლით, ორჯერ და სამჯერ მეტი ღირს + უსბ საუნდ კარტასაც გაჩუქებთ, ცუდი შემოთავაზებაა?
  9. ამ ადგილზე რა უნდა ვქნა? მაგ რგოლზე რომ მიდის, ვაწვები მაუსის მარცხენა კლიკს მაგრამ მაინც ვერ ასწრებს. . (დრო მოვუნიშნე, მაგრამ მაინც თავიდან იწყება ვიდეო, ატრაკებს უთუბი? ) 11:17-ზე http://youtu.be/6-tS4ttJrlE?t=11m17s
  10. მოკლედ, ტყუილად მიგდია და მაინც არ ვხმარობ, ხოდა, გადავწყვიტე გაცვლა. HP vp6311 ამის ლინკი ვერ ვნახე და აქ არის 6310 მოდელი, ჩემია 6311, ანუ 6310-ზე უფრო დააპგრეიდებული ვერსია. მდგომარეობა - იდეალური. ნამუშევარია სულ რამოდენიმე საათი, ბავშვებს ზაფხულში აგარაკზე ჩავუტანე და იქ უყურეს სულ რამოდენიმე ფილმს (ლამპის რესურსია 4000 საათი). გავცვლი რამე ვიდეო კარტაში, გააჩნია შემოთავაზებას (შეაძლებელია გაყიდვაც, აქაც გააჩნია შემოთავაზებას).
  11. მაშინ, ყველაფერი მწყობრში გქონია და ხელის დადებაც არაფერს უნდა. როგორც გითხარი, 6-ზე მეტს არ დაგიწვავს, ასხი ბენზინი და სულ მწვანეზე იარე გააჩნია, შენ მაგ ყვერებში რას გულისხმობ? თუმცა, აქვე გეტყვი, რომ რაც არ უნდა იგულისხმო ფერარიზე დიდი ყვერები არასდროს ჰქონდა, არ აქვს და ვერც ექნება (ალბათ)! ჯერ მარტო ფერარის წარსულია მაგის ყვერებისთვის საკმარისი, მაგრამ ცხოვრება წინ მიიწევს, ვითარდება ტექნოლოგიები და ისიც გასაგებია, რომ ადრუ თუ ესე იყო, დღეს შეიძლება ლადამაც დადოს რაღაც "ზე" (იმდენი მაგათი...), მაგრამ აქ ლაპარაკია ფერარიზე და მარტო ის ყვერები, რასაც შენ სავარაუდოდ გულისხმობ, საკმარისი არ არის, რადგან ტრეკზე რომ დააყენებ ორივეს, აქ ლამბო უკვე წაკუზული გადაკვეთს ფინიშს კი, რათ უნდა მაგას ლაპარაკი, რომ ლამბოა ბოლო-ბოლო და ძალიან მაგარია, ავენტადორზე ვაფრენ ისე მევასება (ვიდიც და შესაძლებლობებიც), მაგრამ როცა ფერარის ახსენებ, თვით ლამბოც კი ქედს იხრის მის წინაშე! მსოფლიოში არ არსებობს არცერთი ავტო ექსპერტი, რომელიც ფერარის არ აღიარებს! ლეგენდაა ბიჯო, ლეგენდა და მხოლოდ ესეც საკმარისია, რომ ლამბო ყოველთვის წაკუზული ყავდეს. ყვერები ხარსაც აქვს, თან ძალიან დიდი, მაგრამ როცა ბევრს ატრაკებს, მაგ ყვერებისგან მწვადს წვავენ ხოლმე, ასე რომ, უთხარი მაგ შენს იტალიურ ხარს, მწვადად არ გადაიქცეს :D
  12. კაი კაცო შენ უკანა ვედუში აიღე და მერე ნახე რულის მუღამი პ.ს. დასაწყისისთვის 1:51 მშვენიერი შედეგია. 20 კი არა, როცა დრიფტით ვერთობი ხოლმე, 17-ზე ჩამომყავს, მაგრამ ეგ იმის გამო, რომ 230 გრადუსიდან (სარბოლო ვარიანტი) 650 გრადუსზე ამყავს და რული რომ რეალურივით რეაგირებდეს.
  13. მეც ეგრე ვარ, ჩემთვის ფერარი ყოველთვის ასოცირდებოდა ავტოინდუსტრიის მამად! ესეთი ისტორიის ბრენდი, თან ასეთი წარმატებული დღემდე... ცოტა ამ ბოლო დროს F1-ში ჩაგრავს რედ ბული, მაგრამ მაინც თავის სიტყვას ამბობს ყოველთვის. კი, იტალია მაგარი მოდელია, პირველად შეეხნენ კვადროს და FF-იც საკმაოდ კარგი გამოუვიდათ და რაც ყველაზე მთავარია, პაპსაზე არასდროს ფიქრობენ, იციან თავისი ფასი და კლიენტს ყოველთვის იმ სულს სთავაზობენ, რაც ფერარის უნდა ჰქონდეს, და არა სხვა გასალამაზებელი ზიზილ-პიპილოებით გაწყობილი. ლამბოს ცხენები კი, 740-ია, თან ატმოსფერული 6,5 ლიტრიდან აქვთ ამოღებული, როცა ფერარის ატმოსფერული 6,2-ია და 800 ამოიღეს + ამას კერსის 163 ცხენი და ბოლო ჯამში მონსტრი გამოვიდა! და რაც ყველაზე მთავარია, ესეთი ძრავი მსოფლიოში არ არსებობს, ეხუმრები 6,2 ლიტრს?! და, ეს რომ 75 კილოს იწონის (!), ეს უკვე ზე-ტექნოლოგიაა, მაგის დედა ვატირე, მიკრას 1,0 ძრავია მგონი ამაზე მძიმე სხვათაშორის, ფერარის ბევრი ფანი ამბობს (ჩემი, ფერარიზე გადამკვდარი ძმაკაცის ჩათვლით, რომელიც ცოცხალი ენციკლოპედია ავტო + სპორტში), რომ ლაფერარი არც თუ ისე ლამაზიაო, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ცხვირი აქვს ულამაზესი <3 და არც დანარჩენში უჭირს, ერთადერთი მინუსი რაც კი შეიძლება ჩაითვალოს (ამას თუ მინუსი შეიძლება ეწოდოს) არის ის, რომ კარების ძირი იგივე კარნიზია და ახდილ მდგომარეობაში თუ გაეხახუნე და წვიმაშია ნასიარულები, დაგსვრის მოკლედ, ფერარიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ავტოსამყარო მისით იწყება! ფიორანოზე ენცოს შედეგია 1:25 და ამან 1:20 მოარტყა, 5 წამის ამოქაჩვა უდიდესი ნახტომია, თან ენცოსთან შედარებით... + ამას, სამუხრუჭე მანძილიც ბევრად შეუმოკლდათ. მაგის 100%-იანი სიზუსტის დასადგენად მხოლოდ 1 მეთოდი არსებობს - ბაკი უნდა გაავსო ყელამდე (ჩამსხმელი ფისტოლეტი რომ გათიშავს, იქამდე), მერე გაიარო 100 კილომეტრი, შეხვიდე კალონკაზე და ისევ ეგრე ყელამდე ჩამაატო ბენზინი, რასაც დაიმატებს, მაგდენს წვავს (ჩემი აზრით, ქალაქში 6-ზე მეტი არ უნდა დაწვას). თითქმის დარწმუნებული ვარ, ბენზინს რეგულარს ასხავ და არც სვეჩები და არც ფილტრები არ შეგიცვლია თუ გადახვალ პრემიუმზე (სუპერი არ დასჭირდება) და სვეჩებს + ფილტრებს შეცვლი, ჩათვალე, რომ 1 ლიტრს უეჭველი დააკლებინებ (ოღონდ, 5 ლარიან სვეჩებზე არ მაქვს ლაპარაკი, ცალში 15+ უნდა გადაიხადო), ცოტა ზედმეტ ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული, მაგრამ მთავარია, რომ ეფექტს იძლევა.
  14. არაფრის ჯიგარო, დიდი არაფერი გამეგება, მაგრამ თუ მაინც რამეში წაგადგები, ყოველთვის მზად ვარ :)
  15. მთლად ფერარივით არა, მაგრამ ლამბოს დიდი თაყვანისმცემელი ვარ (ავენტადორი მაგარი გამოუვიდათ), მაგრამ ეს რაღაც ნამეტანი ბეტმობილი გააკეთეს, ბაზარი არაა, აეროდინამიკისთვის ყოველი სპოილერი გათვლილია და მაგიტომ მიიღო ეგეთი ფორმები, მაგრამ ვიდზე ნამეტანი ჰოლივიდურია. ალბათ მალე დაიდება ამ სამი მონსტრის VS შედეგები, მაგრამ წინასწარვე ლაფერარიზე ვდებ ფსონს, ფიორანოზე ენცოს 5 წამი ამოუქაჩა და ეგ ისეთ რამეს ნიშნავს, რომ გავარტყი FXX-ს, ხოლო FXX-ის გარტყმა უბრალო თემა არ არის :D
  16. გიო, მანდ კი არა, აქ გეუბნევი, სადაც წერია brakes-pressure 95% ეს დააყენე 80%-ზე და ისე სინჯე. ბიჭო, შენ სქრინზე რულის მგრძნობელობა რომ 100 წერია, ნამეტანი რესკი არ არის? მე 20-ზე მაქვს. სერვერზე შევდივარ და თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, შემობრძანდით.
  17. 2-3 ლიტრი? 1 ლიტრი იდგა და ისე ქოქავდი ხოლმე? მაშინ თავი დაანებე, არაფერი არ სჭირს შენ მანქანას, აბა როგორ გინდა, 3 ლიტრი აღარ იყოს ბაკში?! ეცადე, ეგრე ბოლომდე არ ამოწრუპო ხოლმე ბენზინი, გუშინაც გითხარი, ეგრე ბენზონასოსს გააფუჭებ, ჩათვალე, რომ რამოდენიმეჯერ მიკრო-ინფაქტი უკვე გადაატანინე და ერთხელაც იქნება და გაჭედავს... ბენზინს რომ ჩაასხავ, ზედმეტად იანგარიშე 3 ლიტრი და იქიდან დაიწყე კილომეტრაჟის ათვლა, ეგ მხოლოდ ერთხელ მოგიწევს და იფიქრე, რომ ეგ 3 ლიტრი არ გაქვს, სიტყვაზე ჩაასხი 13 ლიტრი და წინასწარ ხომ იცი 10 ლიტრი გაგატარებს 150 კილომეტრს, იანგარიშე იმ 150 კილომეტრით და მაგდენს რომ გაივლი, მერე ისევ ჩაასხი, ერთხელ გადაიხდი ზედმეტ 7 ლარს და ეგ არის. არ ჯობია ერთხელ 7 ლარი გადააგდო, ვიდრე მერე ბენზონასოსისთვის განკუთვნილი 80-100 ლარი?!
  18. სიამოვნებით წავივარჯიშებდი თქვენთან ერთად, მაგრამ ეხლა მოვედი ფა მაგარი დაღლილი ვარ, 2-3 საათში თუ ვინმეს გექნებათ მუღამი, აუცილებლად შემოვალ და შევუბეროთ.
  19. გიო, ტორმუზის წნევას დაუკელი და ეგეთი უხეში ტორმუზი აღარ გექნება. მაგალითად, მაკაუზე მქონდა 95%, რადგან მანდ ახლო ახლოს არის მოსახვევები და დიდ სისწრაფესაც ვერ ასწრებ, ამიტომ სწრაფი რეაქციები გჭირდება, რბილ ტორმუზს სუსტი ეფექტი ექნება, მაგრამ მანიკურზე სხვა სიტუაციაა, ეს ბევრად უფრო სკარასტნოი ტრეკია და დიდი სისწრაფეებიდან გიწევს ტორმუზის ხმარება, მაგის გამო დავაყენე 80%-ზე და შეიძლება 75-ზეც ჩამოვწიო + ამას, თვითონ რულის ნასტროიკაზეც ძალიან მაქვს დარბილებული პედლის მგრძონებოლა, გაზი - 15% და ტორმუზი - 30%. ბალანსი მიეცი 58-42 და ესე სინჯე.
  20. ჰმმ, გლდანის შაურმა? რა რული გაქვს?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.