Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ლექსო, შენს საპატივცემულოდ მაგ ტრეკით და ბოლიდით დავიწყოთ. ეს დრიფტერი კაცი პირველად ხარ ჩვენთან ერთად რეისინგში და შენი არჩევანით გავხსი სეზონს ესეც ახალი
  2. მოგესალმებით ახალ თემაში. სეზონს გახსნილად ვაცხადებ გამარჯვებული გამოვლინდება კონკრეტულ ტრეკზე საუკეთესო/უსწრაფესი შედეგის ჩვენებით (ფოტოშოპი ბევრმა ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, სად და როდის გამოვიყენოთ... ). იმის გათვალისწინებით, რომ ამ სიმულატორით რამოდენიმე მონაწილეს უჭირს გამორთული დახმარებებით რბოლა, მაგრამ სიამოვნებით გაერთობიან ჩვენთან ერთად, დაიშვება ყველანაირი ასისტის გამოყენება, მხოლოდ 1 პირობით: დაწერეთ, ვინ რა სისტემას ხმარობთ. Good Luck ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 1. track - Magione 2. car - Abarth 500
  3. მაქსმა ლიცენზია მომთხოვა და ეხლა მაგის დრო არ მაქვს, ხვალ გავაკეთებ ლოგოს... ესეიგი, გავხსნა თემა? მოფიქრეთ ტრეკი?
  4. მაშინ, რაც არის არის, შევუბეროთ. 1 სათხოვარი მექნება, გამოიყენეთ რაც გინდათ, ოღონდ დაწერეთ რა გაქვთ ჩართული, რომ ვიცოდეთ დახმარებების გარეშე სად გადის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალური ზღვარი. ეხლა 3დ მაქსში შევვარდები და კორსას ლოგოს ცოტა ჩემებურად გადავაკეთებ (კარბონში). სანამ თქვენ მოიფიქრეთ, რომელი ტრეკით + ბოლიდით დავიწყოთ. matusala ეგ მეც შევამჩნიე, მაგრამ მიზეზი და გამოსავალი ნაღდად არ ვიცი
  5. მაგაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ მაგის გაკონტროლება ოფლაინში ცოტა რთულია. რეგლამენტში, რომც შევიტანოთ ყველა ასისტის გათიშვა, მაინც არ ექნება აზრი, რადგან სიტყვაზე უნდა ვენდოთ სხვებს და ამ დროს შეიძლება ასისტებით უბერავდეს. ჩემი აზრით, უნდა დავუშვათ და ყველა თავისებურად გაერთოს. პირადად მე, არასდროს ვეყრდნობი კომპიუტერს, რომ ჩემი გასაკეთებელი მან აკეთოს... რა თამაშიც არ უნდა იყოს, ყოველთვის უკანა წამყვანით ვთამაშობ და ყოველთვის გათიშული მაქვს. უფრო მეტად საწვალებელია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად საინტერესო. აბა, ეგრე რა გამოვა, თუ ყველაფერი კომპმა აკეთა, მე მხოლოდ რული ვატრიალო?! ისიც გასაგებია, რომ სხვა თუ ასისტებით დადებს საუკეთესო შედეგს, შეიძლება სულმა წაგძლიოს, რომ შენც იხმარო, რადგან "ალალი" რბოლით შეიძლება ვერ დაეწიო და ეს ცუდია, მაგრამ გამოსავალი რომ არ არის, ეს უფრო ცუდია. მაშინ, ერთი ვარიანტი რჩება - სანამ მონაწილეობას მიიღებს, დაიგინოს, რომ არ იხმარს რა ვიცი, მართლა ვერ ვხვდები, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა... იქნებ კახამ მოგვაწოდოს რამე იდეა (თუმცა, ოფლაინის გამო ვეჭვობ, რომ გამოსავალს მიაგნოს). 1 ვარიანტია, როდესაც ფინიშის ხაზს გადაკვეთს, დაასქრინშოტოს და იმ დაფიქსირებულ შედეგთან ერთად ჩართული ასისტებიც გამოჩნდება, მაგრამ მერე გვხვდება ფოტოშოპის პრობლემა. ჰო და, ბოლოს მაინც იქამდე მივიდვართ, რომ უნდა ენდობოდე კონკურენტს. მოკლედ, დაველოდოთ კახაბერს, რას იტყვის და როგორც კი ჩამოვყალიბდებით, ეგრევე გავხსნი თემას.
  6. აა, გასაგებია. ანუ, ვირტუალური ხულიგანი ხარ
  7. ჩემო ვირტუალურო გონშიკებო, გავხსნა თემა და შევუბეროთ? პ.ს. კახა და ლექსოს აზრიც მაინტერესებს, ეგენი არიან აქ სიმრეისინგის მამები. ონლაინში ("კონტაქტური") რბოლა რა თქმა უნდა ჯობია ასე დასქრინშოტებული შედეგების დადებას, მაგრამ 1 მინუსი აქვს (ჩემთვის), დათქმულ დროს მიჭირს კომპტთან მოხვედრა და მაგის გამო ფორუმ.გე-ზე, რომ ჩემპიონატებს ატარებდნენ, რამოდენიმეჯერ გავმაზე უიქენდი და ბოლოს საერთოდ შევეშვი... თუ მონაწილეობ, მაშინ თითქმის ყველა რბოლას უნდა დაესწრო, მე კი, ეს ძალიან მიჭირდა და ისედაც ლუზერის შედეგებს, კიდევ უფრო ვაუარესებდი... ამიტომ, ეს ოფლაინ ჰოთლაპები ბევრად უფრო მოხერხებულია, როცა მოიცლი, მიუჯდები კომპს და გაზაობ, აიღებ შედეგს და დააგდებ თემაში. გაჯობებენ? კიდევ ჩაუჯდები და გააუმჯობესებ, თან, მარტო რომ ხარ ტრეკზე, ბევრად უფრო კონცენტრირებული ხარ და მთელი ყურადღება მხოლოდ მოსახვევების სწორად გავლაზე გაქვს მიპყრობილი. მოკლედ, პირადად მე მზად ვარ და დიდი სიამოვნებითაც ჩავერთვები, თუ სხვებიც აგვყვებიან, მთლად უკეთესი. ლექსო ძირითადად დრიფტერია, მაგრამ შეიძლება გართობის მიზნით ხათრი არ გაგვიტეხოს და ჩაებას ამ ბრძოლაში... რაც შეეხება ბატონ კახაბერს, ეს ისედაც რესისინგის მანიაკია და დიდი შანსია, რომ სიამოვნებით ჩაერთოს. საღამოსთვის გავხსნი 1 გემრიელ assetto corsa legends თემას.
  8. TDU-ს არ ვთამაშობ, მაგრამ შენი სიტყვები დამაინტერესდა - რა პონტში, ან ვინ გართმევს?
  9. აზრი როგორ არ აქვს, ბოლო-ბოლო კლავიატურას მაინც ხომ ჯობია და გაერთობი 100 ლარში შეიძლება მომოც იშოვო.
  10. იქნებ მირჩიოთ, ანდროიდისთვის მინდა ოფისი (კონკრეტულად კი, ექსელი), რომელიც უპრობლემოდ გახსნის პს ვერსიის ოფისის ფაილებს.
  11. ლექსო, რამდენი გრადუსით თამაშობ?
  12. რამე პატარა ჰოტ ლაპები ხომ არ მოვცხოთ? ავიღოთ კონკრეტული ტრეკი + ბოლიდი და შევუბეროთ. როგორც ჩანს, საკმაო რაოდენობის დაინტერესება გამოიჩინა AC-მ და იმედია მოგროვდება მსურველების სია.
  13. თუ ინტერესს გამოიჩენთ, მე ყოველთვის მზად ვარ მსგავსი საქმეებისთვის. Uncle & Co და რამე.
  14. კარგი გადაწყვეტილებაა. რომელს ყიდულობ?
  15. ამ ბოლო დროს რაღაც ბევრმა მოინდომა სიმების გამოშვება. კარგია, რაც მეტი, მით უკეთესი.
  16. რამოდენიმე დღის წინ (პირველად, რომ ჩავუჯექი კორსას) რბოლის დაწყებამდე შევედი მანქანის სეთაფში და სიჩქარეების გადაცემა ცოტა გავუზარდე (ისედაც ცოტა მოკლე გადაცემები აქვს და დრიფტისთვის მითუმეტეს ცუდია), ჩვეულებრივად და უპრობლემოდ შევცვალე. ეხლა შევდივარ და ყველა სეთაფი მუშაობს, მაგრამ სიჩქარეებს აღარ აქვს რეგულირების ფანჯარა. ვიფიქრე, ეტყობა მხოლოდ რბოლის დროს მაძლევს მაგის საშუალებას და პრაქტიკაზე არ მაკეთებინებსთქო, მაგრამ არც რბოლის დროს გახსნა ეგ ფანჯარა. რა მოვუხერხო?
  17. იმუშაონ, მაგას რა სჯობს, მაგრამ ჩართონ ეს მულტიპლეერი, რომ გაერთოს ხალხი, თორემ არც ტრასების არჩევანია დიდი და ოფლაინში მალე მოსაბეზრებელი იქნება.
  18. არის რამე ტრეკები, რომელიც თამაშს არ მოყვება და მერე დავამატებ? joux დავამატე და მაგარია. სხვა თუ არის კიდევ რამე?
  19. დრიფტისთვის. უკურეაქციები ძალიან მკვეთრი აქვს, თორემ რბოლისთვის ხელის ხლება არ უნდა. ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ რულის სოფტიდან დამეწია სენსითივი ოფიციალურად არაფერს ამბობენ, საბოლოო რელიზი როდისთვის აქვთ დაგეგმილი? სადაც ყველა ტრეკი + მანქანა + ონლაინი იქნება გახსნილი? რამე მაქსიმალური პერიოდი ნახსენებია სადმე?
  20. კი, გავუშვი როგორც იქნა. რისი ბრალი იყო და, წუწურაქობის (ვიყიდე) შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, მომეწონა. თავიდან ცოტა ცუდი თვალით შევხედე, რულის ნასტროიკები მაწვალებდა, უმიზეზოდ ითიშებოდა, ხან რული და ხან სიჩქარეები და შევეშვი, აღარ მივკარებივარ. პირველში ნაქეიფარი მოვედი სახლში და ნასვამი მივუჯექი, თითქოს მომეწონა და უფრო მუღამზე მოვედი. მთლიანობაში 2 საათიც არ მექნება ნათამაშები, მაგრამ მთავარია, რომ მომეწონა. ამის მთავარი მინუსი ის არის, რომ რულს არ აქვს სენსითივის რეგულირება, მაგრამ 900 გრადუსზე ესეთი დახვეწილი მანევრირება ჯერ არ შემხვედრია. იმედია, ნელ-ნელა ბევრ რამეს დახვეწენ და ონლაინსაც ჩართავენ. 1 კიხვა მაქვს, პირველად მაქვს ნაყიდი თამაში და არ ვიცი ესეთი წვრილმანები. ნაყიდ თამაშებში არაოფიციალურ მოდებს/პაჩებს უპრობლემოდ დააყენებ? კიდევ, რაღაც ვიდეო ვნახე, მულტიპლეერს რთავენ (ჰამაჩის მსგავსი პროგრამების გარეშე) და შესაძლებელია? პ.ს. ვეძებე და ონლაინის ჩართვის შესახებ ვერ მივაკვლიე ოფიციალურ განცხადებას. როდის იქნებაო, არ ამბობენ?
  21. ეს რა არის? https://www.youtube.com/watch?v=sWIylWGLzt0
  22. ჯამბო, ამას დაურეკე, ეს პსპ-ის ხელოსანია და შეიძლება მაგასაც აკეთებს, ან დაგაკვალიანოს მაინც. 593515515
  23. psp-ს თამაშების გადმოსაწერ საიტების ხომ ვერ მეტყვით? 1 ვიცი (pspiso.ru) და მაგედან ძალიან ნელა მოაქვს, სხვა თუ იცით რამე?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.