Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ჰო და, განვაახლოთ ჩვენი legend თემა იმედია ჩვენი გროსმაისტერიც (jomardi) შემოგვიერთდება და უფრო მუღამი ექნება, ლექსოც საკმაოდ ძლიერი გამოდგა რეისინგში, ჯერ კიდევ მაგისი ლაპ თაიმი რეკორდობს (მაგრამ ცოტა მაუსის ამბავი ტეხავს, ველოდები რულით როდის შემოხვალ ).
  2. აა... სამსახურში არ მიხსნის მაგ საიტზე ატვირთულ სურათებს, მაგის გამო მობილურით შემოვედი და 4-5 სანტიმეტრიან სურათზე არ ჩანდა (ჩვენი ფორუმის მობაილ ვერსიას ვხმარობ და არ შლის სურათებს), მეგონა, რომ ბრუნის გრადუსებზე ამბობდი. არასდროს მომინიშნავს ეგ ფუნქცია, არც ერთ თამაშში არ ვხმარობ invert-ს და არც აქ დავინტერესდი. ერთი უნდა ვსინჯო საღამოს, მაგრამ ვერ ვხდები, ინვერტის დროს ხომ არარეალურს გახდის?
  3. რომელ სეთინგზე ამბობთ? მობილური ვერსიით გავხსენი და კარგად არ ჩანს. როტაციის გრადუსებზე არ არის ლაპარაკი? პორშე კი კარგია, მაგრამ კვადრო უფრო კარგი იქნებოდა. პ.ს. სკაილანის გარდა კვადროს რას ამატებენ?
  4. ეგ სეთინგი მგონი ვირტუალური რულის ტრიალია. რამდენზეც მიუთითებ, იმ გრადუსზე იბრუნებს.
  5. ეხლა სამსახურში ვარ და ვერ დაგისქრინავ რულში არ არის. მგონი საერთოშია (general ან общи-ში, გააჩნია ვერსიას).
  6. ხომ არ შეგეშალა ვერსია? ჩემთან ჩანს ეგ სეთინგი, მოვსინჯე და მაქსიმუმ 450-ზე ადის.
  7. სხვათაშორის, მე რაც F1-ის საჭეები მაქვს ნანახი, ყველაზე იაფია ეს არის
  8. გამოწერით კი, მაგრამ კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია საიმისოდ, რომ 300 ლარში გააკეთებინო. თან, აწყობილს უფრო გავს, ვიდრე გამოწერილს. სავარძელიც აშკარად მანქანის აქვს (რეგულირებადი პადგალოვნიკით).
  9. ნანახი მაქვს ეგენი. 550 ლარიანი კარგი ფასია, მაგრამ 1700 ლარი მეეჭვება, რომ ვინმემ გადაიხადოს.
  10. სპეციალურად ლოჯიტეკისთვის გამოშვებული მოდის ნახევარი ფასი დაჯდება და საჭეებშიც საკმაოდ დიდი არჩევანია. შეიძლება ჩამოტანაც არ დაგჭირდეს, 50 ლარში ელიავას მაღაზიებში ისედაც ყრია ეს ჩინური ფინთიკრუშკები. მანქანისთვის კი ნაგავია, მაგრამ სიმულატორისთვის მშვენიერი იქნება. ერთი კარგი ხარატი გინდა გადამყვანის გასაჩარხად და ეგ არის. როცა მოვიცლი უნდა შევიარო და ვნახო. ყველაზე კარგი ვარიანტი მგონი ეს იქნება, თან ათასნაირი ზომის არის და შენ გემოზე შეარჩევ.
  11. მაგის დედაც ვატირე, რამე მსგავსი ჩინური და იაფიანი რომ იყიდო და გადამყვანი გააჩარხინო (დაჯდეს მაქსიმუმ 30 ლარი, ალუმინის) და დააყენო, ხომ წავა? http://www.amazon.com/320MM-6-Hole-Stiches-Leather-Steering/dp/B005F6R3FE/ref=sr_1_8?ie=UTF8&qid=1394991145&sr=8-8&keywords=steering+wheels
  12. არა, სულ ახლები იყო და თან როგორც მახსოვს გადამყვანის გარეშე მიდიოდა. ეხლაც ვეძებ და ვერ ვპოულობ. უკვე იმას ვფიქრობ, რომ მეშლება. შეიძლება ჩვეულებრივი (ნამდვილი) საჭეები იყო და გადამყვანით აყენებდნენ. რაღაც ფორუმზე ქონდათ დალინკული, რომ ეს რული დავაყენეო და დაყენების ინსტრუქცია (სურათებიც ედო), გადავედი ლინკზე და როგორც უკვე ვთქვი, ბევრი მოდელი იყო მაგ ფასებში.
  13. არა, ეგ საიტი ვიცი. ბევრი საჭეები იყო და 40-50$ ღირდა. წუხელ გადავაბრუნე მთელი გუგლი და ვერ მივაგენი რომ მივეჩვიე აღარ მყოფნის ამის რადიუსი, ისინი უფრო დიდები იყო.
  14. ლექსო, ადრე სადღაც წავაწყდი G27-ის საჭეები იყიდებოდა 50$-ის ფარგლებში (მოდინგი) და ხომ არ იცი მსგავსი საიტი? ვერაფრით ვიპოვე, თან ბევრი მოდელი ქონდათ.
  15. ყველაფერი კარგი და მოსაწონია, მაგრამ, როცა ოფიციალურ გვერდს აკეთებს და ეს ერთგვარი რეკლამაც უნდა იყოს, კუზაო, კრილო და პადვესკა არ უნდა წეროს.
  16. გრან ტურიზმოში აშკარად იგრძნობა უფრო მეტი არკადობა, ვიდრე სიმობა (ხმების ჩათვლით). PC-ს რაც შეეხება, ხმებიც კარგი ჩანს და მართვაც, მაგრამ მოსახვევებში შედარებით უფრო ადვილად შედის, ვიდრე კორსა. ჩემი აზრით, ეს ცუდია თუ კარგი, ვერ ვიტყვი, სანამ გეიმფლეის პროცესს არ გავსინჯავ, მაგრამ რასაც ვატყობ, კორსაზე უფრო ადვილი სამართავი უნდა იყოს (უფრო სოფტ-სიმისებური, ვიდრე სიმისებური). კორსაში კი, ყველაფერი კარგია, მაგრამ სნოსი ცოტა გადამეტებული აქვთ. პირველი გეიმფლეი როცა ვნახე (ჯომარდის ვიდეო იყო, მაკლარენით), ეგრევე შევნიშნე. დავაყენე თამაში და დავრწმუნდი, რომ არ შევცდი, რადგან ყველა მანქანაში იგრძნობა ცოტა ზედმეტი სნოსი და სეთაპებზე წვალება გიწევს მის გასანეიტრალებლად. ბმვ-ზე გასაგებია, ეგ ისედაც ცოტა მაგეთ იხრება და რეალობაში ჩემთვისაც არაერთხელ დაუსნოსავს, რადგან მისი ტესტირება ნორდშლეიფეზე ხდება და ეგ ცნობილი ფაქტია, რომ მაგ ტრეკზე სნოსისკენ მიდრეკილ სეთაპს სვავს თითქმის ყველა მრბოლელი, მაგრამ დანარჩენი მანქანები ყველა სნოსიანი იყოს, რაღაც არ მგონია.
  17. ხო, სიბრაზის ნიადაგზე აწყობილი ავტოკონცერნია.
  18. მეც დავურეკე მაგათ, მაგ ფასში მხოლოდ 2 განცხადება იყო და ორივე ფეიკი, გათიშული ქონდა ორივეს, თან მთელი კვირა. ვიღაცას თავანი აქვს და თავზე ექცევა ქვეყანა, ეგეთი გამონაკლისები წელიწადში 1-2 თუ შეგხვდება, მაგრამ 300 ლარად ტი-ს ყიდვა გამორიცხულია.
  19. 300 ლარში? მაგ ფასში რომ იყოს, ეხლავე ვიყიდი 2 ცალს და SLI-ში გავუშვებ. 300 ლარად იყიდის TI-ს გარეშე. TI-ს 400 ლარი უნდა.
      • 1
      • Upvote
  20. ყველაზე კარგი ვარიანტი logitech driving force GT იქნება, მაგრამ უკვე ცოტაა ეს რულები და გაუძვირებიათ. ადრე ნახმარს 80$-შიც წააწყდებოდი, მაგრამ ეხლა ნახმარი 130$ ღირს. 900 გრადუსზე ბრუნავს. http://www.amazon.com/gp/offer-listing/B0015HYPOO/ref=sr_1_2_olp?ie=UTF8&qid=1394871660&sr=8-2&keywords=logitech+driving+force+gt&condition=used ესეც თითქმის იგივეა, უბრალოდ, GT-ის წინა მოდელია, მაგრამ ესეც 900-იანია. რადგან 100$+ იხდი, ყველა ვარიანტში 900-იანი უნდა იყიდო, თუ გინდა, რომ ისიამოვნო. http://www.amazon.com/gp/offer-listing/B0000DC64H/ref=sr_1_6_olp?ie=UTF8&qid=1394871827&sr=8-6&keywords=logitech+driving+force&condition=used
  21. ჰაერის ტემპერატურა ავუწიე ბოლომდე (20-ზე მქონია) და ცოტა რაღაც უკეთესობა ვიგრძენი. შეიძლება მაგათი რეკორდები საკმაოდ გაცხელებულ საბურავებზე აქვთ, მე პირველივე წრის შედეგები მქონდა 1:28 - 1:29. ლაპ თაიმების 30-ეულში 1:30 დროითაც არიან შესულები და მაგას როგორ ფილტრავენ? მაგ დროს ხომ ნებისმიერი დადებს? ჩემი შედეგი როგორ უნდა დავაფიქსირო, მხოლოდ რეგისტრაციაა საჭირო?
  22. კი, სლიკებიც დავაყენე, სეთაფიც კარგად მოვირგე, ანუ მანქანას არ ვემდური, მაგრამ ესე კარგად არ კრეფს. დააკვირდი ვიდეოს, როგორც უკვე ვთქვი, სტარტის ხაზთან რა სისწრაფე აქვს და თუ გინდა შენც გასინჯე, მაგ სისწრაფის აკრეფა ვერ წარმომიდგენია, ჩემსას მაგ ხაზთან ყოველთვის 142-143 უჭირავს.
  23. ვარჯიში გასაგებია, მაგრამ აშკარად ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ჩემი ელიზი.
  24. ერთი რა ვერ გამიგია, ეს ვიდეო დადებულია შარშან თებერვალში, ანუ როცა ამ თამაშზე გაგონილიც კი არ მქონდა არაფერი. ესეიგი დეველოპერი კომპანიის თანამშრომელია? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ამ ელიზით გავიარე ეს ტრეკი და 5 წრეში 1:28-ს ვერ ჩამოვცდი, რაც არ უნდა თავი შევაკლა 1:26 იქნება ჩემი საუკეთესო შედეგი. გასაგებია, ვერ ვარ იმ დონეზე, რომ 1:22-ზე ვიფიქრო, მაგრამ ამ ვიდეოში ეს მანქანა აშკარად ბევრად უფრო სწრაფად კრეფს, ვიდრე ჩემი. + ამას, ჩემ მანქანას მაგარი სნოსი აქვს და ცოტა სეთაფების ცვლის შემდეგ გავაუმჯობესე, აღარ მიშლის ხელს და ნორმალურად შედის მოსახვევებში, მაგრამ შანსი არ არის ისე შევიდე, რომ ოდნავ სნოსი თუ არა, პაკრიშკების წრიპინი მაინც არ ისმოდეს, თან მაქსიმუმ იგივე სისწრაფით, როგორც ამ ვიდეოში შედის, ანუ ამ გეიმერზე სწრაფად შევდივარ და მაგიტომ მისნოსავს, ეგ ვარიანტი გამოირიცხა. ამის მანქანას კიდევ ერთიც არ დაუწრიპინია. დატვიკულით თამაშობს? თუნდაც ეს. თან რაზე დავეჭვდი, დააკვირდით სტარტის ხაზის გადაკვეთის მომენტში აკრეფილ სისწრაფეს, რაც არ უნდა გახიო მანქანა, მაგ ადგილზე 145-ზე მეტი ვერ გექნება აწეული. წინა განახლებაზე მანქანები არ მინახავს და ეხლა რომ განვაახლე, ორივეზე new დამიწერა და ვიფიქრე ეხლა დაამატესთქო.
  25. 0.7.5-ზე განახლდა და დაემატა ახალი მანქანებიც: Pagani Huayra და McLaren MP4.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.