Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ნახევარი საათია ვეჩალიჩები და 1:31-ს ვერ ჩამოვცდი. 210-ე ადგილზე ვარ სეტაპი კარგი მაქვს, არაფერს ვუჩივი. ტრაექტორიებიც ასე თუ ისე თითქოს ნორმალური და მაინც ვერ ვაუმჯობესებ. გასაგებია, რომ შეცდომებს ვუშვებ, მაგრამ იმას ვერ ვიგებ, სად ვუშვებ ამხელა შეცდომებს, რომ წუთნახევრიან ტრეკზე 5 წამით ვაგებ. კიდევ 1 რაღაც ვერ გამიგია. იმ ლაივ ტაიმინგის საიტზე ყველა დაფიქსირებულ გეიმერს უწერია რითი თამაშობს, რა ასისტებს ხმარობს და კიდევ რაღაც ინფოები, ხო და, საუკეთესო დროები ვისაც აქვთ, ჰაერის ტემპერატურა უწერიათ 36 გრადუსი და ტრეკის 42, როცა ჩემთან მაქსიმუმი 32-ის დაყენება შემიძლია (ჰაერი), თუმცა, ამის და მიუხედავად, რბოლის დროს მიწერს 26-ს ჰაერის ტემპ-ს და 32-ს ტრეკის ტემპ-ს, თან, შუადღის 3 საათზე, როცა ყველაზე მეტად ცხელა. ეგეც თავისებურად იმოქმედებს, რადგან საბურავები უფრო ცხელია და მეტი მოჭიდება აქვს, მაგრამ ჩემთან უფრო "გრილა". ლექსო, ამის მიზეზს ვერ მეტყვი? http://www.radiators-champ.com/RSRLiveTiming/index.php?page=rank&car=52&track=3&p=5
  2. თავიდან მეც ე30 მომწონდა, მაგრამ რაც 92-ის მოვსინჯე, იმის მერე სხვას არც მივკარებივარ. 30 ცოტა სუსტია ჩემთვის.
  3. კი, ოფიციალურია. http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=238544418
  4. მაგრა მევასება ესეთი ტრეკები/გზები. ლექსო, ანონსებიდან ხომ არ გეცნობა?
  5. ხო, სეთაპებზე სამწუხაროდ ეგრეა.
  6. ყოჩაღ ისე, როგორ ითმენ, რომ ესეთი კარგი რულით არ/ვერ თამაშობ? გასაგებია შენი მიზეზი, მაგრამ მაინც. თან, ხომ დაფიქსეს რაღაცეები და მაუსს აღარ აჯობებს?
  7. დაჟე 7.8? რამოდენიმე დღეა არ მივკარებივარ რულს და ამაღამ ჩავუჯდები. მათე, როგორ მიდის შენი დრიფტერობის საქმე? დასაწყისი კარგი გქონდა და გაგრძელებაც კარგი გექნება, იმედი მაქვს...
  8. არაბული დრიფტი ყველას მოგეხსენებათ, მაგრამ ასეთი?! http://www.myvideo.ge/?video_id=2289005
  9. არა, g25-ს ვგულისხმობ, რა პრობლემა გაქვს?
  10. როგორც მახსოვს, სუსტ ფიდბექს(აც) უჩიოდი და, კონკრეტულად რა პრობლემა გაქვს?
  11. ყოჩაღ მაუსით?
  12. უფრო ადვილად რომ შეგექმნას სეტაფებზე წარმოდგენა, შენი თუ გაქვს დამახსოვრებული, შეადარე ჩემსას და დააკვირდი რა მაქვს შეცვლილი.
  13. საღოლ, მაგარია. აწი უკვე ამუღამე და ეგ არის, ყველაფერი მაგრა გამოგდის!
  14. კი, ოღონდ მხოლოდ E92-ზე. სხვა მანქანაში არ ჩააგდო, ყველას თავისი სეთინგი აქვს და არ იმუშავებს. თუ დრიფტისთვის სხვა მანქანები გინდა, მითხარი და იმათაც მოგცემ, მაგრამ ჯერ ეს გასინჯე, იქნებ საერთოდ არც მოგწონს ჩემი სეთაპი. უნდა ჩანდეს. კარგად მოსინჯე.
  15. ოოო, ეს კარგი რამეა. სპა მართლაც რომ ერთ-ერთი უძველესი და ლეგენდა ტრეკია. სხვათაშორის, მაგ ტრეკზე დაიღუპა ნორდშლეიფეზე პორშე 956-ით არაოფიცილაური რეკორდის (6:11) ავტორი შტეფან ბელოფი. matusala ეს ფაილი ჩააგდე: my documents/assetto corsa/setups/bmw_m3_e92_drift/magione ფოლდერში.
  16. ალბათ, 9-ისთვის მივალ სახლში და ავტვირთავ.
  17. მეც ყოველთვის მიკვირდა მაგ ფუნქციის არსებობის მიზანი. თუნდაც, შუთერები ავიღოთ, რა მუღამი აქვს, როცა მარცხნივ გაწევ მაუსს და სამიზნე მარჯვნივ გარბის? ასევე, რბლებშიც. გუშინ პირველად გავსინჯე და მხოლოდ 1 მოსახვევი იყო საკმარისი, რომ ეგრევე გამეთიშა. (magione ქვია მაგ ტრეკს). ანუ, დრიფტის დროს ვერ იმორჩილებ? მაგ ტრეკზე და მაგ მანქანაზე მაქვს კარგად მორგებული სეთაპი, საღამოს გამოგიგზავნი და ნახე. მე მეგონა, რომ რეისინგის დროს გიჭირდა, თუ დრიფტისას ვერ იმორჩილებ, ეგ უკვე პრაქტიკის და დამუღამების ამბავია. ბევრი ვარჯიშით გამოასწორებ ამ პრობლემებს.
  18. ეგ დრიფტის დროს გითხარი, თუ ძალიან ცურავს, ცოტას შეგიმსუბუქებსთქო. ზანოსი არის, როცა მანქანას უკანა მხარე მოუცურდება (დრიფტის დროს როგორც ცურავს), ხოლო სნოსი არის, როცა მოსახვევში შედიხარ მაგრამ მანქანა მოსახვევს კი არ მიყვება, არამედ მოსახვევის სიგანეზე გადის (თითქოს საბურავებმა არ მოუხვიესო). ესეიგი, გისნოსავს. მითხარი რა მანქანაზე და საღამოს მოგცემ სეთაპს. შეიძლება გამოგადგეს. პ.ს. ეს პრობლემები დრიფტის დროს გემართება, თუ ჩვეულებრივი რეისინგის დროს? სწორედ ეგ არის იმის მიზეზი, რომ არ იცი რეები უნდა არეგულირო. ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს, რომ შესაძლო ვარიანტებზე იმსჯელო. უნდა იცოდე, კონკრეტული დეტალის ცვლილება რას შეუცვლის მანქანას. ესე ზეპირად რომ მიადგე და რაღაც შეცვალო, მერე გახვიდე ტრეკზე და გასინჯო, კარგად შედის თუ არა მოსახვევში, არაფერს მოგიტანს. მე ნაღდად არ მეზარება (ბევრი არც არაფერი ვიცი, მაგრამ მაინც, ნეტა რამეში შევძლო და დაგეხმარო და არასდროს დავიზარებ), მაგრამ ამით მხოლოდ კონკრეტულ პრობლემას მოაგვარებ და მთლიანობაში კარგ შედეგს ვერ მოგცემს. თუ ინტერესი გაქვს, სტატიები იკითხე და ცოტა რაღაც წარმოდგენა გაგიჩნდება + ნელ-ნელა ვირტუალურ პრაქტიკაშიც გამოიყენებ და შენ თვითონვე მიხვდები ხოლმე +/- ებს. მოკლედ, მითხარი ტრეკი და მანქანა.
  19. საბურავებში წნევის დაგდება არ არის "ოფიციალური" გამოსავალი, თან იმასაც გააჩნია, რამდენით უკლებ. აქ ლაპარაკია 0,2-0,3 ატმოსფეროზე, თორემ ეგრე კი არ არის საქმე, რომ თუ მოჭიდება სუსტი აქვს, 3,0 ატმოსფეროდან 1,0-ზე დააყენო და მანქანა დაგემორჩილება, პირიქით, ზედმეტად დაბალი წნევის გამო ძალიან არასტაბილური გახდება, ცხვირის თამაშს დაიწყებს (როგორც ზემოთ-ქვემოთ, ასევე მარცხნივ-მარჯვნივ, გააჩნია გზას და კონკრეტულ მანევრს). ასევე, მოხვევა გაუხდება ცუდი. ამიტომ, ჯერ სტანდარტული სეთაპებით დაამუღამე და მერე ადვილად მიხვდები, რა გიშლის ხელს. "რაღაცნაირად მიცურავს მანქანა"-ში 2 ვარიანტია: ზანოსში (უკანა მხარე), თუ სნოსში (ცხვირი) მიდის? აქ მხოლოდ საბურავებში წნევის დაგდებით არაფერი გამოგივა, ეგ ძალიან ზოგადი რჩევაა, ანუ, დაუკელი 0,2 ან მაქსიმუმ 0,3 ატმოსფერო, მეტი უკვე საგრძნობლად შეეტყობა და როგორც უკვე ვთქვი, არასტაბილური გახდება. წნევაზე ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს რაზვალს და სხაჟძენიას, ასევე მანქანის სიჟოსტკეს (რომელზეც მოქმედებს ზამბარების "სიუხეშე", კლირენსის სიმაღლე და სტაბილიზატორების რეგულირება) იმასაც გააჩნია, კონკრეტულად რა მანქანაზე და რა ტრეკზეა ლაპარაკი. თუ სტანდარტულ-შუალედური სეტაპი არ გაკმაყოფილებს და ყველა ვარიანტში რაღაც გაქვს შესაცვლელი, ჩქაროსნულ ტრეკზე ჯობია ცოტა ზანოსისკენ იყოს მიდრეკილი, ვიდრე სნოსისკენ და პირიქით, ბევრ შპილკებიან და შიკანებიან ტრეკზე ცოტა სნოსისკენ, ვიდრე ზანოსისკენ. მაგრამ კიდევ გავიმეორებ და, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტულს ვერ ეგუები. იმიტომაც გეუბნევი, რომ ესე ზოგადი რჩევა არ გამოგადგება. მითხარი ზემოჩამოთვლილი პრობლემებიდან და მანქანებიდან რაზეა ლაპარაკი და საღამოს ჩემებურად მორგებულ სეთაპს მოგცემ, სინჯე და თუ ცოტა მაინც არ წაგადგება, არც რამეს დაგიშავებს
  20. ხო, ეგ რა თქმა უნდა. უბრალოდ, ჩემს მაგალითზე გითხარი, რომ არასდროს გამომადგა სხვისი სეთინგი. მართალია, სულ 1-2-ჯერ დავაპირე გამოყენება, მაგრამ მაინც.
  21. force feedback გრაფაში gain მაქვს 70%, road effects 40% და დანარჩენი 0%-ზე, G27-ს ისეთი მექანიზმი აქვს, რომ მაგ დროს რაღაც პრაწივნი კაკუნის ხმა აქვს და მაგიტომ ვთიშავ, თან არ მიშლის ხელს უმაგისობა. steering settings-ში ყველაფერი ისე, როგორც შენს სქრინზეა. მაგრამ სხვისი სეთინგებით არ მოირგო ხოლმე, შენ გემოზე დააყენე ყველაფერი. არასდროს გამომიყენებია სხვისი არც სეთინგი და არც სეთაპი, იმის გამო, რომ არასდროს მომწონს სხვის გემოზე მორგებული.
  22. გუშინ გავტესტე ეს სეთინგი და თქვენთან კი ბოდიში, მაგრამ ჩემთვის მაგარი საზიზღრობაა. საჭის ფიდბექი იმ მხარეს მოხვევისას მსუბუქდება, როცა მანქანას g-force დატვირთვა აქვს და ამ დროს წესით უფრო უნდა დაჭიმოს. ვერ ვხვდები, რა შემეთხვევაში შეიძლება იყოს გამოსადეგი, ესე ხომ არარეალურია?
  23. შენსას მაინც არ იშლი, ხო? ერთადერთი თემაა მთელს ფორუმზე, სადაც, რომ შემოვდივარ, რაღაცის თქმა მინდა და ვერაფერს ვამბობ...
  24. თამაშის დროს ჩართული მაქვს ლაივ ტაიმინგი (RsrLiveTime) და "აჩრდილი" ვერაფრით მოვაშორე. სეთინგებიდან გათიშული მაქვს, მაგრამ მაინც გამაღიზიანებლად დამყვება ჩემი აჩრდილი. ლაივ ტაიმინგზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ თუ მაგის გარეშე ვთამაშობ, არ ჩანს. ლექსო, გაქვს რამე იდეა?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.