Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. უუფ, შენ აგაშენა ღმერთმა, ამევისუნთქე შე კაცო :bliss:
  2. და რა ვუთხრა, სისხლი გამიშრო ამ დედა ინვალიდმა და ვიცილებთქო? მაგას ჯობს, მართლა შევტენო :givi:
  3. 3x მოშორებაზე კი, ცოტა მიჭირს ეგეთი რაღაცეები, ცხოვრებაში არავისთვის შემიტენია "საქონელი", პრინციპში, შემიტენია რა, არც გამიყიდია არაფერი, 1 ის logitech-ის რული გავყიდე ჩვენთან და ეგ არის. არა, ვიტყუები, ერთხელ შევტენე მანქანა, ისიც იმიტომ, რომ თვითონ შეიტენა, ზეთს ჭამდა ჩაქაფულივით და კარგია, ესე უნდა იყოსო (ზეთის ჩასასხმელი ხვრელიდან ამოსულ ბოლზე თქვა), ხოდა, მშვიდობაში მოიხმარეთქო, დამირეკავ და მადლობას მეტყვითქო (მობილური არ გამითიშია, დამალვას ნაღდად ვერ დავიწყებდი):punch:
  4. ეუფ, ზუსტადაც რომ მაგიტომ ვითრევ ფეხს და ჯერ სხვა გზებს ვეძებ, თუ არადა, სხვა რა გზა მაქვს?! რამდენი რამე მაქვს და ამის თავიდან დაყენება, ტიტუუუ, რამდენი საჩალიჩო მაქვს, ჯერ მარტო თამაშები მაქვს დაახლოებით 80GB, პროგრამები, კიდევ სხვა, აუცილებელი სოფტი, ანტივირუსი, ოხოხო, 1 საშაბათკვირე საქმეა რა მოკლედ, ჩემი მთავარი მიზანია, ჰარდი (ვიდეო+MB) გამოვრიცხო და ბოლო-ბოლო, თუ ვინდმა უშველა, ჯანდაბას, თავიდან დავაყენებ ყველაფერს. მიშიკო, ხომ მეხუმრები?
  5. სოფო რომელია? ვინდის გადაყენება ბოლოსთვის მაქვს შემონახული, ჯერ სხვა ხერხებს გამოვიყენებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ლექსო, ბოლო დრაივერი მიყენია. ვინდი 7 მაქვს 32-იანი, კონტროლ პანელიდან არაფერი მიჩალიჩია, გუშინ v-sync გამოვურთე და სულ ეგ არის.
  6. ნუ, გამარჯობათ და რამე-რუმე... როგორც სათაურად დავაწერე, ჩემი ვიდეო მაბრაზებს, კერძოდ კი, დაუსუსტდა წარმადობა, რაში გამოიხატება და, Driver san francisco-დან დაიწყო ყველაფერი, ვერაფრით დავარეგულირე მოხტუნავე fps, 3-ნაირი ვერსია დავაყენე (full-ის ჩათვლით, რომელიც ეხლა მიყენა), მერე გადავედი ტესტებზე (სანამ ტესტების შედეგებს გაგაცნობთ, აქვე მინდა გითხრათ, 2-3 თვის წინ 1-2-ჯერ შევამჩნიე, NFS Shift 2-ზე fps-ს საგრძნობლად დააკლო (თამაშის დაწყებისთანავე), მაგრამ მხოლოდ რამოდენიმეჯერ ქნა და ყურადღება არ მივაქციე, რავიცი, რაღაცას დავაბრალე, რას, მე თვითონ არ ვიცი...), ტესტებს რაც შეეხება, გავატარე ფურმარკზე, სადაც ყველაფერი საკაიფოდ იყო (თუმცა, ამ გაწამებული 1 კვირის მერე საკაიფო მიზეზი ნაკლებად მაქვს), 5 წუთში 70 გრადუსი (სამაგიეროდ avg.fps ქონდა 10), ასევე გავატარე ვიდეოს მემორი ტესტი (G1ORG1-მ მირჩია) და არც აქ ქონია პრობლემა, 0 ერორი, მერე გადმოვწერე 3Dmark 06 და ძველი შედეგები რომ მახსოვდა, ვიფიქრე, შევადარებთქო და აი აქ დამ...რა, როცა 10300-ს იღებდა, გუშინ აიღო 6200 ხოდა, არც ვაციე, არც ვაცხელე და თამაშებში fps-ის ხტუნვა დავაბრალე ვიდეოს და მგონი სამართლიანად. თქვენზე კარგ, კომპეტენტურ და ამომწურავ რჩევებს ვინ მომცემს? ვერავინ! ხოდა, აბა ბიძიებო და დეიდებო... (თუმცა, ფორუმზე ხომ მხოლოდ 1 დეიდა გვყავს (Nikki)) მაგალითისთვის: Deus ex-ში მქონდა 45 fps, ეხლა კი 22-25, წარმადობას ზუსტად ეგ 40% დააკლდა, რაც 3Dmark-ის ქულებში მაქვს სხვაობა. P.S. დრაივერი-285.38. P.S-2. დესკტოპ რეჟიმშიც კარგად დგას ტემპერატურა-40 გრ.35% ფანით, ანუ, ეს პრობლემა რომ არ ქონდეს, ძალიან სტაბილურად მუშაობს და კაცი იფიქრებს, რას ერჩი ამ "შხვართივით" კარტასო? არადა, ვერჩი კი არა, ამას მ...... რა ვუშველო? მომჭრა ხომ საქვეყნოდ თავი? მართლა პალიტია რა ამაზე არ მიფიქრია, ვითომ მაზერი? :xeli:
  7. ეს რა ჯიშის ცხოველია, ვინმემ გასინჯეთ? ზომამ დამაეჭვა http://www.file.ge/?p=22244#more-22244
  8. არა რა ძმაო, ჰოლივუდის სპეცეფექტები მაინც სულ სხვაა.
  9. კაცო, შენ ნელ-ნელა მადაზე მოდიხარ, თუ ჩვენ გემოვნებას/ცოდნას ამოწმებ ძრავებთან დაკავშირებით? 21-ე საუკუნეა და დღეს თითქმის არაფერია შეუძლებელი, მითუმეტეს ასეთი საკითხი, ეს ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული, თორემ შიგაწვის ძრავი კი არა, რეაქტიულს ჩაგიდებენ.
  10. ეგ მასტი ნორმალური არ არის, ისეთ "ვიდზე" იყო, ბავშვს რომ 20 წლამდე სახლში გაზრდი და მერე ქუჩაში გაუშვებ. სხვა თემებიც ქონდა და არანორმალურის შთაბეჭდილება დატოვა, ვითომ ფილოსოფიას აწვებოდა, არადა, მგონი პლატონი მხატვარი ეგონა, ვიღაცამ 1 ანდაზა უთხრა და ეგრევე დაიმახსოვრა. ეჰ, რა მაგრა უბერავდა... ცოდოა, ესეთი კატეგორიის ხალხი ადრე თუ გვიან 99% შემთხვევაში დეპრესიას "მოიმკის", დეპრესია კი, სუიციდის წინაპირობაა :SNEMOTICON13:
  11. კაცოოუ, ამ შობელძაღლებმა ბოლო-ბოლო არ უნდა ისწავლონ თავისი მოდელის შექმნა? 70 წელია იპარავენ მოდელებს, ფუ თქვენი... :SNEMOTICON13:
  12. რა ჩამორჩენილი ვყოფილვარ, არც კი ვიცოდი ამ იშვიათობის არსებობა.
  13. აბა რა?! ვიდზე არც შეედრება, თან 15 წლით ძველი მოდელია (stratos-1972 და integrale-1987) და მაინც რამდენად უფრო სპორტულად გამოიყურება. (thesis) რაო, არ მოგეწონა "კალმით ნახატი" შედევრი? :D
  14. მაგის მთქმელი ავტოსპორტისგან მინიმუმ შორს იქნება. მართალია, ანტიკვარი, ძველი და მსგავსი რამ არ მიყვარს (მათ შორის შენობები, ავეჯი და ა.შ. მიყვარს სიტყვა "მოდერნი" თავისივე მნიშვნელობით), მაგრამ ლეგენდებზე სხვა დამოკიდებულება მაქვს, არ შეიძლება არ დააფასო სტრატოსის და თვითონ ბრენდის წარმატებები (ასევე "ინტეგრალე", რომელიც ფასში ($) თავისი უფროსი ძმის მსგავსია). რა ისტორიის ბრენდია და დღეს როგორ ჩააბანძეს, thesis "საუკეთესო მახინჯების" 3-ეულშიც კი მოხვდა.
  15. რატომ, რახანც სტრატოსი გევასება? ეგ ლეგენდაა და დღესაც სერიოზული ფასი აქვს (450 000$).
  16. ხო, მაგას ქვია "ცენტრალურძრავიანი", მართალია ძრავი მართლაც ცენტრში არ არის, უფრო უკან დგას, მაგრამ ეგრე ქვია.
  17. კი, ჩავა, მართალია რაღაცეების გადაკეთება მოუწევს, მაგრამ შედეგს მაინც მიაღწევ. საერთოდ, ესეთ შემთხვევაში ცდილობენ (როცა მძიმე ძრავია), რომ ძრავი რაც შეიძლება უკან, სალონისკენ გაწიონ, თორემ ცხვირი დამძიმდება და წონის გადანაწილებაზე სერიოზული საჩალიჩო იქნება, მაგის გარეშე ცხვირი მძიმე ექნება და ტრ..ი მსუბუქი, იდეალური შეფარდებაა 50/50-ზე, ამას კი, დაახლოებით 65/35-ზე ექნება, რაც ტრეკზე ცუდ შედეგს მოგცემს, უფრო სადრიფტაოდ იქნება და მაინცდამაინც ვერც დრაგზე ივარგებს, მაგრამ თუ ყველაფერი შესაფერისად გაკეთდება, ისეთ ცხოველს მიიღებ, რომელსაც თბილისში ბევრი სპორტქარიც ვერ გაუწევს კონკურენციას.
  18. ოოო, სერიოზული ცხოველ(ებ)ი ჩანს :xelitavi:
  19. ეს ფირმა პირველად გავიგე, დავინტერესდი და ამაზონზე გადავხედე და აუდიოტექნიკის 600$-იანი ყურსასმენები გავჩითე, ტრუხა ბრენდს ასეთი ტუტუცური ამბიცია ვერ ექნება, მართლა კარგ ტექნიკას რომ არ უშვებდეს, 600$ ყურსასმენში სერიოზული თანხაა (მოსკოვში 1000$ ღირს), დაჟე ბევრი ქართველი მუსიკოსისთვის, ეს კი, მხოლოდ უმაღლეს ხარისხზე მეტყველებს. სანამ ამას ვწერდი, რუსულ ფორუმებზე გადავიკითხე... ერთხმად აღიარებენ, რომ "ჰაი ენდ" ტექნიკააო და გიგი ამბობს, ძიშოვი მეჩვენებაო მასტი რას წერს: Это Hi-end ребята. Брал у друга на недельку погонять, отдавал - плакал. Мечта просто.
  20. ვაა, კაი ამბავი წამოგიწყიათ. ამ კვირას ვერ შევძლებ, კახეთში მივდივარ ცხვრის ქელეხზე, შემდეგ კვირას ჩემი 1-1 ნათლულის დაბადების დღეა. მაინცდამაინც ქალაქგარეთ? ქალაქში არ გამოვა? P.S. ის ხომ არ დაგვიწყებიათ, რომ დათო (f-22raptor) უნდა დავპატიჟოთ, რაც არ უნდა წინააღმდეგი იყოს, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ და სიკეთის დავიწყება არ შეიძლება! ეხლა დაიწყებს დათო, რას ამბობთო, მაგრამ 1 კაცს ალბათ მოვერევით და მაინც ჩვენსას გავაკეთებთ.
  21. ბავშვობიდან საღადაო მანქანად ყოველთვის "ბუტკა მოსკვიჩს" მოვიხსენიებდი, დაჟე ვფიქრობდი, 1 ეგეთი ვიყიდო და რამე ძლიერი/ტურბინიანი ძრავი ჩავდგათქო, ოღონდ ექსტერიერი იგივე დავუტოვოთქო, კაბინაზეც მივაწერო "N4 ქარხნის პური" და მერე გენახა წივილ-კივილი, რამე "ცხოველს" რომ ამოუდგები შუქნიშანზე და... თან პურის ქარხანასაც საქმეს გავუკეთებდი, უფასო რეკლამაა რა, "ყველაზე სწრაფი დისტრიბუცია თბილისში, პურის გამოცხობიდან 7 წუთში ადგილზე მოტანით".
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.