Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ვიცი, ტრაბახად არ ჩამითვლი, მაგრამ ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რა ბრენდიც გინდა იყოს, თუ გინდა ტრაილერს ვატარებ. ford transit მყავს, ხაზზე ვამუშავებ, შენ უნდა გენახა, ეგ რომ ვაზანოსე, ცხონებული ბიძაჩემი მანქანიდან მიხტებოდა :D
  2. ეგ შენ თვლი ეგრე და აბა ეხლა MB-ს კითხე. დავიწყოთ: რა ღირს SLR? 300000$? ამ თანხაში რა მანქანები მოგივა? რა და, Ferrari-ს თითქმის ყველა მოდელი, ლამბოს თითქმის ყველა მოდელი, ასევე saleen, შევროლე კორვეტი (4 ცალი), კონიგსეგი და კიდევ ბევრი სხვა, მგონი გვეყოფა და აღარ გავაგრძელებ, ყველა ეს მოდელი ტრეკზე რას უზავს SLR-ს? რას და უმწიკვლობას დააკარგვინებს და ატირებულს გაუშვებს დედიკოსთან, დიდმა ბიძიებმა ჯერ ტაკოზე მცემეს და მერე... ეხლა ამათზეც მითხარი, არ არიან სარბოლო მანქანებიო, არადა, ხომ ერთ ფასიანებია? რატომ აბანძებენ? იმიტომ რომ ამათ გვერდზე მართლა ბანძია! ჩემ სიძეს ყავს CLS 5.0 და ჩემ მეჯვარეს E60 3.5, ჩემი გჯერა, რომ ორივეს გატესტვა მომინდებოდა? თუ არ გჯერა, გეტყვი, რომ დიდი სიამოვნებით გავტესტე ორივე, კონკრეტულად კი, ნახალოვკიდან სპეციალურად მაგისთვის წავედით ორივე მანქანით ვარკეთილის ბოლოში, ზღვასთან ახლოს და 3,5-მა მუხლზე გადაიმტვრია CLS, რიგრიგობით დავჯექი ორივეზე და ერთიდაიგივე მონაკვეთზე 3 წამით აჯობა BMW-მ, სადაც MB-ით 80-ით შევდიოდი, BMW-ით მინიმუმ 100 მეჭირა, მერე დრიფტში შევადარე, კი, გასაგებია, რომ 5.0 საკმაოდ დიდი ძრავია და ასე თუ ისე, დრიფტი არ გაუჭირდა, მაგრამ BMW-ზე ბევრად უფრო მესიამოვნა და უფრო ლამაზად შედიოდა, უფრო საიმედო მართვა აქვს, რამსიგრძე მოსახვევიც არ უნდა იყოს, ერთი რომ ჩადგები "ვიერში" გადიხარ ბოლომდე... ასევე ვიტყვი ML-ზე და X5-ზე (ჯიპობაში არ ვამბობ, გზაზე დგომას ვგულისხმობ), არც კი შევადარებ ML-ს, 1 კვირის წინ X5-ით ვიმაიმუნე, ბევრი სედანი მიმიქარავს, მეგონა მაღალ პასადკიან მე-5 სერიას ვატარებთქო, ისე საიმედოდ მანევრირებდა, ML-ზე რას ვიტყვი? რას და, ეგ 1 ცალი სახლში აუცილებლად უნდა გყავდეს, ბავშვები ჩაჯდებიან, გაერთობიან, ჩემი ბავშვი თოჯინებს დაალაგებს და ტანსაცმელს გამოუცვლის, ფართიც უწყობს ხელს, თუ სავარძლის ტყავს გაჭრიან და გააფუჭებენ, არც ეგ დაგენანება, მაინც მერსედესია და მაგის გულისთვის ბავშვს ხომ არ ეჩხუბები, როგორ შეიძლება?! ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ მე ჩემით რაც მინახავს და გამიტესტავს, იმას როგორ არ დავუჯერო და (შენზე არ ვამბობ) ვიღაც თინეიჯერების აზრს უნდა ვენდო? 2 კვირის წინ მამიკომ AMG უყიდა, რომლითაც 2.0 ვექტრა გააბანძა და მაგარია? არ გამოვა მაი ამბავი, 100-ჯერ გაგონილს 1-ხელ ნანახი მირჩევნია! თუმცა, ამ შემთხვევაში ამ ციფრებს თითო ნულს მივუწერდი.
  3. ნახევარსაც ვერ ვუყურე კი არა, ესეიგი ნახევარს უყურე, ის ოპტიმისტური რეკლამა ხომ იცი: ჭიქა ნახევრად ცარიელი კი არ არის, ნახევრად სავსეა, ეგეთ ვარიანტში ხარ.
  4. მხედველობას არ ვუჩივი, მაგრამ ვერაფერს ვამჩნევ :xeli:
  5. რატომ არ უნდა მქონდეს, თორე კი :D
  6. აუ, რა მაგრა გავერთობოდი და რამდენს გავაგიჟებდი, პატრული რომ გაგაჩერებს და ცეცხლმოკიდებული გადმოხვალ (უმჯობესი იქნება, თუ ყურებზე გეკიდება), თან რომ არ იმჩნევ და ვითომც არაფერია, ჩვეულებრივად რომ მიაწვდი საბუთებს, მანქანაში ცოლშვილი რომ გიზის და იმათაც ცეცხლი უკიდიათ, დედა რომ ეტყვის ბავშვს: აბა პატრული ბიძიას ხელი დაუქნიე და ბავშვიც გაღიმებული სახით ცეცხლიან ხელს რომ უქნევს.
  7. ჯადოქრობას დაგაბრალებენ და ცეცხლზე (ოღონდ ცხელზე) დაგწვავენ. მე რასაც ვუყურე, სპეციალური სითხე იყო და იქაც იგივე თქვეს, ყვითელი (ანუ ალი) არის ცხელიო, თვითონ ცეცხლია ცივიო.
  8. ხო, მეც მინდა. არა, არ წავა, ეგ რომ ცივად იწვოდეს, წარმოგიდგენია, რა ნერვები გინდა სიგარეტზე მოსაკიდებლად?
  9. არა, ცივი ცეცხლი, დისქავერზე მაქვს ნანახი. მოიცა, მოგიძებნი. ეს ვიკი: http://ru.wikipedia.org/wiki/Холодный_огонь ესეც ვიდეო: http://rutube.ru/tracks/735555.html?v=9dbc2624197baaa9effa44cc0ee0c58c
  10. მართალია ამას სპეციალური სითხე (რომელსაც ფილმების გადაღებებზე იყენებენ) უსვია, მაგრამ "ცივი ცეცხლი" გაგიგია? (არ ვხუმრობ).
  11. ეს ადრეც იდო და მაგარი ვიკაიფე, კარგია ტიპს რა საკალელი ნიკი აქვს რაც მაგას ქელეხის ხაშლამა ექნება ნაჭამი... მექელეხე თუ არა, მინიმუმ ფანი მაინც იქნება, qelexi for ever და რამე.
  12. 15 ლარი ალბათ შენი წილია, თორემ 15 ლარიანი პაკეტი ხომ არ არის?
  13. მაგ თანხაში ბევრად მეტი შანსი გაქვს, მოკლედ, არ დაგწყვეტს გულს.
  14. გაუჭირდება, გააჩნია თამაშს, თანამედროვე ჰიტებში, სავარაუდოდ ვერა, მაგრამ 150 ლარში რაც არ უნდა იყიდო, მაგ გაფართოებაზე მაქს გრაფიკაზე შანსი არ არის.
  15. მატორის დაშლა და მატორის გახსნა, სულ სხვადასხვაა. უკანა სალნიკის გამოსაცვლელად, კარობკა უნდა ჩამოიღო, თუ კარტერის პრაკლადკაა მარტივია (რაც ძალიან მეეჭვება, მაშინ მანქანის ქვემოთ ზეთის კვალი იქნებოდა 100%), დანარჩენ 2 შემთხვევაში კი, ძრავს ნახევრად "ხსნი" (და არა "შლი"), მაგრამ ამ 2 ვარიანტშიც 1 ჯობია, გალოვკის, ეგ მაქსიმუმ 1 საათის საქმეა და 50 ლარზე მეტი არ ღირს, რაც შეეხება ბლოკს, აქ ცოტა რთულადაა საქმე, რადგან მატორი თითქმის უნდა მოიღო, თან თუ ეგ არის, დიდი შანსია "შლიფოვკაც" დაჭირდეს, მოკლედ, ეს 99% არ მგონია, და პირდაპირ გეტყვი, არც ის მგონია, რომ აქცევს, შენი ძრავი ჭამს!
  16. თუ მოკლე მანძილებზე დადის, შეიძლება ვერც იგრძნოს, იმასაც გააჩნია, რამდენს აპარებს, თუმცა, თუ გაჟონვაზე მიდგა საქმე, მე უფრო გალოვკის პრაკლადკას ვივარაუდებ, ბლოკიდან ცოტა იშვიათობაა.
  17. 1. გალოვკის პრაკლადკა. 2. ბლოკის პრაკლადკა. 3. კარტერის პრაკლადკა. 4. უკანა სალნიკი. თუ აქცევს, მაშინ სავარაუდოდ 1 და 4 ვარიანტებია.
  18. შანსი არ არის! ზეთის უხარისხობას ასე სწრაფად ვერ შეატყობ. იმანაც ძალიან დამაფიქრა, პირველივე დღეს 500 გრამის მოკლება აქ სხვა პონტია, ან შენ გეშლება, ან მანქანა ღვრის, რახანც 200 ლარიანი ზეთია, უეჭველი სინთეტიკა იქნება, რომელსაც ყველაზე ადვილად ჭამს მანქანა, მაგრამ ამისდამიუხედავად, თუ მართლა ეგრე ჭამს, სიარულის დროს უკან ვერაფერს დაინახავ, ისეთი ლურჯი ბოლი იდგება მე ვფიქრობ, მანქანა ხომ არ აქცევს? ეს შეამოწმეთ და წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიცილე ეგ მანქანა!
  19. მერე, ზუსტად ეგ არის კალონკის პრინციპი.
  20. აა, ეგ "რულავოი კალონკაა", ოღონდ ძველებური პრინციპის, ეხლა სულ სხვანაირებია.
  21. კი, უბრალოდ, წინა ხიდიო რომ თქვი... გიპოიდი უნდა ეძებო საბჭოური მანქანების რიგში, ძველი მოსკვიჩები და მაგდაგვარი სადაც არის, მაღაზიაში არც კი იკითხო, შეიძლება ვერც მიხვდნენ, რა არის გიპოიდი.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.