-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
მეკაიფები კაცო, თუ რაფრაა შენი ამბაააავი? ვერ მიგიხვდი რას გულისხმობ? რა უნდა ვთქვა, სერიოზული სიტყვებია, ცხოვრებისეული, იმედის მომცემი და ფარულად ცოტა მუქარაც დევს გორში ჩასვლას რაც შეეხება, სანამ ცალმხრივები გაკეთდებოდა, წყნარი სიარულით (120-130კმ) 40-45 წუთში ჩავდიოდი, ეხლა კი დაახლოებით 30 წუთში. P.S. ჩემი რეკორდებია: 1. თბილისი-სურამი 50 წუთი BMW E36 2,5 (ორმხრივი გზების დროს). 2. იქიდან წამოსვლისას, იგოეთიდან თბილისამდე 17 წუთი (ეს უკვე საღამოს მოძრაობისას, გადატვირთულზე). 3. თურქეთიდან მოვდიოდით მე და ჩემი ძმაკაცი (მე ვიყავი BMW E39 3,5 და ის იყო subaru legacy B4 twin turbo-თი (რესტორანში დაბადების დღეზე გვეჩქარებოდა (შუა კვირა იყო და გადატვირთული მოძრაობა არ იყო, ისე ვერ მოვასწრებდი ამ დროში)), სარფი-თბილისი-3სთ 30წთ. ხო, მთავარი დამავიწყდა, (BMW E36 2,8) ვარანცოვიდან ლოტკინამდე (6კმ) ზუსტად 6 წუთი, ძმაკაცმა დამირეკა რამდენ ხანში მოხვალო და 6 წუთშითქო (6 წუთი ისე ვუთხარი და მერე მუღამზე მოვედი, აბა თუ მოვასწრებთქო), ძრავს 5500 ბრუნზე ნაკლები არ ჭერია, მანქანა რომ გავაჩერე, 15 წუთი გლუშიწელს ტკაცა-ტკუცის ხმები ქონდა, გაწითლებული იყო.
-
"ისლანდიელების 40% ამბობს, რომ ელფების არსებობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, 8% კი დარწმუნებულია მათი არსებობაში. როდესაც კომპანია ალკოამ ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება გადაწყვიტა, ისლანდიის მთავრობამ მას მოთხოვა სპეციალური მოწმობა იმ ტერიტორიაზე ელფების არ არსებობის შესახებ. მოწმობის გაცემა კი შემდეგნაირად ხდება – მთავრობის სპეციალური წარმომადგენლობა ათვალიერებს მშენებლობის არეალს და მას შემდეგ, რაც დაწრმუნდება, რომ იქ ელფები არ ცხოვრობენ, ნებართვას გასცემს. ისლანდიელების თქმით, მცირეწლოვანი ბაშვები ხედავენ ელფებს, 8 წლამდე ბავშვებს ესმით მათი, ხოლო უკვე ზრდასრული ისლანიდელი უბრალოდ გრძნობს მათ" ჩვენ კიდევ, "საჯარო რეესტრის ამონაწერზე" არ გვინდა სირბილი. ეს თუ ჩვენ მთავრობამ წაიკითხა, ფულის კეთების ახალ საშუალებას აღმოაჩენენ და სახლის ასაშენებლად "ბაყბაყ დევების არ არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტს" მოგვთხოვენ.
-
ჩვენი კომპის სურათები :)
eXtreme-Hunter replied to LedZeppelin's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
რა პონტში? MID ვერსია რომ არის? მაგას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, არ არის აცუილებელი, რომ full tower იყოს, თუ სხვა მიზეზით იწუნებ, ეგ სხვა საქმეა. შენი colorful-ის სურათი მაჩვენე აბა. -
ჩვენი კომპის სურათები :)
eXtreme-Hunter replied to LedZeppelin's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
არა, მაგარზე არც მაქვს პრეტენზია, რამე საშუალო დონის რა. მაგალითად ეს: (ცოტა გადატვირთული მეჩვენება, მაგრამ წავა) http://www.amazon.com/Cooler-Master-Tower-Case-RC-912-KKN1/dp/B003ZM7YTA/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1322722616&sr=8-2 ან ეს: http://www.amazon.com/Cooler-Master-Computer-Case-RC-692-KKN2/dp/B00336EM0W/ref=sr_1_7?ie=UTF8&qid=1322722616&sr=8-7 ამასაც არაუშავს, თან იაფია: http://www.veve.ge/index.php?route=product/product&path=20_26&product_id=357 -
ჩვენი გადაღებული სურათები
eXtreme-Hunter replied to LedZeppelin's topic in ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
რატომ მიხეილ? არ გივარგა ნამუშევრები? მე ძალიან მომწონს (და არა მარტო მე). -
ჩვენი კომპის სურათები :)
eXtreme-Hunter replied to LedZeppelin's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
მე მგონი, ისევ მოუწევს ამ მონიტორს თავის ადგილზე დაბრუნება, მაგრა მღლის, 1 საათი რომ ვითამაშებ, მითუმეტეს, თუ ვდრიფტაობ, მაგ დროს კადრი რომ სულ მოძრაობს მარცხნივ-მარჯვნივ, თავს მატკიებს და თითქოს მაღალი წნევა მაქვსო ეგეთი შეგრძნებაა, ნამეტანი ახლოს ვზივარ და დავსხივდი. ჩემი ჰარდი მინდა რამე cooler master-ის საკაიფო კეისში გადავაწყო და თამაშებს ხომ გამიქაჩავს? ისე, მართლა მინდა რამე ნორმალური კეისი და ბრენდი რომელი ავირჩიო (100$-ის ფარგლებში)? -
ჩვენი გადაღებული სურათები
eXtreme-Hunter replied to LedZeppelin's topic in ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
საღოლ, ინიციალი და კვების ბლოკი ერთი გაქვს რა საღოლ ვაკო, პროფესიონალური დონის სურათებს იღებ (ჯადოქრობა არ ურევია ხო, მხოლოდ ნატურალურია?). ისე, ამ თემაში (იმედია არავის ეწყინება) რამოდენიმე კაცის ფოტოგრაფიებს გამოვარჩევდი: vako, walkman და მიშიკოს ხომ ვერაფრით გამოვტოვებ. -
ბიჯოს, ბოლო 3 გვერდი გადავიკითხე და მაგარი ნასიამოვნები ვარ, ფრჩხილების კვნეტით ვკითხულობდი, ასეთი სერიოზული ექშენი, თანაც ლაივში, იშვიათად თუ მხვდება იმედია, შემდეგ ნაწილსაც ვიხილავთ, ნუ, შემდეგს თუ არა, მინიმუმ რიმეიქს მაინც. ეხლა იმას ვფიქრობ, ფსონი ვიზე დავდო, დიდი დილემა მაქვს გადასალახი: კუნთი vs კოდექსი ალბათ მაინც კანონისკენ გადავიხრები, დღეს ხომ სწორედ ეგ დროა?! კუნთი ჩაანაცვლა კოდექსმა.
-
მითები და ლეგენდები კომპიუტერულ ტექნიკაზე
eXtreme-Hunter replied to სოსო's topic in ზოგადი დისკუსიები
საწყალი, რა ცოდოა ისე, ცივსისხლიანი პროგრამისტის მზერა კი აქვს :ph34r: -
ესეიგი, თემა ისე იხურება, ჯამბოსთან ერთად მაინც არ მომიწია თამაში :xelitavi:
-
ეს მმ-მ-გეელია??? პადობნი ზომის მგელი კი არა, "ძაღლისებრის" სმგავსიც კი არ მინახავს, დავიგინები, თუ 2 ესეთმა, გინდ "ტაილანდური ვეფხვი" და გინდ "აფრიკული ლომი" არ გაფატრონ შუაზე ნახე რა ნაკვებია, სულგუნზე გაიზარდა ეს შობელძაღლი თუ ქატოს აჭმევდნენ ბლიად? ეგ რომ ტყეში გამეჩითოს, თუ ნამდვილ ბუჩქად არ გადავიქცე, მე ვიყო ნაცარქექია :bow:
-
ხელოვნური ფოთოლი, რომელიც წყალს საწვავად აქცევს
eXtreme-Hunter replied to ბერო's topic in Hi-tech & General Technology
ეეე, ჩემო ძმაო, მაგამდე ბევრი გვიკლია, ხალხი არ არის მიჩვეული ტვინის რესურსის მომგებიანად მოხმარებას, იქიდან მოყოლობეული, როცა კი დანგრეული თავიდან უნდა აგვეღორძინებინა და მითუმეტეს "სახელმწიფოს" აშენებას ძალიან სჭირდებოდი, მაშინ გვქონდა ხელსაყრელი მომენტი ენთუზიაზმის რეალიზების, ზუსტად მაშინ დაიწყო, მაშინ გადაგვეკვრა თვალზე ბინდი და წავიდა ისედაც გაპარტახებულის ბოლომდე გაცამტვერება, ქარხნებს შლიდნენ და თურქეთში ჯართად გაქონდათ, ხალხმა მილიონები იშოვა და ამათ რაის მეცნიერულ ნაშრომებზე უნდა ელაპარაკო? ისედაც, ყოველთვის ეგრე ვიყავით და ვართ, როგორც კი "სახეიროს" სუნი გვცემს, ეგრევე ვივიწყებთ დასაწყისში დაგეგმილ "უმწიკვლობას", რაის მეტად განვითარება, რაც შეიძლება მეტი გამოვწველოთ ფეხადგმულ საქმეს და გინდ საზიანო ნაწარმს ვუშვებდე, ხალხის დედაც ტო... მერე რა, რომ ჩემი გამოშვებული საპონი დროთაგანმავლობაში კანის სოკოს იწვევს?! სამაგიეროდ მოგება ხომ მაქვს?! ნაწარმი რომ გავაუმჯობესო, ორმაგი დამიჯდება, სირი ვარ მოგება გავინახევრო?! მაინც იყიდება ტოოოო... და 5 წლის მერე ვიღაცას კანზე დაენ...ვა, ეგეც მე მადარდე რა ან ვინ რას დამიმტკიცებს რო??? აბა, ესენი ჩაუჯდებიან მეცნიერულ კვლევებს??? მაგრამ შევარდნაძისა არ იყოს, "გვირაბის ბოლოს შუქის მოჩანს"-ო ნელ-ნელა რაღაც დაიძვრება, აუცილებლად, ბავშვებიდან უნდა წამოვიდეს სწავლა-განათლებისადმი ლტოლვა და შემდეგ უკვე მეცნიერებისადმი ინტერესი/სიყვარული და ეგ დროც მოვიდა, ნელ-ნელა მცირდება მათი რაოდენობა, ვისაც კარგი "პატრონი" ყავს და სკოლის დიპლომიც კი არ არის საჭირო, მაინც კაი პონტში გაჩითავს, ესეთია 1%, დანარჩენს უკვე მხოლოდ თავისი აზროვნების იმედი უნდა ქონდეს და ამას ნელ-ნელა ხვდებიან და იგრძნობა კიდეც ნაკითხი ახალგაზრდობის მატება, უკვე, გამადიდებელი ლინზის გარეშეც ჩანს (თუნდაც ჩვენი ფორუმი ვთქვათ, ამ ბავშვებს რომ ვუყურებ, ვხედავ უმრავლესობის საღად აზროვნებას, ეს კი, მხოლოდ წიგნის კითხვას შეუძლია. მიხარია). ძალიან ჩავუღრმავდი, მაგრამ გული მტკივა ქვეყნის ასეთ წარუმატებლობებზე და 1-2 სიტყვით სათქმელი ვთქვი რა... ;) -
battlefield 3-ის ინსტალაციაზე ამას მიწერს და იქნებ დამეხმაროთ.
-
ხოდა, პროწივზე-თქო მაგიტომ ვთქვი. (შენ იფიქრე ვერ მიხვდაო? )
-
არ მგონია ჯეკში იყოს შეცდომა, იმ 8 წვერიდან მხოლოდ 4-ს მოიხმარს და ამ 4-დან 1-იც რომ არასწორედ იჯდეს, არ იმუშავებს. მე კაბელის დეფექტი/დაზიანება მგონია.
-
«აქტივირებადი კომპიუტერი»
eXtreme-Hunter replied to iliko1990's topic in Hi-tech & General Technology
ნუ, იაპონელები ისედაც ამბიციური ერია და ამ სულისკევეთებას ტექნოლოგიებშიც იყენებენ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეს გამოგონება საყოფაცხოვრებოდ უეჭველი დაინერგება, ძირითადად გამოგონებები ემსახურება რაიმე ახლის აღმოჩენას და აუცილებელი არ არის ეს უკანასკნელი მთლიანად "შეირგო", შეიძლება რაღაც ნაწილი ამოიღო და ის მოიხმარო, მაგალითად: კომპიუტერს ასწავლო შენს მოქმედებებზე ადეკვატური რეაქციები (მართალია ზედმეტად მიმაჩნია, მაგრამ მაინც... რატომ ავიღო ბანანი იმისთვის, რომ კომპი მივახვედრო ტელეფონის გააქტიურებაში, პირდაპირ ხმოვანი ბრძანებით შეიძლება და უფრო მარტივიც იქნება), მაგრამ მთავარია აღმოჩენა, დანარჩენს დრო და სიტუაცია გიჩვენებს. არც პროცესორი გამოუგონიათ i7-სთვის, ეგ შექმნეს 50-იან წლებში, რომ ავიამზიდებიდან და სხვა ბომბდამშენი გემებიდან ტრაექტორიები გამოეთვალათ, რას იფიქრებდნენ, რომ 50 წლის შემდეგ კაცობრიობისთვის N1 გამოგონებად იქცეოდა?! (ისევე, როგორც საყოველთაოდ აღიარებული, კაცობრობის N1 გამოგონება-ბორბალი) ამიტომ, ყოველთვის მივესალმები გამოგონებებს (რა თქმა უნდა, ატომურ ბომბს და მომაკვდინებელ სათამაშოებს არ ვგულისხმობ) +1 თემის ავტორს, მიყვარს ასეთი ნიუსები :thumbsup: -
ინტერნეტის კაბელისთვის 20 მეტრი არაფერია, მე 70 მეტრი გავჭიმე და 1 კბ-ც კი არ დაკლებია.
-
"პროწივზე" შევიდნენ? :D
-
საპირველადგილოდ ფეტელს მაინც საკმარისი ქულები აქვს და ჩემპიონიც გახდება. (დასანანია, რომ კუბიცა მხოლოდ შორიდან ადევნებს თვალს)
-
შენც ჩაიჭერი, ეგეთი სიტყვა არ არსებობს, რაებს ბოდიალობ კი არა-რას ბოდიალობს, რას წერს, რას მიაცვ-მოაცვავს და ა.შ.
-
სიჩქარეში მომივიდა ეგ შეცდომა (კი ვცდილობ, მაგრამ რომელი ფილოლოგი მე მნახე, რომ უშეცდომოდ ვწერო???) კიდევ კარგი სპოილერი ვნახე, თორემ "რას ბოდიალობ" უნდა დამეწერა, მართლა :yes:
-
არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო: მაგ საიტზე განსაკუთრებით მომწონს მოდერების ინტელექტი, ეტყობათ სწავლა-განათლება რომ "ოქსფორდში" აქვთ მიღებული (ორჯე ორი რომ ოთხია, ეჭვის დონეზე იციან)
-
უუფ, მაგ საიტზე რას არ ნახავ, რუსული "ჟიგულივით" არის, ყველა მაგას დასცინის და ყველაზე მეტი მომხმარებელი მაინც მაგას ყავს.
-
20$??? მე მაგას ავიღებდი აუცილებლად: ვიდზეც საკაიფოა, წონითაც ბევრად მსუბუქია, ვიდეო კარტა უფრო ძლიერია და ბატარიაც 2-ჯერ მეტ ხანს ძლებს + დიდი ეკრანი აქვს, მაგრამ ანდროიდია, ის კი windows, ჰმმ, რთული დილემაა მაგრამ მაინც ქაფთივეითს ავიღებდი.
