Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. რას ქვია თუ იძლევიან გარანტიას? აბა უგარანტიოდ ვინ იყიდის? ჩვეულებრივი გარანტია და მომსახურება ქვთ, როგორც სხვა მაღაზიებში. ეგ ლინკი, რაც დადე, ძალიან მეძვირება, მონიტორად რომ გინდოდეს, მაშინ 26"-იანი ძალიან მშვენიერი ზომაა, დაჟე ცოტა მეტიც, მაგრამ TV-სთვის ნამეტანი პატარაა, თან 750 ლარშიო ხომ თქვი, მაგ ფასში 32"-იანი მოგივა. რაც შეეხება ბრენდს, პირადად ჩემთვის სონი N1-ია (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჰაიენდ ბრენდი არსებობს) ა ბატონო 32-იანი samsung, თან მშვენიერ ფასად, მართალია HD არ არის, მაგრამ სამაგიეროდ იაფია. ეს toshiba ესეც SONY (მე ამას ავირჩევდი, მონაცემებით ეს სამივე თითქმის ერთია, მაგრამ სონის ჩვენება უკეთესია, რაღაც ბუნებრივი და ცოცხალი ფერები აქვს)
  2. მაგარი ხარ რა, ჩვენ 5 გვერდი გავავსეთ, შენ სულ 2-ჯერ დაპოსტე და მაინც შენი გაიტანე რა და, ფორუმის დეპოზიტი, შენ ახალი ხარ და 1 თვე trial ვერსიაზე მუშაობ, მერე შესატანი გექნება, თითო პოსტი 6 თეთრი, როგორც ესემესი. 9600-ს 100 ლარად იშოვი კი არა, შეგეხვეწებიან, სადღაც 80 ლარებში იყიდება.
  3. აუ, რა უცნაური ხარ რა, ჯერ ძალაობდი 220 მინდაო და ეხლა კიდევ სუსტიაო მოკლედ, საბოლოოდ ამას გეტყვი, 140-150 ლარი დაგჭირდება, 40-50 ლარში რამე "მატყუარა" 500 ვატიანი კვება იყიდე და 100 ლარში ნახმარი კარტა, 8800 ან 250, ამაზე უკეთესი ვარიანტი ვერ გექნება და ტყულიად ნერვებსაც ნუღა დაიღლი. დეპოზიტი გამითვადა და მეტს ვეღარ მოგწერ.
  4. საბოლოოდ იქამდე მიიყვანე თემა, მგონი მართლა 220-ის ყიდვა მოგიწევს. აღარ ეძებო, სუსტია შენი კვება, წადი და 220 იყიდე.
  5. არა, უნდა ნახო "+12"-ზე რამდენი უწერია, შეიძლება ეგ +12 ქონდეს 2 და ორივე უნდა შეკრიბო, მაგრამ კვებას თუ 300 აწერია, სავარაუდოდ +12-ზე 20a ექნება და საბოლოოდ 240 ვატიანი კვება გექნება, მაგაზე ვერანარიად გააქაჩინებ თუნდაც ე-გრინ ვერსიას.
  6. ხო, კვების ბლოკის მონაცემებია და მაუსზე ხომ არ ეწერება?! :D
  7. GT 250 არ არსებობს, არის GTS 250.
  8. ოხ გიო, რა ცუდ დროს შემოხვედი რა, 1-2 წუთიც და უკვე შეკერილი გვყავდა და ეხლა სულ ავურევთ ტვინს, ამას არ დაუჯერო, ცუდი ბიძიაა, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს GTS 250-ია, ეტყობა მანდ შეცდომით წერია.
  9. კი. არის 3 ტიპის ენერგომოხმარების კარტები: 1. ჩვეულებრივი, ანუ არაეკონომიური. 2. green ეკონომიური. 3. e-green სუპერეკონომიური.
      • 1
      • Upvote
  10. e-green ვერსიას გაქაჩავს, მე მქონდა პალიტის 250 და ე-გრინი იყო, ახლობელს მივეცი და ისიც მაგ დონის სუსტ კვებაზე ამუშავებს, უბერავს საკაიფოდ. გეთანხმები, სიჯიუტეზე გეტყობა მე ცოტათი დიდი ვარ, შენზე სულ რაღაც 20 წლით.
      • 1
      • Upvote
  11. მიუხედავად ჩემი ასაკისა, ფორუმზე ყველაზე ნაკლებად მე მესმის, მაგრამ რაც ყველამ გირჩიეთ (250) მაგას მიაწექი. საშუალოდ 130 ლარი იანგარიშე, შეიძლება 100-შიც გაჩითო, ზოგს ფული ეჩქარება.
      • 1
      • Upvote
  12. გაქაჩავს კი არა, გადაყლაპავს!
      • 1
      • Upvote
  13. რა უნდა ჭირდეთ? ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია რაც კი უნახავთ ის არის, როგორ იცვლის ქამელეონი ფერებს და უცბად რომ მანდ მოხვდნენ, ხუი ეგო ზნაეტ რა იფიქრეს აჰა ძმაო, აქედან ამოყვეს თავი ტაშკენტში და ეტყობა რომელიღაც ჰიპერმარკეტში შევიდნენ.
  14. 300 ვატი კვების ბლოკს აწერია, თუ ამპერების გამოთვლით მიიღე?
      • 1
      • Upvote
  15. არა, ეს ისე, მაგალითისთვის დაგიდე, გადახედე მაღაზიებში 240-ებს და უკეთესი აარჩიე, თუმცა მაინც ზემოხსენებულ 250-ს გირჩევ.
  16. რამდენი უნდა დაამატო და, 30-40 ლარი, იყიდე 250-ის e-green ვერსია, რომელიც 250-ებში ყველაზე ეკონომიურად მოიხმარს დენს.
  17. არ ვიცი. მე რასაც გირჩევ, იმას შენი კვება არ ეყოფა, რასაც შენი კვება ეყოფა ის სუსტი იქნება, ურთულესი დილემაა, მაშინ 240 მაინც უნდა იჩალიჩო და მაგას კი ეყოფა 300 ვატი. http://newshop.gitec.ge/products/4192-st-gt240-1gt.aspx
  18. ფეარი FPS-ია, დედ სპეისი მესამე პირის შუთერია და ძალიან განსხვავდება ფეარისგან, ესე ვერ შეადარებ, თუმცა არ არის ცუდი და 1-2 დღით გაერთობი.
  19. ამ პოსტზე მეწერა 2 ცალი +, ეხლა მხოლოდ 1-ია, მე პლიუსი და მინუსი ძალიან მაგრა მკიდია, უბრალოდ ის მაინტერესებს, რომელ ჭკუის კოლოფს გონია, რომ 100 ლარში 220-ზე უკეთესი ვარიანტი არ არის? მართლა ვერ გავიგე რა გინდა რა, მირჩიეთო ამბობ, გირჩევთ, გეუბნევით რომ 220 ნაგავია და შენ მაინც ამბობ 220 მინდაო, ხოდა ადექი და იყიდეთქო ძმაო, მეტი რა გითხრა? ხომ გაწყობს 220, ხომ თვლი რომ გეყოფა? ხოდა იყიდე რა............. მაგრამ ისიც გაითვალისწინე, ვიდეო კარტებზე 2-ჯერ თუ უაზრობა გამოგივიდა, 220-ის ყიდვით აუცილებლად გაიზრდება მათი რაოდენობა.
      • 1
      • Upvote
  20. 32-იანი მოგივა 750 ლარში და კიდობანში ან პანდაში გირჩევ ყიდვას, 2 LCD მაქვს ნაყიდი პანდაში, 1 ვიყიდე 1500$-ად (რაშიც სხვა მაღაზიებში 1700$ მითხრეს) და მეორე ვიყიდე 2100 ლარად (ამაში 2400 ლარზე ნაკლები არავინ მითხრა), ძმაკაცსაც მანდ ვაყიდინე 3D სამსუნგი 4100 ლარად, როცა 4800-ები ღირდა. (თუ არ იცი სად არის პანდას მაღაზიები, დინამოსთან რომ მოხვალ, მანდ იკითხე და მიგასწავლიან, ზედ გზაზევეა, დინამოს მოპირდაპირე მხარეს, თუ არ ვცდები ვარდისფერი 1 სართულიანი შენობაა და შიგნით არის მაღაზიები)
  21. თემის სათაური რომ წავიკითხე, მეც ეგ უნდა დამეწერა და ამაცილე ზედმეტი შრომა :D
  22. შენ მაინც 220-ის მყიდველი ხარ, მიუხედავად იმისა, ვინ რას გირჩევს, ხოდა ადექი და იყიდე.
      • 1
      • Upvote
  23. 130-150 ლარში იყიდი.
  24. MW3 რომ საკაიფოდ გაგიქაჩოს, მინიმუმ 250 უნდა გქონდეს, ეხლა კი შეადარე 250 და 220 და დარწმუნდები, რომ სლაიდ შოუთი თამაში მოგიწევს. 220 VS 250
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.