აეროპორტშივე უნდა დაახვედრო ორნახადი ჭაჭა და 200 გრამიანი ღვინის ჭიქით მიაწოდო, მაგ ჭიქის დალევის მერე ან ისევ იმ თვითმფრინავს გაყვება უკან, ან თუ გაუძლო და ეგ აღარც წავა აქედან
ჩვენ გვყავდა ადრე 1 გერმანელი სტუმარი, რაღაც ავეჯის ბიზნესში ვიყავი და ისიც ჩვენი მომავალი პარტნიორი ხდებოდა, 2 კვირით ჩამოვიდა საქმის გასაცნობად და ქართველების ამბავი ხომ იცი, სასტუმროში საჭმელს არ მიკარებია, დღეში 3-ჯერ რესტორანი, ტიპი არ სვავდა, ლუდს ვსვავ იშვიათადო... 1 კვირის ჩამოსულია და დინამოსთან ვხედავ, ტაქსის შოფრებთან ერთად დგას, ხელში კონიაკის ბოთლი უჭირავს და ჩიტო-გვრიტოს მღერის... 1-2 დღის მერე დაიკარგა, ღამე სასტუმროში არ მისულა, აქ 1 ქართველი ახლობელი ყავდა, იმასაც მივადექით ვეძებთ და ვერ ვპოულობთ, ბოლოს სტაიანკაზე ვიპოვეთ, თავის მანქანაში ეძინა, არადა თავიდან ლუდსაც არ სვავდა, ხოდა, მაგას რომ ჩამოიყვან, ეს ყველაფერი გაითვალისწინე :D