დღეს უკვე თითქმის ყველას აქვს კარგი ჩვენება, მითუმეტეს, როცა LED + FULL HD სისტემაზეა ლაპარაკი.
სამაგიეროდ, სამსუნგს თბილისშივე იყიდი და გარანტიაც ექნება და LG უნდა ჩამოიტანო, ფასშიც სხვაობა ისეთ არაფერია, რომ მაგის გულისთვის ღირდეს LG-ის ყიდვა.
მოკლედ, ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია, მე მხოლოდ ჩემი შეხედულება გითხარი, თორემ ორივე ძალიან მშვენიერია და დასაწუნი მართლა არაფერი აქვს (ჩემნაირებისგანაც კი).
რატომღაც, ბავშვობიდანვე არ მევასებოდა LG, უფრო სწორედ goldstar (შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს და ადრე LG-ის goldstar ერქვა და ითვლებოდა თითქმის ყველაზე დაბალი დონის ბრენდად, მაშინ სად იყო BEKO, Vestel და მაგისთანები?!), თუმცა, დღეს უკვე ერთ-ერთ მსოფლიო ბრენდად იქცა და ხარისხიც შესაბამისად აწია, ასე რომ, მე კი არაფერს ვუწუნებ, უბრალოდ, არ მიყვარს რა, დემოკრატიას ხომ ვაწვებით, ხომ მაქვს "სიტყვის თავისუფლების" შესაძლებლობა?!
აბა შენ იცი, სულ 120 ჰერცზე გაცვითე :xelitavi: