თუ ძმა ხარ, რა პოკერი, რის ბლექ ჯეკი...
ამ აზრის ავტორს თვითონ სჯერა ამ იდეის? პოკერის თამაშით გააჩენ ფორუმის ინტერესს??? თუნდაც ეგრე იყოს, მაგრამ რამდენი ხნით? 2 კვირაში დაამთავრებ ჩემპიონატს და ისევ ისეთი სამარე შეიქმნება...
სოსომ მართალი თქვა, კომპიუტერული თამაშები ყოფილიყო, კიდევ რაღაცას ნიშნავდა, გახსოვთ, სანამ shift 2 legends იყო აქტიური, თემა რა ტემპით ვითარდებოდა? მერე ეგეც მოგბეზრდათ, იმან სწავლა დამეწყოო, ამან დაღლილი მოვდივარო, ესაო, ისაო... ერთი მე ვყოფილვარ მოცლილი, არც სამსახური მაქვს, არც ოჯახი, არც ძმაკაცები მყავს და მთელი დღე იმაზე ვფიქრობ, "ნურბურგზე" რა დროს დავაფიქსირებ? თქვენ თვითონ იქმნით იზოლაციას და მერე წუწუნებთ, არიქა, ფორუმი გვიკვდებაო :chojinfc: