კატასრტოფულად შეეშვი ორივეს!
საიდან აძრობ ესეთ მანქანებს?
1 რამე დაიმახსოვრე, მანქანას რომ შეხედავ და იტყვი, "ვა, რა მაგარი ფასია", არ მიეკარო! თითქმის არ არსებობს მეპატრონე, რომელმაც არ იცის თავისი მანქანის ფასი, 3000$-იან მანქანას რომ 2000$-ად ყიდის, ესეიგი იცის რა ნაგავიც არის და მალე უნდა მოცილება, ხოდა, რაღა შენ უნდა შეიტენო, ცოტანი არიან შემტენები?!
მაგარ ფასად გასაყიდ მანქანას 99% შემთხვევაში შინაურებში ყიდიან, მინიმუმ გააბაზრებენ მაინც, რომ აი ძმაო, მაგარ ფასად ვყიდი და რაღა სხვამ წაიყვანოს, ვინმე ახლობელმა იყიდოს. 2 მანქანა მყავს ბაზრობაზე გაყიდული, დანარჩენი ყველა ჩემ ახლობლებმა იყიდეს, რადგან ბაზრობის ნერვები არ მქონდა ვიცოდი, რომ სხვისთვის უნდა მიმეცა საკმაოდ იაფად, ხოდა ახლობლები ყიდულობდნენ, მანქანას რომ 10000$-ზე ნაკლებად ვერ იყიდი და 8000$-ად მოგცემ, ხომ იყიდი?! ეგრეა სხვაც, ამიტომ, შეეშვი ეგეთ საეჭვო ფასიან მანქანებს.
მოკლედ, კორსა/მიკრა იყიდე რა, შენ რომ გიყურებ, ისეთს ეძებ, ლიჟბი ვიდზე გამოიყურებოდეს ბევრად უფრო პრესტიჟულად, ვიდრე მიკრაა და ღირდეს მიკრას ფასი, კი, ეგრე ვის არ უნდა?! მაგრამ მაგ მეთოდით რომ ეძებო, შეიტენი მანქანას და არ მინდა რომ ეგრე მოგიწიოს, ცოდო ხარ, შენ არ იცი რას ნიშნავს შეტენილი მანქანა, სისხლს გაგიშრობს! პროფილაქტიკიდან ვერ გამოხვალ!