-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
არ ვიცი ალბათ თავისი რაც აქვს.
-
message delivery როგორ ჩავრთო? სეთინგებში ვერ ვნახე.
-
OK ვცდი... გამოვიდა, მადლობა.
-
GRID-ზე მეტჯერ არცერთი დამაში დამიყენებია, გამოცდილი მაქვს 5-6 ვერსია (მერე დისკი ვიყიდე და დღემდე მაგ დისკს ვხმარობ) და არცერთხელ მქონია აუდიოსთან პრობლემა, მე უფრო თამაშის ვერსიას/კრეკს ვაბრალებ. (მეც ინტეგრირებულ აუდიოზე ვამუშავებ)
-
ახლობელმა დამიყენა ქართული კლავიატურა, რაღაც მენიუებში ქართულადაც მიწერდა, მერე რაღაც სეთინგებს ვაწვალებდი და გავუთიშე ქართული, ვერაფრით ჩავრთე და თავიდან გადმოვწერე, დავაყენე, მაგრამ მაინც არ მიხსნის ქართულ ტექსტს, არადა, locale and text სეთინგებში რომ შევდივარ, სულ ბოლოში: android keyboard; ქვემოთ samsung keyboard და ამის ქვემოთ ქართულად წერია "ქართული" და მწვანე პწიჩკაც მონიშნულია, ანუ გააქტიურებულია, მაგრამ ამ ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც არ მაქვს ქართული კლავიატურა (ქართულ საიტებზე რომ შევდივარ, ქართულ ფონტს უპრობლემოდ აღიქვავს), საიდან და როგორ უნდა ჩავრთო? (შეიძლება არც მჭირდება ქართულად ტექსტის აკრეფა, მაგრამ ინტერესის საკითხია - როგორ, 1 კვირის წინ თუ მქონდა, ეხლა რატომ ვერ ვრთავ?) იქნებ გამარკვიოთ.
-
მადლობა რჩევისთვის, მაგრამ ეხლა სახლში არ ვარ და საღამომდე ფიზიკურად ვერ ვიზავ მაგას.
-
L1nux იმიტომ დავნებდი ასე ადვილად, რომ ახლობლის იმედი მაქვს, უეჭველი მოაგვარებს, თორემ ეს ვარიანტი რომ არ მქონდეს, მერე ვინუჟდენი ვიჩალიჩებდი ჩემით, უბრალოდ, ჩემთვის ქსელები/ინტერნეტი იმდენად ჩინურია, რომ სხვისთვის უმარტივესი ამოცანა, ჩემთვის ურთულესია და თქვენც ბევრი უნდა გაწვალოთ, რომ გამაგებინოთ რას მეკითხებით. კარგი, იყოს ჯერ ეს თემა და რომ მოვაგვარებ, მერე დავწერ მიზეზს. ნწ, ჯელინკი არ მაქვს, დიესელია.
-
მოკლედ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. როგორც უკვე ვატყობ, მე ამ საკითხს ჩემით ვერ მოვაგვარებ და ხვალ მოვიყვან ძმაკაცს, ის მიხედავს. მგონი დასახურია თემა. :sleep:
-
კი, ვცადე და არ გამოვიდა.
-
კი, ავომატურად ღებულობს აიპი მისმართებს. p.s. რა მონაცემები დავდე ისეთი, რომ არ შეიძლება სხვას ვანახო? ან რას დამიშავებს? რა ვქნა ეხლა, ისევ შევაერთო ვაიფაი და რომ გამიხსნის გვერდს მერე ვნახო აიპიზე 0-ები თუ წერია?
-
-
ა ბატონო
-
აი ეს გახსნა
-
ავკრიფე და არ ხსნის :crash:
-
მივაერთე ლურჯზე და არ მიეწოდება კომპს ინტერნეტი. მენიუში მაინც ვერ შევედი, ესე ვქენი: მოდემიდან გავუთიშე კომპს და წიფი-ზე შევაერთე, მერე ავკრიფე ეგ 192.168.1.1 და არ გამიხსნა, გათიშულ ინტერნეტზე როგორც წერს, ეგ დამიწერა. მოკლედ, ძმებო, მართლა ძალიან გაწვალებთ და ჩემი ნუბობით კიდევ, ვერც ვიგებ რას მირჩევთ, ამიტომ, მოდით დავხუროთ ეს თემა და ხვალ მოვიყვან და მომიგვარებს პრობლემას, თორემ ესეთი წვალებით მეეჭვება, შედეგი მივიღოთ.
-
არ უშველა:(
-
დავაჭირე ნაგ სტატიკ აიპის, მერე რა ვქნა? აიპი მისამართში რა ჩავუწერო? (თავიდანვე ვთქვი, მაგარი ნუბი ვარ ამ საკითხში და უნდა გაწვალოთ, ისევ ის ჯობია, ხვალ სახლში მოვიყვანო ჩემი ახლობელი და დამიყენოს რა...) ამ კონფიგების მენიუ (რას სქრინშოტზე გაქვს) არ მაქვს საერთოდ... ინტერნეტი რომ მივაერთე მაგ ლურჯზე, კომპში არ მიეწოდება.
-
თუ ყველა ვარიანტში ლურჯში უნდა იყოს შეერთებული ინტერნეტის შემსვლელი კაბელი, აბა გუშინ როგორ იმუშავა ყვითლიდან? დღეს რომ შეცვალა კონფიგურაცია, მაგიტომ მითხრა ეხლა ლურჯში გაუშვიო, თორემ გუშინ თქვა, ლურჯი არ გჭირდება, პირდაპირ ერთ-ერთ ყვითელში შეუშვი შემსვლელიო. სილქნეტი მაქვს (არაოპტიკური, ჩვეულებრივ დიესელი თუ რა ჯანდაბაა...)
-
lomsa არ აქვს მობილურებთან პრობლემა, რადგან გუშინ რომ სამსახურში მივიტანე, იმუშავა. მოკლედ, ადვილად რომ მიგახვედრო: ჩათვალე, რომ ყველანაირად გამართული wi-fi იყო, სამსახურში იმუშავა როგორც კაბელზე, ისე წიფი-ზე და დაუკავშირდა მობილურს, რომელზეც მივიღე ინტერნეტი, ტან ხარვეზების გარეშე. მოვიტანე სახლში, შევაერთე ჩემს ძველ მოდემზე (ანუ, კომპში ინტერნეტი მოდიოდა ძველი მოდემიდან და ამ ახალზე წამოვიღე ახალი კაბელით, ცალკე, რომელსაც კომპთან კავშირი არ ქონდა), ხოდა, მობილურმა წიფი კი დაიჭირა (დამიწერა ქონექთედ), მაგრამ ინტერნეტს არ იძლეოდა, მერე ძველი მოდემიდან გამოვაძრე კაბელი, რომლითაც კომპზე მომეწოდება ინტერნეტი და კომპი დავსვი ამ ახალ ვაიფაიზე, კომპმაც იმუშავა (პირველ ცდაზე ქსელის მონიტორზე (დესკტოპის ქვემოთ კუთხეში) ყვითელი სამკუთხედი გაიჩითა, მერე კაბელი გამოვაძრე და თავიდან შევაერთე, კომპზეც მოვიდა ინტერნეტი, მაგრამ წიფიზე ისევ პრობლემა მქონდა, დღეს წავიღე ისევ სამსახურში, აიტიშნიკმა სეთინგებში რაღაცეები შეუცვალა და მითხრა, ეხლა ლურჯზე შეაერთე და ნახე რას იზავსო, ამანაც თუ არ გაამართლა, მაშინ შენთან სახლში მომიწევს მოსვლა და ადგილზე დანასტროიკებაო, მაგრამ მე თვითონ ვარ მუღამში - რატომ ვერ ვრთავ ამის... (ბოლო-ბოლო ხვალეც თუ ვერ მოვავარე, მერე კი მოვიყვან სახლში და გაასწორებს, მაგრამ ჯერ ჩემით ვსინჯე)
-
1) კი, ეგრეა. 2) ეგ როგორ ვნახო? ვაიფაი სეთინგებში (მობ-ზე) მიწერს - ქონექთედო და სხვაგან უნდა ვნახო?
-
ზევით მიწერია მოდელი კი, სამსახურში ჩვეულებრივ მუშაობდა. გუშინ რომ მივიტანე (მეორედ) აიტიშნიკმა რაღაცეები შეუცვალა (თავის სოფტში შევიდა, არ ვიცი როგორ და საიდან) და უკან აქვს 5 ცალი ყვითელი შესაერთებელი და 1 ლურჯი (WAN აწერია) და მითხრა - ამ ლურჯში შეაერთეო. ეხლა ესე მაქვს შეერთებული: სახლში მიდგას მოდემი, საიდანაც მიდის ინტერნეტი 2 კომპზე, ეს ვაიფაი შევაერთე მესამე კაბელით, ანუ, კომპში ინტერნეტი ჩერეზ ამით არ მოდის, მაგისთვის როგორც უკვე ვთქვი, მოდემიდან მოდის კაბელი. კიდევ 1 დეტალი, პირველად რომ მივიტანე სამსახურში, არ ვიცი რა ქნა, რამე შეუცვალა თუ ქარხნულ მონაცემებზე დატოვა, მოვიტანე სახლში და რომ შევაერთე (ოღონდ ლურჯში არა, იმ 5 ყვითელიდან ერთ-ერთში) კომპზე მოვიდა ინტერნეტი, დღეს რომ შეუცვალა ნასტროიკები და ლურჯ (WAN-ზე) გადაიყვანა, ეხლა კაბელზეც არ იძლევა ინტერნეტს.
-
კი, უკავშირდება, მაგრამ ვაიფაიზე არ იძლევა ინტერნეტს (სამსახურში რომ მივიტანე, პრობლემა არ ქონდა, კაბელითაც და ვაიფაითაც იძლევა ინტერნეტს, მხოლოდ სახლში მაქვს პრობლემა). ეგ კლონის ფუნქცია ჩემთვის ჩინური ტერმინოლოგიაა დაჟე, თუ რამეს მირჩევთ, ძალიან დეტალურად უნდა ამიხსნათ, რომ მივხდე რას მეუბნევით (ოღონდ, ამის გამო არ დაიზაროთ რჩევების მოცემა)
-
ესეიგი, მაქვს ეს wi-fi, რომელიც მუშაობს უპრობლემოდ, მაგრამ ვერ ვაკავშირებ მობილურს (ანდოირდს), კონკრეტულად კი: wi-fi სამსახურში წავიღე და შევამოწმე, ჩვეულებრივად მუშაობს და აწვდის ინტერნეტს, არავითარი პრობლემა (როგორც კაბელზე, ისე wi-fi-ზე). ასევე ანდროიდი, სამსახურში უპრობლემოდ იჭერს wi-fi-ს და ჩვეულებრივად ვხმარობ ინტერნეტს, ხარვეზების გარეშე. მაგრამ მომაქვს სახლში wi-fi და ინტერნეტს არ აწვდის, კაბელზე არ აქვს პრობლემა, არც თვითონ wi-fi-ს სიგნალზე (მობილურში მიჩვენებს, რომ დაიჭირა, თან 5 ხაზზე, ანუ უმაღლესი ხარისხით), მაგრამ ინტერნეტი არ მოდის, მიხვდით რასაც ვამბობ? ვაიფაი კაბელით ინტერნეტს იძლევა (კომპში), მობილურიც უპრობლემოდ ხედავს wi-fi-ს, მაგრამ ინტერნეტი არ მოდის. სანამ შამანებთან წავიღებ შესალოცად, იქნებ დამეხმაროთ. P.S. ჩემი ახლობელია სამსახურში, აიტიშნიკი, ხოდა, თვითონ ნასტროიკებს უნდა შენთან ადგილზევე გასწორებაო, თქვენ რას იტყვით? (აიპი ავტოზე დგას კომპში, თუ აქვს ამას მნიშვნელობა)
-
ეგ არც მახსოვდა... :xeli:
