Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ხოდა, მარტივი იმიტომაც არის, რომ სუსტია. P.S. აფტერ ეფექტს აბსოლიტურად სულ სხვა დანიშნულებისაა, არაფერი აქვს საერთო ვეგასთან და პრემიერთან, ეგ არის მხოლოდ ეფექტების დასამუშავებელი და არა ვიდეო სამონტაჟო (მონტაჟი და ეფექტები სულ სხვა და სხვა რამეა).
  2. ბიჭო, პრემიერში ვაკეთებთქო და შენ კიდევ ვეგასიო, სად ვეგასი და სად ერეკლე... ვეგასით ვერთობოდი 10 წლის წინ, მაგრამ რაც პრემიერი გავსინჯე, ვეგასი თაროზე შემოვდე, პრემიერთან ვერასდროს მოვა! მე სამონტაჟო პროგრამის (პრემიერის) პრობლემა კი არ მაქვს, მაქსზე მინდა დახმარება, ეგრე არც პრემიერშია ჩაყრა ძნელი, მაგრამ მე რა კითხვაც დავსვი, მაქსს აქვს ეგ ფუნქცია, რისი დახმარებითაც სათითაო სურათად დაარენდერებს და რაღაც ფორმატში გადაყავს, რომელსაც მერე პრემიერში ჩააგდებ, ხოდა ეგ მაინტერესებს, გეიგეე??
  3. აბა, 3D MAX-ის მცოდნეებო... ავაწყე სცენა, მაგრამ ცოტა მძიმეა (თან HD-ში ვარენდერებ) და რენდერს რამოდენიმე საათი დაჭირდება, ამიტომ, შუა გზაში რომ არ გამიწყდეს, ფრეიმებით მინდა დავარენდერო, ხოდა, ეს კითხვა მაქვს თქვენთან - როგორ დავარენდერო ფრეიმებით (თან ნაწილ-ნაწილ) და მერე როგორ გავაერთიანო (პრემიერში), თან ისე, რომ სათითაო ფრეიმის ხელით ჩაგდება არ მომიწიოს? (40 წამიანი ვიდეოა და 1000 ფრეიმამდე გამოდის, ჩემთვის ამის სათითაოდ ხელით ჩაყრა, ევერესტის დალაშქვრის ტოლფასი იქნება) მოკლედ, თქვენი იმედი მაქვს...
  4. მოკლედ, ანდროიდზე "ვინდოუსი როგორ გადავაყენო"? ანუ, ძალიან ბევრი რაღაც ჩავწერე-წავშალე და ვატყობ, რომ სისტემა ცოტა დატვირთულია და, როგორ გადავაყენო? მხოლოდ რესეტი უშველის, თუ ანდროს თავიდან უნდა დაყენება?
  5. მეორე დღეა, რაც შვებულებაში გავედი, მაგრამ აქ რაღაც საქმეები მაქვს და რამოდენიმე დღე თბილისში ვიქნები, ხოდაააა, ვეცდები ამისთვისაც გამოვნახო დრო :spiteful:
  6. საღოლ რა გინდა ძმაო, სრული მაგ სიტყვის მნიშვნელობით შეუსრულა, მაგაზე ჭეშმარიტი დამორჩილება აღარ არსებოს.
  7. სადაც არ უნდა მივდიოდე, იქ ნამდვილად არ მივდივარ, სადაც შენი ნომერი მიდის, თუმცაღა, ელიტა ნამდვილად საუკეთესოა.
  8. მოიცა და, შენ აქამდე არ გაგიჩერებია? აბა მე როგორ ჩავედი? უი, მარშუტკა შემშლია...
  9. ადრე თბილისში იყო ხოლმე ტერმინი - "ნაძაღლარი" (რომელიც ყოფილ პოლიციელს ნიშნავდა), ხოდა, ამ სურათს რომ შევხედე, რატომღაც ეს ტერმინი გამახსენდა, მაგრამ არა პროფესიის გამო, (შეიძლება სულაც არ იყო პოლიციელი), უბრალოდ, ეგეთ ვიდზე დგას.
  10. magas ar aqvs mnishvneloba, fantomasebi da falosebi msubuqad rom vtqvat, ar aris lamazi da paxabnurad chans, danarcheni tqven icit, me yoveltvis imas vambob, rom yvelas (titqmis yvelas) jigrulad giyurebt da aravis ganawyenebas ar vcdilob, xoda amasac jigrulad geubnevit, torem roca kaci mkidia, amdens ar vuxsni, tavshi qva uxlia, magram tqvens shemtxvevashi sxva kriteriumebi moqmedebs.
  11. :facepalm: 3 დღეა ნათიაზე ლაპარაკობთ, რა გჭირთ ტო? უცხო კაცმა რომ გიყუროთ, ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, ქალთან ასეთ სიახლოვეს პირველად იყვნენო... ისეთ დღეში ჩანხართ, რომელიმესთვის ნათიას მხარზე რომ ხელი დაედო, უეჭველი ორგაზმის კასკადს გამოიწვევდა. კემო, შენ კიდევ, ბარემ ლექსოს შეუთანხმდი და სატ....როდ რომ წავა, ვიდეო-კამერით გაყევი, მონტაჟის დედა ვატირე, მერე უფრო კაი კადრებს დადებ, თან შენი კუნთების ფიზიონომიაზეც კარგად იმოქმედებს - განსაკუთრებით ღამის საათებში (რა სურათებს დებ, მე მიტყდება შენს მაგივრად!) მერე შემეხმიანე და 1-2 კაი მობილურის ნომერს მოგცემ, მე გეპატიჟები, უკვე გადახდილი იქნება (18 ლარი) და შეგიძლია პირდაპირ დახარჯო კუნთებში დაგროვებული მოზღვავებული "ქოლესტერინი" ტეხავს ბიჯოოოოუ, ტეხავს, ყველაფერს თავისი ადგილი, დრო და გარემოება აქვს................... ამ ფორუმზე რომ დავრეგისტრირდი, ამაზე ზრდილობიანი ფორუმი არ არსებობდა, სამწუხაროდ, ეხლა რადიკალურად განსხვავდება, რომ არ გიცნობდეთ, თქვენი ქცევებიდან გამომდინარე 12-13 წლისები მეგონებოდით. :facepalm: :facepalm:
  12. მესამე ნასკი კი არა, 1 თვის ნაყიდი 360 ლარიანი რეიბანით დაწყებული, ყურსასმენით გაგრძელებული და მინიმუმ 3 წყვილი ბოტასით დამთავრებული, ესენი აქვს დაღეჭილ-დაგლეჯილ-შეწირული და შენ ნასკს ჩივი კაცო?! ეგეთი ძაღლი არც უნდა გაცვალო, მორიდებული და თანაც როგორი... ძაღლი ესეთ პატივს გცემს და...
      • 1
      • Upvote
  13. ვაა, ეგ როგორ მოგივიდა? ეტყობა შენზე დარდს გადაყვნენ...
  14. კაცო, მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, დაჟე უარესი - შენ თუ ფხიზელზეც ესეთი "სურვილები" გექნება, მაშინ ბულაჩაური კი არა, დასაბმელი ხარ ოთახში, დაჟე საჭმელსაც "თოკით ხელებშეკრულს" უნდა გაჭმევდნენ...
  15. ეეე, ბრატჯან, შენ თუ საქეიფოდ მაგ ფსიქოლოგიით მიდიხარ, მაშინ დღეს შენი დალევა არ შეიძლება, შარი არ აიკიდოთ, დაეტიე შენს კანში, "აბიჟნიკი" ხარ ძმა? შენ ეხლა ეს გაბერილი მუსკულები გექავება და გასაგებია, მაგრამ დღეს ისეთი დროა, ადრე თუ აბიჟნიკობაზე ქუჩურად მოგთხოვდნენ, დღეს მაგის გამო ჩაგტენიან შკოდაში და რბილად რომ ვთქვათ "გაწყენინებენ" (ღმერთმა დაგიფაროს!)... ვიცი ხუმრობ, მაგრამ ნასვამზე რომ ეგეთი ხუმრობა დაიწყო, ნელ-ნელა გადაგივა სისხლში, აადუღებს, გამოხვალ ეზოში და სტაიანშიკს დაუწყებ კაჩაობას, მოვლენების მომდევნო ნაბიჯები უკვე იცი :D
  16. ბიჭო, ცუდად ეთამაშებით კემოს და, მაგ მუსკულებს ტყუილად კი არ ბერავს ყოველდღე?! ერთხელაც იქნება და, თუ ამოგიდოთ იღლიაში შენც და ლექსოც, მიგარესტარტებთ ორივეს და მერე სდიეთ... არაუშავს, ყველაფერი ხდება ხოლმე... არაფერია დასაბნევი, როგორც აგიხსენი, ეგრე გაყევი და ვერ აცდები, მაგ თეთრი სახლის წინ უნდა გაიარო და ყველა ვარიანტში მოწვავ, რომ ეგ არის.
  17. სადაა და, (ქვემოდან მომავალი - მდინარის საპირისპიროდ) ელიავას ბაზრობას რომ გაცდები, დაახლოებით 700 მეტრში მარჯვენა მხარეს დაინახავ მაგ "თეთრ სახლს" და მაგის შემდეგ-ო სურათზე და, მიაგნებ რა... პატარა ბიჭი ხომ არ ხარ, შენხელები უკვე მარტო გადადიან გზაზე, თან წითელზე :D
  18. ბიჭო, სანაპიროს სიგრძე 20 კილომეტრია, ეგ სურათი რომ დამიდე, მე რა, საჯარო რეესტრში კი არ ვმუშაობ, რომელია ადგილია? დღეს?! ცუდია..................... დღეს ვერა, მე ხვალ მეგონა :(
  19. აა, ყველა პოსტი არ წამიკითხავს, ბოლო გვერდზე ვნახე ლომსას პოსტი, ბულაჩაურიო და ვიფიქრე, ქალაქგარეთ მისეორნობენთქო... ხვალ ხო? რომელ საათზე? ყველანაირად ვეცდები, თუნდაც ნახევარი საათით შემოგიაროთ.
  20. ლექსო, ძმობას ვფიცავარ, მართლა არ ვიცი შევძლებ თუ არა, ხვალიდან შვებულებაში ვარ და დღეიდან წამოვედი, რომ რაღაც საქმეებზე მაქვს სასირბილო. მთელი გულით და სულით მინდა თქვენთან ყოფნა, ალალად გეუბნევი! მაგრამ ვერ გამოდის, თბილისში რომ ყოფილიყო, მეც ქალაქში ვიტრიალებ და კიდევ შეიძლებოდა 1 საათით შემომევლო (ესეც არ ვიცი ზუსტად), მაგრამ იქ ჩამოსვლაზე მეეჭვება :(
  21. ყველაზე მაგრა შეპარდის ლეკვობა მევასება, ჩემიც ისეთი ჩათ..ხი იყო ხოლმე, გაბუტებები რა საკაიფოდ იცის, თავს რომ თათებზე დაიდებს და ჩუმად გიყურებს... პირადად ჩემთვის, ჩემპიონი ჯიშია.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.