ახლობელმა დამიყენა ქართული კლავიატურა, რაღაც მენიუებში ქართულადაც მიწერდა, მერე რაღაც სეთინგებს ვაწვალებდი და გავუთიშე ქართული, ვერაფრით ჩავრთე და თავიდან გადმოვწერე, დავაყენე, მაგრამ მაინც არ მიხსნის ქართულ ტექსტს, არადა, locale and text სეთინგებში რომ შევდივარ, სულ ბოლოში: android keyboard; ქვემოთ samsung keyboard და ამის ქვემოთ ქართულად წერია "ქართული" და მწვანე პწიჩკაც მონიშნულია, ანუ გააქტიურებულია, მაგრამ ამ ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც არ მაქვს ქართული კლავიატურა (ქართულ საიტებზე რომ შევდივარ, ქართულ ფონტს უპრობლემოდ აღიქვავს), საიდან და როგორ უნდა ჩავრთო? (შეიძლება არც მჭირდება ქართულად ტექსტის აკრეფა, მაგრამ ინტერესის საკითხია - როგორ, 1 კვირის წინ თუ მქონდა, ეხლა რატომ ვერ ვრთავ?)
იქნებ გამარკვიოთ.