თამაში მიდის სხვადასხვა რუკებზე, რომელზეც ჯერ-ჯერობით 2000 მოთამაშე ეტევა. დაპირისპირებაშია სამი ფრაქცია: ტერანები, კონგლომერატი და ვენუ
ვენუ არის უცხოპლანეტელებივით შეიარაღებული ფრაქცია, უმეტესად ლაზერებზე და სწრაფ საფრენ ხომალდებზე დაბუძნებული
ტერანები და კონგლომერატი კი ორივე "ადამიანისეული" ფრაქციაა, თუმცა მათ იარაღებშიც დიდი განსხვავებაა.
თამაშში არის ექვსი კლასი, რომლის იარაღებიცა და დიზაინებიც დამოკიდებულია თვითონ ფრაქციაზე.
Light Assault - ქვეითი რომელიც "ჯეთფექით" და ჩვეულებრივი, სწრაფი იარაღებითაა აღჭურვილი. არის მოქნილი და ეფექტური სწრაფი ტავდასხმებისთვის
Heavy Assault - მძიმე ანტი-სახმელეთო და ანტი-საარტილერიო ქვეითი, რომელიც მძიმე, დამხმარე იარაღებითა და ნაღმტყორცნებითაა აღჭურვილი
Medic - ნუ ამას ახსნა არც უნდა, ხალხს სიცოცხლეს უვსებს და ჩვეულებრივი იარაღები აქვს.
Engineer - იგივე მედიკი, ოღონდ ტანკებისთვის, ხომალდებისთვისა და MAX-ისთვის.
Infiltrator - სნაიპერი, რომელსაც გაქრობის შესაძლებლობაც აქვს.
Mechanized Assault Exo-Suit (MAX) - დიდი მახინა, რომელსაც ხელებზე მოთამაშის მიერ შერჩეული იარაღები(ანტისაჰაერო, ანტისახმელეთო, აგნიმიოტები და ა.შ) უმაგრდება. არის ნელი, მაგრამ ასევე ძალიან ეფექტური.
Planetside იქნება მთლიანად მასიურ ბრძოლებზე გათვლილი, რომელშიც დიდ როლს ითამაშებს საჰაერო და საარტილერიო მხარეებიც. სამივე ფრაქცია იქნება მოწადინებული რომ ბაზების აღებებით მოიპოვონ უფრო მეტი რესურსი, რითიც შეძლებენ უფრო ძლიერი შემტევი ძალების შექმნას. თამაშში უამრავი ბომბდამშენი, ტანკი და სადესანტო ხომალდია.
http://www.planetside2.com/
თამაში არის უფასო