გამარჯობათ, მაგთის მომხმარებელი ვარ დიდიხანია და თავიდანვე ცოტა პრობლემატური კი იყო მაგრამ ეხლა უკვე ძაან ტვინი შეჭამეს. მოკლედ მაქვს ONT მოწყობილობა და მსურს ჩემი როუტერის დაყენება. კარგად არ ვარ ჩახედული ამ ყველაფერში (ეხლა ვსწავლობ ნელნელა) და როგორც გავარკვიე bridge mode-ში გადაყვანაა საჭირო...ნუ დავურეკე მაგთის და ჯერ ერთმა ოპერატორმა ეგ ვაფშე არ გვაქ ჩვენო და მერე მეორემ მხოლოდ კორპორატიულ აბონენტებს აქვთ მაგის უფლებაო მეორე გზა იყო რომ უბრალოდ AP რეჟიმში ჩამერთო და არმინდა ეს AP რეჟიმი კარგი როუტერია და თავისი ფუნქციონალის გამოყენება მსურს. თუ დამაკვალიანებთ მადლობელი ვიქნები
P.S როუტერი ჯერ კიდევ გზაშია, დღეს ვიყიდე. მაგთის ადმინ პანელზე შევედი რომ არ მაძლევდნენ პაროლს და იქ კი ვნახე რომ შემიძლია მაგ ყველაფრის ჩემით გაკეთება მაგრამ არ მინდა რაიმე ლეგალური პრობელემები შემექმნას მაგთისთან