სატესტო სტენდი:
DFI LANParty UT X58-T3eH8
Intel Core i7 920
Super Talent Speed Series DDR3-2200 CL8
სისტემა იყო "აუტო"-ზე, ხელით არის გასწორებული ოპერების ვოლტაჟი, სიხშირე და ტაიმინგები.
დიდ რევიუს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ სახელდახელოდ და იმის შესაფასებლად რა დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ თერმოპასტას კი დაინახავთ
მცირე პრედისტორია
თერმოპასტას შეძენას ვაპირებდი, MX2 აღარ იყო ჯიტეკში და ვეძებდი ალტერნატივას.
გუშინ ვერ მოვითმინე და წავუსვი AS Ceramique, რომელსაც გამყინვარებისას ვიყენებთ ხოლმე და თავისთავად ლოუენდ თერმოპასტა არ არის.
გუშინ მთელი დღე და დღეს შუადღემდე ჩართული იყო კომპი, AS Ceramique-ს ე.წ. curing time რომ გასულიყო და თერმოპასტას მიეღწია თავის საუკეთესო კონდინციამდე. შიგადაშიგ სტრესებით და ტესტებით.
დღეს შევიძინე OCZ Freeze http://gadadi.ge/sale.htm (ძააალიან დიდი მადლობა გიორგის) და სანამ გამოვცვლიდი თერმოინტერფეისს, შესადარებლად გავატარე 5 წუთიანი ლინქსი:
Low ტემპერატურას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, დილიდან მქონდა გაშვებული Core Temp და ცივი იყო წყალი დილით
შემდეგ მოვაცილე კერამიკა და წავუსვი OCZ Freeze და რამდენიმე წუთში კვლავ გავატარე ლინქსი:
(CPU ვოლტაჟის განსხვავებას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, VDrop-ის გამორთვა დამავიწყდა)
და ჰოი საოცრებავ, განსხვავება სტრესზე 10-11 გრადუსია!!!
ოვერქლოქის შედეგებს ვერ შემოგთავაზებთ რადგან გაგრილება არ მიწყობს ხელს დროებით, მაგრამ 99.99%-ით დარწმუნებული ვარ არანაკლები სხვაობა იქნებოდა.
მოკლედ დაეძალეთ ხარისხიან თერმოპასტებს!
P.S.
რევიუს იდეისთვის და თერმოპასტაზე ფასდაკლებისთვის დიდი მადლობა გიორგის