Jump to content

OgaiB

გლობალ-მოდერი
  • Posts

    5148
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    27

Everything posted by OgaiB

  1. მშვიდობაში ჯამპერს, მაგრამ ამდენსურათიან პოსტებს ნუ აქუოთებთ, პლზ
  2. აბა შენი იცი თუ რამეა ზურა თვის ბოლომდე აქ არის და გაატანე უკან RMA-ზე ოღონდ რიგი დაიკავე :D :D
  3. ტექნიკურად ეგ ასროკი 10 თავით სჯობს მაგ გიგაბაიტს. მე ვფიქრობ სახელის გამო უარესის ყიდვა უაზრობაა.
  4. ეგრეც ვიცოდი სად ბოლტებით რომ მიპრესავ და სად მაგ ტაისებით დამაგრება. იმიტომ არის სხვადასხვა ტემპერატურა კორებზე. მაზერი რომელი იყიდე?
  5. 2600 არ მაქვს, მაგრამ ჩემი აზრით მასეთ რაზგონზე, ეგ ტემპერატურა მაღალია პრაიმისთვისაც კი. AUTO-თი როდის აქეთ არაზგონებ, ალექს? ვნახოთ სოსო რას დაწერს
  6. რაის სკულკანდი აუდიოტექნიკა ან სენჰეისერი. აგერ მშვენიერი ყურსასმენები: http://www.amazon.com/Audio-Technica-ATHM30-ATH-M30-Professional-Headphones/dp/B00007E7C8/ref=sr_1_3?s=electronics&ie=UTF8&qid=1318829065&sr=1-3 http://www.amazon.com/Audio-Technica-ATHM35-ATH-M35-Studio-Headphones/dp/B00242J0XU/ref=sr_1_18?s=electronics&ie=UTF8&qid=1318829065&sr=1-18
  7. Sandy-E-ს გამოშვების მერე ყველა ვარიანტში განწირული იყო მეორე პოზიციისთვის. ინტელიც კი მასე ფიქრობდა, იანვრიდან ნოემბერზე გადმოწია ანონსი და ამ ბულდოზერმა სენდი ბრიჯსაც კი ვერ აჯობა :(
  8. სად შემოვა? სხვა არაფერში არ ვარგა, სიხშირის რეკორდის გულისთვის მე მაგის მყიდველი არ ვარ და ჩემს გარდა ამდ-ს გარდა მარტო ავთო ტესტავდა აზოტზე. არც ეგ არის მყიდველი
  9. იმიტომ თუ არ დაგეზარება და გახსნი რიბეიტის ფორმას შავით თეთრზე წერია რომ ხელმოწერილი ფორმა, ინვოისის ასლი, UPS/Fedex/USPS შტრიხკოდიანი ფურცელი წერილად უნდა მიუვიდეთ ამერიკაში. თუ სერიოზული რიბეიტი არ არის, არ ღირს წვალებად
  10. კიევში რომ ვიყავი, ამ მაღაზიაში მივედი: http://www.3ona51.com/ პირველად ეგრევე Lian-li-ს კეისებს ვეტაკე, რადგან 99.99%-ით ამ ფირმის კეისი უნდა მეყიდა. შევხედე რამდენიმეს, რომელიც წინსწარ მქონდა არჩეული. მერე მაინც გადავედი სხვა კეისების დათვალიერებაზე. Lian-li-ს დახვეწილი ხარისხის შემდეგ მარტო კორსაირის კეისებს თუ შეეხედებოდა. ზალმანი, ანტეკი, აეროქული, ვერა-რა, არის დიდებიც, ბევრი ვენტილატორებით, განათებებით, მაგრამ ვერა-რა. სულ სხვა დონე და ხარისხია ალუმინის კეისები. ასევე დიდ პატივს ვცემ Silverstone-ს კეისებს. ამ ბოლო ხანებში ძალიან მომხიბლა პატარა შვედური კომპანიის fractal Design-ის კეისებმა. კინაღამ ეს კეისი ვიყიდე: http://fractal-design.com/?view=product&category=2&prod=59 http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16811352008 მაგრამ 9 კგ უწერია წონა და უვე მომბეზრდა მძიმე კეისები. თერმალტეიკს ადრე ჰქონდა კარგი კეისები, როცა ალუმინისგან ამზადებდა. ახლები უხარისხო მეტალისა და პლასტმასის ხლამია. ქულერმასტერის კეისებიდან რკინისებში HAF 912 Plus-ს არაუშავს და ალუმინისებში Cosmos-ს და ATCS 840-სს ვცემ პატივს. რეალში ისე მომეწონა 840, კინაღამ ვიყიდე, მაგრამ ისევ წონამ და ზომამ გამაჩერა. ქულერმასტერის ძველი Stacker სერიაც კლასიკაა ამ მიმოხილვის ორიგინალ ავტორს აშკარად არ უნახავს Lian-li-ს კეისები, რომლებიც 1მმ-იანი ალუმინის მასალით არის დამზადებული და საკმარისზე მეტი მდგრადობა გააჩნია საბოლოოდ ეს კეისი ვიყიდე, მსუბუქი და სადა Lian Li PC-7FN: http://www.nokytech.net/lian_li_pc-7fn-470-z.html ყველაფერი თავის ადგილზე აქვს. იმედია მოვიცლი, ავაწყობ სისტემას და ჩემს საბენჩაო სისტემას პირველად და საბოლოოდ ეღირსება კეისი :D
  11. აბრძანდით ზევით!...
  12. არ უნდა რა, მაღაზიაში კი არ ყიდულობს. პიროვნებისგან ყიდულობს აწყობილ სისტემას
  13. 200 ლარიანი ვიდეოკარტის შეერთება გინდა 40 ლარიან კვების ბლოკზე? კატეგორიულად არ გირჩევ. ჯერ მინიმუმ ეს კვება იყიდე: http://www.amazon.com/Corsair-430-Watt-Certified-Compatible-Platforms/dp/B004W2T2TM/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1318253278&sr=1-1 ცოტა მოაგროვე, გაყიდე შენი კვება, ვიდეო და მერე იყიდე 550Ti ან თუ ფული გიჭირავს ხელში, ეს კვება იყიდე: http://www.amazon.com/Antec-BP550-Plus-ATX12V-Modular/dp/B0017KE3DM/ref=sr_1_4?s=electronics&ie=UTF8&qid=1318253291&sr=1-4 ფასდაკლებაა ამაზონზე. აგერ ნიუეგზე 65$ ღირს: http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16817371016 და ფიდბეკს თუ გადახედავ, ძალიან კარგი რამე სჩანს. Active PFC, modular, 80+
  14. ძალიან სერიოზული კონფიგია! რა ფასშია ეს მხეცუნია, თუ საიდუმლო არ არის? ტრანსპორტირების შემდეგ კარგად დააკვირდი სადმე არ წვეთავდეს. დანარჩენი დიდი არაფერი მოვლა არ უნდა. ვერცხლის ხვეულას დებენ წყალში, ბაქტერიები რომ დახოცოს. გამოხდილი წყალი რამდენიმე თვეში უნდა უცვალო და ეგაა რა
  15. არაფერს არ უნდა ოვერქლოქი 1600-იანზე. უბრალოდ ბიოსიდან მიუთითებ რეალურ სიხშირეს, ტაიმინგებს და ვოლტაჟს სუსტ კვებაში რა იგულისხმება? 970-ს რომ ყიდულობ, შეიძლება სუსტი იყოს(500-600 ვატიანი), მაგრამ ხარისხიანი უნდა იყოს
  16. ნორმალური მაზერებია სამივე. სამწუხაროა რომ ვერ მოასწარი ყიდვა. მასეა, X58-ზე 3-4 მაზერია რომელსაც განბაჟება არ უწევს. ჰაიენდი როგორ უნდა გაარჩიო და უნდა ნახო მაზერს აქვს თუ არა სტარტ-რეზეტ ღილაკები, ბიოსის გასანულებელი ღილაკი, რეალური ძაბვების გასაზომი წერტილები. მთლად ჰაიენდებს 4-way SLI/Crossfire შეუძლიათ ბიოსიდან ხელით თუ არ მიუთითე 2200-იანი ოპერატიულიც 1333-ზე მუშაობს.
  17. სპეციფიკაციებით პირველი სჯობს. უმეტესობა SSD-ებს მოჰყვებათ ხოლმე "ჩასასმელი"
  18. 8400-ზე ოპერატიული რა სიხშირეზე იყო?
  19. 1155-ის სამაგრები არ აქვს. 1090-ს თავისი აქვს მასეთი. ეგეც რომ არა, სისტემა ფაქტიურად უხმაუროა და ნამდვილად არ მიღირს გაცვლა
  20. ცალ-ცალკე ჯერჯერობით არ მიღირს. უკომპოდ ვერ ვიქნები და მარტო სისტემური ბლოკი რომ გაიყიდოს, იმდენს კი დავამატებ რომ ნოუთი ვიყიდო. დანარჩენს გავყიდი ნელ-ნელა
  21. 1090 ჯერ არც გამიხსნია. ახლა Sempron 140 მაქვს გახსნილი მეორე ბირთვით. მაგის რაზგონს დიდი აზრი არ აქვს. ისე 4 გიგაჰერცზე დამირაზგონებია. 1090 უპრობლემოდ უნდა დადგეს 4 გიგაჰერცზე და მეტზეც. 460-იანად 600$ ჩემთვისაა ცუდი ფასი :D
  22. მანდ -78 კი არა, კარგი -178-ია უბრალოდ ბიოსი ვერ აჩვენებს მაგდენს. 1.9 ვოლტზე თხევადი აზოტის გარეშე წარმოუდგენელია ჩართვა. სადაც ეგ -78 იწერება თუ დააკვირდება კაცი, ბევრი რამე გამოდის ტაბლოზე, ტემპერატურა, ვოლტაჟები, ფენების ბრუნვები. ასეთი რამ ბევრ 200 და 300$-იან მაზერებს არ აქვს. ჯერჯერობით ყიდვა-გაყიდვაშიც არ დამიდია, სასურველია სისტემური ბლოკი მაინც არ დაიშალოს თუ ვინმეს ინტეგრირებულზე აქვს პრობლემა, 460-ის ყიდვას არავინ უშლის ხელს :)
  23. 450$ მარტო სისტემურ ბლოკს გავყიდი დღესვე მაზერს ეგრე ნუ უყურებთ, მიკრო რომ არის და ბიოსტარი. აი რა შეუძლია ამ პატარას: http://www.xtremesystems.org/forums/showthread.php?229995 ეს პოსტი ნახეთ: http://www.xtremesystems.org/forums/showthread.php?229995-AMD-785-first-look-at-Biostar-TA785GE-128m-uATX&p=3916389&viewfull=1#post3916389 6 გიგაჰერცი ხუმრობა არაა აგერ საერთოდ 6325 მეგაჰერცი:
  24. 1 GB-იანი 460 SE-გარეშე უტოლდება GTX560-სს. 560-ის ფასი 190$-დან იწყება და განბაჟება უწევს, რაც საკმაოდ აძვირებს მის ღირებულებას. 460-სს კი მაქსიმუმ 170$-ად იყიდი კარგ ვერსიას და მარტო ჩამოტანის ფასი დაემატება. GTX560ti კი ორივეს სჯობს, მაგრამ მისი ფასი 230$-დან იწყება და განბაჟების ჩათვლით ძალიან ძვირი გამოდის. თემას რაც შეეხება. თუ 285 გაქვს, კარგად უნდა დაფიქრდე 460-ზე გადახვიდე თუ არა თუ მაგ ორს შორის არის არჩევანი, მაშინ რათქმაუნდა 460. ახალი ტექნოლოგია, DX11, ნაკლები ენერგომოხმარება...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.