MSI Afterburner-ით შემოწმებისას Overlay აჩვენებს:
GPU Usage ძალიან დაბალია (2–15%)
VRAM გამოყენება 8–9GB ფარგლებშია
GPU ტემპერატურა ნორმაშია (~50–55 °C)
FPS მაინც დაბალია, მიუხედავად იმისა რომ ბარათი თითქმის არ იტვირთება
გამოდის, რომ ვიდეო ბარათი სწორად არ იტვირთება.
უკვე შევამოწმე:
მონიტორი პირდაპირ ვიდეო ბარათზეა შეერთებული (არა დედაპლატაზე)
NVIDIA-ს ბოლო დრაივერები დაყენებულია
Windows-ის Graphics Settings დაყენებულია “High performance – RTX 5070 Ti”
BIOS-ში არჩეულია PCIe GPU როგორც Primary
მაინც თამაშები სრულად არ იტვირთავს GPU-ს.
პრობლემა ის არის, რომ ზოგ თამაშში (მაგალითად Alan Wake 2 და Red Dead Redemption 2) FPS ძალიან დაბალია (ზოგჯერ მხოლოდ 8–20 FPS 4K-ზე), მიუხედავად იმისა, რომ ამ ბარათს გაცილებით მაღალი წარმადობა უნდა ჰქონდეს.