Jump to content

NEIRON

მოდერატორი
  • Posts

    7828
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    48

Everything posted by NEIRON

  1. გაგიმარჯოთ! ალბათ ყველას გსმენიათ,რომ ამბობენ,მობილური მავნებელია,ასევეა კომპიუტერიც და სხვა ელ. ხელსაწყოც,ამავეს ამბობენ გარუჯვაზეც,რენტგენის სხივებზეც იონიზაცია ეწოდება მოლეკულისა თუ ატომის მიერ ელექტრული მუხტის შეძენას. ეს გახლავთ ატომი,სადაც პროტონი დადებითად დამუხტულია,ნეიტრონი-ელ. ნეიტრალურია,ელექტრონი კი უარყოფითად დამუხტული გახლავთ,nukleos-ბირთვს ნიშნავს. დადებითად თუ უარყოფითად დამუხტვა ატომის თუ მოლეკულის,დამოკიდებულია ელექტრონების შეერთებაზე და დაკარგვაზე. მაგ:დადებითად დამუხტვა მიიღწევა ელექტრონ(ებ)ის ჩამოცილებით. დადებითად დამუხტული ნაწილაკი,ცდილობს შეიერთოს,შეივსოს ელექტრონთა რიცხვი,შესაბამისად,ორგანიზმში მოხვედრისას,იგი გამოგლიჯავს ელექტრონებს სხვა მოლეკულას თუ ატომს და "წყნარდება" ელექტრონების შევსების შემდეგ,ორგანიზმში კი,ის ნაწილაკი,რომლისგანაც შეივსო ელექტრონი,თავადვე იწყებს იმავე ტიპის ქმედებას,რადგან დადებითად დამუხტული ხდება,ეს კი იწვევს ორგანიზმში უჯრედის გენურ დონეზე ცვლილებებს,თუ გენის დაზიანება მოხდა. სიმსივნური პროცესები უჯრედში გენეტიკური აპარატის გაუმართაობის/დაზიანების შედეგია. დადებითად დამუხტული იონები,მავნებელია ორგანიზმისთვის. ადამიანის ორგანიზმი ჰაერიდან მიითვისებს მხოლოდ უარყოფითად დამუხტულ იონებს და არცერთ დადებითად დამუხტულს. აუდიტორიებში,სადაც ბევრი ადამიანია,ყველაზე ცოტაა უარყოფითი იონები,ქალაქში კი უფრო ცოტაა,ვიდრე სოფლად. ამისათვის იყენებენ იონიზატორებს,ანუ ჰაერის იონიზაციის. ერთერთი მაგალითია ჩიშევსკის ლუსტრა,იგი გახლავთ უნიპოლარული,ანუ მხოლოდ 1 სახეობას,უარყოფით იონს იყენებს(ჟანგბადის იონიზებას ახდენს). იონების წარმოქმნა კი ხდება 20 000-30 000 ვოლტით,დაბალი ამპერი აქვს და ნუ გეშინიათ,არ მოგკლავთ,იცოცხლებთ მისი მხოლოდ უარყოფითი იონების გამომუშავების თვისების გამო,მას არ იყენებენ 15 წუთზე მეტს,რადგან,შემდეგ უკვე ვნებს ორგანიზმს. ჩიშევსკის უნიპოლარული ლუსტრის ამ ფაქტორის დატიუნინგებული ვარიანტი,ბიპოლარული იონიზატორი გახლავთ,რომელიც,როგორც დადებით,ასევე უარყოფით იონებს გამოიმუშავებს,შესაბამისად,უფრო ხანგრძლივად შეგვიძლია ჩავრთოთ. უარყოფფითი იონების სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 წუთი,მაქსიმუმ წუთ-ნახევარია. უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკთა დიდი რაოდენობაა ჩანჩქერებთან,მდინარეებთან,ზღვაზე ... ონიზაცია ხდება:რადიოაქტიური ნივთიერების დაშლის დროს,ულტრაიისფერი სხივების დახმარებით... უარყოფითი იონები აუმჯობესებენ: სისხლის შემადგენლობას,სუნთქვის ნორმალიზებას,ნივთიერებათა ცვლას ამაღლებენ,ასტიმულირებენ ზრდას ორგანიზმის იმის თვალნათლივი მაგალითი,თუ რამდენად დიდი როლი აქვს მოლეკულა/ატომების ურთიერთქმედებას ჩვენს ცხოვრებაში,წარმოადგენს ჩვეულებრივი ვოლფრამის ნათურა,რომლის კოლბაც გავტეხეთ და ისე ჩავრთეთ: სწორედ ეს გახლავთ ჟანგბადის მოლეკულის ურთიერთქმედება ვოლფრამთან(ამ ნათურებში კი არე ინერტული აირითაა შევსებული ამ ფაქტორის აღმოსაფხვრელად). რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი ახდენს იონიზაციას(მობი,ულტრაიისფერი სხივები,რენტგენი..),გადავიდეთ უჯრედშიდა ცვლილებებზე. უჯრედში მაიონიზირებელი გამოხივება იწვევს თავისუფალი რადიკალების გაჩენას. თავისუფალი რადიკალი(იგივე იონიზირებული ატომიც) ეწოდება აქტიურ მოლეკულას თუ ატომს,რომელიც იწვევს პათოგნომურ ცვლილებებს ორგანიზმში(განხილვა ტექსტის ბოლოს). ემულგატორები თუნდაც,იმიტომაა მავნე,რომ თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნიან და აზიანებენ გენურ აპარატსაც(განეიტრალებას პეროქსისომა ემსახურება უჯრედში). მაიონიზირებელი სხივების მოქმედება წყლის მოლეკულას H2O-ს შლის H,O,HO2,H2O2 და სხვა ნაერთებად. ეს იონები ცდილობენ ელექტრონული შრის შევსებას და აზიანებენ უჯრედს. რაც შეეხება გარუჯვას,კანის "ჩაშოკოლადებამდე" არ გირჩევთ,მითუმეტეს როცა მზე ზენიტშია,ეს არის ყველაზე დიდი იდიოტიზმი მოდის დახამებას ამოფარებული. ულტრაიისფერი სხივი იმავე მავნე მოქმედებით ხასიათდება,რადგან მაიონიზირებელი გამოსხივებაა. იგი იწვევს მელანომას და არა მარტო(მელანინი არის პიგმენტი,რითაც კანი ღებულობს მუქ ფერს გარუჯვისას,მელანომა კი ამ უჯრედის სიმსივნური დაავადებაა),ძალზედ რთულად სამკურნალო ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებაას. მაიონიზირებელი გამოსხივების დოზა,რომესაც შთანთქავს ორგანიზმი,წელიწადში 2,4 მილიზივერტს არ უნდა აღემატებოდეს. მაგ: 0,03 მილიზივერტი დასხივება არის კბილის რენტგენოგრამის გადაღებისას 0,1 მილიზივერტი,გამოსხივების დოზა 1 სთ. მზეზე გარუჯვისას 0,005 მილიზივერტი,ტელევიზორის ყურება 1 წლის განმავლობაში,ყოველდღიურად 3 საათის განმავლობაში. 10 მილიზივერტი,გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შედეგად. თუ ადამიანმა მიიღო 50 მილიზივერტზე მეტი დასხივება,მან არ უნდა გადაიღოს რენტგენი(იონიზირებად სხივებს უნდა მოერიდოს),100 მილიზივერტზე მეტი დასხივებისას კი,საერთოდ არც კი გაირუჯოს. უჯრედი მრავლდება მისი გაყოფით,გაყოფა კი გენეტიკური მასალის გაორმაგებაში მდგომარეობს,რაც უჯრედის ფუნქციურ კოდს წარმოადგენს. მაიონიზირებელი სხივები როდესაც აზიანებენ უჯრედში გენეტიკურ მასალას და არამარტო,უჯრედს არ შესწევს უნარი გამრავლდეს,ხოლო როდესაც ამ გენის ნაწილობრივი მონაკვეთია დაზიანებული/შეცვლილი,ისე რომ გენის ფუნქციური შესაძლებლობა ნაწილობრივაა რეალიზებული,იგი არ ემორჩილება ნორმალური "გამრავლება/ფუნქციონირების" კანონს და დეგრადირებული ნაწარმი მრავლდება ატიპიურად(ამიტოზურად).ეს არის მავნე ეფექტი მაიონიზირებელი გამოსხივების,რომელის მიერ გამოწვეულ დაავადებებს,ისევ იმითვე მკურნალობთ:სიმსივნის მკურნალობა,ისევ იონიზაციის ეფექტზეა დაფუძნებული,რაც იმ სწრაფად მზარდი უჯრედების შიგთავსს შლის იმავე ეფექტით,რაც განვიხილეთ. იმის ხილული მაგალითიც,რომ არ შესწევს უჯრედებს გამრავლება,არის თმის ცვენა სხივური თერაპიის შემდეგ,რადგან გამოსხივებიდან რამდენიმე კვირაში ვითარდება ეს პროცესი(ანუ როდესაც უჯრედი იღუპება და შთამომავლობას ვერ ტოვებს). მობილურებზე უფრო ვრცლად იხილეთ: მოუფრთხილდით ჯანმრთელობას! პატივისცემით: NEIRON
  2. ეგ რუსული ტერმინია და ნიშნავს: ОЗУ — оперативное запоминающее устройство
  3. ჩინური კი საერთოდ სარ ერთეულით რევიზიზიას არ გადის მაგარი არა,შედარებით მეტი დაშვებულზე.
  4. ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა,ამათ რაც ეკუთვნის ეგენი კი იონიზაციას იწვევენ წყლის და ორგანიზმში არსებული ნივთიერებების, წყალი,ანუ H20 იშლება H,O,HO2 ,H2O2 ,ესენი თავისუფალი რადიკალებია და აზიანებენ უჯრედის გენს,რადგან უჯრედის შთამომავალი გენზეა დამოკიდებული,მისი დაზიანება იწვევს სიმსივნს და სხვა პათ. წამონაქმნის განვითარებას. როდესაც 1 ამოჩემებულ ადგილას გიდევს მობი,მაში ორგანიზმის მხოლოდ ის 1 ადგილი ღებულობს მაიონიზირებელ დასხივებას და ამიტომ,საჭიროა,გადაანაცვლო და თAნაბრად გადაანაწილო სხვადასხვა ქსოვილზე. მაიონიზირებელი გამოსხივება ეწოდა იმის გამო,რომ იგი ქსოვილში იწვევს დადებითი და უარყოფითი მოლეკულისა თუ ატომის წარმოქმნას. ასეთი ვარიანტია: ადამიანი,რომელის დანაყრებულია,არ უნდა საკვები,ხოლო როდესაც მოშივდება(ჩათვალე იონიზაცია განიცადა) მიაწვება და ფქვავს საკვებს,ანუ თავისუფალი რადიკალია იგი,შესაბამისად,აზიანებს ქსოვილს უჯრედულ დონეზე.
  5. მაგიც შეგიძლია,თუ მოხსნი პლასმასას უკანას,ანუ თუ ჩახსნი იმ პლასმასის საფარს,მაგრამ ეგენი არის პაჩობნიკებზე და მაგ დროს,არაა საჭირო. ეგ ქულერი რაც გაქვს ასე შეამოწმე: გვერდითი ცდომა რამდენი აქვს ნახე,თუ ჯერ კიდევ არ აქვს,პაჩიბნიკზეა(დიდი ალბათობაა,თუ ხმაური კაი ხნის დაწყებული აქვს და ცდომაც ნაკლები ძალიან) ე.ი. და არაა საჭირო დაშლა. დაზეთვა მხოლოდ,ზოგი კომბინირებულია,პაჩობნიკი და ლატუნის ტულკა,ასეთი ტიპის ძნელად ცვდება,პაჩობნიკის მითუმეტეს და პროც. ქულერები კარგი და ნორმ. ხარისხის,ყველა პაჩობნიკზეა ან კომბინირებულ მეთოდზე.
  6. მაგაზეც ვაპირებ დაწერას,უნდა გამოვცადო ჩემს პროც. ქულერზე. ჩანაფიქრი ასეთი მაქვს: ზუსტად ცენტრში,სადაც ღერძია ქულერის,მის ცენტრში გახვრეტ ნემსით ,ნუ გეშინია,ვერ გააფუჭებ ვერაფერს,რადგან ეგ პაჩობნიკს არ მოხვდება(დახურული სისტემა ზოგი პაჩობნიკზეა და თუ აცდი და აქ მოხვდი,დააზიანებ),როდესაც ღერძს შეეხება ნემსი,პროპელერის გამოძრავებისას,ნემსიც აიწევს/ჩამოიწევს და ე.ი. მანდ ხარ,სადაც საჭიროა,შემდეგ თხელი ზეთი ჩაასხი შპრიცით და ის ხვრელი დაახშე პლასმასის მიდნობით,ცხელი საგნის შეხებით,მაგ:სარჩილავი. ეს მეთოდი არ მიცდია,მაგრამ თუ გავაკეთე,ამავე თAნმიმდევრობით გავაკეთებ. არა,თუ გამხმარია და სხვა არ გაქვს,სხვა რა გზაა,ისევ ის სჯობს. მასეთი რეზინა,თითქმის იმავე ზომის,აქვს სანთებელას რედუქტორს მოხსნი იმ რედუქტორს(საიდანაც გაზი გამოდის) და იმ რეზინას ქულერისას,ჩაანაცვლებ ამითი. თუ მეთოდს ვერ მიმიხვდი,აგიხსნი უფრო დაწვრილებით
  7. თუ გამოცვლი კარგს იზამ ის რჩევები გაითვალისწინე,რაც წერია და 1 ამოჩემებული ადგილი არ გქონდეს,სადაც მუდმივად ერთი და იმავე ზედაპირს ეხება
  8. ესეც 1 კვირიანია,ეს თემა,გაოფების მუღამში შედიხართ ხოლმე ბოლოსკენ და ფორსაჟი მერე და ამდენი თემის გახსნას,14-ეა უკვე,იყოს ერთი,1000 გვერდიანი მხოლოდ ოფ ტოპიკის და კაი ხანი დაგჭირდებათ გასაოფებლად
  9. მოგცლიათ რა
  10. წარმოდგენა არ მაქვს,მანამდე ჩიპსეტი მეგონა,ბოლო სტადიაზე კი,რაგაც ანომალური ფირმაა. ესეც განათების ბოძები: შუშის ბოჭკოსგან და არა 5 მმ-იანი მეტალისგან ან ბეტონისგან,კამაზის შეჯახეას რომ უძლებს,მძღოლს კი .... მეტალის დოლის დამზადება: როგორ მზადდება ჩAმხშობი თუ რა ჭირია,"გლუშიტელი" მოკლედ
  11. მაგდენი არ ვიცი,არ ვარ თამაშის დიდი მოყვარული.
  12. დაკრეკვის გარეშე ვერა,დაკრეკავ და ეგაა,ითამაშებ რამდენზეც გინდა ონლაინის გარეშე. ზოგ თამაშს ხომ აქვს დემო ვერსია,ზოგს შეზღუდულად ტურები აქვს დასაგემოვნებლად რომ ჩართო,ზოგს გასაღები უნდა და მერე. დაწერე რა თამაში გინდა და დაგაკვალიანებენ.
  13. ონლაინ სათამაშოდ თუ გინდა,მხოლოდ ერთზეა შესაძლებელი.
  14. თუ წავედი,ვკითხავ ამაზე ის გამახსენდა,კიკაბიძეს ტელეფონზე საუბრისას ხაჩიკიანი რომ ეუბნება:"პუსტ პადრუგუ ვაზმიოტ" :D
  15. რამე დაცვა რომ იყოს კარგია,თუმცა წარწერა,კარგი ხელისჩამქნევი ფაქტორია დამკოპირებელთათვის.
  16. უნდა ვიყიდო,მაგრამ ეს არ მომწონს,შიგნით აკუმლატორი რომ აქვს და უშუქობისას მაგი რომ ანათებს . აკუ მაგათ ნორმალური აქვთ,აი დამმუხტველი აქვთ ბანძობა და 1 წელში ფუჭდებიან ხოლმე.
  17. ეს კოდი სტანდარტული რომ არის,არაა შესაძლებლობა სხვა კოდით შეიცვალოს? [oc.ge][/oc.ge] რომ დააკოპირებენ,გაწმენდაც დასჭირდებათ ამ კოდისგან(თუმცა ახლა სურათი პირდაპირ იდება)
  18. საქმე ისაა,რომ 1 მწარმოებელია,ასარჩევად არაა და 20 ლარი ღირს მასეთი ნათურა 10 წელი ძლებს მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში,ეს კარგი ხარისხის რათქმაუნდა ნათურის ხარისხი კი,ბევრი რამაა.ფანარი მასეთი 1 წელია მაქვს და ნათურა მოკვდა უკვე 1 ცალი,არადა ძAლიან დიდხანს უნდა ძლებდეს.
  19. ახლა გავაკეთებ მაგას ვსიო,შეკმაზულია!
  20. რა სოსო,თემა? თავი მომაჭერით თუ დაკოპირებულია და თუ სხვაგან ნახავთ იდენტურს,მითხარით რომ ვაგინო სავტორო უფლების დამრღვევს! run-ის ბრძანებები არ დამიკოპირებია ქართული საიტებიდან,მიუხედავად იმისა,რომ გამოტენილი იყო გადაქართულებული ვარიანტებით,ავდექი და რუსულიდან ვთAრგმნე. + განვავრცე ადვილად გასაგებად
  21. შენ კორპორაცია აირჩიე თუ საკუთარი მოხმარებისთვის? კორპორაცია არ აირჩიო. ოფიციალური საიტიდან გადმოწერე და ამას რომ მიუთითEბ ასე,არ გექნება პრობლემა
  22. არა, მომდევნო კურსზე გადავედი ეს თანამედროვე ნათურები რომ შემოიტანეს,ა კლასის ენერგოეკონომი,გაქვთ ვინმეს? რამდენად მუშა შუქდიოდებითაა? http://www.svetorezerv.ru/app/webroot/uf/led%20bulbs.jpg
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.