Jump to content

NFS

წევრი
  • Posts

    622
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by NFS

  1. აჰა და იცინეთ რამდენიც გინდათ :sarcastic_hanend: ეგეც კვერცხ პოვერი და თანაც 600 ცხენი :sarcastic_hanend: :sarcastic_hanend:
  2. დავიჯერო სხვა გზა არ არსებობს დენის მიღების რო ეს ატომური სადგურები სულ მოსპონ? ხო ხედავენ რო ერთი პატარა შეცდომის დაშვებას რამდენად მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია თუ დენის მიღების გარდა კიდე რამეში იყენებენ ამ სადგურებს?
  3. მდააა, ცუდათაა ჩვენი საქმე ჩერნობილშიც თუ გაჟონა ურანმა და იაპონელებმაც ვერაფერი უშველეს თავიანთ სადგურებს დარხეული აქვს ევროპას და მგონი რო მარტო ევროპას არა, თავის დროზე როცა ჩერნობილში ატომური რეაქტორი აფეტქდა 2000 კილომეტრამდე გავრცელდა რადიაცია ჩერნობილი
  4. მისი ნახვა ყველას დიდი ხანია აინტერესებს, კომპანია კი მის გამოშვებას შეძლების და გვარად აგვიანებს და ამით უფრო საინტერესოს ხდის მას, თუმცა რამოდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ მას ამერიკულ ბაზარზე პრობლემები შეექმნა და ცუდი საღებავის გამო მასზე უარი განაცხადეს "ავტომობილის საღებავის ქვეშ, ჩანს კარბონის მასალა რაც მომხმარებლებს ძალიან არ მოეწონა". ყველაფრის მიუხედავად მისი პრეზენტაცია ჟენევაში შედგება, მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ ხორვატიულ ავტოჟურნალში Evo Magazine Croatia დაიბეჭდა მისი 1 ფოტო რომელშიც Lamborghini Aventador LP700-4-ის წინიდან არის გადაღებული. ამ ყველაფერთან ერთად შეგახსენებთ, რომ Aventador-ის 6,5 ლიტრიანი 12 ცილინდრი, რომელიც 700 ცხენისძალას და 690 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, შეერთებულია Graziano ISR-ის 7 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან და Haldex-ის all-wheel drive სისტემასთან რის შედეგადაც ავტომობილი 0-100 კმ/სთ-მდე 2,9 წამში ჩქარდება და ავითარებს მაქსიმალურ 350 კმ/სთ-ს. ამჯერად სულ ეს არის, თუმცა ძალიან მალე (ჟენევის ავტო შოუზე) გაირკვევა ავენტადორის ნამდვილი სახე და შესაძლებლობები. http://news.drive.ge/index.php?m=270&newsid=2207
  5. მე თუ მკითხავთ 19-ში საერთოდ არ მოხდება არაფერი არსად, ერთი ჩვეულებრივი დღე იქნება, ეს უბრალოდ ჩემი აზრია თორე ამას ყველა ვნახავთ რო მშვიდად ჩაივლის 19 მარტი :)
  6. ან ეს პენისის ფესტივალი რა უბედურებაა, ასეთმა ჭკვიანმა ხალხმა უკეთესი ფერაფერი მოიფიქრა, ან კიდე რო დაერვინენ ამ დედმამიშვილებს და ნათესავებს ქალი დაილია ამხელა იაპონიაში :SNEMOTICON13: :SNEMOTICON13:
  7. გეთანხმები რო სხვა არ უნდა განიკითხო და არც შენ განიკითხები მაგრამ არ შეილება მამაომ ხალხის ჩუმად სხვა აკეთოს და ხალხს სხვა უთხრას, პირადად მე მეზობელი მყავს მამაო და მისგან ბევრჯერ მინახავს ისეთი საქციელი რო თვალები შუბლზე ამდის ხოლმე, უბრალოდ ეხლა ჩამოთვლას მართლა არ დავიწყებ. რაც შეეხება იაპონიას, ეს მართლა არ ვიცოდი რო ინცესტი მოწონდათ და თანაც ძალიან პოპულარული ყოფილა თურმე და ამის გამო კი იაპონელი კი არა ვინც მასეთ რამეს იკადრებს ყველა გირსია არა ცუნამის და მიწისძვრია, არამედ ბევრად უარესისაც :)
  8. ასწრაფებულის რა გითხრა მაგრამ მომეწონა, ვიდზე ლამაზია. მგონი კი, წინასთან შედარებით არის სწრაფი.
  9. Mitsubishi-ს განცხადებით Evolution X იქნება ბოლო Evo მოდელი. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით მათი საწარმოო პოლიტიკა იცვლება და აქცენტი ეკოლოგიურად სუფთა მოდელებზე კეთდება - ელექტრომობილები და ჰიბრიდები. მათი განცხადებით, თვითონ ავტოსპორტიც ძალიან შეიცვლება და რადიკალურად განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც შეჩვეულები ვართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი Evo დიდი მოთხოვნით არ სარგებლობდა. ამერიკაში, სადაც 295ცხ/ძ-იანი მოდელი სულ რაღაც $34 K ღირს, მხოლოდ 2046 Evo გაიყიდა. უახლოეს ოთხ წელიწადში Mitsubishi გეგმავს რვა ელექტრომობილის გამოშვებას. მიმდინარე მოდელის, Evo X-ის წარმოება 2013 წლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ისტორიას ჩაბარდება. როგორც ჩანს Impreza STi vs Lancer Evo ბრძოლა წარსულს ჩაბარდა.
  10. ასეთი დავინახე 2 დღის წინ რუსთავში შავი და ისეთ მაგა ვიდზე იყო რო ლამის მარშუტკიდან გადმოვხტი, ტან აქამდე სურათების გარდა არსად მენახა და ძალიან მომეწონა, მეც მინდა :user: :user:
  11. კი მერსედესის ძრავია და ეს არის ბოლო მოდელი პაგანი ზონდა R, რომელმაც Nurburgring ავტობანის რეკორდი მოხსნა, ოღონდ რეკორდი ვის ეკუთვნოდა ეს აღარ მახსოვს სამწუხაროდ მაგრამ კარგად შეკრული "შესტის" რო არ იქნებოდა ის ვიცი :D :D
  12. Specifications Engine MMercedes-Benz AMG - M120 - 12 cylinder V 60°, 48 valves; displacement 5987 ccm, dry sump Max. Torque Nm/rpm: 710/5.700 Stroke 80,20 mm Bore 89,00 mm Traction control 12 Stage - Bosch Motorsport traction control system Intake Single throttle bodies, mechanically operated Exhaust system Hydroformed Inconel, ceramic coated Transmission Longitudinal mid engine; rear wheel drive with self-locking differential Gearbox XTRAC 672 bespoke magnesium casing gearbox, 6 speed sequential dog gearchange with Automac Engineering AMT system Carbon-ceramic brakes 4 ventilated Brembo disks, hydraulic power brake; 12 Stage - Bosch Motorsport Race ABS Discs Front 380x34 mm 6 piston caliper; Rear 380x34 mm 4 piston caliper Wheels Forged alloy APP wheels; 19” front, 20” rear Tyres Pirelli P Zero Zonda R: front 255/35/19; rear 335/30/20 Suspensions 4 independent wheels with double A-arm; Forged Avional suspension arms; pull rod helical springs and Öhlins adjustable shock absorbers Structure Central carbon-Titanium chassis, Engine is a stressed member; front and rear Cr Mo space frames; bodywork carbon fiber MD System Dimensions Length 4886 mm; Width 2014 mm; height 1141 mm; Wheelbase 2785 mm; Dry weight 1070 kg Safety Roll cage in Cr Mo steel; carbon fibre seats HANS compatible; five point harness Performance 0-100 km/h in 2,7 sec Top speed > 350 km/h ლიმიტედ Weight-to-Power ratio 1,43 kg/hp * * * გასაგები როიყოს უფრო 748 ცხენის ძალა აქ
  13. 2 მბვს თუ აბამ ერთმანეთზე ბაზარი არაა ჩავა ბუგატის ძრავი მაგ შემთხვევაში მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა ხო არ მგონია თქვენა ნაქებმა BMW M5 G-Power Hurricane მ ახალ black barons აჯობოს და ისე ცნობისთვის ეს ბმვ არის http://www.youtube.com/watch?v=W4L8OEHOqe0
  14. მიუხედავად იმისა, რომ პროექტმა Bugatti Veyron კონცერნ Volkswagen-ს დანაკარგები მოუტანა ფინანსური თვალსაზრისით (ვეირონის საბაზრო ფასის - 1.2 მილიონი ევროს გათვალისწინებით), თვითონ კომპანიის იმიჯზე ამ მანქანამ ძალიან დადებითი ზეგავლენა მოახდინა. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ფრანგულმა კომპანიამ (Bugatti ოფიციალურად ეკუთვნის ფრანგებს) დაიწყო მუშაობა Veyron-ის ახალ მოდელზე, რომელიც ევოლუციური გზით წავა და არა რევოლუციური. ბრიტანული ჟურნალი AutoExpress იუწყება, რომ ახალი მოდელი ვიზუალურად ძალიან არ შეიცვლება და დიზაინი Veyron-ის და Super Sport-ის სინთეზი იქნება. ძრავი იგივე დარჩება რაც სუპერ სპორტში - W16, მოცულობით 8,0 ლიტრი, 4 ტურბინა, 1200 ც.ძ. და 1500 ნ.მ. თორქი. სიჩქარეთა კოლოპი იქნება Double Clutch და 7 საფეხურიანი. რაც მთავარია ავტომობილი უფრო მსუბუქი იქნება და წარდგება გაუმჯობესებული აეროდინამიკით. ამ ყველაფრის შედეგი იქიენბა სიჩქარის მაჩვენებლის შეზღუდვა 430 კმ/სთ-მდე (Veyron-ს 407-ზე აქვს, ხოლო Super Sport-ს 415-ზე). ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახალი ვეირონი Super Sport-ზე გაცილებით სწრაფი იქნება. ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია (თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება მისი მყიდველისთვის). ასევე შეგახსენებთ, რომ კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს Bugatti Galibier 16C-ის გამოშვებას. რომელიც "ყველაზე-ყველაზე" ტიპის სედანი იქნება.
  15. mercedes vs bmw არასდროს დამთავრდება, სულ იქნება დაუსრულებლად ეს თემა და თუ მერსედესი ზარმაცი მანქანის ვიდს ტოვებს უბრალოდ გადახედეთ ავტო სპორტში მიღწეულ შედეგებს და ნახავთ ვინ რისი მაქნისია მესედესაც არანაკლებ შეუძლია დრიფტი და კიდევ ბევრი სხვა რამეც მაგრამ თუ ბმვ იმიტო ჯობია რო შედარებით სწრაფია ხო, მაშინ ახალი ბუგატი ვეირონი ჩაყლაპავს მთელ ბმვს მონაგარს დღემდე ასე რომ მთლად ისეთი სხვაობაც არაა როგორც ამბობენ :)
  16. MERCEDES-BENZ BRABUS E V12 BLACK BARON ავტომობილი რომელსაც ეხლა თქვენ უყურებთ ზოგისთვის შედარების საგანი ზოგისთვის კი უბრალოდ ოცნების ავტომობილი და შავი ფერის მონსტრია. ავტომობილი შექმნილია Mercedes E-Class W 212-ის ბაზაზე და მას Brabus E V12 იგივე Black Baron ჰქვია. ავტომობილს გააჩნია 6,3 ლიტრიანი V ტიპის 12 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც 800 ცხენისძალას და 1420 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილის ასეთ სიმძლავრეს და მაბრუნებელ მომენტს ვერანაირი კონტროლის სისტემა ვერ აჩერებდა და აკონტროლებდა, ატელიემ გადაწყვიტა ნიუტონმეტრების 1,100-მდე ჩამოყვანა და რომ გითხრათ ამან რაიმე ცვლილება მისცათ მეთქი ნამდვილად მოგატყებთ. Brabus-მა ავტომობილს დაუმატა: სპეციალურად Black Baron-ისთვის შექმნილი Twin-Turbo სისტემა, კარბონის ჰაერის შემწოვი, ტურბოჩარჯერი, 4 ინტერქულერი, ხელთნაკეთი სპორტული და მძლავრი საბოლქვი მილები 4 ჩამხშობით, აალების (აფეთქების) ახალი სპორტული ელექტრო სისტემა, ძრავში საწვავის შეფრქვევის სპეციალური სპორტული სისტემა და სხვა მრავალი დეტალი. იმისათვის რომ 800 ცხენისძალიან მონსტრი ატელიეს გზის საფათან ახლოს დაეკავებინა, ავტომობილს დაუყენეს სპორტული კონტროლირებადი დაკიდების სისტემა, სპორტული სტაბილიზატორები და უმაღლესი დონის სპორტული სამუხრუჭე სისტემა. ალბათ ამ ყველაფრის შემდეგ არავის გაუკვირდება თუ იმასაც გეტყვით, რომ 1,980 კილოგრამი მასის Brabus E V12 0-100 კმ/სთ-მდე (62 Mph): 3.7 წამში, 0-200 კმ/სთ-მდე (124 Mph): 9.9 წამში, 0-300 კმ/სთ-მდე (186 Mph): 23.9 წამში ადის და ავითარებს მაქსიმალურ 370 კმ/სთ-ს, რომელიც ატელიემ უსაფრთხოების მიზნით 350 კმ/სთ-მდე შეზღუდა. ექსტერიერზე მუშაობა ბრაბუსის ინჟინრებმა აიროვან გვირაბში (სადაც ავტომობილის ჰაერში მოძრაობას და ჰაერის გაჭრის პროცესს ამოწმებენ) დაიწყეს და აქედან გამომდინარე მას დაუყენეს სპეციალური ბამპერი, რომელიც ცივ ჰაერს მიაწოდებს სამუხრუჭე დისკებს და რადიატორებს. მთლიანობაში ავტომობილის ექსტერიერი სრულიად შეცვლილია რადგან მას აქვს შეცვლილი ბამპერები, მოლდინგები, გვერდითი ფრთები, კარბონის ჭრილებით, კარბონის სარკეები, სპეციალური საღებავი, შეცვლილი საგაბარიტო შუქები, უკანა საბარგულის კარბონის სპოილერი, ქვედა მხარეს მიმართული განათებები, დამუქებული უკანა ნათურები, უკანა საბურავების სპოილერები (აირწინააღმდეგობის შესამცირებლად, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აეროდინამიკას), ახალი ძრავის საფარობელი, 19 დუიმიანი ბრაბუსის დისკები Pirelli-ს და YOKOHAMA-ს მაღალი სისწრაფის საბურავებით, წარწერა "Brabus" და სხვა დეტალები. ყველა მოდიფიკაციის შემდეგ ავტომობილის სიგრძე 4.9 მეტრს, სიგანე 1.9 მეტრს, სიმაღლე 1.4 მეტრს ხოლო საბურავებს შორის დაშორება 2.8 მეტრს შეადგენს. რაც შეეხება ინტერიერს ალბათ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ავტომობილს აქვს ალკანტარას წარმოების სპორტული, ბრაბუსის ლოგოთი აღჭურვილი სავარძლები, კარბონის უამრავი დეტალი, ალუმინის პედლები, სხვა და სხვა ალუმინის დეტალები, შეცვლილი დიზაინის და ხარისხის მქონე კარის შიდა ნაწილი, სიჩქარის მაჩვენებელი რომელზეც ნაჩვენებია 400 კმ/სთ, უამრავი წარწერა ბრაბუსის მანათობელი ლოგოთი და სხვა მრავალი რამ. ალბათ მოგეწონათ ეს ყველაფერი და ყველას გაგიჩნდათ სურვილი გყავდეთ ყველაზე სწრაფი 4 კარიანი ავტომობილი მსოფლიოში, მაგრამ არის ერთი რამ რაც უნდა იცოდეთ. Brabus E V12 Black Baron შეზღუდული რაოდენობით, სულ 10 ცალი გამოვა და მისი ფასი €498,000 (US$730,000) იქნება. წყარო : http://news.drive.ge/index.php?m=62&newsid=2175
  17. მოიცა, რო დავრეგისტრირდე 120 ით წამოიღებს? თუ კიდე რაგაც სხვა უნდა? :)
  18. კაცურად ვისაც შეგიძლიათ და არ შეწუხდებით სადმე ატვირთეთ ისე რო სიჩქარეს შეზღუდვა არ ქონდეს თორე 10 საათზე მეტს მიწერს ვერაფრით ვერ ვიწერ, არადა მინდა, დაამშვენებდა ჩემ კომპს წინასწარ მადლობააა :)
  19. ტორენტზე ექაუნთი არ მაქვს და ტორენტ ფაილის ლინკი კიდე არ მუშაობს ვინმემ დადეთ რა ტორენტი :)
  20. მადლობა ყველას, შეგიძლიათ დახუროთ, გავაკეთეეე :)
  21. სურათი მოჭრილია. ხოდა როგორ ვქნა ეგ პრიშიკების ვარიანტი რო არ ვიცი :xelitavi:
  22. იქნებ დამეხმაროთ, ამ სურათზე მინა რო ეს ლაქა მოვაცილო იღონდ ისე რო ის ადგილი ისევ მაიკის ფერი დარჩეს და ვინმემ თუ იცით როგორ ვქნა დამეხმარეთ რაა
  23. ახალი ფერარი ენცოს კონცეპტი. რას გავს ეს უპატრონო, დიზაინერს ეძინა თუ მკვდარი იყო :xelitavi: :xelitavi:
  24. რუსთავის ერთ-ერთ მაღაზიაში შევედით მე და ძმაკაცი და ძმაკაცი ეკითხება გამყიდველს, კვების ბლოკები გააქვთო და იმანაც ჭკვიანი სიფათით თავი დავიქნია კიიო, და ჩვენც ვუთხარით გვაჩვენე აბა რეები გაქვთო და გამყიდველმა დამაგრძელებელი მოგვაწოდა და ხო ეს გინდათო გვკითხა :xelitavi: :xelitavi:
  25. ჩემთანაც ზუსტად მასეა, წინიდან რო ვაერთებ ნაუშნიკებს საერთოდ რეაქცია არ აქვს და არც ნაუშნიკები მუშაობს მაგრამ წინა usb პროტები მუშაობს და ისე დიდად არ მადარდებს თუ არ იმუშავებს, კომპი რაც ვიყიდე ასეა :chojinfc: :chojinfc:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.