არიან კი არა მაგას ლექსებსაც უძღვნიან...
ორშაბათს შაურმა შევუკვეთე
შაურმა დაჭრილი ქათმისანი
მისი წიწაკა და პომიდორი
სამშაბათს გამიხდა საფიცარი
ოთხშაბათს გლდანში ჩავირბინე
ვაიმე ბედო უკეთურო
ხორცი აღარ იყო დარჩენილი
ჩვენ ვიკეტებითო უბედურო
მშიერმა გავათენე პარასკევი
მარტო ყავას ვსვამდი შაბათ-კვირე
შიმშილით მოვკვდები-თქო დავასკვენე
ხოდა კვერცხის შეწვა დავაპირე
გათენდა მეორე ორშაბათი
ისევ შემეფეთე, უკუღმართო
ელვამ დამიარა კოჭებამდი
დენი არ არის და ვერ ვტოსტავთო
მე ახლა ცივად შემჭმელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ
სახლში წავიღებ და შევიცხელებ