Jump to content

GIBSON

წევრი
  • Posts

    23982
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    14

Everything posted by GIBSON

  1. მაქსიმუმ შაბათ კვირამდე უკვე უნდა ავიღო რომელიმე მონიტორი ხოდა მოცემულ ფასად შემარჩევინეთ უკვე არჩეული მაქვს მაგრამ თქვენს რჩევებსაც გავითვალისწინებ მაინც იქნებ უკეთესი მითხრათ ამჟამად ეს მაქვს შერჩეული AH-IPS_ზე http://www.hotspot.ge/vx239h-23-wide-led-fhd-ah-ips-0-2652-1920x1080-80m-1-5ms-gray-to-gray-h-178-v-178-250cdq-s-a3f6c/p31149/
  2. თავის დროზე, 12 იყო მგონი, დიდი ხანი ვთამაშობდი და კარგადაც მისწორდებოდა, player-ს უმეტესად. მაგრამ იმის მერე მე ცვლილება ვერ ვიგრძენი... და ერთიდაიგივე 2 წელი მოგბეზრდება იასნა. რომც არ ვიცოდე ეგ რა შუაშია... მასე ჰოკეის გარტყმაში არ ვარ საერთოდ მაგრამ თვის დროზე pc-ზე როცა იჩითებოდა მაგრად მისწორდებოდა ... და კალათბურთს ოდესღაც მაინც ვთამაშობდი ხოლმე და ვუყურებ კიდევაც ახლა და მესამე წინადადება რა შუაშია იყო, ფორუმზე მაგისთვის შემოვდივარ რაღაც დავწერო იასნა ოკ, ლუდში ჩახრჩობა კარგი ვიცი დონთ თეიქ თუ ქლოუზ
  3. აბა შენ რადგან გაუგე მაგიტომ შევაქო?? იასნა მე არ დამევასა და მაგიტომაც ვა$%ავ... და შენ ჩემზე კარგად ისე იცი როგორც სარკაზმი გამოგდის... ანუ ნულზე ხარ რა :გივი: საუკეთესო თან ერთადერთიც, რაც pc-ზე გამოსულა არსად დამიწერია რომ ცუდი თამაშია. უბრალოდ წინ სხვლა არის ჰა ჰა 15%.. ეგეც შესაძლოა
  4. ეგ რომელი გადამზიდია
  5. საგნებიდან მიღებული ცოდნა ხომ არაა მარტო, მაღლაც დავწერე რას ვგულისხმობ და ფაშისტმაც სწორად აღნიშნა. იმაზე მაინც მეტყველებს რომ რაღაც მიზანი გაქვს დასახული.
  6. კალათბურთიც ვიცი (ნუ შენ დონეზე არა ) ჯოისტიკიც მაქვს ტაკშტო შენი არგუმენტ is invalid
  7. მონიტორი - ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია გამოსახოს ინფორმაცია ვიზუალურად. მონიტორს, ინფორმაციის გამოსახვისთვის მიეწოდება ფორმირებული ვიდეო სიგნალი ელექტრონული მოწყობილობიდან. თანამედროვე მონიტორი შედგება: 1) გამოსახულება (Display) 2) ელექტრომომარაგება (Power Supply) 3) მაკონტროლებელი დაფა (Control Board) 4) კორპუსი - რომელშიც მოთავსებულია ყველა მაღლა ნახსენები შემცველობა მიუხედავად ბევრი ტიპის მონიტორებისა, ჩვენ განვიხილოთ ჩვენთვის აქტუალური და გამოყენებადი LCD (Liquid Crystal Display / თხევადკრისტალური გამოსახულება) მონიტორები. --- LCD (თხევადკრისტალური გამოსახულება / Liquid Crystal Display) LCD - შედგება თხევადი კრისტალებისგან, რომელსაც იყენებენ გრაფიკული ან ტექსტური ინფორმაციის გამოსახვისთვის. LCD არამარტო კომპიუტერისთვის განკუთვნილ მონიტორებში არამედ შეგხვდება სხვადასხვა მოწყობილობებშიც, მაგ: ტელევიზორები, ტელეფონები, ციფრული ფოტოაპარატები, ელექტრონული წიგნები, ნავიგაციური მოწყობილობები, ელექტრონული გადამცემები, კალკულატორი, საათები და კიდევ სხვა მრავალი მოწყობილობები. ისტორია: LCD განვითარდა 1963 წელს, დევიდ სარნოვის (David Sarnoff) კომპანიაში RCA. დასაწყისში LCD-ის გამოყენებდნენ საათებში და კალკულატორებში და მსგავს მცირე ზომის მოწყობილობებში. დიდი ზომის ეკრანების ფართოდ გამოყენება დაიწყეს, როდესაც გავრცელდა და დიდი მოთხოვნა იყო ლეპტოპებზე. ტექნიკური მახასიათებლები: LCD-ის მნიშვნელოვანი მახასიათებლები: - მატრიცის ტიპები: ტექნოლოგია, რომლითაც წარმოებულია LCD - გაფართოება: ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზომები, გამოსახული პიქსელებათ. განსხვავებით CRT (cathode ray tube / ელექტრონული სხივური მილები)-სგან, LCD-ის აქვს ერთი ფიქსირებული გაფართოება, დანარჩენი მიიღწევა ინტერპოლაციით - პიქსელის ზომა: მეზობელი პიქსელების ცენტრში დაშორება, პირდაპირ კავშირშია პიზიკურ გაფართოებასთან - ეკრანის თანაფარდობა (პროპორციული ზომა): სიგანე და სიმაღლის თანაფარდობა (5:3, 4:3, 3:2 (15:10), 8:5 (16:10), 5:3 (15:9), 16:9 და სხვა) - კონტრასტულობა: ყველაზე ნათელი და ყველაზე მუქი წერტილების სიმკვეთრის დამოკიდებულება განათების მოცემულ სიმკვეთრეზე. - სიკაშკაშე: ეკრანიდან გამოსხივებადი სინათლის რაოდენობა - რეაგირების დრო: მინიმალური დრო, რათა კონკრეტულმა პიქსელმა მოახდინოს თავისი განათების შეცვლა. რეაგირების დრო შედგება ორი ფასეულობისგან: 1. ბუფერაციის დრო (შეტანის შუალედი / input lag): მაღალი მაჩვენებელი ხელს უშლის დინამიურ თამაშებს; 2. გადართვის დრო: სწორედ ეს მიუთითებს მონიტორის მახასიათებლებს. მაღალი მაჩვენებელი აფუჭებს ვიდეოს ხარისხს. ამჟამად პრაქტიკულად ყველა მონიტორზე გადართვის დრო მერყეობს 2-დან 6 მილიწამამდე. - ხედვის კუთხე: კუთხე, როდესაც მიაღწევს ნიშნულს, კონტრასტულობა იწყებს დაცემას. სხვადასხვა ტიპის მატრიცაზე და სხვადასხვა მწარმოებელი გამოირჩევიან ერთმანეთისგან და ხშირად არ ემთხვევათ ერთმანეთის ხედვის კუთხე. ხშირად ხედვის კუთხის პარამეტრები ასე გამოიყურება : CR 5:1 — 176/176°, CR 10:1 — 170/160°. აბრევიატურა CR (Contrast Ratio) აღნიშნავს ხედვის კუთხეზე კონტრასტულობის დონეს ეკრანის პერპენდიკულარულად. 170°/160° ხედვის კუთხეზე კონტრასტულობა ეკრანის ცენტრში მცირდება 10:1-ზე დაბლა, ხოლო 176°/176°-ზე 5:1-ზე დაბლა. ძირითადი ტექნოლოგიები: TN+film, IPS (SFT, PLS) და MVA. მოცემული ტექნოლოგიები განსხვავდებიან ზედაპირის გეომეტრიით, პოლიმერით, სამართავი დაფებით და წინა ელექტროდით. დიდი მნიშნველობა ენიჭება სიხშირეს და თხევადი კრისტალების თვისებების მქონე პოლიმერს, რომელიც კონკრეტული წარმოებისას გამოიყენება. TN (Twisted Nematic) ყველაზე უბრალო ტექნოლოგია. აქამდე მოიხსენიებდნენ როგორც TN+film, სიტყვა film-ზე დამოკიდებულია დამატებითი შესაძლებლობა, რომელიც გამოყენებულია ხედვის კუთხის გასაზრდელად (დაახლოებით - 90-დან 150°-მდე). ამჟამად სიტყვა film-ს ხშირად აღარ ხმარობენ და უბრალოდ მოიხსენიებენ როგორც TN. საშუალება იმის რომ გაზარდონ კონტრასტულობა და ხედვის კუთხე ჯერ ვერ იპოვეს, მაგრამ რეაგირების დრო ამჟამად TN პანელს ერთერთი საუკეთესო აქვს, ხოლო კონტრასტულობის დონე არ აქვს მოწოდების სიმაღლეზე. მატრიცა TN + film მუშაობს შემდეგნაირად: თუ საბპიქსელებს არ ერთვის ძაბვა, თხევადი კრისტალები (და პოლარიზებული სინათლე, რომელსაც ისინი უშვებენ) ბრუნდებიან ერთმანეთის მიმართულებით 90°-ზე ჰორიზონტალურად ორ ფირფიტებს შორის სივრცეში. რადგან პოლარიზაციის ფილტრის მიმართულება მეორე ფირფიტაზე შეადგენს 90° კუთხეს, ხოლო მისი მიმართვა პირველი ფირფიტისკენ გაივლის მეორე ფირფიტას. თუ წითელი, მწვანე და ლურჯი საბპიქსელები სრულიად არიან განათებული, ეკრანზე გამოისახება თეთრი წერტილი. IPS (In-Plane Switching) ტექნოლოგია შეიმუშავა კომპანიებმა Hitachi და NEC. აღნიშნული კომპანიები ამ ტექნოლოგიას იყენებენ სხვადასხვა დასახელებით, NEC იყენებს როგორც “SFT”, ხოლო Hitachi ამჟამად გავრცელებული დასახელებით “IPS”. ტექნოლოგიის ამოცანა იყო განთავისუფლება იმ ხარვეზებისგან რაც TN + film-ს ჰქონდა. IPS-ის მეშვეობით შესაძლებელი გახდა, როგორც ხედვის კუთხის გაზრდა 178°-მდე, ასევე მაღალი კონტრასტულობა და ფერების გადმოცემის შესაძლებლობა, მაგრამ არც IPS გამოდგა უნაკლო, რომელსაც რეაგირების დრო TN-თან შედარებით მაღალი აქვს. თუ IPS მატრიცას არ ერთვის ძაბვა, თხევადი კრისტალები არ ბრუნდებიან ერთმანეთის მიმართულებით. მეორე ფილტრი ყოველთვის მობრუნდება პირველის პერპენდიკულარულად, მაგრამ სინათლე არ გადის მასში. ამიტომ შავი ფერის გამოსახულება ახლოს არის იდეალურთან. IPS ტრანზისტორის წყობიდან გამოსვლის შემთხვევაში “გატეხილი” პიქსელი იქნება არა თეთრი, არამედ შავი ფერის. ანალოგიური ქმედება ხდება TN მატრიცაზეც. თუ IPS-ს ერთვის ძაბვა, თხევადი კრისტალები ბრუნდებიან თავიანთი საწყისი მდგომარეობის პერპენდიკულარულად და ატარებენ სინათლეს. ამ დროისთვის IPS შეცვლილია H-IPS ტექნოლოგიით, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო ყველა უპირატესობა IPS ტექნოლოგიის, ამავე დროს ამცირებს რეაგირების დროს და ზრდის კონტრასტულობას. H-IPS და მასთან შედარებით იაფასიანი e-IPS მატრიცა, აქტიურად გამოიყენებიან 20 და კიდევ უფრო დიდი ზომის პანელებში. AS-IPS (Advanced Super IPS) - ასევე შეიმუშავა Hitachi კორპორაციამ 2002 წელს. ძირითადად AS-IPS ითვალისწინებს S-IPS მატრიცის კონტრასტულობის დონის გაუმჯობესებას, რომელიც მიახლოვდა S-PVA პანელის კონტრასტულობასთან. H-IPS (Horizontal IPS) - შემუშავებული იქნა LG-ის მიერ NEC კორპორაციისთვის. H-IPS პანელი წარმოადგენს ფერთა ფილტრს TW (True White), რათა თეთრ ფერს მიენიჭოს მეტი რეალურობა და გაეზარდოს ხედვის კუთხე, გამოსახულების დამახინჯების გარეშე. აღნიშნული ტიპის პანელებს გამოიყენებენ მაღალი ხარისხის, პროფესიონალური მონიტორების შესაქმნელად. AFFS (Advanced Fringe Field Switching, არაოფიციალური დასახელებით - S-IPS Pro) - მორიგი გაუმჯობესებული IPS მატრიცა, შემუშავებული იქნა BOE Hydis კომპანიის მიერ, 2003 წელს. ელექტროენერგის ძაბვის გაზრდის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა უკეთესი ხედვის კუთხის და სიკაშკაშის მიღება, ასევე შემცირდა შიდა პიქსელთა დაშორების მანძილი. AFFS ძირითადად გამოიყენება Tablet PC-ზე. IPS ტექნოლოგიის განვითარება Hitachi-ის მიერ დასახელება: Super TFT მოკლე დასახლელება: IPS წელი: 1996 უპირატესობა: ფართო ხედვის კუთხე გამჭირვალობა/კონტრასტულობა: 100/100 საბაზისო დონე შენიშვნა: უმეტეს პანელებს აქვთ რეალისტური ფერთა გადაცემის მხარდაჭერა (8-ბიტი თითო არხზე). ეს გაუმჯობესება გამოჩნდა მაღალი რეაგირების დროის გადაცემის ფასად, დასაწყისისთვის დაახლოებით 50ms --- დასახელება: Super-IPS მოკლე დასახლელება: S-IPS წელი: 1998 უპირატესობა: არ აქვს ფერთა ცვლა გამჭირვალობა/კონტრასტულობა: 100/137 შენიშვნა: IPS შეცვლილი იქნა S-IPSით, რომელიც შეიცავს IPS-ის ყველა უპირატესობას, ამასთან ერთად შემცირებული აქვს რეაგირების დრო --- დასახელება: Advanced Super-IPS მოკლე დასახლელება: AS-IPS წელი: 2002 უპირატესობა: მაღალი გამჭირვალობა გამჭირვალობა/კონტრასტულობა: 130/250 შენიშვნა: AS-IPS ძირითადად გაუმჯობესებული აქვს კონტრასტულობა, ტრადიციული S-IPS პანელებთან შედარებით, რითიც მიუახლოვდა S-PVA პანელს და დაიკავა მეორე ადგილი მის შემდეგ. --- დასახელება: IPS alpha მოკლე დასახლელება: IPS-Pro წელი: 2008 უპირატესობა: მაღალი კონტრასტულობა შენიშვნა: მომავალი თაობა IPS-Pro --- დასახელება: IPS alpha next gen მოკლე დასახლელება: IPS-Pro წელი: 2010 უპირატესობა: მაღალი კონტრასტულობა შენიშვნა: ტექნოლოგიის ახალი მლობელი გახდა Panasonic IPS ტექნოლოგიის განვითარება LG-ის მიერ დასახელება: Super-IPS მოკლე დასახლელება: S-IPS წელი: 2001 შენიშვნა: უმეტეს პანელებს აქვთ რეალისტური ფერთა გადაცემის მხარდაჭერა (8-ბიტი თითო არხზე). ეს გაუმჯობესება გამოჩნდა მაღალი რეაგირების დროის გადაცემის ფასად, დასაწყისისთვის დაახლოებით 50ms --- დასახელება: Super-IPS მოკლე დასახლელება: S-IPS წელი: 1998 შენიშვნა: LG რჩება Super-IPS ტექნოლოგიის მთავარი მწარმოებელი --- დასახელება: Advanced Super-IPS მოკლე დასახლელება: AS-IPS წელი: 2005 შენიშვნა: გაუმჯობესდა კონტრასტულობა და გაფართოვდა ფერთა გამა --- დასახელება: Horizontal IPS მოკლე დასახლელება: H-IPS წელი: 2007 შენიშვნა: კიდევ უფრო გაუმჯობესდა ფერთა კონტრასტულობა და ეკრანის ჩვენება ზედაპირზე, ასევე განვითარდა ხედვის კუთხე. გამოიყენება გრაფიკასთან სამუშაოდ --- დასახელება: Enhanced IPS მოკლე დასახლელება: e-IPS წელი: 2009 შენიშვნა: აქვს ფართო დიაფრაგმა, რათა გაზარდოს ფერთა გამტარობა სრულად გახსნილ პიქსელებში --- დასახელება: Professional IPS მოკლე დასახლელება: P-IPS წელი: 2010 შენიშვნა: უზრუნველყოფს 1.07მილიარდ ფერებს (30-ბიტი ფერების სიღრმე). საუკეთესო True Color ფერთა გადაცემა. --- დასახელება: Advanced High Performance IPS მოკლე დასახლელება: AH-IPS წელი: 2011 შენიშვნა: გაუმჯობესებული ფერთა გადაცემა, გაზრდილია გაფართოება და პიქსელების სიმჭიდროვე (PPI - pixels per inch / pixel density). გაზრდილი აქვს სიკაშკაშე და შემცირებული აქვს ენერგიის მოხმარება VA/MVA/PVA ტექნოლოგია VA (Vertical Aligment) წარადგინა Fujitsu კომპანიამ 1996 წელს. თუ VA მატრიცის თხევად კრისტალებს არ დაერთვის ძაბვა, ისინი გასწორებულნი არიან პერპენდიკულარულად მეორე ფილტრის მიმართ და არ ატარებენ სინათლეს. თუ ძაბვა დაერთვის, კრისტალები ბრუნდებიან 90°-ით და ეკრანზე გამოისახება თეთრი წერტილი. IPS-ის მსგავსათ, წყობიდან გამოსვლის შემთხვევაში, ეკრანზე ჩნდება შავი წერტილები. VA ტექნოლოგიის მემკვიდრე გახდა MVA (Multi-domain Vertical Alignment), რომელიც შემუშავებული იქნა როგორც TN და IPS ნაზავი. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხედვის კუთხეები MVA მატრიცაზე შეადგენს 160° (თანამედროვე მონიტორებზე 176-დან 178°-მდე), ამასთან ერთად, ამაჩქარებელი ტექნოლოგიის (RTC) დახმარებით, დიდად არ ჩამოუვარდება TN+film-ს რეაგირების დროით. ისინი შესამჩნევად ზრდიან ფერთა სიღრმეს და მათ ზუსტად გამოსახულებას. MVA მატრიცის ღირსება გახლავთ შავი ფერის სიღრმე (პერპენდიკულარული ხედვით), ხვეული კრისტალების სტრუქტურის და ასევე ორმაგი მაგნიტური ველის არ ქონა. MVA-ს ნაკლი S-IPS მატრიცასთან შედარებით გახლავთ: დეტალების გაქრობა ჩრდილებში პერპენდიკულარული ხედვით და ფერთა ბალანსის საჭიროება კუთხის ხედიდან. MVA-ს ანალოგი ტექნოლოგიები გახლავთ: - PVA (Patterned Vertical Alignment) - მწარმოებელი Samsung - Super PVA - მწარმოებელი Sony-Samsung - Super MVA - მწარმოებელი CMO - ASV (Advanced Super View), ასევე ცნობილია როგორც ASVA (Axially Symmetric Vertical Alignment) - მწარმოებელი Sharp MVA/PVA მატრიცა ითვლება როგორც TN და IPS ნაზავი, როგორც ფასით, ასევე სამომხმარებლო თავსებადობით. PLS (Plane-to-Line Switching) PLS მატრიცა შემუშავებული იქნა კომპანია Samsung-ის მიერ, როგორც IPS-ის ალტერნატივა და პირველად წარდგენილი იქნა 2010 წელს დეკემბერში. სავარაუდოდ ეს მატრიცა იქნება 15%-ით იაფი, ვიდრე IPS. უპირატესობები: - პიქსელების სიმჭიდროვე, შედარებით მეტი ვიდრე IPS-ზე (ანალოგიურად მეტი VA/TN-თან შედარებით) - მაღალი სიკაშკაშე და კარგი ფერთა გადაცემა - ფართო ხედვის კუთხე - დიაპაზონის სრული დაფარვა sRGB - დაბალი ენერგიის მოხმარება, TN-თან შედარებით შეზღუდვები: - რეაგირების დრო (5-10ms), უკეთესი ვიდრე VA, მაგრამ უარესი ვიდრე TN
  8. რას ქვია სეივი ვარდება?? უკვე გასული თამაშების სეივ ფაილებით გინდა რომ გაუშვა?? არ უნდა იყოს წესით პრობლემა
  9. და ფასი რა გითხრეს?
  10. ჰო, რა აკეთეს მთელი წელი ხზ, ზიან და არაფერში მოინდომეს ფულის კეთება ფუცკ დათ საუნდტრეკებს და ინტერფეისს ცვლიან ხოლმე მგონი მარტო ისე საუნდტრეკები კი აქვთ ხოლმე სულ კარგი
  11. ხო 2გბ უდგას მარტო და მაგაზეც იქნება რათმქაუნდა ისე ბენჩმარკებში გადაგენაცვლათ ბარემ
  12. არა ისე კარტა სხვებს თუ არ შეადარე ისე არ გამოდის ეგაა მაგის მუღამი და მაგით იგებ კარტის სიძლიერეს, მაგრამ მთლად მასეთი ხოდიც არ გვინდა და ცუდის წერაც
  13. მაგ დროს 15იც გამოვა :დ
  14. deleted
  15. სოილერში ჩაგესვა... სულ ცუდად მხვდება თვალში რომ შემოვდივარ :D
  16. მომილოცავს... აბა მიდი ახლა და გაწურე ბოლომდე
      • 1
      • Upvote
  17. მოვსინჯავ წელსაც... 12-ს ცოტახანი ვთამაშობდი, 13 მეორე დღეს მომბეზრდა.. ვნახოთ ამჯერად რა იქნება
  18. :გივი: ჰუ ტჰოტ და ვოზ ა ჰანდ
  19. ნოოოო რას გავს უნდა გაეგრძელებინათ ისევ ისეთ სტილში უკან რო ბზინავს რაღაც ტუტუცობები
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.