ხო მაგაში კი გეთანხმები ისე... თანამშრომელმა გამოიწერა Corsair Voyager USB 3.0 GT (წითელი) და 2 თვეში მოკვდა. ხან ხედავდა ხან არა, თუ ხედავდა არ ხსნიდა და რაღაც პრობლემები ქონდა. მოკლედ რატო დაემართა ეგ დღემდე ვერ გავიგეთ. მე ეხლა ლურჯი გამოვიწერე 16GB ისიც USB 3.0-ზე და ვნახოთ აბა როგორ გაქაჩავს ეს.. კი აწერია შეფუთვაზე 5 წელი გარანტია კორზაირისგანო მარა...
Transcend-ის 2GB იანი ფლეშკა ვიყიდე ადრე ბავშვობაში 13 წლის რო ვიყავი და დღემდე მამაჩემი ხმარობს თან ხშირად უწევს რაღაცეების წაშლა და ჩაწერა. მაგ ფლეშკას მართლა საღოლ.. მარა მერე მე გამოვიწერე თეთრი 32GB-იანი Transcend JetFlash 500 და ბრაკი გამოდგა.. ხან ხედავდა და ხან კიდე USB not recognized-ს მიწერდა ხოლმე... მოკლედ ჩემი ფლეშკების ისტორიას რომ გადავხედო ყველაზე მაგრად Kingston-ის 4GB DataTraveler-მა იმუშავა. 5 წლის წინ ტბაზე ვიპოვე ნაწილებად დაშლილი, ტალახიანი.. გავრეცხე მერე ავაწყე მივაწებე და ჯიგრულად ვამუშავე 5 წელი ამ წლების განმავლობაში დედაჩემმა ერთი 7-ჯერ მაინც სარეცხის მანქანაში გამირეცხა შარვალში რო იდო. არაფერი მოსვლია.. ჰოდა ბოლოს ის 32-იანი რო ჩამომივიდა ეგ კინგსტონი ძმაკაცს ვაჩუქე P.S დიდი საჩალიჩოა კარგი ფლეშკის დათრევა მე თუ მკითხავთ!