მგონი დროა უკვე მომავალ Playstation-ზეც გავხსნათ თემა. როგორც ჩანს, მას უფრო ადრე უნდა ველოდოთ ვიდრე ახალ Xbox-ს. ანონსი სავარაუდოდ PAX East 2013-ზე შედგება, რომელიც შემდეგი წლის მარტში გაიმართება (22-24).
VG247, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება რომ: დეველოპერის კომპლექტის (devkit) მეორე ვერსია დეველოპერებს უკვე ურიგდებათ; იგი დაფუძნებულია AMD-ს A10 APU-ზე, 8 ან 16 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან და 256 გბ სტანდარტულ მუდმივ მეხსიერებასთან ერთად; კონსოლს უპრობლემოდ ექნება 1080p-სა და ამავე დროს 3D-ს მხარდაჭერა; აღსანიშნავია ასევე, რომ PS ღილაკზე დაჭერით, მთავარ მენიუში შეძლებთ გამოსვლას თამაშის გამოურთველად და შეძლებთ PS Store-დან თამაში გადმოწეროთ (ეს ერთ-ერთი მაგალითი იქნა ნაჩვენები) დეველოპერს კომპლექტის საბოლოო ვერსია ზაფხულში უნდა გამოვიდეს (დასრულებული პროდუქტი და არა მოდიფიცირებული PC); Sony დეველოპერებთან კონსოლს არ მოიხსენიებს როგორც PlayStation 4-ს, არამედ როგორც Orbis-ს.
[media=]
http://www.ign.com/a...ideo+Annotation