გამარჯობა კიდევ ერთხელ,
მოკლედ ჩამოვიტანე ახალი ქულერი - Noctua NH-D15, რომელმაც კოლოსალური სხვაობა მომცა ჩემს ყოფილ ქულერთან შედარებით და ძალიან კმაყოფილი ვარ.
ბევრი ვიკითხე თუ ცოტა, გადავწყვიტე ამჯერად manual ვოლტაჟიდან offset mode-ზე გადავიდე, ვფიქრობ ესე უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.
ჩემი ახალი შედეგები კი ესეთია:
Multiplier - x46
LLC - Medium
Phase Control - Standart
SpeedStep - Enabled
C1E - Enabled; C3 და C6 - Disabled
Vcore (offset mode) - "+ 0.050"
დანარჩენი ყველაფერი, როგორც optimised default-ზეა ისე დავტოვე.
Prime95 12 საათიან ტესტში სისტემა სტაბილურია; გრადუსები (სრულ დატვირთვაზე): 68-72, მაქსიმალური გრადუსი: 75.
სრული დატვირთვის დროს Vcore - 1.352-1.360.
რაც შეეხება Desktop რეჟიმს, აქ Vcore - 1.040-1.048 მაქვს და სისტემა აქაც სტაბილურია, გრადუსები: 32-35.
ყველაფერი კარგად არის თითქოს, მაგრამ რაც არ მომწონს ეს არის, დესკტოპ რეჟიმში ვოლტაჟი წამიერად 1.400-ზე ვარდება და მერე ისევ დაიკლებს და რატომ არის ესე ვერ გავიგე, იქნებ მითხრათ.
და კიდევ, როგორ დავაგდო ამ შემთხვევაში ვოლტაჟი, რომ მინიმალური სტაბილური წერტილი ვიპოვო? თუ საერთოდ არ დავაგდო?
P.S ბოდიში ამხელა პოსტისთვის