სულ ცოტა ხნის წინ კომპანია Fujifilm-მა მიიღო "ორგანულ-ჰიბრიდული" სენსორის პატენტი (საავტორო უფლება).
ახალი ტიპის სენსორი არსებული CCD და CMOS სენსორებისგან ორგანული საფარველით განსხვავდება. ეს საფარველი სინათლეს ელექტრონებად გარდაქმნის (დანარჩენ სენსორებში ამ ფუნქციას სილიკონის ფოტოდიოდები ასრულებენ). შემდეგ ამ ელექტრონებს კითხულობს სტანდარტული CMOS სქემა.
გრაფიკულად ახლებური სენსორის აგებულება ასე გამოიყურება:
ინჟინრები გვარწმუნებენ, რომ ახალი ტიპის სენსორის მთავარი ღირსება სენსორის სრული ზედაპირის ორგანული საფარით დაფარვა იქნება, რაც მას ბევრად უფრო შუქმგრძნობიარეს გახდის (CCD/CMOS-ის ზედაპირი მთლიანად არაა შუქმგრძნობიარე). ამ ინოვაციის წყალობით სენსორის სქემიდან ასევე ამოვარდება მიკროლინზები, რომლებიც სინათლის ფოტოდიოდებზე ფოკუსირებისთვის გამოიყენებოდა. საჭირო აღარ იქნება აღარც ინფრაწითელი ფილტრი (ისიც ფოტოდიოდებს "გადაყვა"). ამ დეტალების გაქრობა სენსორს მნიშვნელოვნად გააიაფებს.
სენსორის ყველაზე დიდი მინუსი ამჟამად მაღალი ელექტრული ხმაურია. ფუჯიფილიმის აზრით, როცა ამ პრობლემას მოევლება, ახალი სენსორი ყველაზე იაფი და ხარისხიანი გახდება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ პროექტზე მუშაობა 2009 წლიდან მიმდინარეობს, ალბათ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი, სანამ ახალი სენსორი ციფრულ კამერებში გამოჩნდება.