პირიქით, უსაქმოდ ვარ და ერთი სული მაქვს 7 როდის გახდება
იმისთვის, რომ მინამ სინათლე გაატაროს, მე VrayMtl ტიპის მატერიალს ვიყენებ. ახლის შექმნას რომ უთითებ, იქიდან შეგიძლია აირჩიო ეგ ტიპი. შემდეგ Diffuse-ს ვაძლევ ნაცრისფერს (ან რა ფერისაც მინდა შუშა რომ იყოს), Reflect-ს ვუთიშავ საერთოდ, Refract-ზე სამივე ფერზე ვუთითებ 200-200-ს. Refract აძლევს გამჭვირვალობას, ხოლო ბოლომდე იმიტომ არ ვათეთრებ, რომ თავად მატერიალი არ დაიკარგოს და აბსოლუტურად გამჭვირვალე არ გახდეს. აქვეა "IOR" პარამეტრი, რომელზედაც 1.2-დან 1.5-მდე ვაძლევ (მინაში სხივის გარდატეხის კოეფიციენტი) და ჩავურთავ "Affect Shadows" მოსანიშნს
შედეგი:
მინის ქვეშ გამოჩენილი ჩრდილი