პერიოდულად ვთამაშობ Cliffs Of Dover-ს. კამპანიას მივყვები. ესეც ჩემი ჯღანი:
Hawker Hurricane
შიგნიდან
რაღაც სოფლის თავზე გადაფრენისას
საზიზღარი და ყოვლად აუტანელი თვითმფრინავია სამართავად. ორიოდე გრადუსით უფრო მანევრული რომ იყოს იოლად მოვიგდებდი მტერს... საათში 260 მილზე დიდი სიჩქარის დროს მანევრირება ფაქტობრივად უქრება, ამიტომ მუდმივად მიწევს სიჩქარის კონტროლი. სწორედ ამ თვითმფრინავებს აწვათ ბრიტანეთის დაცვის მძიმე ფუნქცია, სანამ სახელოვანი Sueprmarine Spitfire გამოჩნდებოდა ასპარეზზე (მათი გამოჩენის შემდეგაც "ბრიტანეთის ბრძოლის" უმეტესი ტვირთი მაინც ჰარიკეინებს აწვათ).
---------------------------------------------------------------------
თამაში კარგია გრაფიკის მხრივ. სამწუხაროდ ოპტიმიზაცია ძალიან ცუდი აქვს (ან საერთოდ არ აქვს). ვთამაშობ 1024x768 ჰაიზე, გათიშული ანტი-ალიასინგით. გრაფიკის მომატება შეიძლება, მაგრამ საკმაოდ ხშირად (ძირითადად კრიტიკულ მომენტში) თამაშს ჭედვები აქვს. ასე რომ მიწევს ტანჯვა. ველოდები პატჩს.
აქვე დავძენ, რომ გრაფიკას თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, წინა Il 2 Sturmovik-ები (Wings of Prey-ს გარდა) ბევრად სჯობდნენ ამ თამაშს. თვითმფრინავების მეტი ასორტიმენტი იყო.