Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. ზოგს რა ბედი აქვს... ჩემი ხვალ ჩამოდის და მესიკვდილება წაშავება :SNEMOTICON13:
  2. შაბათს მუშაობენ ნიკა, ნახევარი დღე, მგონი სამის ნახევრამდე... ჩამოვიდა შენი რეისი ხომ? ჩემი ხვალ იქნება :bliss:
  3. მახსოვს ორჯერ თუ სამჯერ დავწერე ლოუ-ენდ ვიდეოდაფაზე რევიუ. საჭიროა მაინც, ვთქვათ საოფისე კომპს რომ ვაწყობდე, რომელი ვიდეო აჯობებს ხომ უნდა ვიცოდე.
  4. მეც მაგ აზრს ვემხრობი.
  5. ამ თემაში ამის ადგილი არ არის, მაგრამ მაინც დავპოსტავ ერთხელ (ეს ერთი ოფი მაპატიეთ ): AMD-ს არ შეუძლია Nvidia PhysX-ის გამოყენება, რადგან ამის უფლებას Nvidia არ მისცემს. ასევე AMD-ს არ შეუძლია Nvidia PhysX ჩაანაცვლოს საკუთარი ფიზიკის გამომთვლელით (რომც ჰქონდეს), რადგან Nvidia ქვეყნის (მართლა ქვეყნის) ფულს ყრის იმაში, რომ თამაშების შემქმნელებმა სწორედ მათ დრაივერებზე მოახდინონ თამაშის ოპტიმიზაცია, ჩადონ ენვიდიასეული ფიზიკა, 3D-ს მხარდაჭერა და ა.შ. არამგონია AMD-ს მესვეურებს იმდენი ფული ჰქონდეთ, რომ Nvidia-ს "გამოჰგლიჯონ" გეიმ დეველოპერები და თავისკენ გადაიბირონ. ამიტომ არიან წყნარად და ბაზაზე იმ წილით კმაყოფილდებიან, რაც ამჟამად აქვთ. ლოუ ენდს რაც შეეხება, ორივეს ბლომად აქვს. და Dx11-იან ლოუ ენდებს თუ გულისხმობ, Nvidia-ს აქვს GT430, GT440 და GT520, ხოლო AMD-ს - HD 5450, 5550, 5570, 6450 (თუ 6470, ზუსტად არ მახსოვს, სულ ახლახანს გამოუშვა). ანუ AMD-ს მეტი ჰქონია. ეს "დისკრეტული" ვიდეოდაფებია, "მობილური" ვიდეოჩიპები არ მიმითვლია, იქ უფრო მეტი ასორტიმენტია.
  6. შენ მაინც არ ხარ ატის კაცი და ენვიდია კი უშვებს "სტაბილურად" და "გრაფიკით" ისე Dx11 ბაზარზე პირიქით მოხდა - AMD-მ "შემოაგდო" და Nvidia "მიყვა"... აი fps-ზე სავსებით გეთანხმები და რა ლოგიკაა 100+ fps-იანი "მხეცი" "მამა" და მისთანა ვიდეოდაფების ყიდვაში(განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი თაობის გამოსვლისას მაინც იმაზე გადაბარგდები და "სარეზერვო" სიმძლავრე არ გჭირდება იმის გამო აქაოდა სამი წელი ერთ ვიდეოზე ვიჯდები და მერე არ დამივარდეს fps-იო).
  7. უბრალო GTA4-ზე "sparkIV"-ით ხდებოდა ეგ ამბავი. პროგრამაა ასეთი. gtainside.com-ზე ნახე gta4-ის კატეგორიაში მანქანები, ეგ პროგრამა და გამოყენების ინსტრუქცია... ან ვინმე მოვა, ვინც დაწვრილებით იცის რა როგორ კეთდება და გეტყვის :)
  8. ორმოცდაათი, მაქსიმუმ სამოცდაათი (თუ ძალიან ზემძლავრი "ედიშენია" ის 250). არაა მაგ ორ ვიდეოს შორის იმხელა სხვაობა, რომ მეტის გადახდა ღირდეს.
      • 1
      • Upvote
  9. არა არ იქნება არანაირი პრობლემა, PCI-Express x16 სლოტი აქვს და დადგება უპრობლემოდ ერთიც, მეორეც და მესამეც.
  10. სამი თავით ჯობია: 1. არის Nvidia, რაც ნიშნავს უფრო სტაბილურ ჩვენებას თამაშების დროს, fps-ის ვარდნა არ გექნება, ყოველთვის კარგი დრაივერებით იქნები უზრუნველყოფილი. 2. გექნება Nvidia PhysX, მაგალითად Batman-ში, Mafia 2-ში, GRID-ში და ისეთ თამაშებში, რომლებსაც აქვთ PhysX-ის მხარდაჭერა, გექნება ფიზიკის რეალური ეფექტები. 3. ზედა ორი გარემოება რომ არაფრად ჩავაგდოთ, GTS 250 მაინც ჯობია რადეონს რამდენიმე fps-ით და თუნდაც მაგიტომ ვიყიდდი მაგას... ------------------------------------------------------------------------------- მაგრამ თუ ახალს ყიდულობ, ჯობია GTS450 იყიდო, მაგათ ორივეს ჯობია და უფრო ახალი ტექნოლოგიითაა დამზადებული.
  11. "გაქვს"? თუ "გაქვს და ყიდი"? კარგი რადიატორია ძალიან, 80მმ-იანი ფენიც რომ მიადგა, მშვენივრად აგრილებს!
  12. წესით 667-ზე უნდა იმუშაოს, 5-5-5-15 ტაიმინგით და 1.8V ძაბვით. იმედია პრობლემებს არ შექმნის.
  13. ახლა გახსნა. ერთი გაქვს 667MHz-იანი, მეორე - 800MHz-იანი. ავტომატურ რეჟიმში ორივე დადგება 667-ზე და მაგ ორში რომელსაც მაღალი ტაიმინგები და მაღალი ვოლტი აქვს, იმის მნიშვნელობებზე. საერთოდ არაა სასურველი, რომ ორი მოდული სხვადასხვა სიხშირის, სხვადასხვა ტაიმინგის და სხვადასხვა ვოლტაჟის იყოს. 50/50-ზეა მაგის მუშაობა არ მუშაობის ამბავი. შეიძლება უპრობლემოდ იმუშაოს, თუმცა შეიძლება ვერ იმუშაოს. Dual Channel-ში კი ვერ იმუშავებს, იქნება Single Channel.
  14. მაგას ორი +12 აქვს და თითოზე გამოაქვს 22A. ანუ ჯამში 44-ს არა, მაგრამ ერთ 37-38 ამპერს კი მოგცემს, 450 ვატია ეგ მარტო +12V-იანი განხრებზე და სრულიად საკმარისია GTX460-ისთვისაც (თავის პროცესორიან ყველაფრიანად).
  15. საშინელი კვებაა. K-mex ხომარაა?
  16. მაგრად გაუბერეს მოკლედ რა... ყოველ ექვს თვეში ახალ სერიას უშვებენ ლამის
  17. აა... ორიონტეკის საიტზე რაც დევს ის მაღაზიაში ან აქვთ, ან არა. ფასებიც არ ემთხვევა ხოლმე ხშირად... დაკიდებული აქვს მაგ მაღაზიას საიტი რატომღაც... მე გირჩევდი ცოტახანს მოგეცადა ჯიტეკისთვის, კორსაირს სანამ მიიღებენ.
  18. კვებები გიო ბევრი იშოვება, უბრალოდ საიტები არ აქვთ მაღაზიებს, თორემ ვაგზალზე სავსეა კვების ბლოკებით მაღაზიები... ზოგი კარგია, ზოგი ცუდია... GX სერია არ ვიცი და ისე არც ისე ცუდი ბლოკები უნდა ჰქონდეს ქულერ მასტერს, ჯერ არ გამიგია, რომ ვინმეს ჩვენში მაგათზე რამე პრეტენზია ჰქონდეს... ჯიტეკში თუ იყიდი გარანტიასაც მოგცემენ და პრობლემა არ იქნება რემონტი/გამოცვლა, თუკი რამე მოუვა (ღმერთმა დაგიფაროს ისე)... რა ფასად გინდა კვება?
  19. KMEX-ზე სწორად გეუბნებიან არ იყიდოო... მართალია 600 ვატიანია, მაგრამ ეგ არის +3.3, +5 და +12V-ზე ჯამურად გამომავალი სიმძლავრე და კომპისთვის პირველმნიშვნელოვანია +12V-ზე გამომავალი სიმძლავრე, რადგან სწორედ +12V-დან იკვებება ვიდეოდაფა და პროცესორი (ანუ ის ნაწილები, რაც ყველაზე მეტ დენს მოიხმარს)... თუკი 600-ვატიან კვებას მხოლოდ 360 ვატი გამოსდის +12V-ზე, საშინლად არაეფექტურია... შედარებისთვის Corsair-ის 650-ვატიან კვების ბლოკს 600 ვატის მოცემა შეუძლია +12V-ზე... გარდა ამისა KMEX-ს ძაბვის ცუდი რეგულაცია აქვს (ე.წ. "პასიური PFC"). უკეთესია "აქტიურ" PFC-იანი კვების ბლოკები. ისინი უკეთესად ფილტრავენ და აკორექტირებენ დენს... --------------------------------------------------- როგორც ჩვენმა ფორუმელმა Anub1S-მა მითხრა ერთხელ, "კარგი კვების ბლოკი კომიუტერისთვის იგივეა, რაც კარგი ბენზინი მანქანისთვის"... ანუ შეიძლება "ეკონომია" გააკეთო და იყიდო ცუდი კვების ბლოკი, მაგრამ კომპიუტერის ნაწილებისთვის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება ეგ. გიო კვება გინდა 1000 ვატიანი დააყენე, თუკი კომპიუტერს 200 ვატი დაჭირდება, კვების ბლოკიც 200 ვატს მოგცემს და UPS-იც 300-ვატიანი რომ იყოს, მაინც გაქაჩავს მაგ სისტემას... ასე რომ ჯერ უნდა დაადგინო შენი სისტემა რამდენ ვატს "ჭამს" გიო ის სისტემა თუ გაქვს, რაც გვერდით გიწერია, მაქსიმუმ 280 ვატი დაგიწვას. ამ "კალკულატორით" დავიანგარიშე: http://extreme.outervision.com/PSUEngine
  20. ჰო, 600 ვოლტამპერი და 360 ვატი.
  21. ზოგჯერ ისე ხდება, რომ გამომგზავნი ტრეკინგ კოდს არ უთითებს და შესაბამისად ვერც წინასწარ გადაფუთვას აძლევ u2g-ს პარამეტრებში. ეგაა ყველაზე უსიამოვნო. ნაღდად ვერ დავდებ თავს, რომ დიდ ყუთში ჩადეს და ისე გამოგზავნეს ამაზონიდან, მაგრამ ყველაზე რეალურ მიზეზად ეგ მეჩვენება... მასე ციფრული გამოვიწერე, 24 ლარის გადახდა მიწევდა და იმხელა ყუთით გამოგზავნა მაღაზიამ, რომ 55 ლარი დამიჯდა :SNEMOTICON13:
  22. გმადლობ ლევან 1. მარტო ბიტები არაფერს წყვეტს. 2. არსებობს ცნება "მარკეტინგი". იმისთვის, რომ სწორი მარკეტინგი ჰქონდეს, აუცილებელია კომპანიამ ყველა დონის პროდუქცია გამოუშვას. ასე რომ მარკეტინგულად ძალიან გამართლებული სვლაა განსაკუთრებით იმიტომ, რომ GT220 მოძველებული ტექნოლოგიითაა დამზადებული. 3. ჩემი აზრით ეს GT430-ის დონის ვიდეო იქნება, რაც 1024x768 გაფართოებას ეყოფა. საოფისე კომპიუტერზე თამაშების გასაშვებად სრულიად საკმარისია და გეიმერი რომ ამას არ იყიდის (ისე არც GT220-ს), ცხადია.
  23. ალბათ "დამატებითი დაცვისთვის" დიდ ყუთში ჩადეს და შენ კი გადაფუთვა არ მიგითითებია წინასწარ...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.