Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. მაგას "AGP" სლოტის ვიდეო აქვს. მოძველებული სტანდარტია ეგ, მაგრამ რამოდენიმე მოდელის მაინც უნდა ჰქონდეთ მაღაზიაში... 90%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეგ ყვითელი ზოლები ვიდეოს ბრალია, ეგეთ რამეს "არტეფაქტები" ქვია. დაახლოებით ასეთია ხოლმე:
  2. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ ფორუმზე თუ ვიდეოს ბრალია, შეგიძლია ჩვეულებრივი ვიდეო დააყენო და იმაზე გადააერთო მონიტორი :)
  3. მთლად მასე არ არის. AMD მაინც დაჩაგრული იქნება დრაივერების გამო მაგრამ ანტი-ალიასინგით და უმაღლესი ხარისხის ტექსტურებით თამაშისას შეიძლება AMD-მ აჯობოს.
  4. გიო კიდევ ერთ მაღაზიაში ვიყავი დღეს დილით... აი ეს კვება ვნახე: http://itmg.ge/products/Cougar--CMX-700w.html ქულერ მასტერს მე მირჩევნია მაგალითად... მაგრამ შენთვის ალბათ ესეც ძვირია :user:
  5. P67-სა და Z68-ს შორის თუ მიზერული სხვაობა იქნება ფასში, მაშინ თეორიულად სწორი გადაწყვეტილებაა ეგ, მაგრამ თუკი P67-ს გარკვეული ფასის სეგმენტი უჭირავს, მისი წარმოებიდან ამოღება ჩემი აზრით მომგებიანი არ უნდა იყოს... ოხხ ეს მარკეტინგი :crazy:
  6. მაგას არც Aperture Priority რეჟიმი აქვს, არც Shutter Priority რეჟიმი, არც Manual რეჟიმი... ასე რომ "კლასიკურად", ანუ ისე, როგორც DSLR-ებით იღებენ ხოლმე, მასეთ სურათს ვერ გადაიღებ... გაქვს ერთი გამოსავალი: სცადო, ეგებ "ავტომატურ" რეჟიმში გადაღებისას კამერამ ექსპოზიცია საკმარისად ხანგრძლივად მოახდინოს. 3 წამი მაინც.
  7. 5770-ს? კი. და 6450-ს არა.
  8. როგორც ლომსა გეუბნება, შეაგდე საყინულეში ორი-სამი დღით. მართლა "აცოცხლებს" ოპერებს ხანდახან. არ ვიცი როგორ, მაგრამ 50%-ია შანსი.
  9. 6GB მაქვსო. მე როგორც მივხვდი 2x2GB + 2x1GB უდგას და რახან ექვსი სამზე იყოფა, ე.ი. სამ არხიანი რეჟიმი აქვს :chojinfc:
  10. და ის არაა საწყენი ერთი ტიპი დუჟმორეული რომ მიმტკიცებდა "i7-მა არ გაამართლა და Q9650 ჯობია ისევეო"? და თურმე იმ Q9650-ზე Triple Channel მეხსიერება ჰქონდა :crazy:
  11. BIOS-იდან რომ მისცე ვოლტაჟი Auto-ს მაგიერ Manual-ზე და ზედმეტი მოგივიდეს, ამასთან ერთად ქულერიც რომ გათიშო (ან არ გათიშო, მაგრამ დიდხანს ამუშაო დიდ ძაბვაზე) დაწვავ პროცესორს.
  12. გუშინდლამდე მქონდა Avira-ს უფასო ვერსია... გუშინ რაღაც ვირუსი შემომიძვრა, სისტემას "ფრიზავდა". ორჯერ გადავწერე ვინდოუსი და დღეს უკვე MSE-ზე გადავედი. ვნახოთ რანაირია, ბევრნი აქებთ და...
  13. მარგეს არა (ძალიან იშვიათად შემოდის და იმიტომ "არა") და Power_VANO-ს მიწერე. კი, ადამიანია.
  14. ეგეთი რამე არ გამიგია არასდროს. მაღალი ტემპერატურით შეიძლება მოკვდეს. მაღალი ვოლტითაც.
  15. ATI-ს და Nvidia-ს ვიდეოების ფენებს ერთი და იგივე პროგრამები აკონტროლებს MSI Afterburner სცადე დასაწყისისთვის. EVGA Precision-იც კარგია.
  16. არა, მეტისმეტად სუსტია. უფრო სწორად, ძაააააააააალიან იაფია საიმისოდ, რომ განბაჟება მოუწიოს... და ისედაც საკმაოდ სუსტია. 120 დოლარად უკვე HD 5770-ის ყიდვა შეიძლება, რომელიც ამაზე გაცილებით ძლიერია და არც იმას უწევს განბაჟება.
  17. E6850. პლიუსები - 4MB კეში, 3GHz სიხშირე. მინუსები - მოძველებული 65 ნანომეტრიანი დამზადების ტექნოლოგია, რომლის გამოც პროცესორი იქნება ცხელი და ცუდად აჩქარდება. E7500. პლიუსები - 45 ნანომეტრიანი დამზადების ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც პროცესორს აჩქარების დიდი პოტენციალი და კარგი ტემპერატურული რეჟიმი აქვს (4GHz-ზე ქარხნული ქულერით დგება). მინუსები - მე სერიოზულ ნაკლს ვერ ვხედავ. --------------------------------------------------- დასკვნა: თუ პროცესორის "რაზგონს" არ აპირებ, იყიდე E6850. თუ აპირებ "რაზგონს", იყიდე E7500 და თუნდაც 3.6GHz-ზე რომ აიყვანო, საგრძნობლად აჯობებს E6850-ს.
  18. დავბრუნდი. სამწუხაროდ ხელცარიელი. სადაც მეგულებოდა კვებები, ერთგან საერთოდ აღარ ჰქოდნათ და მეორეგან 750-ვატიანი XFX ჰქონდათ ორი ცალი, თითო 300 ლარად. ნამეტანია შენთვის მგონი... და სხვა მაღაზიებში K-mex-ის და Jewel-ის დაბალხარისხიანი კვებები ჰქონდათ, მაგათ ყიდვას უკვებოდ ყოფნა ჯობია...
  19. იმიტომ, რომ ბავშვობიდან მეზიზღებოდა WMP ახლა მოვსინჯავ აქტივატორებს.
  20. "N" ვერსია დავაყენე (მედია ფლეიერის გარეშე რომაა) და 2.0 ლოუდერი არ ააქტიურებს. არსებობს N-ის შესაფერისი ლოუდერი?
  21. "კიდობანი" არის სავაჭრო ცენტრი ვაგზალზე და იქ არის რამოდენიმე მაღაზია, სადაც იყიდება კომპიუტერული ტექნიკა. ორ მაღაზიაში ჩემ ნაცნობებსაც აქვთ აწყობილი სისტემები და კმაყოფილები არიან... მაგრამ იქ რამე განსაკუთრებული არ იყიდება, მაგალითად აქვთ ისევ ქულერ მასტერის კვება, Corsair-ის კვებაც ჰქონდათ ბოლოს რომ ვიყავი... დღეს შეიძლება მოვხვდე იქით და თუ წავაწყდი რამეს, გეტყვი.
  22. რას ნიშნავს UPS-თან არაკორექტული მუშაობა, მაგაზე პასუხს ალბათ მხოლოდ სოსო თუ გაგცემს. პირადად მე არ მინახავს არც Cooler Master და არც Corsair, რომელსაც UPS-თან პრობლემა აქვს.
  23. არაა რთული... ეგ პირველად ხდება მასე ძნელად, როცა პარამეტრები უნდა ჩაუწერო, თორემ შემდეგ იმახსოვრებს და ერთი დაწკაპუნებით იწერ :)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.