ეგ იმიტომ, რომ გინდა D-ზე დააყენო, გინდა E-ზე, თამაშის ფაილების გარკვეულ რაოდენობას მაინც C დისკზე აყენებს პროგრამა, ავტომატურად და მაგაში ჩარევა არ შეგიძლია. შეიძლება არაფერი დააყენოს და "უბრალოდ" სისტემურ რეესტრში შეცვალოს რაღაცები, მაგრამ როდესაც შენ ვინდოუსს გადააყენებ, ძველი რეესტრი იშლება, იწერება ახალი, ამიტომ სხვა დისკზე დაყენებულ თამაშს ვეღარ ჩართავ...
არის რამოდენიმე თამაში, რომელიც ირთვება იმის მიუხედავად, C-ზე დააყენებ თუ D-ზე, მაგრამ ძალიან ბევრ თამაშს "სეივები" C დისკზე ეწერება და რომც ჩართო D დისკიდან მაინც ახლიდან მოგიწევს თამაში...
გარდა ზემოაღნიშნული მიზეზებისა, შეიძლება თამაშს სჭირდებოდეს DirectX-ის კონკრეტულად რომელიღაც განახლება, ან Microsoft Visual C++ და ა.შ. რომელსაც ვინდოუსის გადაყენებისას "ძველად დაყენებული" თამაში უბრალოდ ვეღარ მიაგნებს...