თამაშები შემომელია და ამიტომ გადმოვწერე ეს. ორი დღის წინ დავხურე. ლამაზი თამაშია. მეტი არაფერი. მთავარ გმირს "პიროვნება" აკლია, სუფთა ბანდიტია, არანაირ კაცობაზე ლაპარაკი არაა ბოლო ორი თუ სამი თავის გარდა, სადაც პროტესტის გრძნობა უჩნდება რაღაცებზე. თუმცა ეგ ამბავიც ჩაიფარცხება. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ თამაშს, თვითონ თამაშის სცენარს, ორი მესამედი (მეტი თუ არა) საერთოდ ამოჭრილი აქვს.
ცალკე თემაა თვითონ გეიმფლეი, აქაც არის რაღაცები, რის გაკრიტიკებაც მინდა. ძირითადად ისევ დაუსრულებელი თამაშის შთაბეჭდილებას ვგულისხმობ. მაგალითად, მთელ ქალაქში არის ტელეფონის ავტომატები და დარეკვით ვერსად ვრეკავ. რად მინდოდა ეგ ტელეფონები აბა? თან ყველაზე "მაგარი" ისაა, რომ ტელეფონთან "ურთიერთობა" შეიძლება და გეუბნება "ვერსად დარეკავო" .
კიდევ გამიჩნდა პროტესტი "ფრიპლეის" არქონის გამო. თუმცა მას შემდეგ, რაც ფრიპლეი მოდი გადმოვწერე, მივხვდი, რატომაც არ ჰქონდა თამაშს ეს რეჟიმი - ელემენტარულად ვერაფერს გააკეთებ. საქმე არ არის ქალაქში კამპანიის დასრულების შემდეგ.
-------------------------------------------------
ვიცი ახლა მოხვალთ და მოყვებით ბაიათებს იმის თაობაზე, რომ "თამაში დიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კონსოლებზე პორტირებისთვის მას ბევრი რამე ამოაჭრეს" და ასე შემდეგ და ამდაგვარები. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, რაც "უნდა ყოფილიყო". მთავარია ის, რაც "არის" (ან არის კი? ). მოკლედ, დროის გასაყვანად კარგია, მაგრამ პირველ თამაშს თავისი გეიმფლეით და რაც მთავარია - სიუჟეტით, ვერც კი მიუახლოვდება. სამწუხაროა, რომ 2K-მ მარკეტინგული სვლა გააკეთა და კონსოლებს შესწირა მშვენიერი პოტენციის მქონე ჩანაფიქრი.