Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. სალამი ავთო მართლაც ძალიან კარგი სუპერზუმია! ნივთის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განყოფილებაში თუ გახსნი ცალკე თემას, უფრო მეტი შანსი გექნება, რომ ფორუმელებმა ნახონ შენი განცხადება და დაინტერესდნენ ყიდვა-გაყიდვის განყოფილება: http://www.overclockers.ge/index.php?/forum/36-%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93%e1%83%95%e1%83%90/
  2. სალამი ავთო მართლაც ძალიან კარგი სუპერზუმია! ნივთის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განყოფილებაში თუ გახსნი ცალკე თემას, უფრო მეტი შანსი გექნება, რომ ფორუმელებმა ნახონ შენი განცხადება და დაინტერესდნენ ყიდვა-გაყიდვის განყოფილება: http://www.overclockers.ge/index.php?/forum/36-%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%93%e1%83%95%e1%83%90/
  3. ქართულ ბარათს თუ იღებს საიტი, ჩვეულებრივად გამოწერ.
  4. Antec Lanboy და რათქმაუნდა ბილაინის მობილური უნდა ჰქონდეს მაგ ყველაფრის პატრონს
  5. :xeli: ეგეთი რა არის?
  6. რამდენი ხანია ერთსლოტიანი ვიდეო აღარ მინახავს! XFX ისედაც ცხელი ბრენდია, საინტერესოა ამის ტემპერატურები როგორი იქნება.
  7. ყვითელი კორზაირის კვებაზე კარგად წავა. ზოტაკზეც შეიძლება.
  8. ჩემი უფრო მალე ბერდება :chojinfc:
  9. საერთოდ ეგ იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი შტატიდან მოდის. ჩემი გზავნილები ძირითადად კენტუკიდან მოდის ხოლმე. იყო ერთხელ შემთხვევა მგონი, რომ კალიფორნიიდან წამოვიდა და სასწაულად დიდი დრო დაჭირდა. ნიუ იორკის შტატიდან მალე ჩადის, ასევე ილინოისიდანაც. მინესოტადან რომ დაძრულიყო ნივთი, ჯერ არ მახსოვს. აქვთ ნეტა საერთოდ იქ საწყობი?
  10. ხოდა ადრეც რომ გახსოვს, ახლაც რომ გამოვიწერო რამე, ისევ იგივეს ვიტყვი და იმიტომ მირჩევნია ის, რაც სახლში მიდევს და ნაღდად ვიცი, რომ ბრაკი არაა მალე ერთი წელი შესრულდება. რა მალე გავიდა დრო.
  11. მე მაინც ჩემი მირჩევნია ორივეს იმიტომ, რომ სახლში მიდევს და იმაზე ფიქრი არ მიწევს, რომ "ვაიმე შეიძლება ბრაკი აღმოჩნდეს, თუ გამოვიწერ" :D
  12. მასეა ზუსტად :yes:
  13. იყიდე, გეგდოს სახლში, ჯიბეში, მანქანაში ან კიდევ სადმე. არასდროს იცი, როდის "გამოხტება" კარგი კადრი. მე მაგალითად როცა თან დამქონდა ხოლმე, არაფერი ჩანდა გადასაღები, ახლა უფროა სასურათე მომენტები, მაგრამ ახლა თრევა მეზარება :chojinfc:
  14. სხვათა შორის, სხვა ბევრი ბრენდისგან განსხვავებით ეისერი მიყვარს, მაგრამ ეს რაღაც უპატიებელია.
  15. მართალია, ძირითადი მასაც რომ ლურჯის ტონალობაში იყოს, ან ვერცხლისფერში, უფრო მოუხდებოდა.
  16. ეს "Style!" რა, იმ პარკეტის ფაქტურის გამო ქვია? :SNEMOTICON13:
  17. თავიდან მეც მასე მეგონა კამერის ხარისხს ნაღდად არა აქვს მნიშვნელობა. აგერ მე, DSLR მიდევს სახლში და ხავსი აქვს მოდებული, ხანდახან სინდისი შემაწუხებს ხოლმე და იმიტომ გამაქვს გარეთ, რომ ტყუილად არ მედოს შინ... ასე რომ მთავარი მაინც ინტერესი და შემართებაა, სულ არ არის აუცილებელი მაღალი დონის კამერის მფლობელი იყოს ადამიანი, იმისთვის,რომ კარგი ფოტოები გადაიღოს.
  18. კომპაქტური MFT ფორმატის კამერების მონოპოლისტმა Olympus-მა "Olympus PEN" სერიას კიდევ ერთი, ამჯერად ყველაზე "იაფი" წარმომადგენელი მიამატა. ეს გახლავთ "Olympus PEN Mini", იგივე "PM1". კლასიკური უსარკო აპარატების მსგავსი მოყვანილობის მქონე "PEN" კამერებმა, რომლებიც კომპაქტურობითა და მოხმარების სიმარტივით გამოირჩევიან, სწრაფად დაიპყრეს ბაზარი. კამერის რეკომენდებული ფასი 500 აშშ დოლარია. რათქმაუნდა გვეძვირება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფრო სრულყოფილი Olympus Pen E-PL3 (PEN სერიის ფლაგმანი) 700$ ღირს. უფროსი ძმისგან განსხვავებით პატარა PEN-ს არ გააჩნია რეჟიმების გარე გადამრთველი, მბრუნავი ეკრანი და რამოდენიმე ფუნქცია, მაგრამ იგი ინარჩუნებს ობიექტივების (ჩვენ რომ "ლინზებს" ვეძახით) შეცვლის საშუალებას. იმის გათვალისწინებით, რომ Micro 4/3 ფორმატის ლინზები საკმაოდ ძვირია, ჩვენ მათზე ვერც ვიოცნებებთ, მაგრამ მათთვის, ვისაც აქვს ლინზების გამოცვლის ინტერესი და ფინანსურადაც არაა შეზღუდული, მშვენიერი არჩევანია. კამერის ძირითადი მონაცემებია: განახლებული 12 მეგაპიქსელიანი Live MOS ტიპის სენსორი, რომელიც იღებს 4032 x 3024, 3200 x 2400, 2560 x 1920, 1600 x 1200, 1280 x 960, 1024 x 768, 640 x 480 ფორმატის ფოტოებს. ISO 100-12800 შუქმგრძნობელობა (ავტო რეჟიმზე ISO 200-12800). 60-1/4000 წამიანი ექსპოზიცია 5.5fps-მდე მიყოლებით გადაღების ფუნქციით. 120 ჰერციანი, 35 წერტილიანი "სწრაფი ავტოფოკუსი", რომელიც ბაზარზე უსწრაფეს ავტოფოკუსის მოწყობილობას წარმოადგენს (Olympus PEN სერიის მთავარი კოზირი). ფოკუსის დამხმარე ნათურა კორპუსში ცალკეა ჩამონტაჟებული. მოსახსნელი მაშუქი (მოყვება). 460000 წერტილიანი LCD დისპლეი. ორბირთვიანი ( ) პროცესორი "TruePic VI". 1920x1080@60i fps 17Mbps, 1920x1080@60i fps 13Mbps, 1280x720@60 fps 17Mbps, 1280x720@60p fps 13Mbps. ამასთან სენსორიდან გამომავალი სიგნალი 30fps-იანია და როგორც ჩანს კადრებს პროცესორი აორმაგებს. სიგნალის პირდაპირ ტელევიზორზე გასაშვებად PM1 აღჭურვილია როგორც USB/AV, ასევე უფრო მოდური და მაღალხარისხიანი mini-HDMI პორტით. კამერა და აკუმულატორი ერთად სულ რაღაც 260 გრამს იწონის (შედარებისთვის - "პატარა" DSLR-იც კი მინიმუმ ორჯერ მეტს იწონის). აკუმულატორი 330 ფოტოს ყოფნის. ფასისას და ტექნიკური მონაცემების მიხედვით PM1 ალბათ Sony NEX 3-ის კონკურენტი იქნება და რატომღაც მგონია, რომ ჩაძირავს კიდეც NEX-ს (შეიძლება ოლიმპასისადმი ჩემი დამოკიდებულების გამო მგონია, მაგრამ არაუშავს ) ინფორმაციის წყარო - Dpreview.com
  19. ძალიან მაგარია მართლაც ეს თამაში რომ გამოვიდა, სელერონი მქონდა, ვერ ვთამაშობდი ამას და ძალიან მომწონდა...
  20. გადიოდა, კი. რაც მაგათი გახმოვანებულია, ყველა კინოში გადიოდა. იმიტომაა მუსიკა გამქრალი, რომ ჩაწეული აქვს ხმას და ისეა ქართული გახმოვანება ზედ "გადადებული". :SNEMOTICON13:
  21. ხალხნო, ადრე გადაყენების მენიუში Shift+F10-ზე დაჭერით გამოდიოდა დოსის ფანჯარა, სადაც ვუწერდი "Format C:" და ნელი ფორმატირებით აფორმატებდა ვინჩესტერს. ახლა, როდესაც მაგ ბრძანებას ვუწერ, მეუბნება "File system on drive C: is NTFS" და აღარ მიფორმატებს. ამიტომ მიწევს ცალკე სოფტის გამოყენება ვინჩესტერის სრულად დასაფორმატებლად. ეგებ როგორმე შეიძლებოდეს ძველებური მეთოდის აღდგენა? ეგებ რამეს არასწორად ვაკეთებ?
  22. ვახო რამე გაარკვიე? მაღაზიაში იყავი?
  23. არა ბიჭო, დეიდაჩემს აქვს ზუსტად X10 Mini Pro და ჩავუწერ რაღაცებს თუ არის მაგ რეზოლუციისთვის რამე საერთოდ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.