მოგესალმებით, კოლეგებო. მოკლედ საქმე რაშია: მსურს (უფრო სწორედ ორგანიზაციას რომელსაც წარმოვადგენ) გარკვეული დაფინანსების ფარგლებში შევიძინო პროფესიონალური ვიდეოკამერა. აუცილებელი პირობაა, რომ იგი იმყოფებოდეს საქართველოში და მას ყიდდეს იურიდიული პირი (სახლში მაქვს და მოგყიდი ტიპის შემოთავაზებები არ განიხილება.).
თქვენგან მინდა მხოლოდ ერთი რამ, ქვემოთ მოყვანილ ლინკებზე გადახედეთ პროდუქციის ასორტიმენტს და მათგან საუკეთესო შემირჩიეთ. ფასის ჭერი არის დაახლოებით 4-5 ათასი ამერიკული დოლარი. თუ ალტერნატიული სელერები გეგულებათ, ნუ დაიზარებთ და მაცნობეთ.
http://geosony.ge/product.html
http://videoscope.ge/desktopdefault.aspx
პატივისცემით
თქვენი ერთგული მოდერი, მისი უსასტიკესობა გიორგი ბერიძე
პ.ს. გასაგებია, რომ ამგვარ თემებს ყიდვა-გაყიდვაში ხსნიან, მაგრამ საქმე მეტისმეტად სპეციფიკურ თემას ეხება და მიშას ვთხოვ ამ ერთხელ დამინდოს.