Jump to content

gajaviki

წევრი
  • Posts

    14343
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    4

Everything posted by gajaviki

  1. მიშა ის ორი ლინკი რომ გაასწორო კარგი იქნება.
  2. როგორც ნიუსში ავღნიშნე ეს ფასი ევროპაში ადევს კეისს, როგორც წესი ხოლმე ამერიკაში იგივე რიცხვი ღირს ოღონდ ამერიკული დოლარის კურსში.
  3. ეს ორი ლინკი არ მუშაობს, თუ შეიძლება გაასწორეთ. იმ თემებს რომ წავიკითხავ მერე წავიკითხავ ამას. :)
  4. კომპანია NZXT-მ გამოუშვა ახალი კეისი სახელად Phantom. რომელიც Big-Tower სტანდარტისაა. მოდელი გამოვა სამ ფერში: თეთრი, შავი და წითელი. მონაცემები: შეფუთვა: გარე ხედი: შიგა ხედი: აწყობილი კეისი: მისი ფასი ევროპაში კი გახლავთ 139.90 ევრო, ვიმედოვნოთ რომ ამერიკაში შედარებით იაფი ეღირება. 1. კარგი დიზაინი. 2. დამტევი ინტერიერი. 3. მოყვება 4 ფენი. 4. ადვილად დასამაგრებელი სლოტები მყარი დისკებისთვის. 5. თავისუფალი ადგილი კაბელების განლაგებისთვის. 6. LED-ის ჩართვა/გამორთვა. 7. ფან კონტროლერი ყველა ფენისთვის. 8. მტვრის ფილტრი ყველა ფენისთვის. 9. ხელმისაწვდომია სამ ფერში. 10. შესაძლებელია გრძელი ვიდეო კარტების და დიდი პროცესორის ქულერების დამაგრება. 11. მოყვება ხრახნები გაფართოების სლოტებისთვის. 12. ინფორმატიული შეფუთვა. 13. Meaningful tool-less systems(ეს ვერ ვთარგმნე და შემისწორეთ თუ შეგიძლიათ) 1. LED ნათურები ჩამონტაჟებულია ფენებში. 2. 5.25"-ზე პატარა ჩასადები არ არის საკმარისად კარგი. 3. პლასტიკი არ არის ყველასათვის მისაღები. ეს კეისი რევიუს ავტორმა შეაფასა 9.8 ქულით 10 ბალიან სისტემაში. წყარო: http://www.techpowerup.com
  5. მე კიდევ პირიქით, მომწონს სადა და სოლიდური კეისები :)
  6. კომპანია BitFenix-მა გამოუშვა ახალი Mid-Tower სტანდარტის კეისი სახელად Survivor. იგი დამზადებულია SECC, ABS - ისგან, ფერი გახლავთ შავი როგორც გარედან ისე შიგნიდან. მისი გაბარიტები გახლავთ 230x502x510მმ და იწონის 9.40 კილოს. იგი თავსებადია Mini-ITX, mATX, ATX სტანდარტის დედაპლატებთან და აქვს ოთხი 5.25" გაფართოების სლოტი, აქედან ერთი გახლავთ Plug'N'Play რეჟიმით. ასევე გააჩნია შვიდი 3.5" გაფართოების სლოტი და ცხრა 2.5" გაფართოების სლოტი.მის გაგრილებას უზრუნველყოფს წინა მხარეს დამონტაჟებული ერთი 200 მილიმეტრიანი ფენი, რომელიც სურვილისამებრ შეგვიძლია შევცვალოთ ორი 120 მილიმეტრიანი ფენით. ასევე უკან უმაგრდება ერთი 120მმ-იანი ფენი, ხოლო ზემოთ დამონტაჟებულია ერთი 200მმ-იანი ფენი. ორივე 200მილიმეტრიანი ფენი შედის კომპლექტში და აღჭურვილია წითელი ფერის LED-ნათურებით. წინა პანელზე გვხვდება 2 x USB3.0, 2 x USB2.0, eSATA, Audio. კეისში ასევე შეგვიძლია დავამონტაჟოთ წყლის გაგრილების სისტემაც. იხილეთ ლამაზი და სოლიდური კეისის ფოტოებით: მისი ფასი გახლავთ 109 ამერიკული დოლარი. წყარო: http://www.pro-clockers.com
  7. თუ პროცესორი არ ხურდება არ დაიწვება. გაგრილება რა გაქვს?
  8. დედაპლატის ხელოსანი თუ იცით მიმასწავლეთ, კარგი ხელოსანი მინდა.
  9. ხო ძველზე ბეეეეეეევრად უკეთესია. მაგრამ არცერთი არ უქნია ღმერთს.
  10. გაგრილებაში ერთ-ერთმა ყველაზე ხარისხიანმა და ცნობილმა კომპანია Cooler Master-მა გამოუშვა ახალი კეისი Centurion 5 II, რომელიც მისი უფროსი ძმის Centurion 5-ის ახალი მოდელია. ახალი Centurion 5 II: ძველი Centurion 5: კეისი აკმაყოფილებს Mid-Tower სტანდარტს და გამოვა შემდეგი მოდელებით: RC-502-SKN1 (ვერცხლისფერი, გვერდითა პანელზე ფანჯრის გარეშე) RC-502-KKN1 (შავი, გვერდითა პანელზე ფანჯრის გარეშე) RC-502-SWN1 (ვერცხლისფერი, გვერდითა პანელზე ფანჯრით) RC-502-KWN1 (შავი, გვერდითა პანელზე ფანჯრით) კეისში შეგვიძლია მოვათავსოთ Micro-ATX / ATX სტანდარტის დედაპლატები და ATX PS2 სტანდარტის კვების ბლოკები, კეისი იწონის 7.5 კილოს და მასში შეგვიძლია მოვათავსოთ ხუთი ფენი, კერძოდ: წინ: 140 x 25 mm ლურჯი ლედ ფენი x 1 / 1200 RPM / 19 dBA უკან: 120 mm fan x 1 / 1200 RPM / 17 dBA ზემოთ: 120 / 140 mm fan x 1 (სურვილისამებრ) გვერდით: 120 / 140 mm fan x 2 (სურვილისამებრ) მის წინა პანელზე განთავსებულია ორი USB 2.0, ერთი eSATA პორტი და წყვილი HD აუდიო კონეკტორი. სტატიის ავტორმა აღნიშნა რომ როდესაც იგი ცდილობდა დედაპლატაზე მოეთავსებინა ATi Radeon HD5870 არ ჩაეტია და "ეჯახებოდა" 3.5" გაფართოების სლოტს. წყარო: http://www.pro-clockers.com მისი ფასი კი უცნობია.
  11. მე ვიღებ მონაწილეობას :)
  12. CPU: Core i5 750 @ 3.8 Video: GTS 250 Green Edition @ 756/1100/1836 RAM: 2x2GB 1800MHZ HDD: 500GB Samsung მშვენივრად უბერავს 10-11/7-ზე. არანაირი პრობლემა. თავისუფლად მაქვს იმის იმედი რომ ეს კვება GTX 580-ს გაქაჩავს. ოღონდ ეს მოხდება მაშინ როდესაც 580 200 ლარი ეღირება :D
  13. ზამთარში - 2-ზე ზაფხულში - 1-ზე. ესაა ჩემი კომენტარი :)
  14. როგორც იცით გამოჩნდა ახალი ტექნოლოგია USB 3.0. რომელიც მის უმცროსს ძმასთან USB 2.0-თან შედარებით ბევრად სწრაფია. ბევრმა ადამიანმა, მათ შორის მეც ავაწყვე კომპიუტერი მაშინ როდესაც USB 3.0 არ იყო გამოსული და დედაპლატას გააჩნია USB 2.0. ამიტომ ზოგ ზოგიერთი კომპანია ზრუნავს ჩემნაირ ადამიანებზე, რომლებსაც არ გვაქვს USB 3.0 პორტები და უშვებენ ცალკე პლატებს PCI-e სლოტზე რომლებიც აღჭურვილნი არიან რამოდენიმე USB 3.0 პორტით. ამჯერად ჩვენზე იზრუნა კომპანია MUKii-მ და გამოუშვა კონტროლერი Transimp, რომელსაც გააჩნია 2 USB 3.0 პორტი. მისი კონტროლერი გახლავთ: NEC D720200F1 სიახლის ავტორმა წარმოგვიდგინა ტესტები, რომ უკეთესად გავიგოთ რა შესაძლებლობები გააჩნია ამ კონტროლერს: მისი ფასი ამაზონზე გახლავთ 29.99 ამერიკული დოლარი. ლინკი ამაზონზე: MUKii USB 3.0 PCI-e წყარო: http://www.pro-clockers.com
  15. ეეეეეეეეეეეეეე! რა ორშაბათი ტოო! შაბათს დაენიშნათ ბლიად! ტფუ გამიტყდა.!
  16. Lycid Hydra 200 ეს ჩიპი სადაა დამალული?
  17. ცნობილმა კომპანია MSI(MicroStar)-მა გამოუშვა ახალი დედაპლატა AM3 სოკეტზე. რომელიც აგებულია 870A ჩიფსეტზე და მისი სამხრეთ ხიდი გახლავთ SB850. მას არ გააჩნია ინტეგრირებული ვიდეო კარტა, აქვს Lycid Hydra 200 NVIDIA-ს და ATI RADEON-ის მიერ გამოშვებული ვიდეო დაფების ერთად ჩართვისთვის. იგი თავსებადია დღევანდელ ყველა AMD-ს პროცესორებთან(Phenom II X2,X3,X4,X6; Athlon X2,X3,X4 და Sempron) რომელთა TDP არის 140w. დედაპლატას აქვს 12 ფაზიანი კვების სისტემა, აქვს 4 DDR3 მეხსიერების ტიპის სლოტი რომელზეც შეგვიძლია ჩავრთოთ ოპერატიული მეხსიერება 1600MHz სიხშირით, აქვს ორი PCI-e 2.0 X16 ორი ვიდეო კარტისთვის. აქვს 6 SATA 3.0 პორტი და 2 USB 3.0 პორტი. დედაპლატაზე შეგვიძლია შევაერთოთ 7.1 სისტემის აუდიო სისტემა. ახალი დედაპლატის ფასი ევროპაში შეადგენს 137,03 ევროს, ვიმედოვნოთ რომ ამერიკაში შედარებით იაფი ეღირება. წყარო: http://www.fudzilla.com
  18. მეხსიერების მწარმოებელში ერთ-ერთმა ცნობილმა და საკმაოდ პოპულარულმა კომპანია Patriot-ან დაანონსა ახალი SSD(Solid State Drive) სახელად Torqx TRB. ახალი SSD-ს ექნება JMicron JMF616 კონტროლერი. ახალი SSD გამოვა 32 და 64GB-იანი მოდელები. როგორც წყარო იუწყება JMicron JMF616(JMF612 32GB მოდელისთვის) აქვს MLC NAND ჩიპი 64MB კეშით და მოთავსებულია 2.5 ინჩიან ალუმინის კეისში. ახალ SSD-ს აქვს SATA 3.0Gbps და მისი წაკითხვის სიჩქარე გახლავთ 260MB/s, ხოლო ჩაწერის - 115MB/s 64GB-იანი მოდელისთვის. 32GB-იან მოდელს შედარებით დაბალი სიჩქარე აქვს, მისი წაკითხვის სიჩქარე გახლავთ 245MB/s და ჩაწერის მხოლოდ 60MB/s. ორივე მოდელი გამოვა 3 წლიანი გარანტიით და მათი ფასი იქნება 32GB-იანი მოდელისთვის ~€80,ხოლო 64GB-იანი მოდელის ფასი იქნება ~€120. წყარო: http://www.fudzilla.com
  19. მე არა უბრალოდ ზურამ გვთხოვა რომ ძებნა გამოიყენეთო რო ორჯერ არ გაიხსნას თემაო. წინა ფორუმზე მქონდა დაპოსტილი და პირველივე დღეს გადმოვიტანე. მოდერატორმა რომ შეუერთოს ეს თემა იმას კაი იქნება :)
  20. კომპანია Super Talent აპირებს გამოუშვას ფლეშ მეხსიერება ახალ USB 3.0-ზე. მოდელები გამოვა 8 და 16GB მეხსიერებით. როგორც წყარო იუწყება 8GB-იანის ფასი იქნება 14$ ხოლო, 16GB-იანის - 29$. მათი წაკითხვის სიჩქარე მიაღწევს 67MB/s და ჩაწერის სიჩქარე იქნება 23MB/s. ასევე ის თავსებადია USB 2.0 პორტებთან. აღნიშნული მოდელები გამოვა ნოებრის ბოლოს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ბენჩმარკი: წყარო: http://www.fudzilla.com
  21. რამდენი კოდის ხამი იყიდის ეხლა ამას. მაგარი მარკეტინგი აქვს ევგას რა, ძალიან მაგარი.
  22. OS გამორიცხულია?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.