როგორც ვიცით AMD ამა წლის მეორე მეოთხედში აპირებს ახალი ჰიბრიდული პროცესორების Trinity გამოშვებას სერიით A10 და A8, ხოლო წლის მესამე მეოთხედში უკვე გამოვა A6 და A4 სერიის პროცესორები. სატ Donanim Haber-ზე გამოჩნდა ახალი პროცესორების მონაცემები რომელბიც Socket FM2-ზე გამოვა.
ოთხბირთვიანი პროცესორების ფლაგმანი A10 სერიაში აღჭურვილია Radeon HD 7660D ვიდეო დაფით 384 ცალი "Radeon 2.0" ბირთვით. უფროსი მოდელი A10-5800K მუშაობს 3.8GHz სიხშირეზე და ტურბო სიხშირე შეადგენს 4.2GHz. აქვს 4MB მეორე დონის ქეში, 800MHz ვიდეოს სიხშირე და ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი DDR3-1866 სიხშირის შეზრუდვით. პროცესორს აქვს ღია მამრავლი და TDP შეადგესნ 100 ვატს. უმცროს მოდელს A10-5700 აქვს TDP 65 ვატი და ნაკლები სამუშაო სიხშირეები 3.4GHz @ 4.0GHz პროცესორისთვის და 760 MHz ინტეგრირებული ვიდეო დაფისთვის.
ანალოგიურად არის საქმე A8 სერიის 4 ბირთვიანი APU შემთხვევაში, ორივეს აქვს Radeon HD 7560D ვიდეო დაფა 256 ცალი "Radeon 2.0" ბირთვით 760MHz სამუშაო სიხშირით. A8-5600K მუშაობს 3.6GHz @ 3.9GHz სიხშირეებზე, აქვს 4MB მეორე დონის ქეში და TDP 100 ვატი ღია მამრავლით; A8-5500 აქვს ნაკლები TDP და სამუშაო სიხშირეები 3.2GHz @ 3.7GHz.
ორბირთვიანი A6-5400K აღჭურვულია Radeon HD 7540D ვიდეო დაფით 192 ბირთვით (სამუშაო სიხშირე ჯერჯერობით უცნობია), აქვს მხოლოდ 1MB მეორე დონის ქეში და 65 ვატი TDP. სამუშაო სიხშირეები უცნობია მაგრამ მამრავლი ღიაა.
ყველაზე უმცროსი Trinity APU არის A4-5300 ორი ბირთვით და ინტეგრირებული Radeon HD 7480D-ით 128 ბირთვით, 1MB მეორე დონის ქეშით და TDP 65 ვატით. ეს ერთადერთი მოდელია რომელსაც არა აქვს Dual Graphics მხარდაჭერა და მეხისერების სიხშირე შეზღუდულია DDR3-1600 მაქსიმუმ.
ნაკადული http://www.overclockers.ru