ყველა რაზგონდება სენდის პროცესორი? როგორც მე ვიცი მარტო Kები რაზგონდება და დანარჩენს BCLKც არ ემატება. "...Nehalem და Westmere პროცესორების აჩქარებისთვის მომხმარებელს შეეძლო BCLK გაზრდა 133MHz-დან თითქმის ორჯერ მეტ სიხშირემდე, პლუს მულტიპლერით მანიპულერბის საშუალება გარკვეულ წილას. Sandy Bridge პროცესორებში BCLK არის 100MHz რადგან ჩიპზეა მიბმული სიხშირის გენერატორიც (PLL), ასევე SATA და PCIe და მეხსიერების კონტროლერიც. ყოველივე ამის გამო BCLK ფაქტიურად ჩაკეტილია და მისი გაზრდის საშუალება მინიმალურია. არსებობს ინფო რომ 115MHz მიუღწევიათ მაგრამ რეალურად 103—105MHz უკვე მაქსიმუმია რომლის იქითაც შესაძლოა რაიმე კომპონენტი დავაზიანოთ. ხოლო 105MHz BCLK Core i7-2600 პროცესორზე იქნება აჩქარება 3.4GHz-დან 3.57GHz-მდე მხოლოდ იმის იქით კი ასეთი მეთოდით აჩქარება მკვდარია Sandy Bridge-ზე.
ერთადერთი აჩქარების საშუალება მამრავლის გაზდრაა, ხოლო თუ თქვენს პროცესორს Turbo არა აქვს (მაგალითად Core i3-2100 სერია) მაშინ თქვენ მხოლოდ სტოკ სიხშირით შეგიძლიათ ითამაშოთ. ალბათ ეს კარგი სიახლეა AMD-სთვის რადგან ამ სეგმენტში სერიოზულ კონკურენციას გაუწევს Intel-ს. თუ თქვენ პროცესორს აქვს Turbo (მაგალითად Core i5-2400), მაშინ თქვენ ე.წ. "შეზღუდული აჩქარების" საშუალება გეძლევათ. ანუ რეალურად Turbo-ს მაქსიმალურ მამრავლამდე აჩქარების საშუალება, რაც დაახლოებით 4GHz სიხშირეს ნიშნავს."