Jump to content

G10RG1

წევრი
  • Posts

    358
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Everything posted by G10RG1

  1. საღოლ მაგარი ნერვები გაქვთ ვისაც მართლა მოგეწონათ 1 საათში დავნებდი ვერ გავუქაჩე
  2. საუკეთესო DRM დღეს დღეისობით ისევ დენუვოა და voices38 მა ბოლო მოუღო უკვე არმგონია დიდი ხანი დასჭირდეს იმის გათვალისწინებით როგორი პოპულარულია თამაშის ფრენჩაიზი და 6 ზე ხო საერთოდ დიდი წარმოდგენებიაქვს ყველას და დიდი ჰაიპია.
  3. სანამ მაგ სვიჩებს გააფუჭებ პლასტმასი დაიწყებს გაცვდომას მახსოვს ადრე მქონდა 5მილიონ კლიკზე გათვლილი huano micro სვიჩებზე რაღაცა ხლამი. 5 წელი ვიხმარე ჯერ პლასტმასს მოეღო ბოლო მოჩათლახდა მარა სვიჩებს არაფერი არ მოსვლია არც დაბლ კლიკები არც არაფერი რო დაუფიქრდე 100 მილიონი ძაან ბევრია.
  4. ჩინეთში მაგრად იყიდება როგორც ჩანს ვერ ვნახე ვერცერთი 1000ზე ნაკლები რევიუ ან გაყიდვა რო ჰქონდეს. ერთს 10კ რევიუ ჰქონდა მარტო
  5. მაგ ფასში dragonfly ან მსგავს ბიუჯეტურ კლონებს დებენ ძველი paw სენსორით და შითობა სოფტით. რა მონაცემებიც დადე მაგ მაუსის თუ მართლა ეგრეა რასაც ჰქვია იდეალურ ფასში გაქვს ნაყიდი. პრემიუმ ბრენდები 5-6 ჯერ მეტს ითხოვენ იგივე მონაცემებში ნაკლებში თუარა უბრალოდ თავის სოფტს გაძლევენ და სტიკერს აკრავენ
  6. გოგლიმოგლიმ არასწორად დამიწერა მაშინ ოპტიკურ სვიჩებზეაო. დაჟე დალუქული ენკოდერიც თუ აქვს ხო ვაფშე ფასი/პერფორმანსი იდეალურად დაგიბალანსებია. დაგვიწერე ფიდბექი რო მოგივა მაგრად მაინტერესებს მე პირადად.
  7. გილოცავ შენაძენს პროსტა მაგრად მაინტერესებს 800მილიამპერიანი ბატარეა როგორ ჩატენეს ამ მაუსში WTF! ისე ფურცელზე სერიოზული მონაცემებით მოდის. 8კ პოლინგის დონგლ მოყვებაო. კარგი MCU და სენსორი ოპტიკური სვიჩები და რამერუმე. ბატარეაზე ხო ვაფშე საუბარიც აღარ არის. იმის ნახევარიც რო გაძლოს რაც უწერია სუპერ რამე იქნება პროსტა როგორი გამომდგარი მაუსია ეგ არის საქმე.
  8. გავასწორე როგორც იქნა. თამაშს მოყვება ნაგავი direct storage dll ფაილები და ეგენი ატრაკებდა. შევცვალე ნექსუს მოდიდან გადმოწერილი ფაილებით და როცა მანამდე low ზე მქონდა 40 fps ეხლა high ზე ვარ და 75 fps მაქვს dlss quality ით.
  9. არ ითიშება თორე რტ არ შეუძლია ამ კარტას არ ვრთავ ხოლმე არსად. აქ იმენა არ ითიშება. ან ლოუზე არის ან უნდა აწიო ზევით. FG ც უცნაურად არის რო ჩავრთავ მგონია ფპს 20 მაქ თქო ისე მოძრაობს კამერა. DLSS ქუალითი მუშაობს ხოლმე ყველგან რაც მითამაშია ერთი აქ ატრაკებს უაზროდ.
  10. upscaler ი არ მუშაობს ვაფშე ასე მგონია მედიუმ პრესეტზე ვარ RT ლოუზე. 1080p და 40-50კადრს ვიჭერ თამაშის ინტროზე. ნაოეს დავარბენინებ იქეთაქეთ. ბევრი ვეჩალიჩე ხან DLSS quality ხან balanced მარა ისე ჩანს რო ვაფშე ტყუილად არის სლაიდერი DLSS ის რატოა ფპს ესეთი ბანძობა ნეტა. რა მონაცემებსაც ითხოვენ იმის მიხედვით მედიუმზე dlss ით 60მდე უნდა ავდიოდე წესით.
  11. გავხსენი. თხელი რეზინის დასაკრავებია. კომფორტული კი არის შეხებაზე მარა მაინც არ დავაკარი
  12. გავხსნი ეხლა ჩემსას რაც მოყვა და გეტყვი როგორია არც მე მიცდია.
  13. მაგას ყუთში მოყვება მემგონი grip tape. გადააკარი ზევიდან კლიკებზე და არ გაიცვითება პლასტმასი. კაპიკებშია თუ მაინცდამაინც მოყოლილი არ მოგწონს და + მაგას ხელი თუ გიოფლიანდება ხოლმე არ აგისრიალდება მაუსზე ხელი. ჩემსას მოყვა ყუთში ეგეთები ყველა მხრისთვის კლიკებზე გვერდებზე უკანა ნაწილისთვის მარა ჯერ არ გამიხსნია არ დამჭირვებია.
  14. ნუ არ არის გასამართლებელი რაღაცა მარა მამენტ 30 დოლარად რო ტოპ დონის სენსორი გაქვს ტოპ დონის MCU და სქროლი იქ პატარა ჭრაჭუნს კი უნდა გაუძლო. ეგაც თავისთავად როგორც ყველა პროდუქტში სადღაც გაიპარება რაღაც დეფექტი ან მცირე ან დიდი. მარა გააჩNია რამდენად ხშირად იპარება. როგორც რეიზერზე იყო საუბარი აქაც თითქმის ისეა რა. უმეტესობა მუშაობს უპრობლემოდ არაფერი აწუხებს. არის რაღაც პროცენტულობა ჭრაჭუნებს. ზოგს სქროლი უტრაკებს რაც მაქვს ეხლა თუგინდა აგური ურტყი რყევა არააქ:D ქაუნთერს რო ვთამაშობ ხოლმე ხელს ისე ვუჭერ მაუსს რავიცი. ადრე მქონდა რამდენიმე ლოჯიტეკის მაუსი და მარცხენა მხარე ყველას მოჩათლახებული ქონდა ჩემს ხელში ეს ჯერჯერობით მყარად დგას.
  15. როგორც კვების ბლოკებშია ათასნაირი სტიკერი მირტყმული გარედან და რეალურად ან superflower ან seasonic აკეთებს აქაც თითქმის იგივეა. რაც ხარისხის კონტროლს გადის იმას სთავაზობენ უფრო პრემიუმ მარკეტებს სადაც მაიმუნობა არ გაუვათ. რაც ხარისხის კონტროლმა დაიჭირა და დეფექტი აღმოაჩნდა იმას აიღებენ შეაკეთებენ და გაუშვებენ ალიექსპრესზე და ალიბაბაზე. ეგ ვიგულისხმე. ეხლა შევამოწმე dragonfly r1 pro და დაუწევიათ ფასი საკაიფოდ მონაცემებითაც არ ჩამოუვარდება სხვებს და ზოგს ჯობნის კიდეც. ერთი ბატარეა აქვს პატარა და ეგ არის ერთი მინუსი თორე კარგი ნაწილებიაქ ჯიგარს. ნორდიკის მიკროპროცესორი 3950 სენსორი და რამერუმე. რო არ მქონდეს ეხლა მაუსი მაგაზე ვიჩალიჩებდი ალბათ ეგ რო პირველად დამენახა. ზომითაც არ ჩანს ცუდი საშუალო ზომის კომფორტული მაუსის ზომააქვს იმდენი მყიდველი ჰყავთ ძალიან მეეჭვება რაღაც დონეზე მაინც რო არ ჰქონდეთ ხარისხის კონტროლი. ასე ბრმად გამოუშვა მაუსი და ჰაიდა მარკეტზე რავი მეეჭვება
  16. საიტიდან კი წესით მეტი შანსია რო ნორმალური ჩამოვიდეს და ლატარიის თამაში აღარ მოგიწევს მარა ფასი რო შეადარო საიტზე ძვირია უფრო ჩემი მაუსი საიტზე 50 თუ 55 დოლარად ედოთ. მე 100ლარში ვიყიდე ჩამოტანით ტაოდან სულ ახალი. მე რა მაუსიც მაქვს ამის პირველ ძველ ვერსიას ჰქონდა ისე ოპტიკური სვიჩები და მაგიტო გაითქვეს სახელი ვეღარ ვნახე ეგ პირველი A7 ვერსად რო იყიდებოდეს. საიტზეც არქონდათ მარაგი. ა7 ულტრა და ულტრა+ აქვთ მარა მანდაც ლატარიაა ვერ გაიგებ რა. ზოგ ა7 ს ოპტიკურიაქ ზოგს ომრონი. სხვადასხვა მარკეტებისთვის სხვადასხვა სვიჩებით ყიდიან.
  17. ვერ ერკვევა მაუსებში და ტვინი მიბურღა რო მივდივარ ხოლმე ლანზე ბიჭებთან ერთად ესეთი მაუსიაო აღწერა როგორიც იყო და დავწვი deathadder ი რო იქნებოდა არმინდოდა ეგ რო ეყიდა თან კაბელიანი და შარკი ვაყიდინე დრაგონფლაის მერე თითქმის იგივე ფორმააქ და წონითაც მოშნია შედარებით სხვებთან რავი კი მოსწონს. კი ზუსტად ეგრეა რა. ლატარიას თამაშობსავით მაგდროს. ალიექსპრესზე არ გავეკარებოდი მაინც. ჩემი მაუსი პირადად ტაობაოდან ვიყიდე მანდ ცოტა მეტი სიმკაცრე აქვთ პროდუქტის ხარისხზე და ბევრს ვერ მაიმუნობენ ჩინურ მარკეტზე რო არის გათვლილი ეგ საიტი ისე თუ არ გეზარება მოცდა ძველი სუპერლაითები ლოჯიტეკის მაგარ სეილებზე არის ხოლმე იბეიზე წელიწადში 2-3 ჯერ. 170 დოლარიდან 60 დოლარამდე ჩამოდის ხოლმე. ერთი მინუსი ის არის რო სუპერლაითია და მე რა კლიკებიც ვახსენე ეგ სუპერსტრაიკს აქვს. ვაფშე ახალი ტიპის კლიკები დაუყენეს მაგ მაუსს და მაგას იაფად არმგონია ყიდდეს ვინმე
  18. მადლობა 240იანი იყო ფასდაკლებაზე და ეგრევე ავიღე 325ად. ძმაკაცს ვაყიდინე ზუსტად ეგ დრაგონფლაი და რავი კი მოეწონა ქაუნტერისთვის მარა მჩატეაო. სოფთი მართლა ნაგავია. მერე Attack Shark X11 იყიდა და ის უფრო მოსწონს
  19. მაშინ კარგი მექანიკური სვიჩებიანი ან იდეალურ პირობებში ოპტიკური სვიჩებით გინდა მაუსი. მაგ ფასში 3 ვარიანტია MCHOSE A7 Ultra / Ultra+ 0.2 ms - 0.9 ms. (უკაბელო) VXE Dragonfly R1 Pro 1.3 ms - 1.6 ms (უკაბელო) Razer DeathAdder V3 0.12 ms (კაბელიანი) არის სხვა VAXEE-ს მოდელებიც მარა ისენი ციცქნა მაუსებია და 403 თუ მოგწონდა მეეჭვება ესენი მოგეწონოს. პირველ 2-ს მექანიკური სვიჩები აქვთ ომრონის. რეიზერი ოპტიკურზეა.
  20. პირველად მგონი 2020 ში დაწერა voices38 მა რო ხელსაწყოებს ვამზადებ ისეთს რო დენუვოს სახეს გავაძრობ მალეო. დაასხეს მაგარი და დასცინეს ეხლა ტიპი ყოველ კვირაში თითო თამაშს ტეხავს გიჟია. 2 ჯერ დადო 1 დღეში 2 თამაში დაჟე. AI ს იყენებს თან ჭკვიანურად.
  21. Logitech G PRO X2 Superstrike კლიკს იქამდე აფიქსირებს სანამ ღილაკი ბოლომდე ჩავა. ამაზე სწრაფს ვერ ნახავ ვერაფერს. ვაფშე სხვა ტიპის კლიკები აქვს ყველა სხვა მაუსთან შედარებით. რათქმაუნდა კონტროლიც შეგიძლია. თუ გინდა დაარბილებ კლიკს თუ გინდა უფრო მაგარს გახდი რო ცოტა ძალა დაატანო დაჭერის დროს.
  22. კარგია ადამიანი რო იკითხავ რაღაცა პროდუქტი ვარგა თუ არა მაგრამ ყველა რევიუს რო გამოეკიდო მეგობარო ვერაფერს ვერ იყიდი მაგის შიშით. არ არის რეიზერი 2 დღის შექმნილი ბრენდი და სადღაც ბუტკიდან არ მუშაობენ. ყველა პროდუქტს აქვს პლიუსი და მინუსი. რახან ვიღაცა "ღობეგლეჯიაშვილის" მაუსს დისქონექთები დაემართა არ ნიშნავს რო შენს მაუსსაც იგივე დაემართება. მაშინ მთლიანი პროდუქტის ხაზი ბრაკი ყოფილა და ეგ არის. ვიცი რო ბევრს აქვს V3 hyperspeed და კმაყოფილებიც არიან. გუგლიც რედიტიც და იუთუბიც ისე დაგაშინებს ვაფშე აღარ მოგინდება ხოლმე. ეგრე ვიყავი ჰედსეტზე. მეთქი რამე იაფიანს ვიყიდითქო. hyperx cloud stinger 2 მინდოდა და რევიუებში გაასაზიზღრეს ასეო ისეო ნაგავიაო. 4 წელია მაქვს უკვე და იდეალურია არაფერიც არ ემართება. მე რისთვისაც მჭირდებოდა იდეალურად ასრულებს თავის როლს. ეგრე იყო კიდე კლონებზეც. მაუსი მინდოდა კარგი სენსორით და იაფად. რო ვნახე ცნობილი ბრენდების ფასები გული შემიწუხდა. მერე კლონებს რო გადავხედე კარგი მისაღები ფასები ჰქონდათ. დავიწყე ძებნა ამ კლონების ხარისხზე და აქაც იგივე იყო ვაიმე ეს რა ნაგავია და ვაიმე არ მუშაობს კარგად და რამე. ვიყიდე კლონი logitech g pro superlight - ის და ძალიან კარგადაც მუშაობს. არანაირი ბაგები არ აქვს როგორ ტრაგიკულადაც აღწერდნენ. ფორმა ზომა სენსორი ყველაფერი მაკმაყოფილებს. ამიტომ ყოველ მეორე სულელის რევიუს ნუ დაუჯერებ არვარგაო რო გაჰყვირიან. ჰკითხე ვისაც აქვს ეგ მაუსი იმაზე უკეთესად ვერავინ ვერ გეტყვის. რეიზერი იმხელა ბრენდია უკვე და იმხელა ისტორია აქვთ მაგათი მომხმარებლების ორმა პროცენტმა რო დაწეროს რო ბრაკი მაუსი შემხვდაო ათასობით პოსტს უდრის. უმეტესი საღი და მუშა მაუსებია. რათქმაუნდა თუ ფეიკი არ იყიდე. როგორც ადრე იყო კაბელიან deathadder-ებზე.
  23. მაინც მაგარ ვიდზეა 4 რა 5 იც ვცადე და 6 იც მარა 4 ის ნაირი მუღამი არცერთს არ აქ რატომღაც.
  24. რამხელა არის ეს თამაში ალბათ ასე 10 საათამდე მექნება ჯერ ნათამაშები და ვაფშე აზრზე არავარ არაფრის ჯერჯერობით მთავარ მისიებს არ გავყევი ეგრევე საიდ ქვესტებიც მოვილიე ამ არეალში მარტო რამდენიმე დამრჩა ნომადების. და ძაღლი უნდა ვიპოვო კიდე. ისევ ლვლ1 ნუბივით დავრბივარ ჩემი ცხენით მომიწყობენ სადღაცა გზაზე ამბუშს და მბრიდავენ... მაყუთს საიდან შოულობთ აქ ქვესტების გარდა ? ნომადებს ცხენების შავი მარკეტი ქონიათ და გავზიდე ცხენები სულ მანდ მივიყვანე პროსტა აღარ იბარებენ ახალ ცხენებს ძვირად კრიმინალი ვარ 1 სოფელში უკვე.
  25. ოპერატიული და სსდ სეტაპის ნახევარი ღირს ხო მაგარი დრო დადგა პროსტა მაგარი სასიამოვნო იქნება რო გაიაზრებენ რო AI-საც აქვს ლიმიტი. ფულს ინვესტორები დებენ პროექტში საიდანაც ელოდებიან პროფიტს. იმდენი ფულია დახარჯული ai ში აზრზე არ ვარ როგორ უნდა ამოიღონ უკან. რობოტექნიკაო და დრონებიო და რამდენს აწარმოებენ რო უკან ამოიღონ მილიარდები? ჯერ მაგ დონემდე მაინც არ არიან რო სრულად გაუკეთონ ინტეგრირება AI ს ყველგან. აი რო მიხვდებიან ინვესტორები რო მაგარ ღლეობაში დებენ ფულს მერე ნახე დიდი supply როგორ უცებ გაიაფდება. და აი საჭიროების დედა ვატირე თორე მაგ დროს უნდა ამოცხოს ხალხმა პანჩური სამსუნგს sk hynix ს და micron ს იმენა 0 ზე დაეცემიან.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.