-
Posts
153 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
4
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by G10RG1
-
არასწორ კალიბრს თუ ესროდი მაგ შემთხვევაში გეტყოდა ეგრე .243 კალიბრით იწყებ და მაგით პატარა ირმებს თუ დაბრიდავ. ლოსს ან დათვს რო ესროლო გაგიჭირდება მოკვლა და ქულასაც გაკლებს ტროფი რეიტინგზე
-
დაიკიდე მისიები ძმაო სისულელეა არ ღირს. თუ გინდა გაერთო აიღე .300 კალიბრი. თუ არ შეგიძლია ჯერ ვიმოდით დედაუტირე ლეველებს და ფულს და იკაიფე. აიღე .300 ან .308 კალიბრი და დაჟუჟე აფრიკის მაპზე ყველაფერი. დიელსის ყიდვა არ გჭირდება ყველას გახსნი უფასოდ creamapi ით. ეგ პირველი მაპი არცმე დამევასა. აფრიკის მაპი ასწორებს ბუფალოები რო მოგდევენ მოსაკლავად და რამე xd რო მქონდეს ჩაწერილი მოგიწვევდი მულტიპლეიერში გაჩვენებდი ბევრ რამეს დისკზე აღარმაქ ადგილი
-
როგორც სიმულატორი ძალიან კარგია და რთული. ნუ გრაფიკას დაინახავდი ვიდეოდანაც. სირთულით როგორც გითხარი კლასიკზე რთულია ზოგ ასპექტში. სადაც კლასიკი სირბილს და ხმაურს გპატიობდა მანდ გაირბენ ეგრე და 300 მეტრში ირმები ფეხებს თავზე ირტყავენ შუა მთაში. რაც შეეხება tracking ს ეგაც მომეწონა მანდ. იმის მაგივრად რო გიჩვენოს სად მიდის კვალი შენით უნდა იპოვო სისხლი სად აქცევია და გაყვე პროსტა ის ფაქტი არ მასვენებს რო აი რამდენი სიმულატორი ვითამაშე ნადირობის BOW თი ნადირობა არსად არარის ისეთი კარგი როგორც კლასიკში სტენდიდან რო უწკაპუნებ ინდაურებს მაგაზე მეტადარაფერი ასწორებს
-
აჰა ანუ ბევრი წლების წინ თამაშობდი კარგახანია ამოიღეს პრემიუმ subscription და ამბები. ეხლა შეგიძლია ითამაშო ინადირო ყველაფერზე უფასოდ. იარაღებიც იყიდო ნაშოვნი ფულით მისიებიდან და რამერუმე. way of the hunter არის ეგრე. აი ძალიან რთულია დაჟე კლასიკზე რთულიც კი. კარგი გრაფიკა და ძნელი გეიმფლეი. გაირბენ ტყეში 5 მეტრს და 300მეტრში ირმები ქუსლებს კეფაზე ირტყავენ
-
აი ზუსტად მაგიტომ გაგიჭირდა ეგ ტაქტიკა კლასიკში ჭრის რადგან გჭირდება რო ჩუმი იყო. მანდ cotw ში პირიქით როგორც გითხარი მთავარი მუღამი ზონებზეა რა. ანუ როგორც რეალობაში იზავდი ისე მანდ გაგიჭირდება ნადირობა. ნელი სიარული ყურება აქეთ იქეთ და თვალების ეკრანზე მიკვრა იყო რაც გავაკეთე პირველად საათები დავხარჯე და ჩემი ფეხები მოვკალი ბოლოს მერე დავიწყე თამაში როგორც სხვები თამაშობდნენ. სირბილი და ზონების ძიება.
-
ასე მარტივად ნუ ჩაიქნევ ხელს დასაწყისისთვის პროსტა ირბინე და ეცადე ტბებთან მიხვიდე. ტბასთან რო მიხვალ დაუკრუგე ხოლმე გარშემო და ზონას იპოვი. იმ ზონაზე ეწერება რა ცხოველი სვავს წყალს იქ და რა დროის მონაკვეთში. მერე გადახვალ სახლში ან ტენტზე fast travel ით და დროს გადაახვევ. თუ მაგალითად ირემი იმ ადგილზე რომელიც შენ იპოვე სვავს წყალს 6:00 დან 12:00 მდე დროს გადაახვევ სადღაც 7-8 საათისკენ და გაეშურები ტბისკენ. შეარჩიე სადმე მაღალი ადგილი და ბინოკლით უსატკავე. 100% მოვლენ. პროსტა 1 ზონაზე ამოარჩიე ხოლმე ერთი დიდი მამალი რომლის მოკვლაც ღირს. თუ ბევრს დაუშვებ და დაჟუჟავ იმ ზონაზე ეგ ზონა გაქრება. თუ მაგალიტად ესროლე ცხოველს და გაიქცა და დაჭრილია თუმცა არიცი მოკვდა თუ ცოცხალია ისევ მაპი გახსენი ხოლმე. თუ ცხოველი მკვდარია იმ ადგილას სადაც ესროლე მაპზე მუქად ექნება ვარდისფერი კრუგზე. აი მაგალითისთვის ასე. რაც უფრო მუქია ფერი ერთი ეტაპით ახლოს ხარ რო ზონა გააქრო. ამიტო როცა ესე გაამუქებ მუქ ლურჯად მაგალითისთვის ეცადე სადმე სხვაგან წახვიდე და იქ ინადირო. ზონები დოხუიაა და ცხოველებიც. რა გაწერია კლასიკზე ? შევალ ვნახავ შენს lodge ს
-
წლებია ვთამაშობ ორივეს thehunter classic და call of the wild. თავში როგორც მშვილდოსანმა გითხრა არ ესროლო ხოლმე არ ღირს გააჩნია ამუნიციის ტიპსაც. ყველა ტყვია ყველა ცხოველზე არ მიდის. თუ მაგალითად დაიმონდი გყავს წინ თეთრკუდა ირემი. ესროლე .450 კალიბრი დაბრიდავს იქვე დააწვენს მარა დაიმონდად აღარ ჩაგითვლის ხოლმე. კლასიკი ბევრად რთულია და უფრო ასწორებს მე თუ მკითხავ. cotw უფრო არკადაა შეგიძლია ირბინო აქაიქ და ესროლო რასაც დაინახავ. პროსტა თუ მაგის მუღამი გაქ ნელა უნდა იყომარო სწორი ამუნიციით. რაც შეეხება სპაუნებს. cotw ში სპაუნები სულ ვეჩნად ერთია 90%. წახვალ ნახავ ზონას და დალშე იცი რა ცხოველები გაგეჩითებიან და რა დროის მონაკვეთში. კლასიკში ყველა სესია სხვანაირია რა. 100% რანდომია სად რას ნახავ მაგიტო მევასება. რაც შეეხება პროგრესს cotw ში. კარგ იარაღებს თავიდანვე ვერ აიღებ თუ რამე არ მოკალი სტარტერი იარაღებით. შეგიძლია cheat engine თი მაიმუნობა ან კიდე wemod ით. გამომიყენებია ბევრჯერ და ბანი არ დამდებია. ძალიან ბევრი იყენებს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო ჰკიდიათ ჩეთით იშოვი ფულს თუ ჩესნად რადგან არანაირი competition არ არსებობს მაგ თამაშში. კლასიკს რაც შეეხება გიპოვიან ჩეთს და წკაპ სამუდამო
-
MMA შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება (UFC)
G10RG1 replied to Harmony Lines's topic in ზოგადი დისკუსიები
დისქორდზე ვსტრიმავ ქარდს მერაბი სადაც იჩხუბებს. https://discord.gg/aJQQ4FtH -
იმედი მაქვს პროცესორი ქულერიანად არ ამოიღე ერთად ანუ ამოღებას არაფერი უჭირს მარა უკან არ ჩასვა ეგრე. გაწმინდე სპირტით ფრთხილად. პროცესორის პინები და არა პლატის სოკეტის. სურათებზე პინებს არაფერი არ სჭირს ვიზუალურად თუ თვალი არ მატყუებს უბრალოდ თმის ფენით დაუბერე კარგად საკაიფოდ და ამოყრის მტვერს რაც არის შიგნით. პატარა თმასავით შევნიშნე ეცადე ეგაც ამოაგდო ფრთხილად ნემსის წვერით ისე რო პინები არ გაღუნო. შეიძლება ფენმაც ამოაგდოს. რაც შეეხება კონტაქტებს პროცესორზე არვიცი მეჩვენება თუ მომძვრალიაქ ოქროსფერი კონტაქტები. თუ ასეა ვერ არის კარგი ამბავი.
-
თუ მუშაობს ხო კარგი აი 1 პრობლემას რო აიკიდებს იქ მორჩა სიმშვიდე და წყნარი ნერვები win 10 ზე ვამუშავებდი ჩვეულებრივ და 11 არ მიცდია რადგან აღარ ვიყენებ მაგ პლატას რაც შეეხება გიგაბაიტის მოდელებს ესენი საერთოდ კიბოა. ან მოსფეტები უფუჭდება ადვილად ან კიდე სატა პორტები და იწყებს ასეთ უაზრო ფრიზებს გადაგაქექინებს ინტერნეტს რო ნახო გამოსავალი. პლიუს ამას თუ ჩინეთიდან იყიდი და ჩამოიტან როგორც მე ვქენი უმეტესი როგორც მითხრეს მოდის სასერვეროში ნაგდები ეგზემპლარები. წმინდავენ და ჰაიდა გაუშვებენ ნასიპად თავიდან იმუშავებს ცოტახანს მერე აიკიდებს ზემოთ ხსენებულ პრობლემებს.
-
სადღაც 4-5 წელიწადი სისხლი გამიშრო... იგივე h61 მქოდნა გიგაბაიტის.
-
მოკლედ ბევრი გზა არის შესამოწმებლად. იგივე სჭირდა ჩემს სისტემასაც და აქ დაგიწერ რა ვცადე რამ იმუშავა და რამ არა. მოკლედ იგივე რამე სჭირდა ჩემს სისტემას იმ განსხვავებით რო მე ბლუ სქრინები არმქონია. მთავარი პრობლემა ფრიზები იყო. სრულად იფრიზებოდა სისტემა არც მაუსი მუშაობდა არც კლავიატურა. ბევრ ირამე ვცადე და 99% მა არ იმუშავა. ბოლოს გადავაწყე ახალ ქეისში და ვუალა გამოსწორდა ყველანაირი ფრიზი რთულად გასაგები იყო რადგან სასერვეროში ნაგდები პლატა იყო დიდი ალბათობით და ბევრ რამეს ჰქონდა პრობლემა. მოკლედ დავიწყოთ პლატით. მოაძრე ქულერი ამოიღე პროცი ფრთხილად და შეამოწმე პინები პლატაზე. კარგად დააკვირდი. ოდნავ გვერდზე ან ზემოთ ან ქვემოთ თუ არის გაღუნული პინი სოკეტში უეჭველად პრობლემებს შეგიქმნის. თუ პინები დაღუნული დაგხვდა უკვე იცი რა პრობლემაც გაქვს. თუ პინები საღია გავყვეთ ღრმად. შემდეგი შეამოწმე ოპერატიულები. ჩამოტვირთე memtestx86. რუფუსით ფლეშკაზე ჩაწერე და კომპის ჩართვისას ბუთ მენიუდან გაუშვი რო დატესტო. (სრულ ტესტს შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს) ასევე სცადე შეამოწმო სლოტები და ოპერები ცალკ ცალკე. მაგალითისთვის ამოიღე მეორე სლოტიდან რამი. დატოვე პირველი და ჩართე პც. სცადე პატარა სტრეს ტესტები და ა.შ რო შეამოწმო რამდენად სტაბილურია. თუ ისევ ბლუ სქრინებს ყრის მეორე ოპერატიულით სცადე იგივე პირველ სლოტში. თუ იგივე მოხდა შემდეგ მეორე სლოტში სცადე ორივე ოპერა ცალკ ცალკე როგორც თავიდან გააკეთე. თუ ამანაც არ იმუშავა : შეამოწმე ქულერის შურუფები რამდენად მყარად არის დაჭერილი. თუ ზედმეტად მოუჭერ შეიძლება პლატა გაღუნო სოკეტთან რამე დაამოკლო და დაიწყებს მაიმუნობებს backplate საც გააჩნია და ქეისის ზედაპირსაც სადაც პლატა მიდის. უფრო კონკრეტულად იმ არეალში სადაც ცპუ სოკეტია. ჩემს შემთხვევაში ქეისს უაზრო ჩავარდნილი და გაბერილი ადგილები ჰქონდა ძველ ქეისში და ამოკლებდა სადღაც უკან. გადავიტანე ახალ ქეისში სისტემა და იმუშავა ფრიზების გარეშე. შემდეგ გადავიდეთ სატა პორტებზე. ყველაზე ნაკლებად სავარაუდოს იფიქრებ ადამიანი მარა ჩემს შემთხვევაში სატა პორტებიც სულს ღაფავდა. შეამოწმე რამდენად მყარად არის სატა პორტები პლატაზე. მთლად ნუ მოარყევ მარა ოდნავ უჯიკე რო დარწმუნდე მყარად არის. და მყარად რომც იყოს თუ დაზიანებულია პინი და გასულია მარილზე ძალიან ბევრ ფრიზებს და თავის ტკივილს აგკიდებს. როცა მოუნდება გააკეთებს data transfer ს და მერე საერთოდ რენდომზე გაგიფრიზავს მთელ სისტემას. იმდენად რენდომზე რო საერთოდ სხვა რამეზე იფიქრებ. სცადე ყველა სატა პორტი სათითაოდ. კვების ბლოკი ჩემს შემთხვევაში ჩინური ნაგავი კვება იყო მარა ეგ არ ყოფილა ჩემს შემთხვევაში პრობლემა. პირველ გვერდზე george მ დამიწერა კვების ბლოკის შესაძლებლობაზე ამიტო ნურც მაგას გამოვრიცხავთ. ბოლოს ამდენი რამის ცდის შემდეგ გადავწყვიტე რო ამომეღო ქეისიდან ყველაფერი და მაგიდაზე დავაწყე. ჩავრთე და დავუწყე გამოძრავება სატა კაბელებს. ოპერატიულებზე დაწოლა და ა.შ ( არავის ვურჩევ ჩართულ სისტემაზე მაიმუნობას ) ბოლოს მივადექი ქულერის შურუფებს. რო ჩავაწვებოდი შურუფს იფრიზებოდა ზუსტად ისე როგორც მანამდე სანამ დავუწყებდი ჩალიჩს. ავდექი და ოდნავ მოვუშვი შურუფები. 5-6 დატრიალება თითო შურუფზე მარცხნივ და მერე პრობლემა აღარ ჰქონია. არის შანსი რო აქ რამე გამომრჩა და თუ რამე კითხვა გექნება დაწერე და თუ შევძლებ დაგეხმარები წარმატებები
-
ps. ამ ტოპიკის გახსნისას და ზოგადად იმ დროს როცა ისევ ის ძველი სისტემა მქონდა ყველაფერი ვცადე ყველანაირი თრიქი და მაიმუნობა რაც კი ვნახე. გუშინ რაღაცას ვტესტავდი pci lane ებზე და მომიწია პროცესორის ამოღება ძველი სისტემიდან. არვიცი როგორ გამომეპარა ან როგორ ვერ შევამჩნიე მარა 7-8 პინი კარგად საკაიფოდ იყო მიღუნული გავასწორე ფრთხილად და ჩაირთო. პრობლემა ისევ ჰქონდა რაც ვფიქრობ მოსფეტია ან VRM ხურდება. მოკლედ გადასაგდებიიყო ისედაც და მოვისროლე.
-
მაგაზე ვიფიქრე ისე. ძველია ძაან ეს კარტა უკვე და win 11 ზე ამის დრაივერები ხოარ უბერავსთქო მარა არვიცი... დღეს მესამედ დავაყენე ახლიდან ყველაფერი როვერ გავარკვიე რისი ბრალიიყო.
-
პრობლემა ჩემს ჩემთხვევაში ის არის რო მთლიანად შევცვალე ყველაფერი. ცპუ რამები პლატა კვება საერთოდ ყველაფერი. ერთადერთი დავტოვე ვიდეოკარტა. იმ ძველ სტალინის დროის სისტემაზე უკეთესი პერფორმანსი მქოდნა თამაშებში (რათქმაუნდა რომელსაც ქაჩავდა) ეხლა ავაწყე ეს ახალი სისტემა და იგივე თამაშებში 20ფპს ლაგები ინფუთ დილეი და რავიცი ყველაფერი საზიზღრობა მაქვს ერთადერთი აი რაშიც ეს ყველაფერი წამადგა არის counter strike 2. სადღაც 120 კადრამდე დაბუსტა და მაგრად გარბილდა გეიმფლეი. სმოუქებში აღარ აქ დროპები და ა.შ მოკლედ არვიცი. ან ვიდეობარათს ვიყიდი ახლო მომავალში ან მომიწევს სულ ქაუნთერის ყომარი.
-
ახალ სისტემაზე დავაყენე win 11 და ამაზე საზიზღრობა არაფერი მინახავს ერთადერთი პლიუსი ის მომცა რო cs2-ში ფპს დამიბუსტა საკაიფოდ. სხვა თამაშებში ყველგან დამიგდო ფპს ამას გარდა UI ძალიან ნელია და ფრიზებიაქ...
-
ესაც ძალიან მაგრად მომეწონა. მოეწონება ვისაც დროში მოგზაურობა sci fi და ფანტასტიკა უყვარს. სახელი: 12 Monkeys წელი: 2015 IMDB: 7,7/10 ჟანრი:დეტექტივი, დრამა, თრილერი, სათავგადასავლო, ფანტასტიკა მოკლე აღწერა: მომავალი, 2043 წელი, სადაც ვირუსის მიერ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი განადგურებულია. სერიალის მთავარი გმირს, კოლინს დროის მანქანის საშუალებით წარსულში აგზავნიან, სადაც მან უნდა მოახერხოს და ადამიანთა რასის გადარჩენის გზა იპოვოს. მოკლე აღწერა ბევრს არ ამბობს მაგრამ ეს სერიალი არის ერთერთი საუკეთესო რაც მინახავს დროში მოგზაურობის ჟანრში. ყველა მოვლენა ისე იდეალურად არის აწყობილი და ისტორიაც ისე ღრმად და დეტალურად მიდის რო შანსი არ არის არ მოგეწონოს. სულ აქვს 4 სეზონი. დიდი რეკომენდაცია ჩემგან. ინგლისურად : https://ww4.123moviesfree.net/season/12-monkeys-season-1-1623/ ქართულად: https://mykadri.tv/3849-12-maimuni-sezoni-1-12-monkeys-season-1.html პს. ქართულად ყურებისას ყურადღებით იყავით ეპიზოდებთან. როგორც მახსოვს არეულია ზოგი ეპიზოდი მაგალითად მეოთხე მეხუთეს მაგივრად და ა.შ მსმენია კარგიაო მარა ვერაფრით ვერ მოვაბი თავი კოსმოსის ატმოსფეროს სერიალის ფორმატში. კინო კიდე ხო მარა სერიალი არვიცი... საჩემო არ არის
-
არვიცი ეს ტოპიკი რამდენად აქტიურია მაგრამ ამას ვურჩევდი იმ აუდიენციას ვისაც sci-fi დისტოპიური დრამები უყვართ. სერიალის სახელი: Silo წელი: 2023 IMDb: 8.4/10 მოკლე აღწერა: მოვლენები ვითარდება განადგურებულ და ტოქსიკურ, ანტიუტოპიურ მომავალში, სადაც გადარჩენილი ადამიანები გიგანტურ მიწისქვეშა ბუნკერში ცხოვრობენ და მიჰყვებიან მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც მათ დასაცავად ჰგონიათ შექმნილი. თუმცა, არავინ იცის როდის და რატომ აშენდა ბუნკერი. ახალგაზრდა ინჟინერი, სახელად ჯულიეტა ეძებს პასუხებს საყვარელი ადამიანის მკვლელობაზე და აწყდება საიდუმლოს, რომელიც ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე წარმოიდგენდა. საკაიფო სერიალია. ჯერჯერობით 2 სეზონია. (მეორე სეზონის მეოთხე ეპიზოდია ჯერ გამოსული) მოკლედ ისეთი სერიალია აი ღამით რო უნდა ჩაუჯდე და უყურო. დაგაფიქრებს 1 რამეზე, რაღაც დროის მერე იტყვი აჰა მივხვდი რაც ხდებაო და მერე პლოტი ვაფშე სხვაგან წავა უფასოდ ყურებას შეძლებთ აქ ინგლისურად: https://ww4.123moviesfree.net/season/silo-season-1-1630855141/ ქართულად მაიკადრიზე და ge movie ზეც დევს.
-
- 223 replies
-
- 223 replies
-
თუ ამ პოსტის პირველ გვერდზე მითითებული ლინკიდან ჩამოტვირთე აგერ ამ ტიპის portable ვერსია არის ეგ. steam_settings ის პაპკაში იქნება ეს ინი ფაილი და იქედან იცვლებაო წერს.
- 223 replies
-
შევიძინე კომბო უკვე ჩვენი ფორუმელისგან ახლა ქულერს და კვებას ველოდები და რამდენიმე წელი დამასვენებს იმედია i5-12400f msi pro z790-p და 32გბ ram ენის შეცვლა შეიძლება configs.user.ini დან.
- 223 replies
-
ძველ სიმულატორებს ნადირობას ფორზას და ასეთ თამაშებს. thehunter classic, thehunter call of the wild, spintires, spintires mudrunner, forza horizon 4, russian fishing 4, elden ring, და no man's sky. ძირითადად ამ თამაშებს ვთამაშობ counter strike 2 დამავიწყდა მარა მაგას თუ თამაში ქვია რავიცი რამდენიმე კაცი სმოუქში რო გასპამავს პირჯვარს ვიწერ fps 40 ზე ჩამოდის ისე 80-120 საშუალოდ.
- 223 replies
-
კი ეგრეა. და პრობლემა ის არის რო ონლაინში ძველი ვერსიით თამაშობ უპრობლემოდ მარა მარტო იმ ხალხთან ვინც იგივე ძველ ვერსიაზეა უმეტესობას მამენტ ნაყიდიაქ თამაში და ასწორებს განახლებული როგაქ მაინც პლიუს ამას ბაზის კომპიუტერს ვერ ანახლებ ძველი ვერსიიდან სანამ უახლესი ვერსიიდან არ შეხვალ = შენს ბაზას ვერ ხედავს ვერავინ
- 223 replies
-
ფორზას ვთამაშობ ონლაინში დაკრაკულს კაპიკი არ გადამიხდია მაგას გეუბნები მთელი მუღამი არის ის რო თუ თამაში microsoft store ან ეპიკ გეიმსზეა ბევრი ონლაინ კრეკია. ოფიციალურ სერვერზე ვთამაშობ ჩვეულებრივად სხვებთან ვისაც ნაყიდიაქ თამაში. no mans sky ც იგივენაირად. კრეკს ვიწერ ონლაინ ვთამაშობ ოფიციალურ სერვერებზე და რამერუმე. მარა პრობლემა ის არის რო დეველოპერები ძალიან ხშირად ანახლებენ ხანდახან კვირაში ორჯერ ხან ერთხელ და ბევრჯერ გიწევს ძებნა პატჩების გადმოწერა და დაყენება
- 223 replies
