გამარჯობათ.
მოკლედ ერთი უცნაური შემთხვევა მაქვს და რისი ბრალია იქნებ იცოდეთ ვინმემ
ესე იგი საუბარი მაქვს რაც მიწერია იმ სისტემურ ბლოკზე, ჩართვისას გამოსახულება არ გამოაქვს, როცა დავქოქავ 7-8 წამის (ან ზოგჯერ 1-2 წუთის) შემდეგ ქეისში რაღაც იწყებს წუილს რამდენიმე წამით და მერე ჩუმდება, გამოსახულება ამ წუილის შემდეგ ხან გამოაქ ხან არ (როცა გამოსახულება მაქ ზოგჯერ მაშინაც იწყებს წუილს), შემდეგ როცა გამოსახულება არ გამოაქ ღილაკიდან ვარესტარტებ და ზოგჯერ შველის, თუმცა მქონია ისეთი შემთხვევაც, როცა მთლიანადაც მომიწია სისტემის რამდენჯერმე ღილაკიდან გათიშვა და გამოსახულება ამის შემდეგ გამოუტანია.
ეს წუილი და გამოსახულების არ გამოტანის პრობლემაც როგორც შევამჩნიე ერთდროულად დაეწყო, სულ რაღაც რამდენიმე დღეა და ვინმემ ხომ არ იცით რა შეიძლება იყოს პრობლემა?