Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. ვიდეო ბარათი GeForce RTX 4070 Ti არ არის ხელმისაწვდომი NVIDIA Founders Edition (FE) ვერსიაში. მისი რეალიზაცია დაეკისრა კომპანია NVIDIA-ს პარტნიორებს, რომლებიც თავიანთი წარმოების ვიდეო ბარათებს უშვებენ. უმცროსი მოდელი GeForce RTX 4070 კი წარმოდგენილი იქნება NVIDIA-ს საფირმო წარმოებით - GeForce RTX 4070 Founders Edition განსახილველად გადაეცა პროფილურ საინფორმაციო რესურსებსა და ტექნობლოგერებს. ფოტოს წყარო: VideoCardz ეტალონური ბარათი ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც ადრეული ცნობების მიხედვით. ვიდეო ბარათი ორსლოტიანია. იგი შედარებით კომპაქტურია GeForce RTX 4080 FE მოდელთან შედარებით და ზომით დაახლოებით GeForce RTX 3070 FE-ს მსგავსია. NVIDIA-ს წარმოებულ ბარათს აქვს 12+4-პინიანი 12VHPWR კვების კონექტორი. ამავე დროს, ბევრი კომპანია უშვებს ამაჩქარებლის არაეტალონურ ვერსიებს, რომლებიც სტანდარტული 8-პინიანი კონექტორებითაა წარმოდგენილი. ფოტოს წყარო: Twitter / David Giannis GeForce RTX 4070 FE-ს საფუძვლად გამოყენებულია მეტად კომპაქტური, V-ს ფორმის PCB. შედეგად, გაგრილების სისტემის მეორე ქულერი, რომელიც ამაჩქარებლის უკანა მხარესაა განთავსებული, აგრილებს მხოლოდ რადიატორს. ვიდეო კონექტორების ნაკრები მოიცავს ერთ HDMI 2.1-სა და სამ DisplayPort 1.4-ს. ფოტოს წყარო: Twitter / David Giannis GeForce RTX 4070 13 აპრილიდან უნდა გაიყიდოს, მისი სარეკომენდაციო ფასი 599 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/2kku58tf
  2. გავრცელდა სმარტფონ Google Pixel 7a-ს ფოტოები, რომლის წარდგენა, როგორც მოსალოდნელია, შედგება კონფერენცია Google I/O 2023-ზე 10 მაისიდან. ვებ-გვერდ mysmartprice.com-ისა და ავტორიტეტულ ინსაიდერ Steve Hemmerstoffer-ის მიერ (ცნობილია ფსევდონიმით Onleaks) გამოქვეყნებული რენდერების შედეგად ცნობილია სმარტფონის დიზაინი ყველა დეტალით, აგრეთვე მისი კორპუსის ფერის ვარიანტები. ფოტოს წყარო: GSMArena.com წარმოდგენილი ფოტოებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ Google Pixel 7a ხელმისაწვდომი იქნება მინიმუმ სამი ფერის ვარიანტში: ღია ცისფერი, თეთრი და შავი. შავი (Charcoal) ვარიანტი ოდნავ ღია ფერისაა, ვიდრე მისი წინამორბედები და უფრო ჰგავს მუქი ნაცრისფერს. მოსალოდნელია, რომ Google Pixel 7a დამყარებული იქნება საფირმო პროცესორ Tensor G2-ზე, რომლის დებიუტი შედგა Pixel 7 და Pixel 7 Pro მოდელებში. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ახალ სმარტფონს ექნება Samsung-ის წარმოების 6.1-დუიმიანი OLED-დისპლეი FHD+ გაფართოებითა და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. სმარტფონის ძირითად კამერაში შედის 64-მეგაპიქსელიანი Sony IMX787 სენსორი Pixel 6a მოდელში მოცემული Sony IMX363 სენსორისგან განსხვავებით, ასევე დამატებითი ფართოკუთხიანი სენსორი 12 მპ გაფართოებით. გარდა ამისა, ინსაიდერების მონაცემებით Pixel 7a-ს ექნება უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა, ერთი SIM ბარათის სლოტი ჰიდროიზოლაციით და USB-C პორტი დამუხტვისთვის. სმარტფონში დაყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android 13. https://tinyurl.com/3msc4csk
  3. Bloomberg Intelligence-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში უფროსი მაკროსტრატეგი მაიკ მაკგლოუნი ამტკიცებს, რომ BTC ქსელი არასოდეს ყოფილა ისეთი უსაფრთხო, როგორც დღეს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ Bitcoin-ის ჰეშრეითი წლის დასაწყისიდან 25%-ით გაიზარდა, რაც ქსელის მონაწილეების ყველა დროის უმაღლეს ნდობაზე მიუთითებს. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო უჭირს ვინმეს ქსელის კონტროლი ან ტრანზაქციებით მანიპულირება. თუმცა, Bitcoin-ის ჰეშრეითი არა მხოლოდ გაორმაგდა 2022 წლის ბაზრის დათვური ტრენდის განმავლობაში, არამედ აგრძელებს ზრდას, რაც აღსანიშნავია აშშ-ის მარეგულირებლების მიერ მაინერებზე პირდაპირი თავდასხმების მიუხედავად. მაკგლოუნმა აღნიშნა, რომ სანამ მარეგულირებლები და ცენტრალური ბანკები ცდილობენ აღადგინონ საზოგადოების ნდობა ტრადიციული საბანკო სისტემის მიმართ, მაინერების, ნოუდებისა და BTC-ის მომხმარებლების არმია ორგანულად იზრდება. იგი არ უარყოფს, რომ BTC-ის ფასი შესაძლოა დაზარალდეს აშშ-ის ეკონომიკაში ლიკვიდობის შემცირების შედეგად, რაც განპირობებულია ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის გამკაცრებით, თუმცა პროგნოზირებს, რომ ეს კრიპტოვალუტა საბოლოო ჯამში გაიყიდება ისევე, როგორც ოქრო ან გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციები. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში მაკგლოუნმა განაცხადა, რომ Bitcoin აღემატება ყველაზე სარისკო აქტივებს მისი მომწიფების გათვალისწინებით. https://tinyurl.com/f4bvu6aw
  4. 2022 წელს კომპანია Intel-მა შეინარჩუნა ნახევრადგამტარი ინდუსტრიის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის წოდება, თუმცა რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი TSMC ამერიკულ გიგანტს უმნიშვნელოდ ჩამორჩება. კვლევის ასეთი შედეგები მოიყვანეს Brand Finance-ის ანალიტიკოსებმა. 2022 წლის შეჯამებით ბრენდი Intel 10%-ით გაიაფდა 22.9 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო TSMC-ის ღირებულებას მოემატა 5% და შეადგინა 21.6 მლრდ აშშ დოლარი. მესამეა NVIDIA, რომელიც შეფასებულია 16.9 მლრდ აშშ დოლარად. ათეულში ასევე შევიდნენ SK hynix, Qualcomm, Broadcom, AMD, ASML, Micron და Texas Instruments. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ Intel-ის ბრენდი ორიენტირებულია სამომხმარებლო ბაზარზე - კომპანია აწვდის კომპონენტებს ლეპტოპებისა და დესკტოპებისთვის, თუმცა მას ასევე მყარი პოზიცია გააჩნია სერვერულ და ინდუსტრიულ სეგმენტებში. ამავე დროს, TSMC არის B2B ბრენდი, ტაივანური საკონტრაქტო მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს პროდუქტებს Apple-ის, AMD-ის, NVIDIA-სა და სხვა კომპანიებისთვის. ნახევრადგამტარ ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფი ზრდა 2022 წლის შეჯამებით დააფიქსირა ამერიკულმა ბრენდმა Broadcom-მა, რომლის ღირებულება მომენტალურად 29%-ით, 8.2 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით კომპანიის წარმატება განპირობებულია ქსელურ აღჭურვილობასა და მონაცემთა გადაცემისთვის განკუთვნილ კომპონენტებზე მოთხოვნის ზრდით. ზრდის ტემპით მეორე აღმოჩდა კვლავ ამერიკული Analog Devices - ბრენდის დებიუტი შედგა რეიტინგში, მისი ღირებულება 21%-ით, 1.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებლების წარმატების გასაღები არის ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება, წარმოების ეფექტურობაზე ზრუნვა და, რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათი პროდუქტებით, განაცხადა ალექს ჰაიმ, Brand Finance-ის შეფასების დირექტორმა. https://tinyurl.com/mrxa7f3f
  5. TrendForce-ის კვლევის მიხედვით გეიმინგ მონიტორების მიწოდება 2022 წელს შემცირდა მაღალი ინფლაციის გამო. გასულ წელს მოხდა მხოლოდ 19.8 მილიონი გეიმინგ დისპლეის მიწოდება, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ფოტოს წყარო: Jura/unsplash.com TrendForce-ის პროგნოზის თანახმად 2023 წელს მოთხოვნა უნდა აღდგეს. სავარაუდოდ მოცულობა გაიზრდება 20.8 მილიონ ერთეულამდე - წელიწადში 5%-მდე. ზრდის მთავარი მიზეზი შესაძლოა იყოს ბევრი ბრენდის მიერ 75-ჰერციანი მოდელების 100-ჰერციანი ვარიანტებით ჩანაცვლება, ჩინეთის მიერ კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნა გეიმინგ ინტერნეტ-კაფეების ინდუსტრიის აღდგენის მიზნით, აგრეთვე აზიური თამაშების ჩატარება მიმდინარე წელს. კიბერსპორტი აქ ერთ-ერთი სრულფასოვანი კატეგორია იქნება, რაც ხელს შეუწყობს მისი პოპულარობის ზრდას და, შესაბამისად, ზოგადად გეიმინგ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას. ფოტოს წყარო: TrendForce ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ VA LCD ტიპის პანელებს 2022 წელს ბაზრის უდიდესი წილი - 51% ეკავა, მეორე ადგილი ეკუთვნის IPS LCD მონიტორებს 43.4% წილით, მოძველებულ TN მატრიცებზე კი მოდის მხოლოდ 5%. უნდა აღინიშნოს, რომ პოპულარობა მოიპოვეს OLED-მონიტორებმა, თუმცა მათმა წილმა მხოლოდ 0.6% შეადგინა. მოსალოდნელია, რომ OLED-ეკრანების წილი მიმდინარე წელს ბაზარზე 1.6%-მდე გაიზრდება. ასევე შეიძლება გაიზარდოს IPS-ტექნოლოგიის წილი შესაბამის პროდუქტებზე ფასების შემცირების გამო. ფოტოს წყარო: TrendForce 2022 წელს გეიმინგ მონიტორების ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 51.9% ეკავა მოდელებს კადრის განახლების 165-დან 180 ჰერცამდე სიხშირით, 120-160-ჰერციანი მოდელების წილმა შეადგინა 32.5%, 200 ჰერცი და მეტის მქონე მოდელებმა - 11.7%. და ბოლოს, 100-ჰერციანი მონიტორების წილზე მოდიოდა 3.9%. ფოტოს წყარო: TrendForce როგორც ანალიტიკოსები ელიან, 100 და 165-180 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე მოდელების გაყიდვა 2023 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, აგრეთვე ბოლო ვარიანტები თანდათან შთანთქავენ 120-160-ჰერციანი მონიტორების საბაზრო წილს, რადგან მათ შორის ფასის სხვაობა არც ისე დიდია. და ბოლოს, 100-ჰერციანმა მონიტორებმა პრაქტიკულად მთლიანად უნდა ჩაანაცვლონ 75-ჰერციანი ვარიანტები. TrendForce მიიჩნევს, რომ 100-ჰერციანი მონიტორების საერთო წილი 2023 წელს გაიზრდება 5.1 %-ით 9%-მდე (ანგარიშში მითითებული ბაზრის წილი ეხება მხოლოდ გეიმინგ მოდელებს). https://tinyurl.com/5n6b85xy
  6. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა ტომ ემერმა გააკრიტიკა SEC-ის თავმჯდომარე გერი გენსლერის მიდგომა ციფრული აქტივების ზედამხედველობის შესახებ Unchained პოდკასტზე. „ჩემი აზრით, ეს ადამიანი არის არაკეთილსინდისიერი მარეგულირებელი. იგი ბრმად ავრცელებს აღსრულების მოქმედებებს კრიპტო საზოგადოებაში და საერთოდ არ აქვს მხედველობაში მართლაც ცუდი მოქმედი პირები“ - განაცხადა ემერმა. პოლიტიკოსმა მაგალითად მოიყვანა ამერიკული Bitcoin-ბირჟა Coinbase, რომელიც „აქტიურად ცდილობდა SEC-თან მუშაობას“, მაგრამ მარტში სააგენტოსგან შეტყობინება მიიღო გამოძიების შესახებ. ამის შემდეგ პლატფორმის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა მარეგულირებლის მიდგომას აშშ-ის ფინანსური სექტორისთვის დამღუპველი უწოდა ”ეს აშკარად არ არის ის, თუ როგორ უნდა ემსახუროს ხელისუფლება ამერიკელებს. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახლავთ მკაფიო სიგნალი ფართო კრიპტო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ემერმა. 2021 წლის აპრილში აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი გერი გენსლერის კანდიდატურა SEC-ის ხელმძღვანელის პოსტზე. შემდეგ მან დადებითად ისაუბრა ბლოკჩეინსა და Bitcoin-ზე და ამ უკანასკნელს "ცვლილების კატალიზატორი" უწოდა. გენსლერმა პირობა დადო, რომ დამტკიცების შემთხვევაში „ინოვაციების ხელშეწყობაზე“ იმუშავებდა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ემერმა SEC-ის ხელმძღვანელი გააკრიტიკა კრიპტო ინდუსტრიის არსათანადო ზედამხედველობის გამო, რამაც FTX-ის კრახი გამოიწვია. დეკემბერში ამერიკელმა კონგრესმენმა გაიმეორა გენსლერის კრიტიკა. ემერის თქმით, კომისიის თავმჯდომარემ კონგრესს უნდა მისცეს ჩვენება ციფრული აქტივების ბაზრის რეგულირებისადმი მის მიდგომასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/4ah4wcbw
  7. ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელი გეგმები ითვალისწინებს, რომ 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ახალი მსუბუქი ავტომობილების ნახევარი მხოლოდ ელექტროენერგიაზე უნდა მუშაობდეს. ზოგიერთი ცნობით, მოთხოვნების ახალი ვერსია დაისახავს უფრო აგრესიულ მიზანს, რომ ეს წილი 67%-მდე გაზარდოს 2032 წლისთვის. ფოტოს წყარო: Doug Mills, The New York Times ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით გვაცნობებს The New York Times. გასულ წელს აშშ-ის ტერიტორიაზე გაყიდული სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 5.8%-ს შეადგენდა ელექტრომობილები, ასე რომ მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ქვეყნის პირველად ავტობაზარზე საჭირო იქნება ელექტრომობილების თერთმეტჯერზე მეტად გაზრდა. ეს მეტად ამბიციური ამოცანაა, რომელიც მოითხოვს როგორც ბაზრის მონაწილეების, ისე სახელმწიფოს ძალისხმევის მობილიზებას. შეგახსენებთ, ევროპაში შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვა 2035 წლიდან აიკრძალება, ასე რომ აშშ ცდილობს არ ჩამორჩეს ტრანსპორტის „დეკარბონიზაციის“ ლიდერებს. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო EPA-ს ხელმძღვანელობა მომავალ ოთხშაბათს გამოსვლისას ამ სფეროში ახალ მიზნებს დასახავს. ფაქტობრივად, 2030 წლისთვის დასახული მიზნებიც კი უფრო აგრესიული გახდება, იმ დროისთვის აშშ-ში გაყიდული მსუბუქი მანქანების 54-60% ელექტრო წევას უნდა ეყრდნობოდეს, 2032 წლისთვის კი მაჩვენებელი 64-67%-მდე უნდა გაიზარდოს. შემოთავაზებულმა მოთხოვნებმა საჯარო განხილვის ფაზა უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაამტკიცებენ კანონმდებლები. მოახლოებული 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით ასეთმა კანონპროექტმა შესაძლოა დროული დამტკიცება ვერ მოიპოვოს. ფაქტობრივად, ახალი მოთხოვნების პროექტში პირობები დადგენილია არა ახალი მანქანების გაყიდვების სტრუქტურაში ელექტრომობილების რაოდენობრივი პროპორციის, არამედ მთლიანად ნახშირბადის ემისიების დონის საფუძველზე. სამიზნე მაჩვენებელი იმდენად მკაცრი იქნება, რომ 2032 წლისთვის ბაზრის მონაწილეებს მოუწევთ ელექტრომობილების წილის გაზრდა გაყიდვების სტრუქტურაში დაახლოებით 67%-მდე. თეორიულად, ახალი მოთხოვნები თანხვედრაშია კალიფორნიის შტატის ფედერალურ კანონებთან, რომელიც ცდილობს 2035 წლიდან აკრძალოს შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა. ამ მიმართულებით აშშ-ის ხელისუფლებას მოუწევს მრავალი ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაჭრა, დამტენი სადგურების ქსელის გაფართოებიდან დაწყებული - შრომის ბაზრის ტრანსფორმაციით დამთავრებული, რომელზეც საჭირო რაოდენობის ელექტრომობილების წარმოებისთვის საჭირო იქნება დაახლოებით ორჯერ ნაკლები მუშახელი, ვიდრე ამჟამად. ავტომწარმოებლებს ასევე მოუწევთ სერიოზულად გადააკეთონ თავიანთი ბიზნესი და მიწოდების ჯაჭვები, ასევე განახორციელონ პარტნიორებთან თანამშრომლობით საჭირო რაოდენობის ბატარეების წარმოების ლოკალიზება. https://tinyurl.com/79kewvkr
  8. პირველი კვარტლის დასრულებიდან საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ინდუსტრიის ანალიტიკოსებს დაეწყოთ ამ პერიოდის პირველადი შედეგების შეჯამება პერსონალური კომპიუტერების ბაზრის განვითარების თვალსაზრისით. IDC-ის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პირველ კვარტალში მიწოდებულ იქნა არაუმეტეს 56.9 მილიონი მზა კომპიუტერი და ლეპტოპი, რაც 29%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგთან შედარებით. ფაქტობრივად, კომპიუტერების ბაზარი ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე პანდემიამდე. ფოტოს წყარო: Dell Technologies IDC-ის ანალიტიკოსების ბოლო თეზისს ამყარებს 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარება, როდესაც მიწოდებულ იქნა 59.2 მილიონი კომპიუტერი, აგრეთვე შედარება 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან, როდესაც განხორციელდა 60.6 მილიონი პერსონალური კომპიუტერის მიწოდება. მიმდინარე წლის პირველი კვარტალი 56.9 მილიონი კომპიუტერით დამაიმედებლად არ გამოიყურება. IDC-ის წარმომადგენლების თქმით კომპიუტერების სეგმენტზე მოთხოვნაზე გავლენას ახდენს მზა პროდუქტების ჭარბი მარაგი და მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესება. როგორც IDC-ის სპეციალისტები აღნიშნავენ, თვეების განმავლობაში გარკვეული სასაწყობე მარაგების შემცირებაც კი არ აძლევს მათ საშუალებას დაუბრუნდნენ ნორმას, რომელიც იზომება პროდუქტის ოთხი ან ექვსი კვირის ვადაში გაყიდვით. მიუხედავად იმისა, რომ მოვაჭრეები და მომწოდებლები მზად არიან სერიოზულად შეამცირონ კომპიუტერების ფასები, გაზრდილი სასაწყობე მარაგების რისკი დარჩება არა მხოლოდ მიმდინარე წლის შუა რიცხვებამდე, არამედ პოტენციურად მესამე კვარტლის გარკვეულ პერიოდამდე. პროდუქციაზე ბაზრის მოთხოვნის კლება კომპანიებს საშუალებას აძლევს შეაჩერონ მიწოდების ჯაჭვების აღდგენა, რადგან ჩინეთის გარეთ მიგრაციის ტენდენცია იზრდება. მეორე მხრივ, წლის ბოლომდე ლიცენზიის მოსაკრებლების მოსალოდნელი ზრდა აიძულებს მწარმოებლებს გაზარდონ Google Chrome OS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე კომპიუტერების წარმოების მოცულობა. წლის მეორე ნახევარში, როგორც IDC-ს ელის, კომპიუტერებზე მოთხოვნა შესაძლოა დაუბრუნდეს ზრდას გარკვეული მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის არსებობის პირობებში, ასევე Windows 11-ზე გადასვლის აუცილებლობის გამო. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტების აზრით, 2024 წლისთვის ეს ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. ფოტოს წყარო: IDC პირველი კვარტლის შეჯამების თანახმად პერსონალური კომპიუტერების ბაზრის ლიდერად რჩება Lenovo 22.4%-იანი წილით, რომელიც წლის განმავლობაში ოდნავ შემცირდა. მეორე ადგილზეა HP Inc. 21.1%-ით, რომლის პოზიციები ოდნავ გამყარდა ამ პერიოდში. პირველი კომპანიის მიწოდების მოცულობა 30.3%-ით შემცირდა, მეორესი - 24.2%-ით. მესამე ადგილზეა Dell, რომლის წილი ასევე შემცირდა 17.1%-დან 16.7%-მდე, ასევე შემცირდა მის მიერ მიწოდებული პროდუქციის მოცულობა 31%-ით. მეოთხე ადგილზეა Apple, თუმცა მისი ჩამორჩენა ლიდერების სამეულთან მეტად დიდია - 7.2% წილის მქონე კომპანიის კომპიუტერების მიწოდების მოცულობა ყველაზე მეტად - 40.5%-ით შემცირდა გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. მეხუთე ადგილზეა ASUS 6.8%-იანი წილით და 3.9 მილიონი მიწოდებული კომპიუტერით. ამავდროულად, ტაივანური კომპანიის გაყიდვების მოცულობის შემცირება საერთო ტენდენციის ფარგლებში რჩება - 30.3%. კომპიუტერების ყველა სხვა მწარმოებელი იკავებს ბაზრის არაუმეტეს 25.9%-ს, მათი მიწოდების მოცულობა 26%-ით შემცირდა წლის განმავლობაში. გამოდის, რომ ყველა მსხვილი კომპანია, გარდა HP Inc.-ისა, უფრო მეტად განიცდიდა მოთხოვნის შემცირებას, ვიდრე ბაზრის ნაკლებად მნიშვნელოვანი მონაწილეები. https://tinyurl.com/mr3snpdd
  9. ოქროს ფასთან დაკავშირებული Stablecoin-ების საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ტოკენების ფასი ძირითადი აქტივის ღირებულებასთან ერთად იზრდება. მაისის ფიუჩერსები ოქროში 4 აპრილს გაიზარდა ნიუ-იორკის სასაქონლო სავაჭრო ბირჟაზე (COMEX) 1.91%-ით უნციაზე 2029.4 აშშ დოლარამდე. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის შემდეგ, ფასმა მომდევნო დღეს ზრდა განაგრძო. ამჟამად მისი ფასი COMEX-ზე 0.12%-ით გაიზარდა უნციაზე 2032 აშშ დოლარამდე. ოქროს ისტორიული მაქსიმალური ფასი - 2088 აშშ დოლარი უნციაზე სტანდარტული COMEX ფიუჩერსული კონტრაქტით დაფიქსირდა 2022 წლის 9 მარტს. ექსპერტების აზრით ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა საერთაშორისო ბაზარზე დოლარის შესუსტებისა და ინვესტორების გაურკვევლობის ფონზე გლობალური ეკონომიკის „ნათელ პერსპექტივებთან“ დაკავშირებით. ორი უმსხვილესი „ოქროს“ Stablecoin - ესენია ამერიკული fintech-კომპანია Paxos Trust-ის PAX Gold და Tether-ის Tether Gold (XAUT). CoinGecko-ს მონაცემებით 5 აპრილს PAXG-ს კაპიტალიზაცია 523 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, XAUT-ის - 499 მლნ აშშ დოლარამდე. 4 აპრილს ეს მაჩვენებლები იყო 509 და 488 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად. დღე-ღამის განმავლობაში PAXG-ის ღირებულება გაიზარდა 2%-ით 2035.50 აშშ დოლარამდე, XAUT-ის კურსი გაიზარდა 2.1%-ით 2033.46 აშშ დოლარამდე. ბოლო 30 დღის განმავლობაში Tether Gold-ის ფასი გაიზარდა 9.2%-ით, PAX Gold-ის კი - 104%-ით. https://tinyurl.com/4zd2spds
  10. დასავლეთ ევროპაში კომპიუტერების გაყიდვების მოცულობა, დესკტოპების, ლეპტოპების და სამუშაო სადგურების ჩათვლით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში 38%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 10.7 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა. როგორც სააგენტო Canalys აცხადებს, საანგარიშო პერიოდში ყველაზე ცუდი შედეგი ლეპტოპებმა დააფიქსირა. ფოტოს წყარო: Canalys სააგენტოს მონაცემებით გაიყიდა 8.6 მილიონი ლეპტოპი - 40%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით. დესკტოპ კომპიუტერების გაყიდვები შემცირდა 29%-ით 2.1 მილიონ ერთეულამდე. გარდა ამისა, საერთო ვარდნა აისახა პლანშეტების მიწოდებაზეც - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიყიდა 17.7%-ით ნაკლები - 6.6 მილიონი ეგზემპლარი. ჯამში 2022 წელს პერსონალური კომპიუტერებისა და პლანშეტების მიწოდების მოცულობა შემცირდა 21% და 18%-ით, შესაბამისად, ვარდნა გაგრძელდება თითქმის მთელი 2023 წელი, ზრდა კი მოსალოდნელია მხოლოდ მეოთხე კვარტალში. Canalys-ის წარმომადგენლის თქმით, დიდი ფასდაკლებების მიუხედავად, სამომხმარებლო კომპიუტერების მიწოდების მოცულობა დასავლეთ ევროპაში მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით 27%-ით შემცირდა. სადღესასწაულო სეზონზე კლება განპირობებულია როგორც მოთხოვნაზე ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის გავლენით, ასევე საწყობებში ჭარბი მარაგის დაგროვებით. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიის დაწყებისას კომპიუტერების ბაზარი დასავლეთ ევროპაში მეტისმეტად გაჯერდა, ზედიზედ რვა კვარტლის განმავლობაში მიწოდების მოცულობა იყო უფრო მაღალი 2019 წლის საახალწლო კვარტალთან შედარებით. იმავე დროს კორპორატიულ ბაზარზე იყო კლება, რადგან ევროკავშირის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდა, ამასთან ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. IT-ზე ეკონომია აისახა კორპორატიულ გაყიდვებზე, რამაც აღდგენა COVID-19-თან დაკავშირებული სანიტარული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიწყო. Canalys როგორც აცხადებს, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რადგან პერსონალური კომპიუტერების გაყიდვამ უკვე მიაღწია ფსკერს და სიტუაცია გამოსწორდება 2022 წლის დასასრულთან შედარებით. მცირდება სასაწყობე მარაგები, რაც გზას უხსნის ახალ მიწოდებას ახლო მომავალში მოთხოვნის აღდგენასთან დაკავშირებით. ექსპერტების აზრით 2024 წელს ბაზრის აღდგენა დაჩქარდება შეჩერებული მოთხოვნისა და ბიზნეს მომხმარებლებში ასეთი პროდუქტების მიმართ ინტერესის აღდგენის გამო Windows 11-ის ფართო გამოყენების ფონზე. როგორც Canalys ელოდება, მიწოდება დასავლეთ ევროპაში 2023 წელს კიდევ 7%-ით შემცირდება, 2024 წელს კი 12%-ით გაიზრდება. პლანშეტების ბაზარზე სიტუაცია უარესი იქნება, რადგან მიმდინარე წელს მოსალოდნელია 10%-იანი ვარდნა, მომავალ წელს კი ბაზრის ზრდა მხოლოდ 4%-ით. ფოტოს წყარო: Canalys ცნობილია, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში ლიდერების ხუთეულიდან ყველა ვენდორმა ნაკლები პერსონალური კომპიუტერი მიაწოდა დასავლეთ ევროპას, ვიდრე მესამე კვარტალში. კომპიუტერების უმსხვილეს მომწოდებლებად რჩებიან Lenovo და HP (პირველი და მეორე ადგილი მიწოდების მოცულობის მხრივ), რომლებმაც დააფიქსირეს 35% და 43% კლება, შესაბამისად. რეიტინგში მესამე ადგილზეა Dell 42.4%-იანი კლებით, მეოთხეზე - Apple 22.8% კლებით, მეხუთეზე - ASUS 24.9%-იანი ვარდნით. Canalys აღნიშნავს, რომ ცხრილებში მოცემული მონაცემები შეიძლება არ იყოს 100%-ის ტოლი ინდივიდუალური მაჩვენებლების დამრგვალების გამო. პლანშეტებს რაც შეეხება, მეოთხე კვარტალში მეათე თაობის iPad-ის გამოშვებამ Apple-ს საშუალება მისცა პირველი ადგილი შეენარჩუნებინა დასავლეთ ევროპის ბაზარზე, გაყიდვები დარჩა 2022 წლის მეოთხე კვარტლის დონეზე. წლის შეჯამებით მიწოდების მოცულობა მაინც 16%-ით შემცირდა. მეორე ადგილი დაიკავა კომპანია Samsung-მა - იგი გახლავთ ერთადერთი ვენდორი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში ზრდა დააფიქსირა. Lenovo-ს მიწოდების მოცულობა მეოთხე კვარტალში წლების შედარებით 62%-ით შემცირდა, რის გამოც კომპანიამ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და ადგილი Amazon-ს დაუთმო. მეხუთე ადგილზეა Huawei მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების მოცულობა 66%-ით შემცირდა. https://tinyurl.com/5ec8e6cs
  11. ტაივანურმა ჩიპების საკონტრაქტო მწარმოებელმა TSMC-იმ კომპანია Intel-ისგან რამდენიმე მსხვილი შეკვეთა მიიღო ორი სამომავლო თაობის - Battlemage-ისა და Celestial-ის ვიდეო ბარათების გრაფიკული პროცესორების წარმოებისთვის. ამის შესახებ განაცხადა გამომცემლობა Commercial Times-მა. ფოტოს წყარო: Intel კოდური დასახელება Battlemage-ის მქონე, Intel Arc გრაფიკის მეორე თაობაში გამოყენებული იქნება GPU-ების წარმოების 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. ინდუსტრიის ინსაიდერების მონაცემებით TSMC და Intel ემზადებიან Xe2 GPU-ების წარმოების 2024 წლის მეორე ნახევარში დაწყებისთვის. ამავე წყაროების მიხედვით Xe3 არქიტექტურაზე დამყარებული მესამე თაობის გრაფიკა Arc Celestial-ის წარმოება TSMC N3X (3-ნანომეტრიანი) ტექნოპროცესით განხორციელდება. ფოტოს წყარო: Commercial Times გრაფიკული განყოფილების ხელმძღვანელ რაჯა კოდურის წასვლის მიუხედავად კომპანია გეგმავს განაგრძოს დისკრეტული გეიმინგ გრაფიკის ბიზნესის განვითარება. Commercial Times-ის თანახმად Intel დიდ მოთხოვნას ხედავს გრაფიკულ ბარათებზე გეიმერებისა და ბიზნესის მხრიდან. ინსაიდერების ინფორმაციით Arc Alchemist + ვიდეო ბარათების განახლებულ მოდელებს Intel 2023 წლის ბოლოს გამოუშვებს. https://tinyurl.com/3afpekr4
  12. აშშ-ში მარეგულირებელი მოსაზრებები აიძულებს ადგილობრივ კრიპტო კომპანიებს - დატოვონ ქვეყანა და სათაო ოფისები სხვა იურისდიქციებში გახსნან. ამის შესახებ Goldman Sachs-ის ყოფილმა ტოპ მენეჯერმა და მაკროინვესტორმა რაულ პალმა განაცხადა. ექსპერტმა მაგალითად მოიყვანა ბანკები, რომლებმაც წარსულში ნიუ-იორკი ლონდონით ჩაანაცვლეს უფრო მსუბუქი ზედამხედველობის გამო. „დიდი ბრიტანეთი გადამწყვეტ განცხადებებს აკეთებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ისევე, როგორც ევროკავშირი. თუნდაც საფრანგეთი […]. ასეა შვეიცარია, სინგაპური, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჰონგ კონგი. ეს არის ქვეყნების ჯგუფი, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სავალუტო ბაზარი. იქ ყველაფერი არსებობს, დერივატივების ბაზრების ჩათვლით[…] კაიმანის კუნძულები არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს ოფშორული საფინანსო ბაზრები“, - განაცხადა სპეციალისტმა. პალს ეჭვი ეპარება, რომ აშშ შეძლებს კომპანიების „გადაადგილების“ შეკავებას. „აშშ-მ მარცხი განიცადა. დიდი ბრიტანეთი უკან მოგვიტოვებს. ისინი ხედავენ შესაძლებლობებს და იციან წესები. ლონდონი ბრძოლისთვის მზადაა“ - აღნიშნა ექსპერტმა. მისი თქმით, Coinbase და Circle შეიძლება იყვნენ პირველი, რომელთაც გაყვებიან სხვა ამერიკული კომპანიები. მიმდინარემიმდინარე წლის მარტში Circle-მა საფრანგეთში განაცხადი შეიტანა ადგილობრივი ლიცენზიების მიღებისთვის, როგორც ციფრული აქტივების სერვისის პროვაიდერმა და ელექტრონული ფულის დაწესებულებამ. კომპანიის სტრატეგიისა და ევროპის მარეგულირებელი პოლიტიკის დირექტორმა პატრიკ ჰანსენმა ივარაუდა, რომ მსხვილი ევროპული ბანკები ციფრული აქტივების სერვისებს განავითარებენ კანონპროექტ MiCA-ს მიღებიდან 48 თვის განმავლობაში. ასევე მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Coinbase სწავლობდა ახალი სავაჭრო პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას შეერთებული შტატების იურისდიქციის გარეთ. Bitcoin-ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა SEC-ის პოლიტიკას აშშ-ის ფინანსური სექტორისთვის დამღუპველი უწოდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა Gemini-ის გეგმების შესახებ, რომ აამოქმედებს დერივატივების პლატფორმას, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე იქნება ორიენტირებული. ახალი სერვისის რეგისტრაცია შტატებს გარეთაა მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ Bittrex-მა გამოაცხადა შეერთებულ შტატებში საქმიანობის შეზღუდვის შესახებ „მარეგულირებელი გაურკვევლობის“ გამო. https://tinyurl.com/43phmzkn
  13. ონლაინ წყაროების ინფორმაციით იაპონური კომპანია Sony აპირებს ახალი პორტატული მოწყობილობის გამოშვებას. საუბარია გეიმინგ კონსოლზე, რომელიც მუშავდება კოდური სახელით Q Lite და რომლის გამოყენებისთვის PlayStation 5 იქნება საჭირო. მოსალოდნელია, რომ ეს ახალი პროდუქტი ბაზარზე PlayStation 5 Pro-ზე ადრე გამოვა. ფოტოს წყარო: Insider Gaming მიიჩნევა, რომ Q Lite გახდება PlayStation Portable-ისა (PSP) და PlayStation Vita-ს (PS Vita) მემკვიდრე. მოწყობილობა ვიზუალურად წააგავს PlayStation 5-ის უსადენო კონტროლერ DualSense-ს, თუმცა აქვს 8-დუიმიანი LCD-დისპლეი. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია მართვის სტანდარტული ელემენტები ჯოისტიკებისა და ღილაკების ჩათვლით, აგრეთვე დინამიკები და კონექტორი ჰედსეტთან დაკავშირებისთვის. Q Lite არ იქნება მოწყობილობა ქლაუდიდან თამაშების სტიმინგისთვის. თუმცა მისი გამოყენებით PlayStation 5 გახდება Remote Play-ს განუყოფელი ნაწილი, რადგანაც Q Lite-ის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ გამოიყენონ PlayStation 5-ის თამაშები, როდესაც სახლში არსებული კონსოლიდან მოშორებით იმყოფებიან. ამჟამად უცნობია, რამდენად მაღალი წარმადობის იქნება Sony-ს პორტატული კონსოლი. თუ Q Lite შესაფერისია მხოლოდ Remote Play-ის მეშვეობით სათამაშოდ, მაშინ მოწყობილობა კლასიფიცირდება, როგორც დამატებითი გაჯეტი PlayStation 5-ისთვის და არა როგორც დამოუკიდებელი მობილური კონსოლი. ითვლება, რომ Q Lite უზრუნველყოფს 1080p ვიდეო ფორმატის სტრიმინგ გადაცემას 60 კადრი/წამში სიჩქარით, აგრეთვე საჭირო იქნება მისი მუდმივი კავშირი ინტერნეტთან. https://tinyurl.com/a7pu3v32
  14. კომპანია Samsung-მა განაცხადა გრძელვადიანი შეთანხმებისთვის ხელის მოწერის შესახებ, რომელიც AMD-სთან თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს. ახლა AMD Radeon გრაფიკული ამაჩქარებლები ინტეგრირებული იქნება ერთკრისტალიან პლატფორმა Samsung Exynos-ის მოდელების უმეტესობაში. კომპანია აცხადებს, რომ მუშაობს ძალიან დაბალი ენერგომოხმარების მქონე „კონსოლის დონის“ გრაფიკულ პროდუქტზე, რაც ოპტიმალურია ბატარეის ენერგიის დაზოგვისთვის. ფოტოს წყარო: Samsung 2021 წლის ბოლოს Samsung-მა პირველად დააანონსა AMD-სთან პარტნიორობა, რომლის ფარგლებში უნდა გამოსულიყო Radeon სერიის GPU-ის მქონე, სამხრეთკორეული კომპანიის პირველი ჩიპი. 2022 წლის დასაწყისში კომპანიამ წარადგინა პლატფორმა Exynos 2200, რომელშც წარმოდგენილი იყო GPU Xclipse 920 არქიტექტურა RDNA2-ის ბაზაზე. კერძოდ, ჩიპსეტი გამოყენებულ იყო ფლაგმანურ Galaxy S22, Galaxy S22+ და Galaxy S22 Ultra სმარტფონებში. თუმცა მოდელები მაინც ჩამორჩებოდნენ ეფექტურობით Adreno 730 GPU-ის მქონე Qualcomm Snapdragon 8 Gen 1 ვარიანტებს. მაგრამ პარტნიორმა კომპანიებმა, როგორც ჩანს, იპოვეს გზა ოპტიმიზაციისთვის მომავალ Exynos-ში. ვრცელდებოდა ცნობები, რომ AMD Radeon გრაფიკული ამაჩქარებელი ბრენდით Xclipse გამოჩნდებოდა Samsung-ის უფრო ხელმისაწვდომი მოდელების მობილურ ჩიპებში - Galaxy A, F და M სერიის სმარტფონებში, აგრეთვე Galaxy Tab სერიის ხელმისაწვდომ პლანშეტებში. განცხადება ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ Samsung კვლავ აპირებს მუშაობას საკუთარი ჩიპსეტების წარმოებაზე. Samsung-ის წარმომადგენლის თქმით კომპანია AMD-სთან ერთად ახდენს რევოლუციას მობილური გრაფიკისადმი მიდგომაში, მათ შორის პირველად მობილური GPU-ში რეიტრეისინგის დანერგვით. ძალიან დაბალი ენერგომოხმარების ტექნოლოგიების შექმნის გამოცდილებაზე დაყრდნობით კომპანიები გააგრძელებენ ინოვაციების შემუშავებას მობილური გრაფიკული გადაწყვეტილებების სფეროში. https://tinyurl.com/yc3xhjfx
  15. რიგ ინსტრუმენტებზე საკომისიო ვაჭრობის შეწყვეტამ და CFTC-ის სარჩელმა პირველ კვარტალში ხელი შეუწყო Binance-ის წილის შემცირებას სპოტ ბაზარზე 70%-დან 54%-მდე. ამ დასკვნამდე მივიდნენ Kaiko-ს ანალიტიკოსები. ექსპერტების მიერ გაანალიზებული 17 პლატფორმიდან Upbit Exchange-მა მოახერხა საგრძნობლად გაეძლიერებინა საბაზრო პოზიციები. ეს გამოწვეულია სამხრეთ კორეიდან საცალო მოვაჭრეების მაღალი აქტივობით XRP-თან წყვილებში Ripple-ის წინააღმდეგ SEC სარჩელის ხელსაყრელი შედეგის მოლოდინში. წყარო: Kaiko ამერიკული პლატფორმების კონტექსტში ექსპერტებმა დააფიქსირეს Coinbase-ის წილის შემცირება 60%-დან 49%-მდე. მარეგულირებელი ზეწოლის მიუხედავად Binance.US-ის მაჩვენებელი სამჯერ - 8%-დან 24%-მდე გაიზარდა. წყარო: Kaiko პირველ კვარტალში ციფრული აქტივების ფასის აღმასვლამ არ გამოიწვია კრიპტოდერივატივების ბაზრის გამოცოცხლება. Bitcoin-ის ღია ინტერესის მოცულობა (OI) 20%-ით შემცირდა 211 000 BTC-მდე. მნიშვნელოვნად შემცირდა OKX-ისა და Bybit-ის ინდიკატორები - 54% და 35%-ით, შესაბამისად. Binance-ის OI-მ დააფიქსირა რყევები 130 000 BTC ნიშნულის სიახლოვეს. Ethereum-ისთვის სამი აღნიშნული პლატფორმის ინდიკატორის კლებამ 30%-ს გადააჭარბა. Binance-ის მთლიანი საბაზრო წილი უვადო კონტრაქტების ბაზარზე 2%-ით შემცირდა. ”უმსხვილესი CEX-ის პოზიციების შემცირების უმეტესი ნაწილი გამოწვეულია მხოლოდ ნულოვანი საკომისიოს სპოტ ვაჭრობის შეწყვეტით და არა FUD-ის სარჩელის გამო,” - ხაზგასმით აღნიშნეს სპეციალისტებმა. FTX-ის კოლაფსის მთავარი ბენეფიციარები იყვნენ Binance და OKX. პირველი მათგანის ბაზრის წილი 50%-დან 65%-მდე გაიზარდა, მეორესი - 10%-დან 17%-მდე. Huobi-ს, BitMex-ისა და Deribit-ის მაჩვენებლები შემცირდა. Bottom of Form წყარო: Kaiko. სპეციალისტებმა მიუთითეს ლიკვიდურობის შემცირებაზე Bitcoin-სა და Ethereum-ის წყვილებში აშშ დოლარისა და USDT-ის საპირისპიროდ. ტენდენცია ჩამოყალიბდა FTX-ისა და Alameda Research-ის კრახის შემდეგ. მარტის შუა რიცხვებში ბაზრის სიღრმე (შეკვეთების რაოდენობა საშუალო ფასის 2%-ის ფარგლებში) დაეცა 2022 წლის მაისის მაჩვენებლამდე. Bitcoin-ში მაჩვენებელი 50%-ით შემცირდა, Ethereum-ში - 41%-ით. ანალიტიკოსებმა ეს ახსნეს Binance-ზე პირველ კრიპტოვალუტასთან წყვილებში საკომისიოს გარეშე ვაჭრობის შეწყვეტით. წყარო: Kaiko. Bitcoin-ისა და ოქროს კორელაციამ მიაღწია მრავალწლიან მაქსიმუმს, დაახლოებით 50%-ს. პირველი კრიპტოვალუტის ფასის S&P 500 ინდექსთან ურთიერთკავშირი სამჯერ შემცირდა. წყარო: Kaiko. შეგახსენებთ, რომ CFTC-ის სარჩელს Binance-ის წინააღმდეგ არ მოჰყოლია მომხმარებლების მნიშვნელოვანი გადინება პლატფორმიდან და არ შეურყევია ინვესტორების ნდობა პირველი კრიპტოვალუტის მიმართ Glassnode-ის ანალიტიკოსების აზრით. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში ანალიტიკური კომპანია Messari-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რაიან სელკისმა ივარაუდა Bitcoin-ის კურსის 100 000 აშშ დოლარამდე ზრდა 12 თვის განმავლობაში. CNBC-ის გამოკითხვის თანახმად ანალოგიური აზრი გამოთქვა ინდუსტრიის ბევრმა ექსპერტმა. https://tinyurl.com/bdh76cm9
  16. Brad Starkey, Unsplash GeForce RTX 4070-ის გაყიდვების მოსალოდნელ დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. ინსაიდერებმა უკვე გააზიარეს ვიდეო ბარათის მახასიათებლების დიდი ნაწილი, რომელსაც NVIDIA წარმოგვიდგენს RTX 3070 Ti-ზე მაღალი წარმადობის ვარიანტად იმავე ფასში. Geekbench-ამდე გამოჩნდა RTX 4070-ის ტესტი OpenCL ბენჩმარკზე, აცხადებს Wccftech. რეალურად, ვიდეო ბარათი მართლაც მნიშვნელოვნად სწრაფია წინა სერიის მოდელთან შედარებით, თუმცა გაცილებით ნელი, ვიდრე RTX 4070 Ti. ვიდეო ბარათის პირველმა შედეგმა შეადგინა 177594 ქულა, RTX 3070 Ti-ს საშუალო შედეგი Geekbench-ის ბაზაში იანვრის მიხედვით 147200 ქულას შეადგენს. ახალი ვიდეო ბარათი 21%-ით სწრაფია და წარმადობით კონკრეტულად ამ ბენჩმარკზე განთავსებულია RTX 3080-ის დონის სიახლოვეს, აგრეთვე Wccftech მიუთითებს მის 19-20%-ით ჩამორჩენას RTX 4070 Ti-სთან შედარებით. წყარო: Geekbench დაუდასტურებელი ინფორმაციით GeForce RTX 4070-ის გაყიდვა 13 აპრილს დაიწყება. ვიდეო ბარათს ექნება შემცირებული გრაფიკული პროცესორი AD104, რომელშიც მოცემულია 5888 CUDA ბირთვი, 36 მბ მეორე დონის ქეშ-მეხსიერება და არაუმეტეს 2500 მჰც სიხშირე. მეხსიერების ქვესისტემის სახით წარმოდგენილია 12 გბ GDDR6X 192-ბიტიანი სალტით და ჯამური 504 გბ/წმ სიჩქარით. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება 200 ვატია, ამასთან თამაშებში ეს მაჩვენებელი ნაკლები უნდა იყოს, 180-190 ვატის დიაპაზონში. მოსალოდნელია, რომ გამოვა მოდელები როგორც 8-პინიანი, ასევე ახალი 12+4-პინიანი კვების კონექტორებით, კომპაქტური ორქულერიანი გაგრილების სისტემითა და უფრო მასიური ვარიანტებით. სარეკომენდაციო ფასი 599 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/33pmkh6e
  17. კომპანია Apple-მა საფირმო Apple M2 პროცესორების წარმოება მიმდინარე წლის დასაწყისში დროებით შეაჩერა. ეს მოხდა გლობალური მასშტაბით კომპიუტერებზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის ფონზე. ფოტოს წყარო: macrumors.com Apple M2 საფირმო ჩიპების გამოშვება, რომლებიც ახალ MacBook Pro-ში, Mac mini-სა და MacBook Air-ში გამოიყენება, შეწყდა მიმდინარე წლის იანვარში და თებერვლის ბოლომდე აღარ გამოდიოდა. ცნობილია, რომ იანვარსა და თებერვალში კომპანია TSMC-მ, რომელიც Apple M2 სერიის 5-ნანომეტრიან ჩიპებს აწარმოებს, არ გაგზავნა დამუშავებული სილიკონის ფირფიტები ჩიპებით Amkor Technology-ის კორეის ქარხანაში დასაჭრელად და შესაფუთად. წყაროს ინფორმაციით წარმოების განახლების შემდეგაც კი წარმოებული ჩიპების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნახევარი იყო. ცნობილია, რომ Apple-ის შემოსავალი ფინანსური 2023 წლის პირველ კვარტალში (დასრულდა 2022 წლის 31 დეკემბერს) 5%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ანალიტიკოსები არ ელოდნენ ასეთ არსებით შემცირებას მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო ჩინეთის საწარმოო ობიექტებზე კოროვირუსის ინფექციის გავრცელების გამო, აგრეთვე მცირდებოდა Mac კომპიუტერებისა და თან სატარებელი მოწყობილობების გაყიდვების მოცულობა. ამასთან iPad-ის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 30%-ით გაიზარდა ახალი მოდელების გამოშვების წყალობით. თუმცა ამან ვერ დააკომპენსირა Mac კომპიუტერების გაყიდვების კლება, რაც განპირობებული იყო იმით, რომ Apple-ს არ გამოუშვია არც ერთი ახალი მოდელი 2022 წლის ბოლოს. Mac კომპიუტერების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7.7 მლრდ აშშ დოლარი, ერთი წლით ადრე ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 10.9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. https://tinyurl.com/8ycw4tmw
  18. მარტის ბოლოს Bitcoin-ის ფასი გაიზარდა 22.96%-ით, ხოლო Ethereum-ის - 13.46%-ით. ორივე აქტივმა წარმატებით დაიხურა 2023 წლის პირველი კვარტალი. იანვარი-მარტის პერიოდში პირველი და მეორე კრიპტოვალუტის ფასები გაიზარდა 71.77% და 52.15%-ით, შესაბამისად. ბაზარმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა შეერთებულ შტატებში საბანკო კრიზისისა და ზოგადი მაკროეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე - 30 მარტს Bitcoin-მა განაახლა ლოკალური მაქსიმუმი - 29 ათას აშშ დოლარზე მაღალი მაჩვენებელი. გასულ თვეში „შიშისა და სიხარბის ინდექსმა“ განაახლა წლიური მაქსიმუმი ფედერალური სარეზერვო სისტემის მორიგი სხდომის წინ და მიაღწია 68-ს, რაც შეესაბამება 2021 წლის ნოემბრის დონეს, როდესაც Bitcoin-ის კოტირებებმა პირველად მიაღწია 20 ათას აშშ დოლარს და გაგრძელდა მოძრაობა ისტორიული ექსტრემუმისკენ. „შიშისა და სიხარბის ინდექსის“ დინამიკა. წყარო: alternative.me. ინდიკატორის მინიმალური მაჩვენებელი - 33 - დაფიქსირდა 12 მარტს. მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება აიხსნება პანიკით, რომელიც გაჩნდა Stablecoin USDC-ის აშშ დოლართან პარიტეტის დაკარგვის გამო. ინდექსის დინამიკა საბანკო სექტორის პრობლემებისა და აშშ-ის მარეგულირებლების მხრიდან ინდუსტრიის მოთამაშეებზე გაზრდილი ზეწოლის მიუხედავად მიუთითებს ინვესტორების ოპტიმიზმზე. ეს შეიძლება იყოს ახალი ხარული ტრენდის დაწყების ნიშანი. მარტში Bitcoin-სა და აშშ-ის საფონდო ბირჟას შორის სტატისტიკური უერთიერთკავშირი მნიშვნელოვნად შესუსტდა. S&P 500 ინდექსთან კორელაცია 0.27-მდე დაეცა (თებერვალში იყო 0.42), Dow Jones-ის მაჩვენებელთან - 0.25 (0.38 იყო ერთი თვით ადრე). აქტივების კორელაციის 90-დღიანი მაჩვენებლები. წყარო: BlockchainCenter პირველი კრიპტოვალუტის და ოქროს კოტირებების მოძრაობა ხდებოდა ერთი მიმართულებით, ამასთან ორი აქტივის უერთიერთკავშირი გამყარდა და გახდა 0.25 - თებერვალში 0.15 იყო. თუმცა საბანკო კრიზისის ფონზე ციფრული აქტივი უკეთეს დინამიკას აფიქსირებს ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან შედარებით. Bitcoin-ის ისტორიული შიდადღიური ცვალებადობის ინდექსის (BVOL24H) საშუალო ღირებულება ბოლო თვის განმავლობაში იყო 3 აშშ დოლარი, რაც აღემატება თებერვლის მაჩვენებელს (2.1$). ინდიკატორმა მაქსიმუმს (6.1$) მიაღწია 14 მარტს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 26 ათას აშშ დოლარს აღემატებოდა. Bitcoin-ის ისტორიული შიდადღიური არასტაბილურობის BVOL24H ინდექსის დინამიკა. წყარო: BitMEX. მარტში კრიპტობანკ Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის აღმასვლამ დაადასტურა მისი შექმნის მიზანშეწონილობა აშშ-ის ეკონომიკაში კრიზისული მოვლენებისთვის. https://tinyurl.com/ms2k4z4h
  19. მარტის ბოლოს კომპანია Tesla-მ დაიწყო ჩინელი მომხმარებლების დაინტრიგება პირობით, რომ მალე წარადგენდა ახალ პროდუქტს, სახელწოდებით CyberVault. ეს არ იყო საპირველაპრილო ხუმრობა, რადგან მოწყობილობა ნამდვილად გამოვიდა ადგილობრივ ბაზარზე და იგი აღმოჩნდა ელექტრომობილების დამტენი დამცავი კუთხოვანი დიზაინის კორპუსით, რომელიც პიკაპ Cybertruck-ის ასოციაციას იწვევს. ფოტოს წყარო: Tesla რეალურად, როგორც Electrek განმარტავს, აქსესუარი CyberVault არ არის მხოლოდ დამტენი მოწყობილობა ავტოფარეხში ან კერძო სახლში განთავსებისთვის, არამედ მომხმარებელს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას ინსტალაციის სერვისთან ერთად. ყველა აუცილებელი ტექნიკური კვლევაც კი, რომლის უზრუნველყოფის ვალდებულება აქვთ Tesla-ს ადგილობრივ პარტნიორებს, თავად მოწყობილობა CyberVault-ის ღირებულებაში შედის. ამჟამად ცნობილია, რომ მოწყობილობის ფასი დაახლოებით 800 აშშ დოლარია, რაც ჩინეთის საზღვრებს გარეთ ზოგიერთ ბაზარზე მეტად მიმზიდველ შემოთავაზებას წარმოადგენს მონტაჟის და დაკავშირების ღირებულებების გათვალისწინებით. ფოტოს წყარო: Tesla Tesla მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ დამტენი მოწყობილობის მონტაჟსა და 30-მეტრიანი კვების სადენების გაყვანას, არამედ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს 12-თვიან გარანტიას. თავად მოწყობილობა იწონის არაუმეტეს 13 კილოგრამს, თუმცა იგი არსებითად ჩამალულია უჩვეულო ფორმის კარის მქონე კარადაში. ელექტრომობილის მფლობელს მისი მეშვეობით შეუძლია დამუხტოს თავისი Tesla, როდესაც ავტომობილი იმყოფება ავტოფარეხში ან სახლის მიმდებარედ. ჯერჯერობით კომპანია ასეთ პროდუქტს მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე გვთავაზობს. https://tinyurl.com/2vv2t8ph
  20. კომპანია ASUS-მა დააანონსა პორტატული კონსოლი ROG Ally, თუმცა ყველამ ჩათვალა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო. აღმოჩნდა, რომ ეს გახლავთ რეალური მოწყობილობა, თუმცა კომპანიას არ გაუსაჯაროვებია მისი ყველა მახასიათებელი და გაყიდვების დაწყების თარიღი. ფოტოს წყარო: YouTube არსებული ცნობებით, კონსოლი ROG Ally აგებულია ქასთომიზებულ ჰიბრიდულ პროცესორ AMD Ryzen-ზე. კომპანიის თქმით საუბარი ეხება მაღალი წარმადობის ჩიპს, თუმცა მისი მახასიათებლები არ კონკრეტდება. მოწყობილობის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია 7-დუიმიანი დისპლეი 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. პანელის გვერდების შეფარდებაა 16:9, მაქსიმალური სიკაშკაშე - 500 კდ/მ². პროგრამული უზრუნველყოფის სახით გამოყენებულია Windows 11. ASUS-ის კონსოლი უფრო მსუბუქი, კომპაქტური და თხელია ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პორტატულ კონსოლ Valve-ს Steam Deck-თან შედარებით. ROG Ally-ს ზომაა 280 × 113 × 39 მმ და იწონის 608 გრამს, Steam Deck-ის - 298 × 117 × 50.5 მმ, ხოლო წონა - 669 გრამი. ტექნიკური მახასიათებლების მხრივ ROG Ally ასევე უფრო მიმზიდველად გამოიყურება. მაგალითად, Steam Deck-ს აქვს 7-დუიმიანი დისპლეი 1280 × 800 გაფართოებით, 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და მისი მაქსიმალური სიკაშკაშე 400 კდ/მ²-ია. Valve-ს კონსოლს საფუძვლად უდევს AMD-ის ჩიპი ოთხი Zen 2 ბირთვით და რვა RDNA 2 გრაფიკული ბირთვით. ასევე ცნობილია, რომ ROG Ally-ს გაგრილებისთვის გამოიყენება ორქულერიანი სისტემა, რომელიც მუშაობის პროცესში გამოსცემს 20 დეციბელზე არაუმეტეს ხმაურს, ხოლო Steam Deck-ის მაჩვენებელი 37 დეციბელია. დეველოპერებმა აღნიშნეს, რომ ROG Ally-ს SSD-ისა და ჯოისტიკების შეცვლა მარტივია. კონსოლის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ჯოისტიკებისა და ღილაკების სტანდარტული ნაკრები, აგრეთვე დამატებითი ღილაკები დისპლეისთან მენიუსა და პარამეტრებზე წვდომისთვის. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ROG Ally გამოიყურება, როგორც სრულფასოვანი მოწყობილობა, რომელიც ბაზარზე გამოსასვლელად მზადაა. ზუსტად როდის გეგმავს ASUS კონსოლის გამოშვებას და რა იქნება მისი საცალო ფასი, ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/3d4rensy
  21. იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს ინფლაცია ბაზარზე, მკაფიოდ უნდა გვესმოდეს შემდეგი თანმიმდევრობა: მაღალი ინფლაცია -> კურსის ზრდა -> ძვირი დოლარი -> იაფი აქციები, კრიპტოვალუტები და ყველა სარისკო აქტივი. როდესაც ინფლაცია იზრდება, ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, რეაგირებენ საპროცენტო განაკვეთების გაზრდით, რათა გააკონტროლონ ინფლაცია და დაასტაბილურონ ეკონომიკა. ასეთი ღონისძიებები სარისკო აქტივების ბაზრებზე დათვურ რეაქციას იწვევს. მზარდი განაკვეთები ზრდის სესხის აღების ღირებულებას როგორც ფიზიკური პირების, ასევე ბიზნესისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს სესხების აღების შემცირება, სამომხმარებლო ხარჯებისა და ბიზნესში ინვესტიციების შემცირება. რა თქმა უნდა, მცირდება მოთხოვნა სარისკო აქტივებზე, როგორიცაა აქციები და მაღალი სარგებლის ობლიგაციები, რაც გამოიწვევს დათვურ განწყობას და ფასების ვარდნას. საპროცენტო განაკვეთების გაზრდა ხშირად იწვევს უფრო უსაფრთხო ინვესტიციებს სახელმწიფო ობლიგაციებსა და სხვა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიან ქაღალდებში. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი უზრუნველყოფენ უფრო მაღალ შემოსავალს, როდესაც საპროცენტო განაკვეთები იზრდება. რამდენადაც ინვესტორები ყურადღებას აქცევენ უსაფრთხო ინვესტიციებს, სარისკო აქტივებზე მოთხოვნა მცირდება. საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გამო კომპანიები გაზრდილი ხარჯების წინაშე დგანან, რადგან ისინი მეტს იხდიან თავიანთი სესხების მომსახურებისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს კორპორატიული მოგების შემცირება, რაც თავის მხრივ იწვევს აქციების დაბალ ფასებს. გარდა ამისა, მძიმე რესურსების მქონე კომპანიებს უჭირთ თავიანთი ოპერაციების დაფინანსება, რამაც შეიძლება შეანელოს მათი ზრდა და კვლავ შეამციროს მათი აქციების ფასი. საპროცენტო განაკვეთების ზრდა გავლენას ახდენს ვალუტის კურსებზეც. როდესაც საპროცენტო განაკვეთები იზრდება, უცხოელი ინვესტორები გადადიან ადგილობრივ ვალუტაზე მათი ინვესტიციების უფრო მაღალი ანაზღაურების გამო. ამან შეიძლება გამოიწვიოს ვალუტის გაძვირება, ექსპორტის გაძვირება და იმპორტის გაიაფება. შედეგად, კომპანიები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ექსპორტზე ან მუშაობენ გაცვლითი კურსის რყევების მიმართ მგრძნობიარე ინდუსტრიებში, აწყდებიან შემოსავლების და მომგებიანობის ვარდნას, რაც აუცილებლად აისახება აქციების ფასზე. დაბოლოს, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ბაზარზე გაურკვევლობას ქმნის, რადგან ინვესტორები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე უარყოფითი გავლენის მოლოდინში იმყოფებიან. ამრიგად, მაღალი საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს სესხების გაძირებას, უფრო უსაფრთხო ინვესტიციებზე გადასვლას, კორპორატიული მოგების შემცირებას, გაცვლითი კურსის ცვალებადობას და გაურკვევლობის გაზრდას. ეს ფაქტორები ხელს უწყობს სარისკო აქტივებზე მოთხოვნის შემცირებას და მათი ფასების შემდგომ ვარდნას. ადრე ყველაფერი ამრიგად მუშაობდა, ცოტა ხნის წინ კი თამაშში საბანკო კრიზისი ჩაერია და ეს ახალი ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ამ რთულ ვითარებაში ბევრმა დაიწყო კრიპტო ბაზრის უსაფრთხო თავშესაფრად განხილვა და Bitcoin-ის ზრდას დიდი ალბათობით ეს გარემოება ხელს შეუწყობს. https://tinyurl.com/2ubzu6s7
  22. ელექტრონიკის იაპონურმა მწარმოებელმა Ricoh-მ წარადგინა უჩვეულო მეთოდი სმარტფონების ფუნქციონალის გაფართოებისთვის. კომპანიამ გამოუშვა პლანშეტის ზომის უსადენო მონიტორი, რომელსაც შეუძლია დაკავშირებული სმარტფონის ეკრანის გამოსახულების დუბლირება. ფოტოს წყარო: Norio Matsumoto/Nikkei მოდელ Ricoh Portable Monitor 150BW-ს აქვს 15.6-დუიმიანი დისპლეი და იწონის 715 გრამს. ტექნოლოგია Smart Streaming Engine (SSE) მომხმარებელს საშუალებას აძლევს სმარტფონი შეინახოს ჯიბეში ან ჩანთაში და გამოიყენოს იგი დაკავშირებული სენსორული დისპლეის მეშვეობით. SSE ტექნოლოგია შეიმუშავა სტარტაპმა Team S, რომელიც დაარსებულია Sharp-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ. დეველოპერებმა შეძლეს სიგნალის შეყოვნების 100 მილიწამდე ნაკლები დროის უზრუნველყოფა, რაც საკმარისია გამოყენების უმეტესობა სცენარისთვის. ცნობილია, რომ მონიტორის წარმოების ღირებულება ანალოგიური ზომის პლანშეტების წარმოებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, რადგანაც არ საჭიროებს ძვირადღირებული აპარატურული კომპონენტების გამოყენებას და დამატებითი აპლიკაციების დაყენებას. გარდა ამისა, გამორთვის შემდეგ მოწყობილობა არ ინახავს არანაირ მონაცემს, რაც ამცირებს კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის რისკს. Portable Monitor 150BW. ფოტოს წყარო: Ricoh/Amazon როგორც Nikkei Asian Review აცხადებს, მაღალსიჩქარიანი 5G ქსელებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარება პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სმარტფონების არსებითად ჩანაცვლებას - მსგავსი უსადენო დისპლეები შესაძლებელია დაუკავშირდეს „ვირტუალურ სმარტფონებს“ ქლაუდზე. შესაბამისი პროტოტიპის შექმნას Team S-ის გუნდი მიმდინარე წელს აპირებს. თუმცა, რაზეც არ უნდა საუბრობდნენ დეველოპერები, მოწყობილობა არც ისე დაბალბიუჯეტურია - ფასით იგი ბევრ პლანშეტს აღემატება მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს შესაბამისი აპარატურა. უსადენო მონიტორის ფასი 610-დან 690-მდე აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/2dsj8u97
  23. 14 მარტს აშშ-ის ხელისუფლებამ გაყიდა 9861 BTC ჯამში დაახლოებით 215.7 მლნ აშშ დოლარად სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც თვის ბოლოს იქნა წარდგენილი. გაყიდული აქტივები შეადგენს 50 000 BTC-ზე მეტი თანხის მხოლოდ ნაწილს, რომლის კონფისკაცია მოხდა James Chung-ისგან 2021 წლის ნოემბერში. ერთი წლის შემდეგ მან აღიარა, რომ Bitcoin-ები უკანონოდ მიიღო Silk Road-ის დარქნეტ-მარკეტფლეისზე. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად 2012 წლის სექტემბერში Chung-მა აამოქმედა თაღლითური სქემა ყალბი ექაუნთების გამოყენებით ისე, რომ არ აჩვენებდა და არ ყიდულობდა პლატფორმაზე რამე სახის საქონელს ან სერვისს. ხელისუფლების ინფორმაციით მან შეიტანა 200-დან 2000 BTC-მდე დეპოზიტი, შემდეგ კი სწრაფად გაჰქონდა მცირე მოცულობის თანხები. მან განახორციელა 140-ზე მეტი მსგავსი ტრანზაქცია, რამაც ჯამში მოუტანა 50 000 BTC. „დარჩენილია დაახლოებით 41491 BTC, რომელთა ლიკვიდაციას ხელისუფლება მოახდენს ოთხ პარტიად მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. ლიკვიდაციის მეორე რაუნდი არ შედგება მანამ, სანამ Chung-ს განაჩენს არ გამოუტანენ“ - ნათქვამია დოკუმენტში. Tron-ის დამფუძნებელმა Justin Sun-მა გამოთქვა მზადყოფნა - შეიძინოს კონფისკირებული Bitcoin-ები 10%-იანი ფასდაკლებით, რათა „შემცირდეს პოტენციური გავლენა ბაზარზე“. სტატიის წერის მომენტში არსებული კურსის მიხედვით 41491 BTC-ის ღირებულება დაახლოებით 1.18 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მიმდინარემიმდინარე წლის მარტში Dune-ის ანალიტიკოსებმა აშშ-ის ხელისუფლებას უწოდეს "ერთ-ერთი უდიდესი Bitcoin-ვეშაპი". მათი შეფასებით, აშშ-ის ხელისუფლების პირველი კრიპტოვალუტის მარაგი არის 205515 BTC (დაახლოებით 5.8 მლრდ აშშ დოლარი წერის მომენტისთვის). https://tinyurl.com/mtwpskas
  24. ყალბი GeForce ვიდეო ბარათები უკვე დიდი ხანია აქტიურად ვრცელდება ჩინურ სავაჭრო პლატფორმებზე. NVIDIA-მ გადაწყვიტა ამ უსიამოვნო ფენომენს ებრძოლოს თავად ბაზრების მხარდაჭერით და მომხმარებლებთან ახსნა-განმარტებითი მუშაობის დაწყებით. ვიდეო ბარათების ნაკლებად ცნობილი მწარმოებელი ბრენდები, როგორებიცაა 51RISC, Corn და MLLSE, ძირითადად გავრცელებულია ჩინეთის შიდა ბაზარზე, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია მათი პროდუქცია დასავლელ მომხმარებლებთან მიედინება eBay-ისა და ისეთი სავაჭრო პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა Amazon ან Newegg. უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლებს ამ პროდუქტებს სთავაზობენ უფრო მოკრძალებულ, ზოგჯერ კი - NVIDIA-ს ოფიციალური პარტნიორების ვიდეო ბარათებთან შედარებით სასაცილო ფასებად. საღი აზრი უნდა გვკარნახობდეს, რომ ასეთი პროდუქტები თავიდან უნდა ავირიდოთ, მაგრამ გამოუცდელი მომხმარებელი მაინც ხვდება ხაფანგში. როდესაც ვიდეო ბარათებით მაინინგი არამომგებიანი გახდა, ბაზარი მეორადი GPU-ებით გადაივსო - ზოგიერთმა გამყიდველმა მათზე ჩიპების გადაღებვაც კი დაიწყო. ზოგჯერ ხდებოდა მობილური ვიდეო ბარათების ადაპტირება დესკტოპ კომპიუტერებში მუშაობაზე და მათთვის არარსებულ სახელწოდებებს იგონებდნენ, მაგალითად GeForce RTX 3070 TiM. NVIDIA-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უარეყო რაიმე კავშირი ასეთ ყალბ მწარმოებლებთან, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა სავაჭრო პლატფორმებთან მუშაობა დაეწყო. ამ სამუშაომ უკვე გამოიღო შედეგი. ცნობილმა ჩინურმა პლატფორმებმა JD.com და Douyin გადახედეს თავიანთი ასორტიმენტს და შემოიღეს მკაცრი პოლიტიკა NVIDIA GeForce RTX 20 სერიის გრაფიკული ბარათების, ასევე GTX 16 სერიის და GTX 10 სერიების გაყიდვასთან დაკავშირებით. მსგავსი ზომები მიიღეს Pinduoduo-სა და Tmall-ის ადმინისტრაციამ. NVIDIA-მ, თავის მხრივ, დაიწყო მომხმარებლებთან განმარტებითი სამუშაო. პირველ რიგში, მომხმარებლებს მისცეს რეკომენდაცია - შეიძინონ GeForce RTX 40 სერიის ვიდეო ბარათები, რომელთა დებიუტი მაინინგ ბუმის შემდეგ შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მეშვეობით არ მომხდარა კრიპტოვალუტების მოპოვება. მათთვის, ვისაც ეს სერია გადამეტებულად ეჩვენება, რეკომენდებულია გასული თაობის პროდუქციის შეძენა, რომლებიც ასევე მაინინგ ბუმის შემდეგ გამოვიდა - ესენია, მაგალითად GeForce RTX 3060 Ti GDDR6X მეხსიერებით და GeForce RTX 3060 8 გბ. ამასთან, NVIDIA-ს რჩევაა მომხმარებლებმა შეიძინონ მისი ოფიციალური პარტნიორების - უპირველეს ყოვლისა ASUS-ის, Gigabyte-ის, MSI-სა და Zotac-ის პროდუქცია. https://tinyurl.com/4ewye85m
  25. Tesla-მ უკვე მოახერხა პირველი კვარტლის წინასწარი შედეგების შეჯამება, რაც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ 440808 ელექტრომობილის წარმატებულ წარმოებაზე, რომელთაგან 422 875 მომხმარებელს უკვე მიეწოდა. თანმიმდევრულად, მიწოდების მოცულობა გაიზარდა 4%-ით, წლიური თვალსაზრისით 36%-ით, კომპანიამ კიდევ ერთხელ განაახლა კვარტალური რეკორდი. საშუალოდ, ანალიტიკოსები ელოდნენ 430 ათასი ელექტრომობილის მიწოდებას. ფოტოს წყარო: Tesla ინვესტორების ოპტიმიზმი განაპირობა გასულ კვარტალში Tesla-ს პროდუქციაზე ფასების კლებამ. როგორც ჩანს, მაკროეკონომიკის სისუსტემ გავლენა იქონია და ამ ბრენდის ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობა მაინც ვერ გაიზარდა იმ დონემდე, რასაც ინვესტორები ელოდნენ. კომპანიამ შეძლო ყველაზე მასობრივი Model Y და 3 მოდელების გაყიდვების მოცულობის გაზრდა 6%-ით 412180 ერთეულამდე, ხოლო შედარებით ძვირადღირებული Model X და Model S ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობა 38%-ით შემცირდა ფასების შემცირების ფონზეც კი. აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში Tesla-მ გამოუშვა 19437 ერთეული Model S და X, თუმცა მომხმარებლებისთვის ამავე დროში მოახერხა მხოლოდ 10695 ელექტრომობილის მიწოდება. ეს შეუსაბამობა განპირობებულია აშშ-ში ძველი მოდელების წარმოების კონცენტრაციით და მათი მთელს მსოფლიოში მიწოდების აუცილებლობით, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ კომპანიას გარკვეული პრობლემები ჰქონდეს ელექტრომობილების ძველ მოდელებზე არსებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. Model X-ისა და Model S-ის უმეტესი ნაწილი, წარმოებული 9000 ერთეულიდან, რომლებიც არ იქნა მიწოდებული მომხმარებლებისთვის პირველი კვარტლის ბოლომდე, ევროპისკენ მიემართებოდა. უფსკრული გამოშვების მოცულობასა და Model 3 და Y მოდელების მასობრივ მიწოდებას შორის არც ისე დიდია: 421371 და 412180 ელექტრომობილი, შესაბამისად. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Tesla ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაათანაბროს ელექტრომობილების მიწოდება კვარტალში და გეოგრაფიულად. ისტორიულად იგი ცდილობდა კვარტლის პირველ ნახევარში გამოეშვა საექპორტო მანქანები, კვარტლის ბოლოს კი - ავსებდა ადგილობრივი ბაზრისთვის აუცილებელ მოცულობას. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის პირველ კვარტალში 422875 ელექტრომობილის მიწოდება კომპანიისთვის ახალ რეკორდს წარმოადგენს. ამავე დროს ცნობილია, რომ ბერლინის მიმდებარედ არსებული Tesla-ს ქარხანა 4000 Model Y ელექტრომობილს აწარმოებს ყოველკვირეულად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტეხასის ქარხანა კვირაში 5000 ასეთ ელექტრომობილს აწარმოებს, გარკვეული ჩამორჩენა შეინიშნება. წლის ბოლოს კომპანია ელოდება 1.8-დან 2 მილიონამდე ელექტრომობილის წარმოების ორგანიზებას ყველა საწარმოს დახმარებით ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში. კომპანია დეტალურ კვარტალურ ანგარიშებს მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოაქვეყნებს. https://tinyurl.com/yhhxeh3d
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.