Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. Intel-ის მეათე თაობის ამჟამინდელი ფლაგმანია 10-ბირთვიანი Core i9-10900K, რომლის ტაქტის სიხშირე ბუსტ-რეჟიმში 5.3 გჰც-ს აღწევს. არსებობს აგრეთვე განბლოკილი მულტიპლიკატორის არმქონე მოდელი Core i9-10900, რომლის აჩქარება შესაძლებელია 5.2 გჰც-მდე. როგორც ჩანს, Intel-ი ამზადებს კიდევ ერთ ათბირთვიან ჩიპს - Core i9-10910, რომელიც ექსკლუზიური იქნება Apple-ის კომპიუტერებისთვის. ახალი პროცესორის წარმადობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. ცნობილია, რომ მისი საბაზისო სიხშირე იქნება 3.6 გჰც, ბუსტ-სიხშირე კი - 4.7 გჰც. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შესაძლებელია მახასიათებლების ნახვა. შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ საშტატო სიხშირე მას უფრო მაღალი აქვს, ვიდრე Core i9-10900-ს, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბუსტ-რეჟიმში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ათბირთვიანი ჩიპის TDP-ის დონე (95 ვატი) გაცილებით მაღალია, ვიდრე დაბლოკილი მულტიპლიკატორის მქონე უმცროსი მოდელისა (65 ვატი). ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს არის დეფექტური სილიკონი და მისი გამოყენება არ შეიძლება უფრო მაღალი წარმადობის ჩიპებისთვის, თუმცა იგი მახასიათებლებით შესანიშნავად ერგება Apple-ის ახალ კომპიუტერებს. როგორც ჩანს, ეს არის შესანიშნავი გარიგება, რამაც Intel-ს საშუალება მისცა გაეყიდა დიდი რაოდენობით ჩიპები, Apple კი მიიღებს 10-ბირთვიან პროცესორს, რომლის რეკლამირება შესაძლებელია როგორც ფლაგმანური ვერსიის, ამავე დროს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. https://bit.ly/2NKm5ls
  2. მიმდინარე კვირაში კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა Toyota-ს კაპიტალიზაციას, შედეგად ილონ მასკის კომპანია გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანთმშენებელი კომპანია. Tesla-ს აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა და მიაღწია რეკორდულ მაქსიმუმს - 1135 აშშ დოლარს, რაც საშუალებას იძლევა კომპანიის ღირებულება შეფასდეს 206.5 მლრდ აშშ დოლარად. ანალოგიური მაჩვენებლების შედარების მიხედვით Toyota-ს ღირებულება 202 მლრდ აშშ დოლარია. საბაზრო კაპიტალიზაცია ხაზს უსვამს ინვესტორების უზარმაზარ ენთუზიაზმს Tesla-სთან მიმართებაში. კომპანიის აქციების ფასი მიმდინარე წელს 170 %-ით გაიზარდა, ინვესტორები აგრძელებენ ინვესტიციების ჩადებას ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიაში. Tesla-მ საბაზრო ღირებულების მხრივ Toyota უკან ჩამოიტოვა, თუმცა ამავე დროს იაპონურ კომპანიას დიდად ჩამორჩება ავტომობილების ფაქტობრივი წარმოების კუთხით. პირველ კვარტალში, რომელიც 31 მარტს დასრულდა, მასკის კომპანიამ დაამზადა დაახლოებით 103 ათასი ელექტრომობილი - 15390 Model S/X და 87282 Model 3/Y. ამავე პერიოდში Toyota-მ გამოუშვა 2 მილიონ 400 ათასი ავტომობილი. „ჩვენ კვლავ სიფრთხილეს ვიჩენთ Tesla-სთან მიმართებაში, ელექტრომობილების სფეროში ფულის ჩადების საკმაოდ მცირე მეთოდი არსებობს, ვხედავთ, რომ აქციები მოქმედებს მოკლევადიან პერსპექტივაში მიუხედავად ჩვენი სიფრთხილისა დროთა განმავლობაში კონკურენციის პოზიციონირებასთან და შეფასებასთან დაკავშირებით, ”- აცხადებენ ანალიტიკოსები. https://bit.ly/2BZRvl6
  3. ანალიტიკურმა სერვისმა CoinGecko-მ განაცხადა კიბერუსაფრთხოების კომპანია Hacken-თან პარტნიორობის წამოწყების შესახებ. თანამშრომლობის ფარგლებში CoinGecko-მ მოახდინა კრიპტო-ბირჟების უსაფრთხოების შეფასებისთვის განკუთვნილი ე.წ. „ნდობის რეიტინგი“-ს (Trust Score) ინტეგრირება, რომელიც ემყარება Hacken-ის პლატფორმა Cer.Live-ის მონაცემებს. „დღესდღეობით ყველა ბირჟა არ ატარებს უსაფრთხოების რეგულარულ ტესტებს და მომხმარებლებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ობიექტური ინფორმაცია - სად ივაჭრონ უსაფრთხოდ. მსგავსი სახის ანალიტიკა არა მხოლოდ აძლევს მომხმარებელს ხარისხიან ინფორმაციას, არამედ ასევე ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას და ამაღლებს პლატფორმის ტექნიკური მახასიათებლების დონეს“ - განაცხადა Hacken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. Bitcoin-ბირჟების კიბერუსაფრთხოების შეფასების ფარგლებში Hacken განიხილავს პლატფორმის ინფრასტრუქტურის დაცულობას, მათ შორის სერვერების უსაფრთხოებას, მომხმარებლების ორფაქტორიანი აუთენტიფიკაციის არსებობას, ასევე ფიშინგისგან, სპამისგან დაცვასა და სხვა კრიტერიუმებს. Hacken აგრეთვე აფასებს პოტენციური დაჰაკვის ალბათობასა და Bug Bounty-პროგრამების არსებობას. პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახალი საზომების დამატებით გაიზრდება ბაზრის გამჭვირვალობა და აღმოიფხვრება მანიპულაციები: „CoinMarketCap-ი რეიტინგების შედგენისას ყურადღებას ამახვილებს ლიკვიდურობასა და ვებ-გვერდზე ვიზიტების სიხშირეზე. თეორიულად შესაძლებელია ამ მონაცემებით მანიპულირება. CoinGecko-მ თავის საზომში დაამატა კიბერუსაფრთხოება. მისი მოტყუება გაცილებით რთულია“. https://bit.ly/2BYdyZn
  4. კორონავირუსმა დააცარიელა მთელი რიგი წარმოება, მილიონობით ადამიანი დატოვა უმუშევარი და შემოსავლის გარეშე. ეს ყველაფერი ერთ რამეზე მეტყველებს: ფინანსური სტაბილურობა აღარ არის ისეთი სტაბილური, როგორც ერთი წლის წინ. თუმცა გეიმინგისთვის ხელის შეშლა შეუძლებელია. თუკი არსებობს ფინანსური სირთულეები და შეუძლებელია ახალი ვიდეო დაფის შეძენა, ასეთ შემთხვევაში GECID-ის ექსპერტები დაგვეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში. ვითარება მარტივია - ყურადღება უნდა მივაქციოთ მეორად ბაზარს, დავხუროთ ვებ-გვერდი და მივაშუროთ „ძველმანების ბაზარს“. GECID-ის ექსპერტები საქმეს საფუძვლიანად მიუდგნენ, ისინი გვთავაზობენ არჩევანს: Radeon RX 580 და Radeon RX 570. წინასწარ აღვნიშნავთ, რომ 4-გიგაბაიტიანი მოდელები თავიდანვე უნდა ამოვიღოთ: მათ შორის ფასთა სხვაობა მინიმალურია, პოტენციალი კი - რადიკალურად განსხვავებული. ზემოთ წარმოდგენილ დიაგრამაზე შესაძლებელია Radeon RX 570 ვიდეო დაფის წარმადობის შესწავლა. როგორც ვხედავთ, თამაშების უმეტესობაში მას ამჟამადაც კი შეუძლია უზრუნველყოს სტაბილური 60 fps 1080р გაფართოებაზე. ახლა კი შევადაროთ უმცროსი მოდელის წარმადობა უფროს Radeon RX 580 მოდელთან (ორივე 8 გბ). როგორც ვხედავთ, უმეტეს შემთხვევაში სხვაობა აღემატება 10 %-ს Radeon RX 580 მოდელის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში პირველ რიგში საჭიროა ფასზე ორიენტირება. ჯობს, უფროსი მოდელი აირჩიოთ, თუმცა 10%-ით მეტი წარმადობა არც ისე ბევრია. თუკი მსგავსი შემოთავაზება ხელმისაწვდომი არ არის, შესაძლებელია შემოიფარგლოთ შემცირებული გრაფიკული პარამეტრებით. https://bit.ly/31FyfnI
  5. კომპანია Corsair-მა დააანონსა საინტერესო კომპიუტერული აქსესუარი - LED-განათების მქონე მოწყობილობა iCUE LT100 Smart Lighting Tower, რომელიც განკუთვნილია ფერადი განათებით შენობის ატმოსფეროს შევსებისთვის. საბაზისო კომპლექტი მოიცავს 422 მმ სიმაღლის ორ მოდულს, თითოეული მათგანი აღჭურვილია 46 RGB შუქდიოდით. თავდაპირველად ხელმისაწვდომია 11 LED-პროფილი, რომელბშიც გათვალისწინებულია სხვადასხვა ეფექტის შექმნა. შუქდიოდური მოწყობილობის მართვა შესაძლებელია საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა iCUE-ის მეშვეობით. შესაძლებელია განათების სინქრონიზაცია თამაშებთან, ან მოცემულ მომენტში ჩართულ მუსიკასთან. აქსესუარი უკავშირდება პერსონალურ კომპიუტერს USB ინტერფეისით. გარდა ამისა, აუცილებელია კვების მიწოდება ელექტრო ქსელიდან. კომპლექტში შემავალ ორ „კოშკთან“ ერთად შესაძლებელია კიდევ ორი მსგავსი მოდულის მიერთება, რაც გააფართოვებს განათების ზონას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ მოდულზე შესაძლოა დამაგრდეს ჰედსეტის მოხსნადი დამჭერი. iCUE LT100 Smart Lighting Tower კომპლექტის გაყიდვა უახლოეს დროში დაიწყება: მისი მიახლოებითი ფასი 130 აშშ დოლარია. https://bit.ly/2YMbFIs
  6. საჯარო ბლოკჩეინებზე განხორციელებული ტრანზაქციების კვლევაზე სპეციალიზებულმა კომპანია Elliptic-მა დაამატა კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტების, Zcash-ისა (ZEC) და Horizen-ის (ZEN) მხარდაჭერა. Elliptic-ის მომხმარებლები შეძლებენ აკონტროლონ ღია ტიპის ტრანზაქციები ორივე მონეტის ბლოკჩეინში, რათა გამოვლინდეს და აღმოიფხვრას უკანონო ქმედებები, მათ შორის ფულის გათეთრების მცდელობა კრიპტოვალუტების გამოყენებით. ”ჩვენ არ ვაპირებთ დავამარცხოთ ამ აქტივების მიერ შემოთავაზებული კონფიდენციალურობის ფუნქციები. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ გეგმაში არ გვაქვს Monero-ს მხარდაჭერის დამატება, სადაც ყველა ტრანზაქცია კონფიდენციალურია“ - განაცხადა Elliptic-ის თანადამფუძნებელმა ტომ რობინსონმა. მან დაამატა, რომ ზოგიერთი კრიპტოსავალუტო ტრანზაქციის გამოკვლევა არ შეიძლება. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, ოპერაციები Bitcoin-ით მიქშერების გამოყენებით ან ტრანზაქციები ზემოთხსენებული Monero-თი. ZEC-ისა და ZEN-ის შემთხვევაში პრივატულობის, ისევე, როგორც ღია ტიპის ტრანზაქციების ფუნქციონალის გამოყენება ოფციონალურია მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, მათი ბლოკჩეინები დაფუძნებულია Bitcoin-ის არქიტექტურაზე, რაც ამარტივებს გამოკვლევის პროცესს. ანალიტიკური პროდუქტების - Elliptic Navigator-ისა და Elliptic Lens-ის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი იქნება სავაჭრო და ლენდინგ-პლატფორმა Genesis. Elliptic-ის კონკურენტმა კომპანია Chainalysis-მა ახლახანს დაამატა Dash-ისა და Zcash-ის მხარდაჭერა თავის პროდუქტზე, სახელად Reactor. https://bit.ly/38fpXnY
  7. СoinMetrics -ის ანალიტიკოსებმა გამოიყენეს თავისუფალი მიმოქცევის მეთოდოლოგია ციფრული აქტივების ბაზრის სიდიდისა და ლიკვიდობის შესახებ უფრო ზუსტი შეფასების მისაღებად. თავისუფალი მიმოქცევის (free-float) მეთოდის საფუძველზე ტრადიციულ ფინანსებში გამოითვლება კომპანიის კაპიტალიზაცია, რაც ემყარება საფონდო ინდექსის გამოთვლას. კრიპტოვალუტების ბაზართან მეთოდოლოგიის ადაპტაციისთვის СoinMetrics-მა გამორიცხა მონეტები და ტოკენები, რომლებიც გამოვიდა, თუმცა შემდეგ დაკარგეს პირვანდელი ლიკვიდურობა. ეს შესაძლოა მომხდარიყო მათი ბრუნვიდან გამოსვლის, დაკარგვის და აქტივების ისეთი გრძელვადიანი მფლობელების ხელში გადასვლის შემთხვევაში, რომლებიც მონეტებს ინახავენ ხუთ წელზე დიდხანს. „მონაცემები დადგენილი ფორმით შეიძლება მნიშვნელოვნად ვარირებდეს არჩეული წყაროს მიხედვით, რაც ართულებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს“ - აცადებენ კომპანიაში. თავისუფალ მიმოქცევაზე დამყარებული კაპიტალიზაცია საშუალებას იძლევა ანალიტიკოსები უფრო სისტემურად მიუდგნენ აქტივის შემოთავაზების განსაზღვრას ინდექსების, საბაზრო კაპიტალიზაციისა და შეფასების მეთოდებში მისი გამოყენების გათვლისთვის. განსხვავება free-float მეთოდის საფუძველზე შემოთავაზებების მაჩვენებლებისა და იმას შორის, თუ როგორ გამოითვლება იგი ამჟამად, შეგვიძლია Bitcoin-ის მაგალითზე შევადაროთ. СoinMetrics-ის შეფასებით, პირველი სიდიდე დაახლოებით 25%-ით ნაკლებია მეორეზე - 14,3 მლნ მონეტა - 18,4 მლნ მონეტის წინააღმდეგ. დოლარებში გამოხატვის მიხედვით მიმდინარე კურსის შესაბამისად 9200 აშშ დოლარში ეს შეფასებები ტოლია 131 მლრდ და 169 მლრდ აშშ დოლარის, შესაბამისად. ეს სხვაობა უფრო მკაფიოდ გამოიხატება Bitcoin-ის ფორკების განხილვისას. CoinMetrics-ის შეფასებით, Bitcoin Cash-ის კაპიტალიზაცია გამოცხადებულზე 35%-ით ნაკლებია, Bitcoin SV-სი კი - 46%-ით. Ethereum-ის შემთხვევაში ეს სხვაობა მცირეა და შეადგენს დაახლოებით 2%-ს. საჩვენებელი მაგალითია Tether stablecoin. ტრადიციულად მისი კაპიტალიზაცია გამოითვლება, როგორც ყველა გაცემული მონეტის მოცულობა. ასეთი მიდგომისას დამკვირვებელი ვერ შენიშნავს აშკარა ცვლილებებს 4000 აშშ დოლარიდან 12 ათას აშშ დოლარამდე Bitcoin-ის ფასის ზრდის დროს 2019 წლის პირველ ნახევარში. თუკი შეფასება განხორციელდება free-float მეთოდით, Tether-ის საცავში ტოკენების გამორიცხვით, შესაძლებელია აღმოვაჩინოთ მჭიდრო კორელაცია Stablecoin-ის შეთავაზების ზრდასა და Bitcoin-ის ფასს შორის. ანალიტიკური კომპანია Delphi Digital-ის თანადამფუძნებელი იან ლიბერმანი თვლის, რომ CoinMetrics-ის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიას შეუძლია აამაღლოს კრიპტოვალუტების შეფასების სხვადასხვა მაჩვენებლის საიმედოობის დონე. კერძოდ, უფრო ზუსტი შეფასებები დაედება საფუძვლად NVT Ratio (Network Value to Transactions Ratio) ინდიკატორის გამოთვლას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „კრიპტო-მულტიპლიკატორი P/E“. https://bit.ly/31BMeLp
  8. ცნობილ ვებ-გვერდ Techpowerup-ის ინფორმაციით, გამოფენა CES 2020-ზე დაანონსებულ SSD - Samsung 980 Pro-ს სერტიფიცირება მოხდა მიმდინარე კვირაში კორეის ეროვნული რადიოსააგენტოს მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი გამოვა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. დისკის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 1 ტბ-ს, რაც განპირობებულია 128-ფენიანი 3D V-NAND MLC ფლეშ-მეხსიერების მიკროსქემებით. დისკი გამოვა სამ ვარიანტად: - 1 ტბ (MZ-V8P1T0); - 500 გბ (MZ-V8P500); - 250 გბ (MZ-V8P250). SSD-ს აქვს PCI Express 4.0 x4 ინტერფეისის მხარდაჭერა, მისი სიჩქარე კი შეადგენს 6500 მბ/წმ-მდე წაკითხვისას და 5000 მბ/წმ-მდე - ჩაწერისას. შემთხვევითი ბლოკებით მუშაობის სიჩქარე, ასევე Samsung-ის მიერ წარმოებული ახალი კონტროლერის მახასიათებლები ამ დრომდე უცნობია. უახლოეს დროში შესაძლებელია ველოდოთ Samsung 980 Pro-ს ოფიციალურ რელიზს. https://bit.ly/3dOPrcX
  9. შვეიცარიულმა კრიპტოსავალუტო კომპანია Aximetria-მა წარადგინა სერვისი AxiCheck, რომელიც შეამოწმებს საბანკო ბარათების ბლოკირების ალბათობას ციფრული აქტივებით ოპერაციების განხორციელებისას. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სერვისს საფუძვლად უდევს MasterCard-ის, Visa-სა და მსოფლიოს 427 ბანკის მიერ განხორციელებული კრიპტო-შესყიდვების, ასევე თანხის გამოტანის სტატისტიკა. AxiCheck არ საჭიროებს რეგისტრაციას და პირადი მონაცემების შეყვანას: „ბარათის შემოწმებისთვის საკმარისია, რომ მომხმარებელმა მიუთითოს პირველი ექვსი ციფრი. ეს არის ემიტენტის უნიკალური BIN, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ბანკის, გამოშვების თარიღის, საგადახდო სისტემისა და ბარათის დონის შესახებ“ - აცხადებენ Aximetria-ში. შემოწმების შეჯამების შედეგად საბანკო ბარათი მიეკუთვნება ოთხიდან ერთ-ერთ ტიპს: „100 %-ით კრიპტო-ბარათი“ - ოპერაციები ანალოგიური ბარათების გამოყენებით წარმატებით ხორციელდება; „ბარათი მზადაა გახდეს კრიპტო“ - შესაფერისია კრიპტოსავალუტო ოპერაციებისთვის; „ბარათი კრიპტოსთვის მხოლოდ 50 %-ით არის მზად“ - შესაძლოა გაჩნდეს თანხის გამოტანასთან დაკავშირებული პრობლემები; „თქვენი ბარათი მოძველდა“ - კრიპტოსავალუტო ოპერაციების განხორციელება რეკომენდირებული არ არის; ვებ-ვერსიის პარალელურად ხელმისაწვდომია AxiCheck-ის მობილური აპლიკაციები iOS-ისა და Android-ისთვის. https://bit.ly/2YL1Haa
  10. ხმები, რომ NVIDIA ამზადებდა GeForce GTX 1650 ვიდეო დაფის კიდევ ერთ ბიუჯეტურ ვარიანტს, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გავრცელდა. იმ დროს ეს იყო დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა. კერძოდ, გაურკვეველი იყო რა ადგილს დაიკავებდა და რა მახასიათებლები ექნებოდა. ამჟამად ცნობილია უფრო მეტი რამ მასთან დაკავშირებით. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ: ახალი ვიდეო დაფის დასახელებაა GeForce GTX 1650 Ultra და იგი გვევლინება, როგორც შუალედური გადაწყვეტილება GeForce GTX 1650 SUPER-სა და უმცროს ვერსია GeForce GTX 1650-ს შორის. ცნობილია, რომ მას ექნება იგივე გრაფიკული პროცესორი TU116, რაც აქვს GeForce RTX 2060 და RTX 2070 უფროს მოდელებს.  რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ისინი საკმაოდ მოკრძალებულია: ნაკლები ბირთვი, დაბალი ტაქტის სიხშირეები და 3.0 TFLOP საერთო წარმადობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გაცილებით მეტია, რისი შემოთავაზებაც უმცროს მოდელს შეუძლია. არის ალბათობა, რომ მას ექნება 14 გბ/წმ სიჩქარე, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია. გამოსვლის სავარაუდო თარიღად მითითებულია 2020 წლის ზაფხული. ფასის შესახებ ცნობები არ გახმაურებულა. https://bit.ly/2NJZFAE
  11. მას შემდეგ, რაც AMD-სა და B450 და X470 ლოგიკის ბაზაზე არსებული დედა დაფების მწარმოებლებს მოუწიათ ჩიპსეტებისთვის დაემატებინათ Ryzen 4000 პროცესორების მხარდაჭერა, გადაწყვიტეს აღარ გაემეორებინათ შეცდომა: როგორც ჩანს, B550 ჩიპსეტზე არსებულ ყველა დაფას ექნება AMD Ryzen სერიის ოთხივე თაობის ჩიპების მხარდაჭერა. როგორც რესურსი Hardware Times აცხადებს, B550 ლოგიკაზე დაფუძნებული დაფების ბევრმა მწარმოებელმა ისინი აღჭურვეს არა ერთი, არამედ BIOS მეხსიერების ორი მიკროსქემით - 32 მბ თითოეული. ამის წყალობით ამგვარ დაფებს ექნება ყველა Ryzen პროცესორის მხარდაჭერა პირველიდან დაწყებული (Summit Ridge – Zen არქიტექტურაზე) - დამთავრებული მეოთხეთი (Vermeer - Zen 3 არქიტექტურაზე), აგრეთვე მხარდაჭერილი იქნება G-სერიის ყველა ჰიბრიდული პროცესორი (Raven Ridge, Picasso და სამომავლო დესკტოპ Renoir). ამჟამად ცნობილია, რომ მხარდაჭერას მიიღებენ ASUS-ისა და ASRock-ის დედა დაფები. ამას მოწმობს ინტერნეტში გამოჩენილი ფოტოები. MSI-სა და Gigabyte-ის დაფების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის, თუმცა ეს კომპანიები არ ჩამორჩებიან კონკურენტებს და სავსებით სარწმუნოა, რომ ისინიც უზრუნველყოფენ Ryzen-ის მხარდაჭერას B550 ლოგიკის მქონე თავიანთ ყველა დაფაზე. AMD B550 ჩიპსეტმა ჩაანაცვლა ბიუჯეტური დედა დაფების სერია B450 ლოგიკით და მეტად პოპულარული გახდა მყიდველებს შორის. მართალია, ახალი დაფების ფასებში სრული გაურკვევლობაა, თუმცა მას დროთა განმავლობაში ბაზარი დააკორექტირებს. უახლოეს დროში AMD აგრეთვე აპირებს მეტად ბიუჯეტური A520 ჩიპსეტის გამოშვებას. მასაც ექნება Ryzen 4000 ჩიპებისა და დესკტოპ APU Renoir-ის მხარდაჭერა Socket AM4-ზე. თუმცა B550-ის ბაზაზე არსებული დაფებისგან განსხვავებით A520-მოდელებს არ ექნება PCIe 4.0-ისა და აჩქარების შესაძლებლობის მხარდაჭერა. B550-სა და უფროს ჩიპსეტ X570-ს შორის მთავარი განსხვავებაა ის, რომ ამ უკანასკნელს აქვს PCIe 4.0-ის ქარხნული მხარდაჭერა ყველა დონეზე, B550-ს კი - მხარდაჭერა მხოლოდ პროცესორის ხარჯზე. თავად ჩიპსეტი უზრუნველყოფს მხოლოდ PCI Express 3.0-ის მხარდაჭერას. https://bit.ly/2NEkSvR
  12. ანალიტიკურმა კომპანია Santiment-მა შეისწავლა უმსხვილესი არასაბირჟო საფულეების ტოკენების მოცულობა და მივიდა დასკვნამდე, რომ კრიპტო-ვეშაპები აქტიურად ყიდულობენ სამ Altcoin-ს: Aave (LEND), Ren (REN) და 0x (ZRX). კრიპტო-ვეშაპების აქტივობის გამოსაკვლევად Santiment-მა საკუთარი საზომი გამოიყენა. რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ წარადგინა გრაფიკი, რომელზეც წარმოდგენილია ზემოთხსენებული ტოკენების უმსხვილესი მფლობელების წილის ზრდა. წყარო: Santiment Sentiment-ის გრაფიკის გამოქვეყნების დროს LEND გაძვირდა 130%-ით, REN - 120%-ით, ZRX კი - 10%-ით. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოცემული საზომი საბაზრო ღირებულების პოტენციური ზრდის სანდო ინდიკატორია. ეს აიხსნება იმით, რომ კრიპტოვალუტების ბაზარი კვლავ დამოკიდებულია სხვადასხვა კრიპტოვალუტის მსხვილ მფლობელებზე. ანალიტიკოსებმა დაასახელეს კიდევ ერთი ტოკენი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს კრიპტო-ვეშაპებში, ეს არის aelf (ELF). Santiment-ის საზომის თანახმად, უმსხვილეს არასაბირჟო საფულეებში ივნისის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო ტოკენის მარაგების დაგროვება. გასულ კვირას დღე-ღამის განმავლობაში კრიპტო-ვეშაპებმა Binance-იდან 125 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს. მანამდე კი Grayscale-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ BTC-ის მსხვილი მფლობელების რიცხვი 2017 წლის აღმასვლის დონემდე გაიზარდა. https://bit.ly/3i9oxjr
  13. კომპანია MediaTek, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, მალე გამოუშვებს პროცესორს, რომელიც განკუთვნილი იქნება მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე საბაზისო დონის სმარტფონებისთვის. საუბარი ეხება ჩიპს კოდური დასახელებით - MT6853. მისი მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ამ პროდუქტს ექნება საშუალო დონის შესაძლებლობები. მისი მთავარი უპირატესობა კი იქნება ინტეგრირებული 5G-მოდემი. MediaTek MT6853 პლატფორმაზე შექმნილი პირველი ახალი სმარტფონების ფასი დაახლოებით 140 აშშ დოლარი იქნება. მეტიც, სამომავლოდ მოსალოდნელია 120- და 100-დოლარიანი მოწყობილობების გამოსვლაც. ამრიგად, ბაზარზე გამოჩნდება რეალურად ბიუჯეტური სმარტფონები მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერით. ცნობილია, რომ MT6853 პროცესორისა და მის საფუძველზე შექმნილი პირველი მოწყობილობების პრეზენტაცია უახლოეს დროში შედგება. დიდი ალბათობით, ანონსი დანიშნულია მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. უნდა აღინიშნოს, რომ MediaTek აქტიურად მუშაობს 5G ჩიპების განვითარების მიმართულებით. 2020 წელს, პროგნოზის თანახმად, კომპანია შეძლებს 5G სმარტფონებისთვის განკუთვნილი 80 მილიონზე მეტი პროცესორის რეალიზაციას. თუკი ეს მოლოდინი გამართლდება, MediaTek დაიკავებს მეხუთე თაობის ქსელში მუშაობის შესაძლებლობის მქონე მობილური ჩიპების გლობალური ბაზრის 40 %-ს. https://bit.ly/387fZ8e
  14. ჯერ კიდევ ღონისძიება WWDC 2020-ის წინ ვრცელდებოდა ხმები, რომ Apple ამზადებდა მძლავრ კონსოლებს საკუთარი გეიმინგ კონტროლერებით. ამჯერად გამოჩნდა ახალი ინფორმაცია ამ კონსოლის შესახებ. ცნობების თანახმად, Apple-ის ხელმძღვანელობამ ბოლო მომენტში უარი თქვა WWDC 2020 ღონისძიების ფარგლებში ახალი Apple TV-ის ანონსზე, თუმცა ამჟამად ცნობილია, რომ ანონსი მოახლოვდა: არაოფიციალური ინფორმაციით Apple გეგმავს ერთ-ერთი უდიდესი პრეზენტაციის ჩატარებას სექტემბერში ან ოდნავ მოგვიანებით. ცნობების თანახმად, მოწყობილობის გამოშვება მოხდება სექტემბერში ახალ iPhone 12-თან ერთად. ახალ კონსოლს ექნება ჩიპი A12X Bionic, რომელიც, როგორც ჩანს, გაგრილების უფრო ეფექტური სისტემის წყალობით იმუშავებს იმაზე სწრაფად, ვიდრე iPad Pro 2018. Apple TV 2020 გამოვა მეხსიერების მოცულობის მხრივ რამდენიმე ვარიანტად. არის მოლოდინი, რომ Apple TV 2020 გამოვა 64 და 128 გბ კონფიგურაციებად. მოსალოდნელია, რომ კონსოლების ფერი იგივე იქნება, ასევე არ გაიზრდება მათი ზომა მიუხედავად მოწინავე გაგრილების სისტემისა. https://bit.ly/2YFvJMn
  15. Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსი Mike McGlone ელის, რომ პირველი კრიპტოვალუტა მალე გაარღვევს წინააღმდეგობის 13 ათასდოლარიან დონეს. მისი აზრით, ამაზე მიუთითებს ხარული სიგნალების მთელი რიგი. „ხარების მხრიდან მეტი უგულვებელყოფა შესაძლოა უკეთესიც იყოს და შენარჩუნდეს ფასი ზედა მიმართულებით კრიპტოვალუტის მეტი კონსოლიდაციისთვის“ - აღნიშნა მან. მაკგლოუნმა დაამატა, რომ Bitcoin-ის მერყეობის შემცირება ასახავს აქტივის მომწიფებას ციფრული ოქროს როლისთვის. მეორე კვარტლის ჭრილში ნედლეული საქონლის კოტირებების ტექნიკური პერსპექტივები, ოქროს გარდა, ანალიტიკოსმა შეაფასა, როგორც დათვური. ადრე Bloomberg-მა განაცხადა, რომ გარდაუვლად გაიზრდება წამყვანი კრიპტოვალუტის ფასი და წლის ბოლოს შესაძლოა 20 ათას აშშ დოლარს გადააჭარბოს. https://bit.ly/3g7QFli
  16. AMD Ryzen ლიდერად რჩება DIY პროცესორების ბაზრისა და საცალო გაყიდვების პლატფორმებზე, კერძოდ, აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში DIY ბაზარზე ფიქსირდება AMD-ის ჩიპების 50 %-ზე მეტი წილი. BCN Ranking-ის ახალი მონაცემები იაპონიიდან კი ადასტურებს, რომ AMD Ryzen გაყიდვების მხრივ დამაჯერებლად აღემატება Intel-ის ჩიპებს მეათე თაობის Comet Lake პროცესორების სერიის გამოსვლის შემდეგაც კი. DIY ბაზარზე AMD-ისა და Intel-ის მონაცემების შესახებ წარმოდგენილია დიაგრამა, რომელიც შედგენილ იქნა მთელი იაპონიის მასშტაბით არსებულ გაყიდვებზე დაყრდნობით. AMD Ryzen-მა და კერძოდ Ryzen 3000-მა AMD-ს ხელი შეუწყო გასულ თვეში დაეკავებინა ბაზრის 67,4 % იმ დროს, როდესაც Intel-ის ჩიპების საბაზრო წილი 32,6%-ს შეადგენს. 2017 წელს Intel იკავებდა ამავე ბაზრის 83,9%-ს, AMD-ის პროცესორების წილი კი შეადგენდა მხოლოდ 16,1%-ს. ამჟამად საბაზრო სტატისტიკა შეიცვალა არა მხოლოდ AMD-ის პროცესორების სასარგებლოდ, არამედ გასულ თვეში გამოსულმა Intel-ის მეათე თაობის პროცესორებმაც ვერ დაიკავა მნიშვნელოვანი წილი იაპონურ ბაზარზე. AMD Ryzen 3000 კვლავ აღემატება არა მხოლოდ მომგებიანი ფასით, არამედ წარმადობის მხრივ ლიდერობით. გასულ თვეში გამოქვეყნდა სამხრეთკორეული ბაზრის მონაცემების ანგარიში, სადაც AMD Ryzen-ის წილმა 60 %-ს გადააჭარბა, დამყარდა AMD-ის რეკორდი და შევიწროვდა Intel-ის ჩიპების წილი. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი AMD-ის პროცესორების გაყიდვები გასულ კვარტალთან შედარებით და დაფიქსირდა ათწლიანი მაქსიმუმი სამხრეთ კორეაში, მოხდა Ryzen 4000 (Renoir) პროცესორების მქონე ლეპტოპების წარდგენა, რომლებიც ხასიათდება მაღალი ეფექტურობითა და წარმადობით. არც ისე დიდი ხნის წინ Intel-ს ეკავა წამყვანი ადგილი ლეპტოპების სეგმენტში. მას შემდეგ AMD-მ გამოქვეყნა ოფიციალური სტატისტიკა, რომელშიც მოცემულია ზრდა ყველა მიმართულებით. განახლებული AMD Ryzen 3000XT-ის გამოსვლის გათვალისწინებით უკვე არსებულ Ryzen 3000-ზე ფასის მორიგი შემცირებით, აგრეთვე მიმდინარე წლის ბოლოს Ryzen 4000-ის (Vemeer) გამოსვლით AMD მზადაა საბაზრო წილის ზრდით ლიდერობა მოიპოვოს მთელ მსოფლიოში. https://bit.ly/31lvic5
  17. კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუწყო საწარმოო პროცესების ავტომატიზაციას, რადგანაც საჭირო გახდა უსაფრთხოების გამო პროცესიდან ადამიანების გამორიცხვა. მოკლე დროში შესაძლებელი გახდა რობოტების ადაპტირება სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაოდ ლოჯისტიკური ოპერაციებისთვის, იაპონურმა კომპანია Omron-მა რობოტებს ანდო შენობების დეზინფექცია. ფოტოს წყარო: Omron კორონავირუსისგან ადამიანების დაცვის მხრივ უმნიშვნელოვანესია შენობების დეზინფექცია, მსგავსი მანიპულაციები კი მასში მონაწილეებს საფრთხეში აგდებს. როგორც Nikkei Asian Review აღნიშნავს, იაპონურმა კომპანია Omron-მა შეძლო მოკლე ვადაში რობოტების წარმოება, რომლებიც გამოდგება სადეზინფექციო საშუალებების გაფრქვევისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მეშვეობით ზედაპირების დამუშავებისთვის. საფუძვლად აღებულ იქნა საწარმოო რობოტები, რომლებიც გამოიყენებოდა ქარხნებში ინსტრუმენტებისა და მაკომპლექტებლების გადაადგილებისთვის. სადეზინფექციო სამუშაოებზე სპეციალიზებული რობოტები აღიჭურვება Omron-ის პარტნიორების საწარმოებში, რომლებიც მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული. ერთი მზა მოწყობილობის ფასის დიაპაზონია 56 ათასიდან 74600 აშშ დოლარამდე. Omron-ის საბაზისო სატრანსპორტო რობოტებს შეუძლიათ სივრცის სკანირება ე.წ. ლიდარის - ოპტიკური სენსორის მეშვეობით, რომელშიც გამოიყენება ლაზერული გამოსხივება ობიექტების დაშორების განსაზღვრისთვის. ხდება სივრცის სამგანზომილებიანი რუკის ფორმირება, შედეგად რობოტები თავს არიდებენ ირგვლივ მყოფ საგნებსა და ადამიანებთან შეჯახებას, აგრეთვე გამოითვლება გადაადგილების ოპტიმალური ტრაექტორია. მართვის ერთ ცენტრს შესაძლებელია დაუკავშირდეს რამდენიმე რობოტი. ავტომატიზებულ დანადგარებს არ სჭირდება დამცავი კოსტუმები, სათვალე, ნიღბები და ხელთათმანები, თანაც მათ შეუძლიათ დღე და ღამე მუშაობა, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს შენობის დეზინფიცირების სიხშირე. https://bit.ly/31oJNM1
  18. ინვესტორების მხრიდან, ცხადია, საჭიროა Bitcoin-ით თავიანი პორტფელების დივერსიციფირება, რადაგანაც იგი წარმოადგენს დაზღვევას ეკონომიკური რისკებისგან. თუმცა კრიპტოვალუტის მკვეთრი ზრდა დამანგრეველი იქნება მთლიანი გლობალური ეკონომიკისთვის, განაცხადა ვენჩურული კომპანია Social Capital-ის დაფუძნებელმა Chamath Palihapitiya-მ Unchained Podcast-თან ინტერვიუში. მისი აზრით, Bitcoin-ი ხალხს დაეხმარება, თუკი ხელისუფლება „გააგრძელებს ცუდი გადაწყვეტილებების მიღებას“. Palihapitiya-მ აღნიშნა, რომ ისეთი აქტივების ღირებულება, როგორებიცაა აქციები, უძრავი ქონება ან საქონელი, მჭიდროდაა დაკავშირებული მოვლენებთან, რომლებიც ხდება ფინანსურ ბაზრებსა და საკანონმდებლო სტრუქტურებში. „Bitcoin-ი - ერთადერთია, რომელიც არსებითად პრინციპულად არ არის დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და ამ გადაწყვეტილებების მიმღებებზე“ - განაცხადა მან. კაპიტალისტი თვლის, რომ პირველი კრიპტოვალუტა შესაძლებელია შეფასდეს, როგორც „ფსონი მმართველი კლასის წინააღმდეგ“ და დაზღვევა, რომელიც „თითო ჩადებული დოლარიდან 1000 აშშ დოლარს ამოიღებს“. „გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მცირე დაზღვევას შეუძლია ზიანის ანაზღაურება. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ თქვენი პორტფელის 1 % უნდა იყოს ინვესტირებული Bitcoin-ში, დაივიწყოთ მის შესახებ და იმედი იქონიოთ, რომ ეს 1% ნულამდე ჩამოვა“ - განაცხადა Palihapitiya-მ. იგი დარწმუნებულია, რომ Bitcoin-ის წარმატება მიიღწევა მხოლოდ ფინანსური სისტემის სრული კრახის პირობებში და დამოკიდებული იქნება ხელისუფლების უამრავ გადაწყვეტილებაზე. კაპიტალისტმა განაცხადა, რომ პირველი კრიპტოვალუტა მას გააცნო კომპანია Xapo-ს დამფუძნებელმა ვენსეს კასარესმა 2019 წელს, მისი პირველი ინვესტიცია კი იყო 1 მლნ BTC-ის შეძენა 2013 წელს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი იყო დაახლოებით 80 აშშ დოლარი. „ჩემი ოფისი გაგიჟდა, როდესაც Bitcoin-ის ფასი 20 ათასი აშშ დოლარი გახდა. მე მათ ვუთხარი: „არაფერი მითხრათ, არაფრის ცოდნა არ მინდა“. უბრალოდ ეცადეთ, რომ ამ ციფრმა ფსიქოლოგიური გავლენა არ მოახდინოს თქვენზე“ - განაცხადა მან. Palihapitiya Bitcoin-ს უწოდებს მსოფლიო ეკონომიკის დაცემისგან დაზღვევას. https://bit.ly/3eAZMdS
  19. კომპანია Acer-მა წარადგინა გეიმინგ მონიტორი Predator X25 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით, რომელიც იდეალურია გეიმერებისთვის. გარდა ამისა, ახალ მონიტორს უამრავი სხვა მიმზიდველი ფუნქცია აქვს. Predator X25 გეიმინგ მონიტორს 360 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე აქვს, თუმცა მისი გაფართოება მხოლოდ 1920 x 1080 პიქსელია. ეს მაჩვენებელი დაბალია სხვა ტოპ გეიმინგ მონიტორების გაფართოებასთან შედარებით და შესაძლოა ნაკლს წარმოადგენდეს ზოგიერთი გეიმერისთვის, თუმცა FPS-გეიმერებისთვის გაცილებით დაბალ გაფართოებას არ ექნება ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც კადრის განახლების შთამბეჭდავ სიხშირეს. 360-ჰერციანი სიხშირე გამორიცხავს კადრის დამახინჯებას და გაყოფას და უზრუნველყოფს დაუჯერებელ გეიმინგ შესაძლებლობებს. მონიტორს ასევე აქვს NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც დამატებით აღმოფხვრის კადრის დამახინჯებას და მონიტორის დაკავშირებას NVIDIA-ს გრაფიკულ პროცესორთან იდეალურ კონფიგურაციად აქცევს. Predator X25 მონიტორში ხელმისაწვდომია თვალების დაცვისთვის განკუთვნილი პროგრამები, მათ შორის ტექნოლოგია Acer AdaptiveLight. ეს ტექნოლოგია X25-ის სენსორებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ გარემოში არსებული სინათლის დონე, რის შემდეგ ავტომატურად რეგულირდება მონიტორის სიკაშკაშე ოპტიმალური განათების უზრუნველყოფისთვის. მონიტორის სადგამს აქვს ერგონომიული სახსარი და შესაძლებელია დახრა 25 გრადუსით, ასევე 5 გრადუსით წინ გადმოხრა და 12 სანტიმეტრამდე სიმაღლის რეგულირება, აგრეთვე ეკრანის მოტრიალება 30 გრადუსით. მონიტორის დიზაინი იდეალურია თითქმის ნებისმიერი გეიმინგ ადგილისთვის უკანა პანელზე შავი და RGB-განათების ფორმების წყალობით, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ეკრანზე გამოსახული სცენების მიხედვით. Predator X25 მონიტორის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ მას შეუძლია მომხმარებელს აცნობოს რამდენ ხანს თამაშობდა, აგრეთვე მისცეს გაფრთხილება, თუკი კომპიუტერთან მეტისმეტად დიდი დრო აქვს გატარებული. ამჟამად Acer არ ახმაურებს მონიტორის ფასსა და გაყიდვის თარიღს. https://bit.ly/2YAOfW8
  20. კომპანია Strategy Analytics-მა შეაჯამა baseband-პროცესორების მსოფლიო ბაზრის კვლევის შედეგები მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ჭრილში: ინდუსტრია იზრდება მიუხედავად პანდემიის და ეკონომიკური შეფერხებებისა. Baseband-პროცესორები - ეს არის ჩიპები, რომლებიც უზრუნველყოფს ქსელურ კავშირს მობილურ მოწყობილობებში. ამგვარი მიკროსქემები სმარტფონების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მაშ ასე, ცნობილია, რომ იანვარი-მარტის პერიოდში Baseband-პროცესორების ბაზარზე ფულადი თვალსაზრისით აღინიშნა 9 %-იანი ზრდა გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით. ჯამში ბაზრის მოცულობამ მიაღწია 5.2 მლრდ აშშ დოლარს. უმსხვილესი მომწოდებელია Qualcomm – 42 %-იანი წილით. მეორე ადგილზეა კომპანია HiSilicon, რომელიც ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტ Huawei-ს ქვეგანყოფილებას წარმოადგენს - მისი წილი 20 %-ს შეადგენს. მესამე ადგილზე იმყოფება MediaTek – 14 %-იანი წილით. სხვა კომპანიები, რომელთა შორისაა Intel და Samsung LSI, ერთობლივად აკონტროლებენ ინდუსტრიის მეოთხედზე ნაკლებს - 24 %-ს. აღსანიშნავია, რომ ბაზრის დადებით დინამიკას უპირველს ყოვლისა უზრუნველყოფს 5G-პროდუქტები. ამგვარმა გადაწყვეტილებებმა შეადგინა baseband-პროცესორების მთლიანი გადაზიდვების თითქმის 10 % ერთეულში გამოხატვის მხრივ. ამასთან, ფულადი თვალსაზრისით 5G-ჩიპებმა დაიკავეს ბაზრის დაახლოებით 30%. ცხადია, სამომავლოდ სწორედ 5G მოახდენს გადამწყვეტ გავლენას ბაზრის ზრდის დინამიკაზე. https://bit.ly/3eBsz1Y
  21. ნიუ-იორკის სახელმწიფო ფინანსური სერვისების ორგანომ (NYDFS) გამოსცა წინადადება კრიპტო კომპანიების ლიცენზირების ახალი წესების შესახებ, რომლებმაც, როგორც მოსალოდნელია, უნდა გაამარტივონ BitLicense-ის მიღების პროცესი. BitLicense ითვლება ყველაზე მკაცრ იურიდიულ ჩარჩოდ კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვის შტატის დონეზე. კერძოდ, კომპანიებს მოეთხოვებათ მისი მიღება ნიუ-იორკის მაცხოვრებლების მიერ კრიპტო ტრანზაქციების განხორციელებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავად ისინი სხვა იურისდიქციებზეა დამყარებული. ახალი წესების თანახმად ანტრეპრენერები შეძლებენ მიიღონ შეზღუდული ლიცენზიები, რომლებიც მოქმედი იქნება სრულიად ლიცენზირებულ კომპანიებთან თანამშრომლობის პირობებში. NYDFS-ის განცხადებით, ინიციატივა მიმართულია „რეალური და მოსალოდნელი სირთულეების“ შემცირებისთვის, რომელთა წინაშეც დგებიან კრიპტო კომპანიები BitLicense-ის მიღებისას. რეგულატორი გეგმავს საზოგადოების მოსაზრებების მიღებას 10 აგვისტომდე. სამმართველომ აგრეთვე განაცხადა, რომ გამარტივდება ახალი მონეტების დამატების პროცესი უკვე ლიცენზირებულ სერვისებზე. ყველა მათგანი მიიღებს წინასწარ ნებადართული ციფრული აქტივების ჩამონათვალს, რომლებიც დაემატება თვითსერტიფიკაციის პირობებში დამატებითი ნებართვის მიღების გარეშე. კრიპტო კომპანიებზე ლიცენზიის გაცემის პირობების გადახედვის შესახებ NYDFS-ის წარმომადგენლებმა პირველად 2019 წლის ოქტომბერში ისაუბრეს, თუმცა საკითხი წამოიჭრა უფრო ადრე, 2018 წლის თებერვალში. დღესდღეობით BitLicense-ის მფლობელია მხოლოდ 25 კომპანია. კრიპტოინდუსტრიის ზოგიერთმა წამომადგენელმა, კერძოდ, Kraken-მა და Bittrex-მა უარი განაცხადეს მის მიღებაზე. https://bit.ly/2YxtB9K
  22. თებერვლის დასაწყისში Intel-მა წარადგინა სილიკონის ფირფიტა ახალი პროდუქტების კრისტალებით. რადგანაც იგი აღმოჩნდა Raja Koduri-ს ხელში, რომელიც გრაფიკული პროდუქტების შექმნაზეა პასუხისმგებელი, პრესამ ახალი მოწყობილობა ერთსულოვნად მიაკუთვნა Intel Xe სერიას. ამჯერად კომპანიამ წარადგინა ახალი პროდუქტები სამუშაო პროტოტიპების შემადგენლობაში. ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri შეგახსენებთ, რომ სწორედ რაჯა კოდური გახლავთ არქიტექტურის დონეზე Intel-ის სამომავლო გრაფიკული გადაწყვეტილებების უნიფიკაციის ერთ-ერთი ინსპირატორი. მისი ჩანაფიქრით, არა მხოლოდ მობილური პროცესორების ინტეგრირებულ გრაფიკასა და სამომხმარებლო დონის დისკრეტულ ვიდეო დაფებში, ასევე სუპერკომპიუტერების კომპონენტებშიც უნდა იქნას გამოყენებული ერთიანი არქიტექტურა Intel Xe, რომლის მასშტაბირება მოხდება სიჩქარისა და შესასრულებელი ამოცანების შესაბამისად. კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ ლაბორატორიაში საქმიანი ვიზიტის შემდეგ რაჯა კოდურიმ Twitter-ზე გააზიარა სხვადასხვა ზომის მზა გრაფიკული პროცესორების ფოტოები. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ მათში გამოყენებული იქნება მრავალკრისტალიანი სისტემა. დასაშვებია ვარაუდი, რომ ზედა მარჯვენა კუთხეში (იხ.ფოტო ქვემოთ) განთავსდა ერთკრისტალიანი ვარიანტი, მარცხნივ - ორკრისტალიანი, ყველაზე დიდი ვარიანტი კი მოცემულია ფოტოს ქვედა მხარეს და მოიცავს ოთხ კრისტალს ერთ ფართობზე. ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri Intel მიგვანიშნებს რა სიმბოლოს ატარებს ეს გიგანტი. ამ პროცესორის „სახელია“ ATS-T4. პირველ სამ სიმბოლოში მოიაზრება „Arctic Sound“-ის შემოკლება. ადრეული ინფორმაციით ცნობილია, რომ ამ სერიის პროდუქტების TDP-ის დონემ შესაძლოა მიაღწიოს 500 ვატს, ამავე დროს გამოყენებული იქნება 48-ვოლტიანი კვება. მსგავსი მახასიათებლები მიუთითებს, რომ ეს პროცესორი სერვერული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. თავად რაჯა კოდური მხოლოდ ამძაფრებს ინტრიგას და საუბრობს ფოტოზე გამოსახული GPU-ის სიჩქარეზე, რომელიც პეტაფლოპსებით გაიზომება. Arctic Sound თაობას ექნება PCI Express 4.0 მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მარტივად ინტეგრაციას Intel-ის მომავალ სერვერულ პლატფორმებში. ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri დიდი ალბათობით, წარმოდგენილი პროცესორების გამოშვება Intel-მა მოახერხა 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. ყოველ შემთხვევაში, მას ნამდვილად მიეკუთვნება ნიმუში DG1, რომელიც დემონსტირებს რაჯა კოდურის ფოტოების ნაკრებში. უფროსი მოდელის მსგავსად, პროტოტიპში გაგრილებისთვის გამოყენებულია წყლის ბლოკი. სერიული პროდუქტების გაგრილების კუთხით ეს ინფორმაცია არაფერს ნიშნავს, რადგანაც ამჟამად არსებული გრაფიკული პროდუქტები ბაზარზე გამოსვლიდან ჯერ შორსაა. დისკრეტული გრაფიკა DG1 მიმდინარე წელს გამოჩნდება მხოლოდ ლეპტოპების შემადგენლობაში, სადაც იგი მიმაგრებული იქნება პირდაპირ დედა დაფაზე. 2021 წლის ბოლოს Intel გეგმავს წარადგინოს Ponte Vecchio სერიის 7-ნანომეტრიანი ამაჩქარებლები, რომლებშიც გამოყენებული იქნება რთული სივრცითი კომპლექტაცია Foveros – Lakefield-პროცესორების მსგავსად. ცხადია, Intel-ს შესაძლოა ჯერ არ ჰქონდეს ასეთი ამაჩქარებლების მუშა ნიმუშები. https://bit.ly/2YxqwpY
  23. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ქრაუდფანდინგ-პლატფორმა Youpin-ზე წარადგინა მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერი Ningmei CR100, რომელიც Intel-ის აპარატულ პლატფორმაზეა აგებული. მოწყობილობის კორპუსის გაბარიტებია მხოლოდ 192 × 188 × 54 მმ, წონა კი 760 გრამს შეადგენს. გამოყენებულია Gemini Lake თაობის პროცესორი Celeron J4105: ეს ჩიპი შეიცავს ოთხ ბირთვსა და Intel UHD 600 გრაფიკულ ამაჩქარებელს. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.5 გჰც-ს, მაქსიმალური - 2.5 გჰც-ს. ნეტტოპს აქვს DDR4 ტიპის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ მოცულობის დისკი. დამატებით შესაძლებელია SD-ფორმატის ფლეშ-მეხსიერების ბარათის დაყენება. გამოსახულების ფორმირებისთვის გათვალისწინებულია ანალოგური D-Sub კონექტორი და ციფრული ინტერფეისი HDMI. ხელმისაწვდომია სტანდარტული კონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის, USB 3.0 და USB Type-C პორტები. უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერი აღჭურვილია ინტეგრირებული ორარხიანი აუდიოსისტემით. შიდა კონსტრუქცია ხელს უწყობს გაუმჯობესებულ გაგრილებას. Xiaomi Ningmei CR100 ნეტტოპის შეძენა ამჟამად შესაძლებელია დაახლოებით 210 აშშ დოლარად. 30 ივნისამდე შეკვეთის შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური შემოთავაზება, რომელიც მოიცავს კომპლექტს უსადენო მაუსითა და კლავიატურით, მაუსპედით და 16 გბ მოცულობის ფლეშ-ბრელოკით. https://bit.ly/2CG6npl
  24. ბოლო სამი წლის მანძილზე ახალგაზრდა თაობა Bitcoin-ს უფრო ენდობა, ვიდრე წამყვან მსოფლიო ბანკებს. ამას მოწმობს Tokenist-ის კვლევის მონაცემები, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 17 ქვეყნიდან 18-დან 65 წლამდე ასაკის 4852 რესპონდენტი. მიღებული მონაცემების თანახმად, მილენიალების 51% Bitcoin-ს უფრო ენდობა, ვიდრე ისეთ ბანკებს, როგორებიცაა Wells Fargo, JPMorgan და Goldman Sachs. უფროს თაობას შორის ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, რის გამოც კრიპტოვალუტის მიმართ ნდობის დონე 47%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 29%-ით მეტია 2017 წლის მონაცემთან შედარებით. Bitcoin-ისა და ბანკებისადმი ნდობის დონის ცვლილება სამ წელიწადში არანაკლებ საინტერესოა სხვა მონაცემებიც: რესპონდენტების 45 %-ზე მეტს Bitcoin-ი ურჩევნია ტრადიციულ აქტივებს: ფასიან ქაღალდებს, უძრავ ქონებასა და ოქროს; მილენიალების 78 % იცნობს Bitcoin-ს, 14 % კი ფლობს მას; რესპონდენტების 60% Bitcoin-ს მიიჩნევს პოზიტიურ ტექნოლოგიურ ინოვაციად. ეს მაჩვენებელი 27 %-ით გაიზარდა ბოლო სამ წელში; მილენიალების 59 % თვლის, რომ უახლოეს ათწლეულში Bitcoin-ს ხალხის უმრავლესობა გამოიყენებს; მილენიალების 24 % კი Bitcoin-ს „ბუშტად“ მიიჩნევს. 65+ ასაკის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 50%-ს აღწევს. კრიპტოვალუტების სამომავლო ინდუსტრიაში მილენიალების როლს უამრავი ექსპერტი აღნიშნავს. გასული წლის ბოლოს ამერიკულმა საბროკერო კომპანია Charles Schwab-მა განაცხადა, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები უფრო ხშირად დებენ ინვესტიციებს Bitcoin-ში, ვიდრე Netflix და Microsoft. კომპანია Grayscale-ის პროგნოზის თანახმად მილენიალების მხრიდან განხორციელდება Bitcoin-ის ინვესტიციების შემოდინება 68 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობით . გასულ კვირას ლეგენდარულმა ინვესტორმა პიტერ ბრანდტმა მილენიალებს ურჩია შეიძინონ Bitcoin-ი და თავი აარიდონ Ripple-ს. https://bit.ly/37SAKEx
  25. მსოფლიოს უძლიერესი სუპერკომპიუტერების ტოპ 500-ეულში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა - მეშვიდე პოზიციაზე განთავსდა სისტემა Selene, რომელსაც NVIDIA საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებს. იგი აწყობილია მაისში წარმოდგენილი DGX A100 მოდულებისგან, რომელთაგან თითოეული შეიცავს Ampere თაობის რვა ამაჩქარებელსა და ორ AMD EPYC 7742 პროცესორს. NVIDIA განსაკუთრებით ამაყობს იმ ფაქტით, რომ ეს სუპერკომპიუტერი რამდენიმე თვეში ააწყო - მსგავსი მასშტაბის პროექტებისთვის, როგორც წესი, რამდენიმე წელია საჭირო. სუპერკომპიუტერის კვანძებს შორის კავშირს უზრუნველყოფს ინტერფეისი Mellanox HDR Infiniband. Selene ახდენს ზომიერი, 1344 კვტ. ენერგომოხმარებისა და 34 569 ტერაფლოპსი წარმადობის დემონსტრირებას. NVIDIA პირობას დებს, რომ დაეხმარება თავის მომხმარებლებს მსგავსი სისტემების აწყობაში. https://bit.ly/3dr8JoP
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.