-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
iPhone 12-ის განსაკუთრებულ მახასიათებლებს შორისაა გაუმჯობესებული დაცვა წყლისგან. სტანდარტი, რომლითაც სერტიფიცირებული არის სმარტფონი, იგივეა - IP68. თუმცა კომპანიამ განაცხადა ჩაძირვის სამმაგი სიღრმის შესახებ. თუკი iPhone 11-ს ოფიციალური სერტიფიკაციის მიხედვით შეუძლია გაძლოს 2 მეტრამდე წყალში ჩაძირვისას, iPhone 12-ს შეუძლია გაძლოს 6 მეტრზე. YouTube-არხ EverythingApplePro-ს ავტორებმა ეს ფუნქცია პრაქტიკაში შეამოწმეს. ექსპერიმენტში ორივე მოწყობილობა მონაწილეობდა. პირველი ეტაპი მოიაზრებდა iPhone 11-ისა და iPhone 12-ის 2 მეტრ სიმაღლეზე ჩაძირვას 30 წუთის განმავლობაში, ე.ი. გასული წლის მოდელის რეკომენდაციების შესაბამისად. ტესტირების შემდეგ სმარტფონებმა გამართულად გააგრძელეს მუშაობა. წყალგამძლეობის შემოწმების მეორე ეტაპზე სმარტფონები მოათავსეს 5.49 მეტრ სიღრმეზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიღრმეზე გაჩერება საპასპორტო მონაცემების მიხედვით დაშვებულია მხოლოდ iPhone 12-ისთვის, iPhone 11 არ გამორიცხეს გამოცდიდან. როგორც აღმოჩნდა, არც ისე ტყუილად: რეკომენდებული ნიშნულის სამმაგი ზრდის მიუხედავად სმარტფონმა უპრობლემოდ გადაიტანა ექსტრემალური წყალქვეშა პროცედურები. წარმატებული ექსპერიმენტით წახალისებულმა ექსპერიმენტატორებმა ორივე iPhone კიდევ უფრო დიდ სიღრმეზე, 9.14 მეტრზე ჩაძირეს. წყლის ქვეშ სმარტფონებმა გაძლეს 21 წუთი და წყლიდან ამოღების შემდეგ ორივე ფუნქციონირებდა. თუმცა, როგორც არხის ავტორებმა აღნიშნეს, წყალქვეშ ჩაძირვისგან მიყენებული შედეგი შესაძლოა გამოვლინდეს არა მაშინვე, არამედ რამდენიმე დღეში. Apple მომხმარებლებს აფრთხილებს თავის ვებ-გვერდზე, რომ გაჯეტების წყალგაუმტარი თვისებები შეიძლება შემცირდეს სტანდარტული მოხმარების შედეგად. წყალთან კონტაქტის გამო მოწყობილობების დაზიანება ანულირებს მის გარანტიას. https://bit.ly/37HpEUE
-
მას შემდეგ, რაც საგადახდო კომპანია PayPal-მა გამოაცხადა Bitcoin-ისა და მრავალი სხვა კრიპტოვალუტის მხარდაჭერის დაწყება, მის მაგალითს სამომავლოდ მიჰყვებიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Visa, Mastercard და American Express. ამგვარი აზრი გამოთქვა Bloomberg-თან ინტერვიუში Galaxy Investment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაცმა. მისი მოლოდინის თანახმად, Visa-მ და Mastercard-მა შესაძლოა მათ პარტნიორ მერჩანტებს კრიპტოვალუტებზე, მათ შორის Stablecoin-ებზე, წვდომა წლის განმავლობაში შესთავაზონ. „უკვე აღარ ჩნდება კითხვა - წარმოადგენს თუ არა კრიპტოვალუტები ინტერესის ობიექტს, არის თუ არა Bitcoin-ი აქტივი, გახდება თუ არა ბლოკჩეინი ფინანსური ინფრასტრუქტურის ნაწილი. საკითხავი არის არა ის, მოხდება თუ არა, არამედ ის - როდის მოხდება. ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი გეგმა“ - განაცხადა ნოვოგრაცმა. ამასთან, Bitcoin-ზე საუბრისას ნოვოგრაცი მასში ხედავს ფასეულობის დაგროვების საშუალებას და ეჭვი ეპარება, რომ კრიპტოვალუტა ფართო გავრცელებას ჰპოვებს საგადახდო საშუალების ფორმით. „არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება უახლოეს ხუთ წელიწადში. Bitcoin-ი გამოიყენება დაგროვების საშუალებად, ამიტომ როგორც ოქრო, ასევე ციფრული ოქრო, იგი უბრალოდ ზრდას გააგრძელებს. სულ უფრო მეტი ადამიანი მოისურვებს მის ჩართვას საკუთარ საფულეში“ - აღნიშნა ნოვოგრაცმა. შეგახსენებთ, PayPal-მა გამოაცხადა Bitcoin-ის, Bitcoin Cash-ის, Ethereum-ისა და Litecoin-ის ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის ფუნქციის ამოქმედება ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს. კომპანია ელის, რომ ახალი ფუნქცია ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების გლობალურ გამოყენებას და მოამზადებს ქსელს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტებისთვის. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროდუქციის ხაზის გაფართოების მიზნით PayPal განიხილავს კრიპტოსავალუტო კომპანიების შეძენის ვარიანტებს. მათ შორის არის დამუშავებისა და მეურვეობის სერვისი BitGo. https://bit.ly/3jtks99
-
როგორც ცნობილია, Intel-ს უკვე მზად აქვს გრაფიკული პროცესორი Xe DG2, რომელიც განკუთვნილია ენთუზიასტებისთვის და ექნება წარმადობის მაღალი მაჩვენებლებით. ექსპერტები ვარაუდობენ, იგი კომპანიას საშუალებას მისცემს შეუერთდეს AMD-სა და NVIDIA-ს და ისინი ვიდეო დაფების ბაზარზე შეავიწროვოს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ OEM-მწარმოებლებმა სატესტოდ უკვე მიიღეს პირველი დაფა სახელწოდებით Iris Xe Max (DG1). გავრცელდა ახალი ვიდეო დაფის პირველი ტესტირების შედეგები ბენჩმარკ Geekbench 5-ზე. დაფას აქვს GDDR6 ტიპის 3 გბ გრაფიკული მეხსიერება 768 Shader-ბირთვით. GPU-ის ტაქტის სიხშირეა 1.5 გჰც. როგორც აღმოჩნდა, DG1 მოძველებულ GeForce MX330 ვერსიას მხოლოდ 5.6%-ით აღემატება, GeForce MX350-ს კი 16.5%-ით ჩამორჩება. საინტერესოა ის, რომ კონკურენტ დაფას მხოლოდ 2 გბ ვიდეომეხსიერება აქვს, DG1-ს კი - სამი. ასევე, თუკი ახალ დაფას შევადარებთ ისეთ მოძველებულ ვიდეო დაფას, როგორიცაა Radeon RX 550X, DG1 დაფა AMD-ის ყველაზე ნელ გრაფიკულ ჩიპს 6%-ით აღემატება. როგორც გამოდის, Intel-ის პირველმა ვიდეო დაფამ ვერ გაამართლა. DG1 გათვლილი იყო ულტრაბიუჯეტურ ვიდეო დაფებთან კონკურენციაზე, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ ჩამორჩებოდა წარმადობით. საბოლოოდ, ბევრს რამეს ფასი გადაწყვეტს: თუკი Intel მომგებიან ფასს დაადებს, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ, პირველადი მონაცემებით Xe Max_ს საშუალება აქვს იმუშავოს პროცესორში ინტეგრირებულ Xe გრაფიკულ ბირთვთან ერთად, რაც სიჩქარის საგრძნობ ზრდას განაპირობებს. https://bit.ly/2TppUiU
-
კომპანია Microsoft-ის მიერ გამოშვებული ჰიბრიდული დასაკეცი ორეკრანიანი Android-სმარტფონი, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა ის მოწყობილობა, რომელსაც ფანატები ელოდნენ. გაყიდვის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ კომპანიამ უკვე შეამცირა მისი ფასი 200 აშშ დოლარით. გაჯეტი წარმოდგენილია არც ისეთი მოწინავე ტექნიკური მახასიათებლებით, როგორც მოსალოდნელი იყო. მის საფუძლად გამოყენებულია გასული წლის ჩიპსეტი Snapdragon 855 და 6 გბ ოპერატიული მეხსიერება. 5G სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. ხელმისაწვდომია ორი ბატარეა ჯამური 3577 მა/სთ მოცულობით. მოწყობილობის ერთადერთი განსაკუთრებული მახასიათებელია ორი AMOLED-დისპლეი, თითოეულის ზომა 5.6 დუიმია, გაფართოება - 1800 × 1350 პიქსელი. ერთად ისინი ქმნიან 8.1-დუიმიან დისპლეის - Dual PixelSense Fusion, რომლის გაფართოებაა 2700 × 1800 პიქსელი (3:2). დამატებით შესაძლებელია აღინიშნოს 128 გბ მუდმივი მეხსიერება საბაზისო კონფიგურაციაში. ამგვარი ვერსია მწარმოებელი კომპანიის მიერ შეფასებული იყო 1400 აშშ დოლარად. რესურს Neowin-ის მონაცემებით, ამჟამად Surface Duo 128 გბ მეხსიერებით ოფიციალურ Microsoft Store-ზე იყიდება 1199 აშშ დოლარად. 256-გიგაბაიტიანი ვარიანტიც 200 აშშ დოლარით გაიაფდა და ამჟამად 1399 აშშ დოლარი ღირს. დასავლურმა რითეილერებმაც შეამცირეს ფასი მოწყობილობაზე. მაგალითად, სავაჭრო ქსელ Best Buy-ზეც გაჯეტი საწყის ფასთან შედარებით 200 აშშ დოლარით ნაკლებად იყიდება. https://bit.ly/2TmL8Oa
-
სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა პირველი განაცხადი მიიღო საკუთარი ციფრული ვალუტის (CBDC) ტესტირების შესახებ. განაცხადი შეიტანა კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობს აუდიტორების „დიდ ოთხეულში“ შემავალი კომპანია Ernst & Young-ის (EY) კორეული განყოფილება - წერს The Block. კონსორციუმში შევიდა Samsung SDS - IT-ქვეგანყოფილება და იაპონურ მესენჯერ Line-ის ოპერატორი. EY Hanyoung დაკავდება ციფრული ვონის დაპროექტებით. ორი სხვა კომპანია უზრუნველყოფს სისტემის არქიტექტურის მხარდაჭერას. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ექსპერიმენტში მონაწილეობის კანდიდატების შერჩევის დახურვა 19 ოქტომბრისთვის დაგეგმა. კონსორციუმის განაცხადი აღმოჩნდა ერთადერთი, ამიტომ ტენდერი კიდევ 29 ოქტომბრამდე გაახანგრძლივეს. შეგახსენებთ, კორეის ბანკმა ფაზებად დაყო CBDC-ის ტესტირების საპილოტე პროგრამა. პირველი ორი ფაზის ფარგლებში შემუშავდა ტექნოლოგია და ჩატარდა პროცესის ანალიზი. ბოლო ეტაპი დაგეგმილია 2021 წლისთვის და მასში გათვალისწინებულია ციფრული ვონის გამოშვება. https://bit.ly/3jl6MNC
-
ელექტრომობილების წარმოების ღირებულება შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების ფასს გაუთანაბრდება 2024 წლისთვის, მიიჩნევენ უსხვილესი შვეიცარიული ჰოლდინგ UBS-ის ექსპერტები. ამ მოვლენის შემდეგ ამოწურვად რესურსებზე, ამ შემთხვევაში საწვავზე მომუშავე ტრანსპორტზე უარის თქმა გარდაუვალი გახდება, აცხადებენ მკვლევარები გამომცემლობა The Guardian-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ექსპერტების აზრით სხვაობა ელექტრომობილებისა და შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოების ფასს შორის 2022 წლისთვის მხოლოდ 1900 აშშ დოლარი იქნება ერთ ერთეულზე, 2024 წლისთვის კი საერთოდ გაქრება. შვეიცარიელი ანალიტიკოსების კვლევა დაფუძნებულია ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ბატარეების შვიდი უმსხვილესი მწარმოებლის მონაცემებზე. ექსპერტების აზრით, ელექტრომობილებისა და შიდაწვის ძრავის კომპონენტების წარმოებაში პარიტეტის მიღწევა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც აიძულებს მსოფლიოს უარი თქვას ამოწურვად საწვავ რესურსებზე. ამჟამად მსხვილი მანქანათმშენებელი კომპანიები თავს იკავებენ უარი თქვან მომგებიანი შიდაწვის ძრავის მანქანების წარმოებაზე ელექტრომობილების ბატარეების სიძვირის გამო. ამგვარ ბატარეებს ძირითადად აწარმოებენ აღმოსავლეთაზიური კომპანიები, მაგალითად LG Chem (სამხრეთი კორეა), Panasonic (იაპონია) და CATL (ჩინეთი). აღსანიშნავია, რომ თავად აკუმულატორის ფასმა შესაძლოა შეადგინოს მთლიანი ელექტრომობილის ღირებულების მეოთხედი ან სულ მცირე ფასის 1/5. UBS-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2022 წლისთვის ბატარეების წარმოების ფასი შემცირდება 100 აშშ დოლარამდე 1 კვტ/სთ მოცულობაში გათვლით. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ის მანქანათმშენებელი კომპანიები, რომლებიც ეცდებიან ტრადიციული შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვის მოცულობის შენარჩუნებას, რისკავენ რომ უკან ჩამორჩებიან იმ მეტად პერსპექტიულ და პროგრესულ კომპანიებს, როგორებიცაა Tesla და Volkswagen. ეს უკანასკნელი, მაგალითად, მსოფლიოში უმსხვილესია წელიწადში გამოშვებული ავტომობილების რიცხვით და მან უკვე გამოთქვა სურვილი, რომ 33 მლრდ ევრო ჩადოს ინვესტიციის სახით ელექტრომობილების სფეროში. „2025 წლის შემდეგ შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილის შესყიდვის საბაბი აღარ იარსებებს“ - განაცხადა UBS-ის ანალიტიკოსმა Tim Bush-მა. მან ასევე დაამატა, რომ ბატარეების საწარმოო ფასის შემცირება სასარგებლოდ წაადგება არა მხოლოდ ელექტრომობილებს, ასევე ჰიბრიდულ მოდელებს, რომლებშიც ერთობლივად გამოიყენება შიდაწვის ძრავი და ელექტრო ბატარეა. Volkswagen ID.3 ელექტრომობილების ფასი ამჟამად მნიშვნელოვნად აღემატება სტანდარტული ვერსიების ფასს, რაც მათი რეალიზაციის მასშტაბს ზღუდავს. მაგალითად, ახალ მოდელ Volkswagen Golf-ის ფასი 20 280 ბრიტანული ფუნტიდან იწყება. ელექტრომობილ Volkswagen ID.3-ის ღირებულება კი, რომელიც გვევლინება გერმანული ავტოკონცერნის პირველი მასობრივი მოდელის სახით, 30 ათასი ბრიტანულ ფუნტს ზემოთაა. უმსხვილესი ბრიტანული ავტოკონცერნი Jaguar Land Rover თავის ერთადერთ სრულიად ელექტრო ავტომობილ Jaguar I-Pace-ს აფასებს 64 495 ბრიტანულ ფუნტად. შიდაწვის ძრავაზე მომუშავე მის ანალოგ Jaguar F-Pace-ის ფასი 44 845 ბრიტანული ფუნტიდან იწყება. ექსპერტების აზრით, ბატარეის წარმოების ხარჯების სწრაფი შემცირება გამოიწვევს ელექტრომობილებზე ბევრად უფრო სწრაფ გადასვლას. აღინიშნება, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ევროპასა და ჩინეთში ამ ტიპის ტრანსპორტზე უკვე იზრდება მოთხოვნა. დამოუკიდებელი ავტოანალიტიკოსი Matthias Schmidt თვლის, რომ 2020 წლის ბოლოს ევროპაში გაყიდული იქნება 11 მლნ ავტომობილი და ამათგან მილიონი ერთეული იქნება ელექტრომობილი და ჰიბრიდული მოდელი. UBS-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ 2025 წლისთვის მსოფლიო ავტობაზრის 17% დაკავებული ექნება ელექტომობილებს, 2030 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 40% იქნება. https://bit.ly/3jrhzpo
-
2 ნოემბერს დაიწყება გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილ მონიტორ Xiaomi Fast-ის მიწოდება: მომხმარებლებისთვის, რომლებიც წინასწარ შეკვეთას აფორმებენ, ამ მონიტორის ფასი იქნება დაახლოებით 150 აშშ დოლარი. მოწყობილობას აქვს IPS მატრიცა ზომით 24.5 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. სიკაშკაშის მაჩვენებელი აღწევს 400 კდ/მ2 -ს (საუბარია HDR400 სერტიფიკაციაზე). მონიტორის კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, რეაქციის დრო - 2 მილიწამი. ტექნოლოგია Adaptive Sync უზრუნველყოფს გეიმინგ-პროცესის დინამიურობისა და სინქრონულობის მაღალ დონეს. პანელს აქვს 90%-იანი DCI-P3 და 100%-იანი sRGB ფერთა გამა. დისპლეის გარს აკრავს სამი მხრიდან წვრილი ჩარჩო. სადგამი საშუალებას იძლევა რეგულირდეს სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან და ეკრანის დახრის კუთხე. ჯამში მონიტორს მინიმალისტური დიზაინი აქვს. სიგნალის წყაროსთან დასაკავშირებლად გათვალისწინებულია ორი HDMI 2.0 და ერთი DisplayPort 1.2. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის. https://bit.ly/34kMKhJ
-
ცნობილი გახდა, რომ Bitcoin-ის კურსმა დააფიქსირა წლიური მაქსიმუმი და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საგადახდო სისტემა PayPal-მა გამოაცხადა, რომ ოპერაციების განხორციელების სისტემას ემატება კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის ფუნქცია. ამ მოვლენის ფონზე Bitcoin-ის კურსი 8%-ით გაიზარდა და მიაღწია 12 817 აშშ დოლარს, რაც 2019 წლის ივნისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. წინა მაქსიმუმი მიმდინარე წელს შეადგენდა 12 473 აშშ დოლარს. წყარო აღნიშნავს, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი მიმდინარე კვირაში 11%-ზე მეტით გაიზარდა. სამშაბათს 1 Bitcoin-ის ფასმა გადააჭარბა 12 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს, PayPal-ის განცხადებამ კი მას მომდევნო მატებისკენ უბიძგა. არსებული ინფორმაციის თანახმად, PayPal მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ, შეინახონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა, თანაც არა მხოლოდ Bitcoin-ი, არამედ Ethereum, Bitcoin Cash და Litecoin. გარდა ამისა, სამომავლოდ შესაძლებელი გახდება კრიპტოვალუტების გამოყენებით შესყიდვების განხორციელება 26 მილიონ სავაჭრო წერტილში, სადაც PayPal გამოიყენება. უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური სფეროს სხვა კომპანიებმაც დაიწყეს ყურადღების მიპყრობა ციფრულ აქტივებზე. მიმდინარე თვის საწყის პერიოდში ამერიკულმა კომპანია Squre-მა, რომელიც დაკავებულია ციფრული გადახდების მიღება-დამუშავებისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილების შემუშავებით, შეისყიდა 4709 BTC 50 მლნ აშშ დოლარად და განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა „უფრო მეტად გავრცელდება მომავალში“. აგვისტოში საინვესტიციო ჰოლდინგმა Fidelity-მ შექმნა Bitcoin-ზე ორიენტირებული ფონდი. რაც შეეხება პირველ კრიპტოვალუტას, 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე მისი ფასი დაახლოებით 75%-ით გაიზარდა. მარტში კურსი დაეცა 3800 აშშ დოლარამდე, მას შემდეგ კი საკმაოდ დამაჯერებლად იზრდება. https://bit.ly/3jkK0Wb
-
AMD არ დაუშვებს სერიოზულ ხარვეზებს, რაც ნეგატიურად აისახა მისი მთავარი კონკურენტის გაყიდვებზე. კომპანიამ გაავრცელა განცხადება პარტნიორებისათვის, რომელიც მათ აფრთხილებს გადამყიდველებისა და ბოტების შესახებ. განცხადებაში ჩამოთვლილია საცალო ვაჭრობის "ლუქების დახურვის" გზები. ეს გაკეთდა იმისთვის, რათა რეალურ მყიდველებს გარანტირებული ჰქონდეთ RX 6000 სერიის ვიდეო დაფებისა და Ryzen 5000 პროცესორების ხელმისაწვდომობა. დოკუმენტში, რომელიც გაიგზავნა AMD-ის საცალო სავაჭრო პარტნიორებთან, კომპანიის მიერ ჩამოთვლილია რამდენიმე მეთოდი, რომლებშიც გაცემულია რეკომენდაციები, რომ აღმოიფხვრას ბოტების მიერ ლოტების შესყიდვა და უზრუნველყოფილ იქნას დინამიური პროცესი (რამდენადაც შესაძლებელი იქნება). რეკომენდაციების ჩამონათვალს მიეკუთვნება: ბოტების აღმოჩენა და დაბლოკვა; რთული "captcha"- ს განხორციელება; ლიმიტები შესყიდვაზე; დაჯავშნა; შეკვეთების ხელით, მექანიკურად დამუშავება; ლიმიტი В2В გაყიდვებზე; მარაგების განაწილება კალათებში. ეს რეკომენდაციები მეტნაკლებად იმ ზომების მსგავსია, რომლებიც NVIDIA-მ გაახმაურა RTX 3xxx სერიის გამოშვების წინ, თუმცა AMD დარწმუნებულია, რომ შეკვეთებზე უფრო მეტად ყურადღებით მიდგომა და ზემოთხსენებული ზომების მიღება შეამცირებს გაყიდვებთან დაკავშირებულ პრობლემებს. „ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ, რომ გეიმერებმა, ენთუზიასტებმა და ციფრული კონტენტის შემქმნელებმა მარტივად შეძლონ AMD Radeon RX 6000 ვიდეო დაფებისა და AMD Ryzen 5000 სერიის პროცესორების შეძენა გაყიდვების დაწყებისთანავე და მის შემდგომ“ - ნათქვამია დოკუმენტში. ექსპერტები AMD-ს გაყიდვების წარმატებით დაწყებას უსურვებენ - კომპანიების კონკურენცია ყოველთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მომხმარებლებისთვის. https://bit.ly/35nQL4w
- 1 reply
-
- 1
-
-
კომპანია Acer-მა წარადგინა ულტრაკომპაქტური პორტატული კომპიუტერი Chromebook Spin 513 Chrome OS-ის ბაზაზე. ახალ ლეპტოპს აქვს კომპაქტური კორპუსი, მაღალი წარმადობისა და ავტონომიურობის მაჩვენებელი, მუშაობს 4G LTE ქსელში. თუმცა მისი მთავარი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ იგი დამყარებულია Qualcomm-ის ARM-პროცესორზე. ლეპტოპის დადებითი მახასიათებელია თხელი და საიმედო კორპუსი. ზედა ნაწილი დამზადებული ალუმინისგან, ეკრანი და თაჩპედი დაცულია Corning Gorilla Glass-ით. დისპლეის ზომა 13.3 დუიმია, დამზადებულია IPS ტექნოლოგიით, გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს. დისპლეის ირგვლივ მოცემულია თხელი ჩარჩოები, რისი წყალობით ეკრანის ფართობის შეფარდება კორპუსის ფრონტალურ ნაწილთან 78 %-ის ტოლია. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ორი ინტეგრირებული მიკროფონი, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ხმას ვიდეოკონფერენციის მსვლელობის ან ხმოვანი დამხმარის გამოყენებისას. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვერსია განათების მქონე კლავიატურით, რისი გათვალისწინებით ქრომბუკის გამოყენება მოსახერხებელი იქნება ცუდი განათების პირობებშიც კი. ლეპტოპის აპარატული საფუძველია გამომთვლელი პლატფორმა Qualcomm Snapdragon 7c, რომელიც აგებულია რვა Kryo 468 ბირთვის მქონე 8-ნანომეტრიანი პროცესორის ბაზაზე. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული ადაპტერი Adreno 618. ლეპტოპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 გბ-მდე (LPDDR4X), შიდა მეხსიერება - 128 გბ-მდე. მწარმოებელი კომპანიის მონაცემებით, Spin 513-ს შეუძლია დამუხტვის გარეშე იმუშაოს დაახლოებით 14 საათი. მოწყობილობაში წარმოდგენილია 4G LTE მოდული, რომელიც უზრუნველყოფს ქსელთან უწყვეტ წვდომას. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს 2×2 MIMO ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 ადაპტერები. მოწყობილობას გააჩნია ორი USB Type-C USB 3.2 Gen 1-ის მხარდაჭერით, შესაძლებელია DisplayPort-თან დაკავშირება USB-C-ს მეშვეობით და დამუხტვა USB სადენით. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინტერფეისი USB Type-A. ქრომბუკი იწონის მხოლოდ 1.2 კგ-ს, კორპუსის სისქე 15.55 მილიმეტრია. აღსანიშნავია, რომ Acer-მა აგრეთვე წარადგინა ვერსია Chromebook Enterprise Spin 513, რომელიც საბაზისო მოდელისგან განსხვავდება Chrome OS-ის განბლოკილი ფუნქციით, რაც მიმართულია კორპორატიული მომხმარებლების უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფისკენ. რაც შეეხება გაყიდვის თარიღსა და ფასს, ქრომბუკის ორივე ვერსია მომდევნო წლის დასაწყისიდან გაიყიდება. საბაზისო ვერსიის ფასი იწყება 429 ევროდან, ბიზნეს-სეგმენტისთვის განკუთვნილი ვარიანტის ფასი კი იქნება არანაკლებ 699 ევრო. https://bit.ly/31uZRey
-
Chain.info-ს მონაცემების თანახმად ბრუნვაში არსებული Bitcoin-ის დაახლოებით 10.6% ამჟამად კონცენტრირებულია ხუთ ცენტრალიზებულ კრიპტოსავალუტო ბირჟაზე. 1.96 მილიონზე მეტი BTC ინახება ხუთ სავაჭრო კრიპტო პლატფორმაზე, ესენია: Coinbase, Huobi, Binance, OKEx და Kraken. ყველაზე მეტ Bitcoin-ს ინახავს Coinbase - 944 904 BTC განაწილებულია 4.39 მილიონ სხვადასხვა საფულეში. მეორე ადგილზე იმყოფება Huobi - 323 665 BTC განთავსებულია დაახლოებით 901 600 უნიკალურ საფულეში. მას მოსდევს Binance - 289 961 BTC თითქმის 2.7 მლნ მისამართზე. OKEx-ზე 276 184 BTC შენახულია 339 ათას საფულეში, Kraken-ზე - 126 510 BTC ინახება 672 ათას მისამართზე. 210 000 BTC ინახება კიდევ შვიდ კრიპტოსავალუტო ბირჟაზე, ესენია: Bitflyer, Bittrex, Bitfinex, Poloniex, Coincheck, Gate.io, და Bitstamp. Chain.info-ს მონაცემებით, ბევრი მომხმარებელი კვლავ უპირატესობას ანიჭებს ცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟებს მიუხედავად იმ რისკებისა, რაც თან ახლავს გასაღებზე კონტროლის არარსებობას. 2018 წელს კრიპტო ინვესტორი და ანტრეპრენერი Trace Mayer კრიპტოვალუტების მფლობელებს პრივატულ გასაღებებზე კონტროლის დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. შეგახსენებთ, რომ Glassnode-ის უახლესი მონაცემებით „კრიპტო ვეშაპების“ მფლობელობაში არსებული Bitcoin-მისამართების რაოდენობა მცირდება, რაც შესაძლოა მოახლოებული ხარული აღმასვლის ნიშანი იყოს. https://bit.ly/2T9zFSh
-
გამოჩნდა Ampere გრაფიკული პროცესორის ბაზაზე არსებული ფლაგმანური NVIDIA RTX A6000 დაფის პირველი ტესტები. ტესტირების შედეგები გამოქვეყნდა AdoredTV-ს მიერ და გვიჩვენებს, რას უნდა ველოდოთ სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი, NVIDIA-ს ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფისგან, რომელმაც Quadro RTX 6000 უნდა ჩაანაცვლოს. NVIDIA RTX A6000 დაანონსდა მიმდინარე თვეში. Tesla ბრენდზე უარის შემდეგ კომპანიამ ასევე გადაწყვიტა უარი თქვას ბრენდ Quadro-ზე სამუშაო სადგურების პროფესიონალურ ვიდეო დაფებში. დაფის სახელწოდება იქნება უბრალოდ RTX A6000 და იგი განკუთვნილი იქნება სამუშაო სადგურების ბაზრისა და კონტენტის შემქმნელთა სეგმენტისთვის. მახასიათებლების თანახმად RTX A6000 დაფა აგებულია GA102 გრაფიკულ პროცესორზე (84 SM / 10752 CUDA ბირთვი). RTX A6000 შემოგვთავაზებს უფრო მაღალ ტაქტის სიხშირეებს, ვიდრე A40. NVIDIA RTX A6000 ვიდეო დაფის ტესტები: რაც შეეხება წარმადობას, ტესტირების შედეგები წარმოდგენილია SPECviewperf 2020 ტესტების ნაკრებში 3800x2120 გაფართოებაზე, რომელშიც მოხდა Quadro RTX 6000-სა და RTX A6000-ის შედარება. RTX A6000-მა უპირატესობა აჩვენა თითქმის ყველა ტესტში მაქსიმალური 25%-ით. საშუალოდ კი RTX A6000 11%-ით სწრაფი აღმოჩნდა Quadro RTX 6000-თან შედარებით. NVIDIA თავისი პარტნიორი კომპანიების მეშვეობით RTX A6000 ვიდეო დაფას გამოუშვებს დეკემბრის შუა რიცხვებში, უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი კი იგი მომდევნო წლის დასაწყისიდან გახდება. https://bit.ly/2FLq7JW
-
მომდევნო კვირის შუა პერიოდში შედგება Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფების პრეზენტაცია. ცნობილი გახდა რომელი დაფები გამოვა ამჯერად და რა პროდუქტებს უნდა ველოდოთ იანვრამდე. ახალი ცნობები გააზიარა ვებ-გვერდ VideoCardz-მა AMD-ის პარტნიორების ინფორმაციაზე დაყრდნობით. მომდევნო კვირაში კომპანიამ უნდა წარადგინოს სამი ვიდეო დაფა გრაფიკულ პროცესორ Navi 21-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის საფუძველზე: Radeon RX 6900 XT, Radeon RX 6800 XT და Radeon RX 6800. ფლაგმანურ დაფას ექნება 5120 ნაკადური პროცესორი, GDDR6 ტიპის 16 გბ მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით, გრაფიკული პროცესორის სიხშირე - 2040/2330 მჰც. პირველი Radeon RX 6900 XT დაფები წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ეტალონურ ვარიანტებად და შეზღუდული რაოდენობით. წყარო: VideoCardz ერთი დონით ქვემოთ განთავსდა Radeon RX 6800 XT. მის შემთხვევაში ნაკადური პროცესორების რაოდენობაა 4608, მეხსიერება წინა მოდელის იდენტურია - GDDR6 ტიპის 16 გბ მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. ეტალონურ მოდელს ექნება 2015/2250 მჰც გრაფიკული პროცესორის სიხშირე. Radeon RX 6800 დაფასაც აქვს GDDR6 ტიპის 16 გბ მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით, თუმცა ნაკადური პროცესორების რაოდენობა შემცირებულია 4096-მდე, გრაფიკული პროცესორის ტაქტის სიხშირეებია 1815/2150 მჰც. როგორ ჩანს, ხსენებული სამი ვიდეო დაფა ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე კვარტალში, AMD-ის პარტნიორები თავიანთ ვერსიებს შემოგვთავაზებენ ნოემბერში Radeon RX 6900 XT დაფის ვარიანტის გარდა, იგი ჯერჯერობით ეტალონური დარჩება. მომდევნო წლის იანვარში გამოვა ორი ვიდეო დაფა გრაფიკულ პროცესორ Navi 22-ის ბაზაზე. უფროს მოდელ Radeon RX 6700 XT-ს ექნება 2560 ნაკადური პროცესორი, Radeon RX 6700 დაფის მახასიათებლები არ კონკრეტდება. ვიდეოჩიპის სიხშირეებიც უცნობია, მეხსიერების მოცულობა კი ექნება 12 გბ 192-ბიტიანი სალტით. https://bit.ly/2Hjo9kP
-
- 1
-
-
კრიპტო ბირჟა Binance-მა სერვისში დაამატა კრიპტოვალუტების ფიატურ ფულზე გაცვლის შესაძლებლობა. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ კვალიფიცირებულ მერჩანტებს პირინგ-პლატფორმა Binance P2P-ის გამოყენებით. გაცვლისთვის მხარდაჭერილია Bitcoin, Ethereum, USDT, BNB, BUSD და EOS. „მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ იყიდონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა არჩეული შემოთავაზების მიხედვით, შემდეგ კი გადასცენ ან მიიღონ ფიატური ფული პირადად“ - ნათქვამია შეტყობინებაში. ბირჟამ მომხმარებლები გააფრთხილა რისკების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ახლდეს კრიპტოვალუტების ნაღდ ფულზე გადაცვლის პროცესს. კომპანიის წარმომადგენლები მომხმარებლებს მოუწოდებენ არ გამოიყენონ გარე მესენჯერები კომუნიკაციისთვის, არ დათანხმნენ საეჭვო ადგილას შეხვედრას და ყურადღებით გადაითვალონ ფული გარიგების დადასტურებამდე. შეგახსენებთ, 18 ოქტომბერს Binance-მა მიმოქცევიდან მოხსნა 2,253,888 BNB ტოკენი, რომელთა ღირებულება 68 მლნ აშშ დოლარი იყო. https://bit.ly/37p2en8
-
გერმანულმა მანქანათმშენებელმა კომპანია Porsche-მ წარადგინა გადასაადგილებელი დამტენი სადგური Porsche Turbo Charging ელექტრომობილებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა ელექტრო ტრანსპორტზე გადასასვლელად. 2.1 მვტ/სთ ენერგიის შემნახველ სისტემას შეუძლია 0-დან 100%-მდე დამუხტოს 30 ელექტრომობილი Porsche Taycan, ამასთან, საშუალებას იძლევა ერთროულად მოხდეს 10 ავტომობილის დამუხტვა. კომპანიის განცხადებით, იგი უკვე იყენებს რამდენიმე მსგავს სატესტო მობილურ სადგურს მთელი ევროპის მასშტაბით და შესრულებული აქვს დამუხტვის დაახლოებით 5 ათასი ოპერაცია. ტესტირების ფარგლებში კომპანიამ სისტემა შეამოწმა რთულ პირობებში -40 °C-მდე ექსტრემალურ ტემპერატურაზე. აღინიშნება, რომ მობილურმა სადგურმა ყველანაირ სირთულეს გაუძლო სიმძლავრის დონის მნიშვნელოვანი კარგვის გარეშე. გერმანული კომპანია ასევე აცხადებს, რომ Porsche Turbo Charging სისტემა შეიმუშავა ყოველწლიურ ღონისძიება Porsche Track Experience-ზე გამოყენებისთვის. მის ფარგლებში კომპანია გვიჩვენებს ახალი მოდელების შესაძლებლობებს, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გზატკეცილზე შეამოწმონ ავტომობილები. ბოლოს მსგავსი მოვლენა ჩატარდა ბუდაპეშტში. პრეს-რელიზის მონაცემებით, კომპანიამ ვერ იპოვა ადგილზე ისეთი დამტენები, რომლებიც Porsche-ს მაღალ მოთხოვნებს შეესაბამებოდა, ამიტომაც ინჟინრებმა საკუთარი სისტემა შექმნეს. გერმანულ კომპანია Ads-tec-თან პარტნიორობის შედეგად Porsche-მ თავი მოუყარა შვიდ სატვირთოს დამტენი სისტემითა და ბუფერული ენერგიით. 3.2 მვტ სიმძლავრისა და 2.1 მვტ/სთ მოცულობის აკუმულატორების გარდა კომპანიას არაფერი გაუხმაურებია სისტემის მახასიათებლებისა და ფასის შესახებ. კომპანიამ განაცხადა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს გამოყენებისას (მაგალითად, მზის ენერგიის) სატვირთოს ბატარეის დამუხტვას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. შესაძლებელია, რომ Porsche არ გეგმავს სისტემის გაყიდვას კერძო მომხმარებლებზე და იგი მხოლოდ საკუთარ პროექტებში გამოიყენოს. https://bit.ly/3jc8aC8
-
ვიდეო დაფების მწარმოებელმა კომპანიებმა დაიწყეს GeForce RTX 3070 დაფის საკუთარი ვერსიების მახასიათებლების გამოქვეყნება. ამჟამად ხელმისაწვდომია ინფორმაცია კომპანიებისგან - Inno3D, EVGA, Gainward, Colorful, Gigabyte, MSI და ASUS. Inno3D RTX 3070 iChill X3 GeForce RTX 3070 დაფის ვარიანტებიდან ყველაზე სწრაფია ვერსიები GeForce RTX 3070 iChill X3 და iChill X4 კომპანიისგან - Inno3D. ორივე გრაფიკული პროცესორის სიხშირე 1785 მეგაჰერცს შეადგენს. წყარო: VideoCardz ვიზუალურად მოდელები ერთმანეთისგან მხოლოდ მცირე დეტალით განსხვავდებიან - iChill X4 ვერსიას აქვს დამატებითი მეოთხე ქულერი გვერდით მხარეს, iChill X3 ვერსიაში კი მათი რაოდენობა სამია. Inno3D RTX 3070 iChill X4 სხვა მახასიათებლების მხრივ დაფები იდენტურია. ორივეს აქვს 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორები, პერსონალურ კომპიუტერში ორივე იკავებს გაფართოების ორ სლოტს, დაფის სიგრძეა 30 სმ. Inno3D აღმოჩნდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც აღნიშნა თავისი ვიდეო დაფების ფაქტობრივი ენერგომოხმარება. იგი შეადგენს 240 ვატს, რაც 20 ვატით აღემატება ეტალონური NVIDIA GeForce RTX 3070 დაფის მაჩვენებელს. კომპანია EVGA-ს GeForce RTX 3070 ვარიანტის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიამ გამოაქვეყნა ახალი დაფების რამდენიმე ფოტო. უფროსი GeForce RTX 3090 და RTX 3080 მოდელების მსგავსად უმცროსი ვერსია წარმოდგენილი იქნება ოთხ ვარიანტად - FTW3 Ultra, XC3 Ultra, XC3 და XC3 Black. თითოეულ მათგანს აქვს ორი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი და გაგრილების სისტემა სამი ქულერით. FTW3 ვერსია სამსლოტიანია, XC3 ვარიანტები კი დაიკავებენ გაფართოების ორ სლოტს. XC3 და XC3 Black მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ XC3 Black ვერსიას არ გააჩნია უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა. Ultra ვერსია კი წარმოდგენილია გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარების უფრო მაღალი მაჩვენებლით. კომპანია Gainward-მა თავისი Phoenix-სერიის დაფების მახასიათებლები სრულად გაასაჯაროვა. კომპანიამ წარადგინა ორი მოდელი: GeForce RTX 3070 Phoenix და Phoenix GS (Golden Sample). GS ვერსიის Boost-სიხშირე 1770 მეგაჰერცია. ორივე მოდელის ენერგომოხმარების მაჩვენებელია 240 ვატი. ორივე ვერსია იკავებს კორპუსში გაფართოების 2.7 სლოტს, აქვთ სამი ქულერი და ორი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. Gainward GeForce RTX 3070 Phoenix ვარიანტებს ვიდეოდრაივერების სტანდარტული ნაკრები აქვთ: ერთი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4a. საინტერესოა ის, რომ Gainward RTX 3070 ვერსიებში გამოყენებულია GeForce RTX3090 და RTX 3080 დაფებისგან განსხვავებული უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა. უმცროს ვერსიას აქვს დიდი ზომის სავენტილაციო ჭრილები და თავად შავი ფერისაა ყავისფერი უფროსი მოდელებისგან განსხვავებით. მარცხნიდან მარჯვნივ: Colorful GeForce RTX 3070 Ultra, Advanced და BattleAx კომპანია Colorful-მა წარადგინა სამი GeForce RTX 3070 ვარიანტი. ჩამონათვალში არ ფიგურირებს ვერსია Vulcan X, რომელსაც კომპანია გვთავაზობს უფროსი GeForce RTX 3080 და RTX 3090 მოდელებისთვის. მის ნაცვლად Colorful-მა წარადგინა უმცროსი GeForce RTX 3070 ვერსიებად - Battle Ax, Advanced და Ultra. Colorful GeForce RTX 3070 iGame Ultra OC ვარიანტი წარმოდგენილია ქარხნული აჩქარებით, თუმცა კომპანია არ ასახელებს GPU-ის სიხშირეებს. დაფაში გამოყენებულია სამი ქულერი, სიგრძეა 31 სმ, წონა - 1.2 კგ. iGame Advanced ვერსია კიდევ უფრო დიდია. დაფის სიგრძეა 31.5 სმ, წონა - 1.4 კგ. ეს მოდელი შესაძლებელია ჩაითვალოს Colorful-ის დაფებს შორის უფროს ვერსიად მანამ, სანამ კომპანია არ წარადგენს Vulcan X-ს. BattleAx ვარიანტი მიეკუთვნება Colorful-ის ბიუჯეტურ სერიას. ამ დაფებს არ აქვს RGB-განათება და სპეციალური ფიზიკური ღილაკი BIOS-რეჟიმების სწრაფი ცვლილებისთვის. Gigabyte GeForce RTX 3070 Aorus Master კომპანია Gigabyte-მა განაახლა GeForce RTX 3070 Aorus Master მოდელების ხაზი. კომპანია არ ახმაურებს ახალი დაფების ტექნიკურ მახასიათებლებს, თუმცა აქვეყნებს მათ ფოტოებს. მოცემულ ვერსიას ვიდეოდრაივერების არასტანდარტული ნაკრები აქვს: სამი DisplayPort 1.4 და სამი HDMI 2.1. რესურს VideoCardz-ის ინფორმაციით გავრცელდა ცნობა, რომ Gigabyte RTX 3080 Aorus Master მოდელებში შესაძლოა შეინიშნებოდეს გარკვეული პრობლემები HDMI 2.1 დრაივერთან დაკავშირებით, BIOS-პარამეტრებზე ენერგომოხმარების ლიმიტი კი იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მიიჩნევა, რომ კომპანია ამ საკითხებს გადაჭრის BIOS-ის ახალი ვერსიის გამოშვებით. საზოგადოება იმედოვნებს, რომ გაყიდვების დაწყების დროს Gigabyte RTX 3070 Aorus Master დაფას აღარ ექნება მსგავსი პრობლემები. MSI GeForce RTX 3070 Gaming Trio კომპანია Micro-Star International-მა (MSI) გამოუშვა რამდენიმე ვარიანტი GeForce RTX 3070 და გარკვეული პერიოდის შემდეგ აპირებს კიდევ უფრო მეტი მოდელის გამოშვებას. გასულ კვირაში კომპანიამ წარადგინა მხოლოდ ერთი ვერსია GeForce RTX 3070 Gaming Trio (X-ის გარეშე). მისი GPUის Boost-სიხშირე 1770 მეგაჰერცია. მოცემული ვერსია ერთ-ერთი ყველაზე მოზრდილია GeForce RTX 3070 დაფის ყველა ვარიანტს შორის. დაფის სიგრძეა 32.3 სმ, კორპუსში იკავებს გაფართოების სამ სლოტს. დაფის წონაა 1.4 კგ. კომპანია კომპლექტში აყოლებს სპეციალურ სამაგრ კრონშტეინს, რათა დაფამ ზედმეტი ზეწოლა არ მოახდინოს PCIe x16 კონექტორზე. ASUS-ის მიერ წარმოებული RTX 3070 ვერსიების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ROG Strix, TUF და DUAL ვერსიებს გრაფიკული პროცესორის იდენტური Boost-სიხშირე აქვთ - 1755 მჰც. მარცხნიდან მარჯვნივ: ASUS GeForce RTX 3070 ROG Strix, TUF Gaming და DUAL საინტერესოა, რომ GPU-ის მუშაობის მაჩვენებელი ქარხნულად არ არის ხელმისაწვდომი. ASUS მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, რომელიც ავტომატურად გაააქტიურებს გრაფიკული პროცესორის სამუშაო სიხშირეების პარამეტრებს კომპიუტერის ჩართვისას. ქარხნული აჩქარების მქონე, OC-ვერსიის GeForce RTX 3070 დაფების ტექნიკურ მახასიათებლებს კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს. შეგახსენებთ, ეტალონური GeForce RTX 3070, აგრეთვე NVIDIA-ს პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული ვარიანტების გაყიდვა 28 ოქტომბრიდან დაიწყება. https://bit.ly/3ke6oBz
- 1 reply
-
- 1
-
-
კრიპტო ბირჟა Binance-მა განახორციელა BNB-ტოკენების მეცამეტე ყოველკვარტალური „დაწვა“. მიმოქცევიდან გამოვიდა 2 253 888 BNB, მათ შორის 867 BNB-ის ჩათვლით ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მომხმარებლების დაკარგული აქტივების აღდგენას. დამწვარი ტოკენების ჯამურმა ღირებულებამ 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ აღნიშნა, რომ ეს მოვლენა უმსხვილესია დოლართან ეკვივალენტში და სიდიდით მეოთხეა BNB-ის ისტორიაში. წყარო: binance.com. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე კომენტარი გააკეთა ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ ბოლო კვარტლის განმავლობაში მის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორი. „ვთვლი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში DeFi განსაზღვრავს მომავალს და უკან ჩამოიტოვებს ცენტრალიზებულ ბირჟებს, თუმცა ეს მალე არ მოხდება“ - დაწერა Zhao-მ. იგი დარწმუნებულია, რომ ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებები, როგორებიცაა ლიკვიდურობის პულები და ონჩეინ-კრედიტირება, გააგრძელებს არსებობას, თუმცა მომგებიანობა დროთა განმავლობაში შემცირდება „გონივრულ“ დონემდე. Zhao-მ გაიხსენა ძირითადი ქსელი Binance Smart Chain-ი, რომელიც სმარტ-კონტრაქტების შექმნისა და BNB-სტეიკინგით გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, კომპანია აპირებს ამ პროექტში დამატებითი თანხების ინვესტირებას. გასულ კვირაში Binance-მა შეარჩია პროექტების პირველი ნაწილი, რომლებიც გრანტებს მიიღებენ 100 მლნ აშშ დოლარის კაპიტალის მქონე ფონდიდან. გამარჯვებულებს შორის არიან ავტომატური მარკეტმეიკერები AnySwap და BakerySwap, მონაცემთა პლატფორმა გეიმინგ-გადაწყვეტილების მომწოდებლებისთვის - Arkane Network, Binance Smart Chain-ზე ლიკვიდურობის მთავარი მომწოდებელი PancakeSwap, აგრეთვე პროექტები Bitquery და Proxima. https://bit.ly/2T8IcEN
-
Ryzen 5000 თაობის პროცესორები 5 ნოემბრიდან გაიყიდება. ეტაპობრივად ცნობილი ხდება დეტალები ახალი პროდუქტების შესახებ. ამჯერად გამოქვეყნდა პირველი ტესტირების შედეგები. კომპიუტერულ ენთუზიასტ harukaze5719-ის Twitter-ზე გამოჩნდა პოპულარულ ბენჩმარკ SiSoftware-ზე ტესტების გრაფიკი. სამწუხაროდ, ოპერატიული მეხსიერების მახასიათებლები მითითებული არ არის, Ryzen-პროცესორების წარმადობა კი დიდწილად დამოკიდებულია მის ტაქტის სიხშირეებზე. თუკი ამ მონაცემებს ვენდობით, არითმეტიკულ ამოცანებში Ryzen 5600X, 5800X და 5900X საშუალოდ 15%-ით სწრაფია წინამორბედებთან - Ryzen 3600X, 3800X და 3900Х პროცესორებთან შედარებით. მულტიმედია გამოთვლებში იგრძნობა უფრო მეტი უპირატესობა - არქიტექტურა Zen 3 დაახლოებით 25-30%-ით სწრაფი აღმოჩნდა კონფიგურაციების მიხედვით. ამ მონაცემების გათვალისწინებით, მიუხედავად მაღალი ფასისა, ახალი არქიტექტურა უზრუნველყოფს წარმადობის ღირსეულ ზრდას. დარჩა გეიმინგ-წარმადობის ტესტების ჩატარება, რადგანაც მომხმარებელთა უმეტესობა მძლავრ ჩიპებს სწორედ ამ მიზნით ყიდულობს. https://bit.ly/3nXJvEO
- 1 reply
-
- 1
-
-
ღონისძიება Mars Society Convention 2020-ის ფარგლებში, რომელიც ონლაინ-კონფერენციის ფორმატში ჩატარდა, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გამოთქვა აზრი, რომ მარსზე პირველი დასახლებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია პლანეტის ჩრდილოეთი რაიონები. „ადამიანები ისურვებდნენ ისეთ რაონებში დასახლებას, სადაც ყინულია, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება ჟანგბადისა და ენერგიის მიღებისთვის. გარდა ამისა, ამ რაიონებში ადვილი იქნებოდა აპარატების დასმა, რომლებიც დამუხრუჭებისთვის მარსის ატმოსფეროს იყენებენ“ - განაცხადა მასკმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ პილოტირებული ექსპედიციის წევრებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა ისეთი სიმძლავრეების შექმნა, რომლებიც აუცილებელია სარაკეტო საწვავის წარმოებისთვის, ასევე კავშირის სისტემის ორგანიზებისთვის. მასკის აზრით, ადამიანებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ მარსზე ყინულის მოპოვების ორგანიზება, რადგანაც შესაძლებელია მისი გამოყენება საწვავის წარმოებისთვის. რაც შეეხება კომუნიკაციას, დედამიწასა და მარსს შორის დაკავშირებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას მძლავრი ლაზერები, რომლებიც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე იმყოფებიან. ასევე ითქვა, რომ ადამიანებს შესაძლოა მოუწიოთ გვირაბების გაყვანა მარსის ზედაპირის ქვეშ. თუმცა ამისათვის, SpaceX-ის ხელმძღვანელის თქმით, გაცილებით ნაკლებად მასიური ტექნიკაა საჭირო, ვიდრე ამჟამად გამოიყენება. სიტყვით გამოსვლის დროს ითქვა, რომ ორბიტაზე რაკეტა Starship-ის პროტოტიპის საწვავით გამართვის პროცესის ტესტირება შესაძლოა 2022 წელს განხორციელდეს. შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში საზაფხულო ტესტირებების მსვლელობისას Starship-ის პროტოტიპმა წარმატებით მიაღწია 45.7 მეტრ სიმაღლეს, შემდეგ კი მშვიდობით დაეშვა შესაბამის პლატფორმაზე. https://bit.ly/2HlZNX6
-
უმსხვილესმა ამერიკულმა Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა გამოაქვეყნა პირველი ანგარიში საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ. მასში მითითებულია, რომ 2020 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში კომპანიამ მიიღო 1914 სამთავრობო მოთხოვნა ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით. მოთხოვნების დაახლოებით 90% შემოვიდა სამი იურისდიქციიდან - აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. წყარო: Coinbase-ის ბლოგი Coinbase-ს აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებმა 1113 თხოვნა გაუგზავნეს, რაც მთლიანი რიცხვის 60%-ს შეადგენს. მათ შორისაა: გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) - 340; ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო - 184; ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო - 180 და 104 მოთხოვნა, შესაბამისად. წყარო: Coinbase-ის ბლოგი Coinbase-მა აგრეთვე განაცხადა, რომ იგი რეგულარულად იღებს გამოძახებებს სამართალდამცავი ორგანოებისგან. „ეს მოთხოვნები ძირითადად გამოძახების სახით მოდის. მათში ასევე შეიძლება იყოს ჩხრეკის ორდერები, სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა ფორმალური პროცედურები ”, - განაცხადეს კომპანიაში. Coinbase-მა ხაზი გაუსვა, რომ სამომავლოდაც გააგრძელებს მსგავსი ანგარიშების გამოქვეყნებას, თუმცა არ დაუზუსტებია მათი გამოსვლის სიხშირე. შეგახსენებთ, სექტემბერში სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა ციფრული უფლებების დამცველმა არაკომერციულმა ჯგუფმა Coinbase-ს მოუწოდა გამოეშვა ანგარიშები საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ. კომპანიამ უნდა განაცხადოს რამდენ სამთავრობო მოთხოვნას იღებს ინფორმაციის წარდგენის შესახებ და როგორ ამუშავებს მას. https://bit.ly/3j4BOcj
-
AMD Ryzen 5000 სერიის პირველი პროცესორების გაყიდვის დაწყება 5 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. პროცესორები უკვე გამოჩნდა სხვადასხვა უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიაში, ამჯერად კი ახალი მოდელები შეგვიძლია ვნახოთ Amazon-ის იტალიურ ვებ-გვერდზე. კატალოგში სულ წარმოდგენილია 4 მოდელი, მათი ფასი იმაზე მაღალია, ვიდრე მითითებული იყო ფინეთისა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პლატფორმებზე. ყველა ფასი მოცემულია დღგ-ს გათვალისწინებით. იტალიაში დღგ-ს სტანდარტული განაკვეთი 22%-ს შეადგენს. ქვემოთ მოცემულია Amazon-ის ფასები და AMD-ის სარეკომენდაციო ფასი. წყარო: Amazon.it Ryzen 9 5950X 1031,84 € (AMD: 799 $) Ryzen 9 5900X 694,70 € (AMD: 549 $) Ryzen 7 5800X 569,62 € (AMD: 449 $) Ryzen 5 5600X 379,30 € (AMD: 299 $) პროცესორების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება სარეკომენდაციო ფასს. ასევე, ახალი მოდელები გაცილებით ძვირია წინა თაობის ანალოგებთან შედარებით. ღირს თუ არა დიდი თანხის გადახდა Zen3 არქიტექტურის ბაზაზე შექმნილ პროცესორებში - მალე შევიტყობთ. სპეციალისტების ინფორმაციით, საინფორმაციო მედია პირველ სატესტო ნიმუშებს მომდევნო კვირაში მიიღებს. https://bit.ly/3dxPDPk
-
კომპანია Renault-მ ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარადგინა ელექტრო ჰეჩბეკი და ახალი დაბალბიუჯეტური საქალაქო ელექტრომობილი Dacia. ღონისძიება „Renault eWays“-ის ფარგლებში, რომელიც ამჟამინდელ და სამომავლო „ელექტრომობილობას“ ეძღვნებოდა, ფრანგულმა კომპანიამ წარადგინა ელექტრო ჰეჩბეკი Renault Mégane eVision და საქალაქო მოხმარების ელექტრომობილი Dacia Spring Electric. Renault Mégane eVision საფუძვლად დაედება სერიულ ელექტრომობილს, რომლის წარმოება მომდევნო წელს დაიწყება. მას აქვს 160 კვტ (217 ცხენის ძალა) სიმძლავრის ელექტროძრავი, რომელიც მუშაობს 60 კვტ/სთ მოცულობის ბატარეაზე. ახალ ელექტრომობილში მხარდაჭერილია 130 კვტ მუდმივი ძაბვის მქონე სწრაფი დამუხტვა, ასევე აქვს ინტეგრირებული დამტენი მოწყობილობა მაქსიმალური სიმძლავრით - 22 კვტ. მოდელი Dacia Spring Electric აღჭურვილია მეტად დაბალი, 33 კვტ (44 ცხენის ძალა) სიმძლავრის ელექტროძრავით, რომელიც ელექტროენერგიას იღებს 26.8 კვტ/სთ მოცულობის ბატარეიდან. როგორც Renault ამტკიცებს, მცირე ზომისა და წონის წყალობით ელექტრომობილს შეუძლია გაიაროს 225 კილომეტრი ერთ დამუხტვაზე WLTP სტანდარტის მიხედვით. Renault-მ ასევე განაცხადა, რომ ეს იქნება „ყველაზე იაფი საქალაქო ელექტრომობილი ევროპის ბაზარზე“. მისი ფასი 10 ათას ევროს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ Dacia Spring Electric ევროპის ტერიტორიაზე გაიყიდება 2021 წლის გაზაფხულიდან. https://bit.ly/37guZCq
-
პროექტ EOS-თან დაკავშირებულმა კომპანია Block.one-მა წარადგინა კორპორატიული სერვისების ნაკრები, რომლებიც ორგანიზაციებს უნდა დაეხმაროს ბლოჩეინის ბაზაზე გადაწყვეტილებების შემუშავებასა და ინტეგრირებაში. ბიზნესისთვის განკუთვნილ ოთხ ახალ შემოთავაზებაში გამოყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა EOSIO კომპანია Block.one-ისგან და მოიცავს: ავტომატიზებულ პლატფორმას „ბლოკჩეინი, როგორც სერვისი“, რომელსაც Block.one მართავს; ტექნიკური დახმარება კომპანიებისთვის, რათა განსაზღვრონ მისი საჭიროების დონე; EOS-ინჟინრების პირდაპირი წვდომა ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების შემუშავებისა და განხორციელებისთვის, მათ შორის სმარტ-კონტრაქტების რეალიზაცია; კომპლექსური კურსები EOSIO-ს საფუძვლების შესახებ, სმარტ-კონტრაქტების პროგრამირება, პროგრამების შემუშავება და ინტეგრაციის უსაფრთხოების მეთოდები. Block.one ელის, რომ EOSIO for Business პაკეტი კომპანიებს საშუალებას მისცემს დანერგონ და მხარი დაუჭირონ ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებებს პერსონალის არასაკმარისი ტექნიკური ცოდნის შემთხვევაში. შეგახსენებთ, ივლისში EOS-დეველოპერებმა დააანონსეს განახლებული სამოქმედო გეგმა, რომელშიც აღწერილია პროექტის გრძელვადიანი და შორსმიმავალი მიზნები. https://bit.ly/31cFzGs
-
უკვე ცნობილია, რომ NVIDIA გეგმავს კიდევ რამდენიმე დაუანონსებელი მოდელის გამოშვებას Ampere არქიტექტურის მქონე ახალ სერიაში. პირველ რიგში ეს იქნება GeForce RTX 3080 Ti, რომელსაც ექნება 20 გბ ვიდეომეხსიერება. გარდა ამისა, მოსალოდნელია ვერსია GeForce RTX 3070 Super, რომელსაც ექნება 16 გბ მეხსიერება. სტანდარტულ მოდელს „Super“ სუფიქსის გარეშე 8 გბ მეხსიერება აქვს. უფრო მეტიც, ცნობილია მსგავსი დაფების გამოსვლის მიახლოებითი ვადები. ამჟამად არსებული ცნობებით, ისინი გამოვა დეკემბერში და ძლიერ კონკურენციას გაუწევს AMD-ის Big Navi-ს. გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ამ ცნობებს და გვიზიარებს ახალი დაფების ფასებსაც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წინაშეა უფრო მძლავრი ვიდეო დაფები, მაღალი ფასები გარდაუვალია. როგორც ცნობილია, პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული GeForce RTX 3080 Ti დაფის ფასი 999 აშშ დოლარს შეადგენს, რეფერენსული მოდელის ფასი კი 849 აშშ დოლარიდან იწყება. ცნობილია, რომ მეხსიერების მოცულობის გაზრდის წყალობით ახალი დაფა შეძლებს უზრუნველყოს გაუმჯობესებული გეიმინგ-წარმადობა და ამ მაჩვენებლით RTX 3090-ს მიუახლოვდეს. GeForce RTX 3070 Super დაფის ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება. როგორც ჩანს, NVIDIA-მ ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა ეს საკითხი, რადგანაც გაყიდვაში ჯერ სტანდარტული მოდელი RTX 3070 არ გამოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ არ იცის როგორი მოთხოვნა იქნება და შეძლებს თუ ვერა მოთხოვნის უზრუნველყოფას. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია Radeon RX 6900 XT-ს წარმატებაზე. თუკი AMD-ის ფლაგმანი შეძლებს ღირსეული კონკურენციის გაწევას, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია ველოდოთ კარგ ფასდაკლებებს, თუმცა ეს საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსალოდნელია ორივე დაფის შეზღუდული ტირაჟი. https://bit.ly/37c9kuQ
-
კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა დააფიქსირა Huawei-ს წილის მნიშვნელოვანი კლება სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე: მიზეზი გახლავთ ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტის მიმართ შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული მკაცრი სანქციები. მიმდინარე წლის აპრილში, როგორც ცნობილია, Huawei სმარტფონების წამყვან მომწოდებელთა შორის პირველ ადგილას იყო გლობალური წილის 21%-ით. მეორე ადგილი ეკავა კომპანია Samsung-ს 20%-იანი წილით. გარდა ამისა, მოყვანილია Apple-ისა და Xiaomi-ს აპრილის მონაცემები - 12% და 8% შესაბამისად. აგვისტოში Huawei-ს წილი 16%-მდე შემცირდა, რის შედეგად კომპანია მეორე ადგილზე გადავიდა სმარტფონების მომწოდებლების მსოფლიო რეიტინგში. პირველი ადგილი დაიბრუნა სამხრეთკორეულმა გიგანტმა და დააფიქსირა 22%-იანი წილი. Apple-ის წილი წინა დონის მსგავსი აღმოჩნდა - დაახლოებით 12%. ამავე დროს, Xiaomi-მ შეძლო პოზიციის გამყარება 11%-ამდე. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უახლოეს დროში Huawei-ს წილი შემცირებას გააგრძელებს, რაც კონკურენტებისთვის ხელსაყრელია. ასევე აღინიშნება, რომ მიწოდების მასშტაბი შესაძლოა გაზარდოს Apple-მა, რასაც ხელს შეუწყობს მისი პირველი სმარტფონი 5G მხარდაჭერით - ახალი თაობის iPhone 12. https://bit.ly/2H3SXG7
