ვიცი, რომ მოკვდა 1155 და დღეს,რომ ხლამია, ისიც ვიცი როდინდელიცაა, ნებისმიერი ტექნიკის გამოცვლა, ძველმანის ახლის ჩანაცვლება ყოველთვის კარგი იდეაა და სიხარულის მომტანი, თუმცა მგონია,რომ არ მჭირდება სერიოზული დონის კომპიუტერი თუნდაც ერქვას საშუალო, სიმართლე, რომ ვთქვა გეიმინგი მკიდია, არ მაქვს რაიმე თამაშის ყომარის ჟინი, ერთი ორ რამეს ვთამაშობ, უფრო gta 5-ს, ეს თამაშია რაც ალბათ არ მომბეზრდება კიდე კაი ხანს, შეჩვეული ჭირივითაა, და იდეაში ამ სოკეტზე არსებული ნებისმიერი აი7 ყელში გადაუვა მაღალ ან თუნდაც ძალიან მაღალ გრაფიკებზე, თუნდაც მაგის ალტერნატივა ზიონები,რომ ავიღოთ 4 ბირთვი, 8 ნაკადით, ცოტა ენერგოეფექტური რომ იყოს,რაც გოგლამ მირჩია E3-1230 v2, მაზერის გამო რათქმაუნდა,რო აღარ დააგდოს სიხშირე,იდეალურად ართმევს თავს ესენი, მაზერს რომ არ გაეჩმახებინა დარწმუნებული ვარ 2500 საკმაოდ ნორმალურად წაიღებდა, იმეებს რისთვისაც მინდა კომპი, ახალში 2k - 3k ს გადამხდელი არ ვარ მაქსიმუმ 700-800 გავიქნიო, ვიცი,რომ არც გამოვიყენებ მაგ დონის სისტემის შესაძლებლობების ნახევარსაც, მაგიდაზე მედება და უნდა ვსქროლო, ვუყურო ფილმებს ვიდეოებს და ვუსმინო მუსიკას, და ვითამაში ისევ gta სულ ესაა. მადლობა ყველას.