მოგესალმებით მეგობრებო,
მაქვს Acer Aspire E15, მიყენია Windows 8.1, თამაშის დროს მაუსი თუ არ გავამოძრავე 1 წუთის განმავლობაში, თამაში იწყებს გაჭედვას, (ნელა მოძრაობს კადრი და ჭედავს რა მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც კი მაუსს გაამოძრავებ, ჩვეულებრივად აგრძელებს თამაშს და აღარ ჭედავს) ეს ერთი.
მეორე კიდე, მაგალითად მარტო Steam მაქვს ჩართული და ვიწერ თამაშს, სხვა ყველაფერი გათიშული მაქვს, მოვშორდები კომპიუტერს 1-2 წუთით და ეს ქულერები დაადებენ და უბერავენ თითქოს რესურსების 100%-ს იყენებს, გაამოძრავებ მაუსს ან დააჭერ რომელიმე ღილაკს კლავიატურაზე და ქულერები წყნარდებიან, კომპიუტერი სულ 1-2 თვის ნაყიდი მაქვს, რა უნდა იყოს მიზეზი ? იქნებ დამეხმაროთ