გამოიგონე ახლა ვითომ ველოსიპედი
აღარავინ არაფერს არ ყიდულობს აქ.. ყველამ ისწავლა ამაზონი და ებაი და ყველას თავისთვის ჩამოაქვს , ვისაც არ ჩამოაქვს კიდე მიდის და მაღაზიაში ყიდულობს "გარანტიით" .. მოკლედ ძალიან ძლიერი ნერვები და მოთმენის უნარი ჭირდება ახლა მაგ საქმეს . რისკია დიდი . შეიძლება ერთ თვეში სიტყვაზე ვამბობ 100 ლარს გაარტყა , მაგრამ მეორე და მესამე თვეს 100-იც წააგო და 500-იც ...თან ამერიკაშიც არ გაიჩითება ყოველთვის ისეთ ფასში რამე რო აქ მოგება დაგრჩეს .. აი მაგალითად ნეთბუქების ფასებს რო გადახედო , მაიმარკეტზე რო შეხვიდე ისეთ ნეთბუქებს გაჩითავ ისეთ ფასში რო ამერიკიდან ძალიანაც რო გინდოდეს , განბაჟება და ტრანსპორტირებაც რო არ გადაიხადო , შეიძლება იმ ფასში ვერც იყიდო
მოკლედ ნერვები თუ გაქვს ამ ყველაფრის , მაშინ დაიწყე (ოღონდ ისეთი რაღაცით , რაც არ გაყიდვის შემთხვევაში ,შენ გამოგადგება)
მაგალითად ჩემს მაგალითს გეტყვი : t-mobile G2x რო მაქვს , ის ვიყიდე თავის დროზე . რო ჩამომივიდა აქ 2 ბირთვიანი ტელეფონი არავის ქონდა და არც მაღაზიებში იყო . სადღაც 850-900 ლარამდე დამიჯდა განბაჟებით ჩამოტანით და ა.შ , ხოდა მევთქვი არავის თუ არ აქვს 200 ლარს მოვუგებ , ბოლოსდაბოლოს 900 ლარი "გავრისკეთქო" .. მარა ჩემი ფეხები არავინ არ იყიდა ... ახლა 650 ლარად "ვიხვეწები" და მაინც არავის უნდა ... ნუ მე ტელეფონი მაინც ვიყიდე და ბოლოსდაბოლოს ახლა მე ვხმარობ და შენ რო ვიდეო კარტა იყიდო 2-3 თვეში შეიძლება FIFA-ს დონის თამაშიც ვეღარ გაგიქაჩოს და ტყუილად უნდა მიაგდო უჯრაში ..
ბიჯო რამდენი ვწერე :D