-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
კი, მასე უნდა იყოს, x86-იან ფოლდერში დეფაულტად ყენდება 32 ბიტიანი პეოგრამები, ხოლო პირდაპირ program files პაპკაში 64 ბიტიანები
-
Hitch ენტერპრაიზი მარტო KMS-ით აქტიურდება ცადე Trilogy 4.2 ან Microsoft Toolkit STI-228 როგორც XP-ს დაყენების დროს, აქაც Boot მენიუში (ბოლო სკრინი) 1st Boot Device-ში უნდა დააყენო CD/DVD დრაივე (ახლა მესამეა მაგ სკრინზე) თუ ფლეშკიდან აყენებ, წესით სწორადაა და უნდა დაიბუთოს სეტაპი F2, F8, F12 ღილაკებით ძირითადად შედის BIOS-ში, ან Boot Device-ს უთითებ (CD/DVD)
-
ეგ კიდევ ჯანდაბას, თქვენ iOS-ის რევიუ უნდა ნახოთ: შემეცოდა იმენა რავიუერი, სალაპარაკო არაფერი ჰქონდა და ფრაზები რაც ისმის, ეს ფუნქცია როგორც ანდროიდშია ისეა, ეს პროგრამა უფრო კარგად შესახედი გახდა, ეს უფრო პროფესიონალური და ა.შ ერთადერთი აპლიკაცია დაამატეს მემგონი და ისიც სირობა, FB და Twitter-ის ეგაუნთების დამატება შეიძლება კიდევო ვაშაო და Bluetooth WyFy-ს ქვეშააო ხო ბევრზე კიდევ ეს ფუნქცია დიდი ხნის წინ უნდა დაემატებინა ეფლს, მაგრამ უღრმესი მადლობა ახლა მაინც რომ გააკეთაო თან რა თქმა უნდა ძველი დევაისები თუნდაც 4S ყველა ამ სიკეთეს ვერ მიიღებენ და ჯეილბრეიქიც დაიკარგებაო აპგრეიდისასო :facepalm:
-
S2-ზეც არის როგორც ვიცი ვმუშაობთო სამსუნგა მაგის გამოსწორებაზეო, მაგრამ 4.0.3-დან 4.0.4-ზე გადავიდნენ უკვე და არ გამოუწორებიათ, იმედია JB-ზე გაასწორებენ (მანამდე მეეჭვება სხვა აპდეითი იყოს) . დამოუკიდებელმა დეველოპერებმა უკვე დიდი ხანია მიუთითეს პრობლემა და მისი გადაჭრის გზაც, ახალ custom კერნელებში ამოღებულია საერთოდ ეგ ბრძანება, მხოლოდ CF-Root-შია, ისიც უბრალოდ არის და არ ფუნქციონირებს ძირითადად, თუმცა ზოგ შემთხვევაში მაინც იწვევს Hardbrick-ს ამიტომ, Note და S2-ის მფლობელებომ ვინც ოფიციალურ ISC-ზე ხართ სასწრაფოდ უსაფრთხო კერნელზე სხვა ROM-ებშიც აღარაა ეგ ბაგი არცერთში
- 11 replies
-
- Android OS
- root
-
(and 3 more)
Tagged with:
-
ალბათ იმიტომ გაუშვა, რომ მხარდაჭერილი კოდეკები იყო გამოყენებული მაგ კონკრეტულ ფაილებში რაც შეეხება დაკონვერტირებას, ზუსტად იგივე რეზოლუშენი მიუთითე რაც ორიგინალ ვიდეოს აქვს ოღონდ კოდეკები შეცვალე და შედარებით სწრაფად იქნება და ხარისხსაც არ მოაკლებს წესით Avidemux ცადე კიდევ, ეგეც კარგი რამეა, პრინციპი იგივეა, იცვლება მარტო კოდეკი, რეზოლუცია, ბიტრეიტი და ა.შ იგივე რჩება P.S მართლა არ ღირს ფლეშკიდან ყურებისთვის გადაკონცვერტირება, გრძელი HDMI კაბელი იყიდოს კომპიდან რომ მიწვდეს და კომპზე შეაერთოს, უკეთესი ხარისხის ფილმებსაც გაუშვებს
-
Samsung Galaxy S III GT-I9300 (ბოლო სიახლეები პირველ პოსტში)
gio_kiborg replied to OverDozeD's topic in Android
რა ხდება მართლა საშინლად იაფია! მაგას თან ოპერატორის შეზღუდვა კამფეტივით ეხსნება iPhone-ს ჩაძირვა უნდა სამსუნგს? -
დავასრულე მგონი, დავამატე დარუთვის უნივერსალური მეთოდები გადახედეთ და თუ რამე გაინტერესებთ კიდევ ჩავამატებ
- 11 replies
-
- Android OS
- root
-
(and 3 more)
Tagged with:
-
მიწერია ეგეც შემდეგ, Galaxy Note-სთვისაც არის კერნელი რომელიც ISC-საც ტვირთავს, JB-საც როგორც ოფიციალურს, ისე მოდიფიცირებულს და ისე AOSP , AOKP, CM, PM და MIUI ვერსიებს) სამსახურში ვარ ახლა და აქ თუ ვერ მოვასწარი, სახლში დავამთავრებ წუხელ ღამე ვწერდი, დავმთავრე თითქმის და წამეშალა შემთხვევით ყველაფერი....
- 11 replies
-
- Android OS
- root
-
(and 3 more)
Tagged with:
-
ამ თემაში მინდა რაც შეიძლება მარტივი ენით განვიხილო Android OS-ის სტრუქტურა- თუ რისგან შედგება ის და როგორ მუშაობს, რაც გაგიადვილებთ თქვენი სისტემის უკეთ გაგებას სურათზე ნაჩვენებია Android-ის არქიტექტურული სქემა: Android OS შეიძლება განვიხილოთ როგორც სოფტის ნაკრებთა შრეები (Layers), სადაც, თვითოეული შრე წარმოადგენს პროგრამული კომპონენტების ჯგუფს, ერთიანობაში ისინი ქმნიან ოპერაციულ სისტემას, შუამავალ (Middleware) და მნიშვნელოვან აპლიკაციებს. არქიტექტურის ყოველი შრე აწვდის სხვადასხვა სერვისებს მის მომდევნო შრეს. განვიხილოთ მოკლედ ეს შრეები: Linux Kernel საბაზისო შრე არის ე.წ Linux Kernel ანუ Linux-ის ბირთვი,მთელი Android OS დაშენებულია ლინუქსის ბითვზე Linux Kernel version 2.6, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი და დამოუკიდებელი დეველოპერი 3rd party developers იყენებენ Linux Kernel-ის 3.0.XX ვერსიებსაც. სწორედ Linux უკავშირდება ჰარდს და შეიცავს ყველა საჭირო აპარატურულ დრაივერს (როგორიცაა მაგლითად ბლუთუსის, კამერის, wifi ანტენის დრაივერები და ა.შ) Android OS იყენებს Linux-ს ყველა ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად: მეხიერების მენეჯმენტი, პროცესების მართვა, უსაფრთხოების პარამეტრები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ კერნელი დაფუძვნებულია Linux-ზე, ყველა მწარმოებელი ყველა მოდელისთვის უკეთებს მას მოდიფიცირებას, ამატებს სხვადასხვა დრაივერებს და სკრიპტებს კონკრეტული მოწყობილობისთვის, უფრო მეტიც, ხშირად სხვადასხვა ვერსიის Android OS-ის კერნელები თუნდაც ერთი და იგივე აპარატისთვის არათავსებადია, ანუ მაგალითად Gingerbread კერნელი ვერ ჩატვირთავს Ice Cream Sandwich ან Jelly Bone-სდა პირიქით. კერნელებს ასევე აწარმოებენ დამოუკიდებელი დეველოპერები, უმატებენ მასში სხვადასხვა ფუნქციებს და სკრიპტებს, როგორიცაა მაგალითად root, ოვერქლოქინგი, ანდერვოლტინგი, დრაივერების ოპტიმიზაცია და ა.შ. იშვიათად არის ისეთი კერნელები, რომელიც თავსებადია სხვადასხვა ვერსიის Android OS-ისთვის, მაგალითად შეუძლია ჩატვირთოს როგორც ISC, ისე JB (ოფიციალური თუ არაოფიციალური ვერსია) Libraries შემდგომი შრეა Libraries ანუ ბიბლიოთეკები, ისინი არის Android-ის ნატივური ბიბლიოთეკები, ეს ლეიერი საშუალებას აძლევს დევაისს იმუშაოს სხვადასხვა ტიპის მონაცემებმთან. ეს ბიბლიოთეკები იწერება C ან C++ პროგრამირების ენების გამოყენებით და განსხვავებულია თითოეული აპარატისთვის. განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა: Surface Manager: უზრუნველყოფს ე.წ off-screen ბუფერირების ფუნქციას, ანუ თაჩსკრინის გამოყენებას, მაგალითად, როდესაც ვხატავთ ეკრანზე, არა მის ზედაპირზე ვხატავთ, არამედ ჯერ ფიქსირდება ჩვენს მიერ შესრულებული ნახაზი და შემდეგ სხვა სურათებთან ერთად (მაგ პროგრამის ფანჯარა) გამოისახება ეკრანზე. Media framework: ეს არის სხვადასხვა აუდიო და ვიდეო კოდეკების ნაკრები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტიპის მედია ფაილებთან მუშაობას, მათ ჩვენებასა და ჩაწერას აპარატის მიერ. SQLite: ის წარმოადგენს მონაცემთა ბაზის ძრავას და Android-ის მიერ გამოიყენება მონაცეთა შენახვის მიზნით. WebKit: არის ბრაუზერის ძრავი, რომელიც იძლევა საშუალებას ნაჩვენები იქნას HTML კონტენტი. OpenGL: 2D და 3D ბიბლიოთეკების ნაკრები დევაისის ეკრანზე გამოსახულებების რენდერისათვის Android Runtime Android Runtime შედგება Dalvik Virtual Machine და Java Core Libraries-ებიდან Dalvik Virtual Machine არის Java Virtual Machine-ს ტიპი, რომელიც ოპტიმიზირებულია მცირე სიმძლავრის და ოპერატიული მეხსიერების მქონე სისტემებზე სამუშაოდ. JVM-იდან განსხვავებით Dalvik Virtual Machine უშვებს არა სტანდარტულ JAVA-ს *.class გაფართოების ფაილებს, არამედ *.dex გაფართოების ფაილებს (გაგახსენდათ odex და deodx?). .dex ფაილები შექმნილია .class ფაილების ბაზაზე, მაგრამ ეფექტურად იყენებენ მცირე აპარატურულ რესურსებს. შესაძლოა გაეშვასDalvik VM-ის მრავალი პროცესი (ინსტანცია) რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, იზოლაციას, მეხსიერების მენჯმენტს და ა.შ. DVM შექმნილია გუგლის თანამშრომლის დენ ბორნშტეინის მიერ (Dan Bornstein) Java Core Libraries სახელწოდებიდანგამომდინარე JAVA ბიბლიოთეკებია, თუმცა რამდენამდე განსხვავებული Java SE და Java ME ბიბლიოთეკებისაგან, თუმცა მასში გვხვდება Java SE-ს ფუნქციების უმრავლესობა Application Framework ესენია ის ბლოკები, რომლებთანაც უშუალოდ ურთიერთქმედებს ჩვენი აპლიკაციები. ეს პროგრამები მართავენ ჩვენი დევაისის ძირითად ფუნქციებს: რესურსების მართვა, ხმისა და ზარების მართვა და ა.შ. მნიშვნელოვანი Application Framework-ებია (ქართულად ვერ ვთარგმნე გასაგებად ): Activity Manager: აპლოკაციათა აქტიურობის ციკლის მენეჯერი. Content Providers: მართავენ აპლიკაციათა შორის მონაცემთა მიმოცვლის პროცესს. Telephony Manager: მართავს ხმოვან ზარებს. Location Manager: ლოკაციების (ადგილმდებარეობის) მენეჯერი, GPS-ის ან GSM ანტენების გამოყენებით. Resource Manager: მართავს აპლიკაციების მიერ გამოყენებულ სხვადასხვა ტიპის რესურსებს. Applications ყველაზე ზედა შრეა აპლიკაციების შრე, ანუ ის რასაც ჩვენ ვხედავთ და ვუწოდებთ Android-ს, აქ თავსდება ყველა ჩვენს მიერ დაყენებული, ან აპარატზე მოყოლილი აპლიკაცია. ზოგიერთი აპლიკაცია ყველა აპარატს მოყვება Default-ად: SMS client app Dialer Web browser Contact manager ეს ყველაფერი ერთად აღებული ერთი კონკრეტული მოდელისთვის ქმნის ROM-ს ანუ Firmware-ს. ყველა მწარმოებელი აკეთებს კონკრეტულ მოდელზე მორგებულ ROM-ს, ამიტომაცაა, რომ მიუხედავად Android-ის ერთი და იგივე ვერსიებისა, სხვადასხვა მწარმოებლის აპარატები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ზოგჯერ ერთი და იგივე პროგრამა ერთ მოდელზე მუშაობს, მეორეზე კი არა, განსაკუთრებით ეს ეხება საფირმო მოდელისთვის სპეციფიურ პროგრამებს, განსაკუთრებით თუკი ეს პროგრამები რომელიმე სპეციფიურ სენსორს მოითხოვენ. (მაგ Galaxy S3-ის Dialer არ მუშაობს Galaxy S2-სა და Note-ზე პირდაპირ, თუმცა მცირე მოდიფიკაციის შემდეგ უკვე მშვენივრად ერგება S2-საც და Note-საც, ხოლო აპლიკაცია SmartStay, რომელიც უზრუნველყოფს ეკრანის ნათებას სანამ მას პატრონი უყურებს, არ მუშაობს არც S2-ზე და არც Note-ზე იმის გამო, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი სენსორი) ანდროიდის ჩატვირთვა და დარუთვა ფორუმზე ბევრი ხსნის თემას და ითხოვს დახმარებას ანდროიდის დარუთვაში, აქ ვცდი ავხსნა დარუთვის ზოგადი პრინციპი რა არის დარუთვა და როგორ შეიძლება მოხდეს ის მართალია არსებობს მეტ-ნაკლებად უნოვერსალური გზები დარუთვის, თუმცა ჯობს მაინც საკუთარ მოდელზე მორგებული დარუთვის მეთოდი გამოიყენოთ. სანამ დარუთვაზე გადავალთ, გადავხედოთ თუ რა ხდება ანდროიდის ჩართვისას: ანდროიდის ჩატვირთვის სქემა: 1. კვების ჩართვა და Boot ROM კოდის შესრულება ჩართვისას CPU (პროცესორი) არაინიციალიზებულ მდგომარეობაშია: არაა დაყენებული შიგა სიხშირეები და მისაწვდომია მხოლოდ შიგა RAM (ოპერატიული). თუკი კვება სტაბილურია, ეშვება სპეციალური კოდი ე.წ Boot ROM Code რომელიც აპარატურულადაა ჩაშენებული CPU-ში (ანუ მისი მოდიფიცირება შეუძლებელია), ის ეძებს ჩამტვირთავ პროგრამას სისტემური რეგისტრის საშუალებით და მისი აღმოჩენის შემთხვევაში ჩატვირთავს პირველი საფეხურის BootLoader-ს 2. The Boot Loader - ეს კერნელისგან დამოუკიდებელი პროგრამული კოდია, რომელიც ინიციალიზაციას უკეთებს მეხსიერებას და ათავსებს კერნელს RAM-ში. დესკტოპთან რომ გავაკეთოთ ანალოგია, ბუთლოადერი არის GRUB-ის მსგავსი პროგრამა 3. Linux Kernel - ლინუქსის ბირთვი ეშვება იგივენაირად როგორც სხვა სისტემებზე, ის ინიციალიზაციას უკეთებს ყველა აპარატურას და უშვებს საბაზისო პროცესებს, ანუ ყველაფერ იმას, რაც საჭიროა Android-ის სამუშაოდ 4.The init process - ეს პროცესები ინიციალიზაციას უკეთებენ ყველა სჭირო Framework-ებს 5. Zygote and Dalvik- Zygote ეშვება ინიციალიზაციის პროცესების დროს, მისი დანიშნულებაა Dalvik VM-ის ჩატვირთვა 6. The system server - ეს პირველი ჯავა კომპონენტია, რომელიც ეშვება და რთავს ანდროიდ სისტემისთვის სასიცოცხლო პროცესებს, მაგალითად Telephony Manager და Bluetooth. ახლა განვიხილოთ რა არის დარუთვა და როგორ შეიძლება მისი გაკეთება დარუთვას ხშირად ადარებენ Windows-ში ადმინისტრატორის უფლებებს, თუმცა ეს არც ისე ზუსტია, რადგანაც უფრო ზუსტი იქნება, თუკი შევადარებთ System-ის უფლებებს (მაგ Administrator-ის უფლებებით არ შეგიძლია სისტემური ფაილების წაშლა და ა.შ) Root უფლებები იგივეა, როგორც ყველა სხვა Linux-ში, თუმცა დესკტოპურ Linux-ებში ძალზე მარტივია Root უფლებების მოპოვება, თუკი იცი ექაუნთის პაროლი და ტერმინალში გამოიყენებ sudo ბრძანებას, დაახლოებით ასევეა Android-ზეც, თუმცა sudo ბრძანებას პირდაპირ ვერ გამოიყენებ, საჭიროა Kernel-ში იყოს ნებადართული. მწარმოებლებს როგორც წესი ეს უფლება დაბლოკილი აქვთ, ამიტომ დღის წესრიგში დგება მისი ჩამატება კერნელში. პირველი პრობლემა, რომელსაც აქ შეიძლება წავაწყდეთ, ეს არის Boot Loader, ზოგიეთ მწარმოებელს (ან ზოგიერთ ქსელის ოპერატორს) ის აქვს დაბლოკილი-დაშიფრული და Kerrnel-ამდე მისაღწევად საჭიროა მისი განბლოკვა (ისე უბრალოდ არ მოგვცემს კერნელის შეცვლის უფლებას, ან არ ჩატვირთავს მოდიფიცირებულ კერნელს). ზოგმა მწარმოებელმა (მაგალითად HTC-მ) საშუალება მისცა მსურველებს ოფიციალურად განბლოკონ თავიანთი ტელეფონის ბუთლოადერი, ზოგზე კი ჯერ კიდევ სხვადასხვა შემოვლითი მეთოდებია მისი განბლოკვის, იშვიათად, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც არ იბლოკება ასე რომ დაემშვიდობოთ უნდა Root-ს ამ შემთხვევაში. ბევრ Developer-Friendly მწარმოებელს (მაგ. Samsung-ს) ღია აქვთ ბუთლოადერი, ასე რომ კერნელამდე გზა ხსნილია, თუმცა რჩება კიდევ კარიერები (ანუ მობილური ოპერატორები) რომლებიც მსხვილი პარტიებით უკვეთავენ მოდიფიცირებულ მოდელებს მხოლოდ თავიანთ ქსელში ჩასართავად მწარმოებლებს, ამიტომ ისინი ხშირად ღია BootLoader-საც შიფრავენ, (მაგრამ მაგასაც ეშველება ) გავიარეთ BootLoader და მივადექით Kernel-ს, საჭიროა კერნელს გავაგებინოთ, რომ Root-ის უფლებები ანუ "s" პარამეტრით გაშვებული კოდი არ დაბლოკოს, თუმცა ამასთანავე საჭიროა მასში ინტეგრირება გავუკეთოთ მეთვალყურე აპლიკაციას, რომელიც გვატყობინებს, რომ ამა თუ იმ პროგრამას სურს Root უფლებებით სარგებლობა, ეს შექმნილია მომხმარებელთა დაცვისთვის, რათა ყველა პროგრამამ ჩვენდა დაუკითხავად არ ისარგებლოს Root უფლებებით, ამისთვის გამოიყენება Busybox და SuperSU (ადრე გამოიყენებოდა Superuser, მაგრამ შემდეგ დეველოპერმა chainfire შეცვალა ის ახალი აპლიკაციით, ზოგადად სახელი Superuser ქვია Linux სისტემაში Root მომხმარელს). Busybox და Superuser-ის ინტეგრაცია კერნელში სხვადასხვა გზით შეიძლება: ორიგინალურ კერნელში ამ ორი კომპონენტის ინჯექტირებით მოდიფიცირებული კერნელის დაფლეშვით (რომელშიც უკვე ინტეგრირებულია ეს ორი კომპონენტი) მთლიანი ROM-ის დაფეშვით, რომელშიც ინტეგრირებულია დარუთული კერნელი პირველი მეთოდის შედარებით უნივერსალური ხერხი მოცემულია ამ თემებში: ROOT MANY Android ICS/JB [17 Sep 2012][iCS]Universal Rooting for most ICS phones, Any ROM, now with CWM6 ასევე, თითქმის ყველა მოდელითვის მოიძებნება თავისი დარუთვის მეთოდები და ხერხები ანდროიდის სხვადასხვა ვერსიებისთვის. დარუთვის დადებითი და უარყოფითი მხარეები დავიწყოთ იმით, რომ დარუთვით, ან არაოფიციალური ე.წ Custom ROM-ის, ან Kernel-ის დაყენებით წყდება საგარანტიო მომსახურეობა (რადგან ვარღვევთ საგარანტიო პირობებს, სადაც წერია, რომ დევაისზე უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მწარმოებლის Firmware), თუმცა თუკი მძიმე დაზიანებაა არაა და ტელეფონი ფუნქციონირებს, შესაძლოა დარუთვის მოხსნა - unroot რაც ძალზე მარტივად ხდება ოფიციალური ROM-ის დაყენებით, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემაა: ყოველი Custom ROM-ის ან კერნელის დაყენებისას იზრდება ე.წ Binary Count ანუ არალიცენზირებული Firmware-ს დაყენების რიცხვი, მისი ნახვა შეიძლება ტელეფონის Download Mode-ში გადაყვანით, ესეც შეიძლება გახდეს მიზეზი საგარანტიო მომსახურეობაზე უარის თქმის. არსებობს დარუთვის ისეთი ხერხებიც, რომლებიც არ ზრდის Binary Count-ს, ასევე მისი განულების მეთოდებიცაა. თვითონ დარუთვაც და არაოფიციალური ROM-ის დაყენებაც პოტენციურად საშიში პროცესია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დევაისის დაზიანება, ყველაზე მარტივი შემთხვევაა ე.წ Soft Break ანუ პროგრამული დაზიანება: ტელეფონი ვერ იტვირთება, ან ვერ მუშაობს გამართულად, მისი გამოსწორება შეიძლება ROM-ის ან Kernel-ის თავიდან დაყენებით ზედმიწევნით ინსტრუქციის შესაბამისად უფრო რთულია Hard Break, როდესაც ზიანდება სისტემური პარტიშენი, ამის გამოსწორება ხდება Repartitioning-ით, თუმცა მისი გასწორება შეიძლება ვერც კი მოხერხდეს და საჭირო იქნება საგარანტიო (ან ფასიანი) შეკეთების სერვისი მწრამოებლის/გამყიდველის მხრიდან. კიდევ უფრო რთული შემთხვევაა ე.წ Super Brick, ამ დროს ფიზიკურად ზიანდება (იწვება) ჩიპი, რომელზეც სისტემური პარტიშენია მოთავსებული და მისი აღდგენა შეუძლებელია დედაპლატის გამოცვლის გარეშე. სხვათა შორის Superbrick გავრცელებულია Samsung Galaxy Note GT N7000 მოდელზე ანდროიდის ISC ვერსიაზე, მის ოფიციალურ კერნელში არის ბრძანება MMC_CAP_ERASE რომელიც დაფლეშვის (თუნდაც ოფიციალური ROM-ით), ან Factory Reset-ის დროს იწვევს ზუსტად სისტემური პარტიშენის გადაწვას.(მართალია 5%-მდე შემთხვევებში, თუმცა ეს არც თუ ისე მცირე რიცხვია) დღეისათვის SGN-ისთვის ბევრი custom ROM ან კერნელია, სადაც ეს ბრძანება საერთოდ ამოღებულია, ამიტომ დაფლეშვის ოპერაციის ჩატარება უსაფრთხოა. დარუთვა ასევე პოტენციურად მეტად დაუცველს ხდის სისტემას, თუმცა ამავდროულად ანტივირუსულ პროგრამებს ანიჭებს დამატებით ფუნქციებს (მაგ Firewall-ის გამოყენება, Device Admin-ის გამოყენება და ა.შ) ამდენი უარყოფითის შემდეგ გადავიდეთ დადებითზე, რომ არ იფიქროთ რა ჯანდაბად გვინდა საერთოდ ეს დარუთვაო root უფლებების მოპოვება გვაძლევს ჩენი დევაისის პროგრამული და აპარატურული მხარის სრული კონტროლის საშუალებას, შეგვიძლია შევცვალოთ სისტემური აპლიკაციები,შევცვალოთ სიხშირეები CPU-სა და GPU-ზე (overclocking და undervolting-ის შესაძლებლობა) დავაყენოთ განსხვავებული თემები და ლანჩერები სრული ფუნქციონალით,დავაყენოთ სასურველი ფონტები (რომელიც აქტუალურია Android 2.3 ვერსიამდე, რადგან ამ ანდროიდზე მომუშავე დევაისების უმეტესობა (Samsung-ის დევაისების გარდა) ვერ აღიქვამენ ქართულ უნიკოდ ფონტებს) გამოვიყენოთ სრულიად ისეთი საჭირო პროგრამები როგორიცაა მაგალითად Titanium Backup (ანდროიდზე პროგრამების და პარამეტრების რეზერვირება/აღდგენის საუკეთესო საშუალება), ბევრი რომ არ გავაგრძელო, უბრალოდ გუგლის მარკეტში ჩაუწერეთ root და ნახეთ რამდენ საინტერესო აპლიკაციას ამოგიგდებთ გაითვალისწინეთ, რომ დარუთვა არ ხსნის ოპერატორის შეზღუდვას (ანუ SIM Lock-ს), რადგან იგი არაა დაკავშირებული უშუალოდ kernel-თან, თუმცა SIM Unlock-ისთვის ხშირად საჭიროა, რომ ტელეფონი იყოს დარუთული! ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო ველოდები შენიშვნებს და წინადადებებს
- 11 replies
-
- 14
-
-
- Android OS
- root
-
(and 3 more)
Tagged with:
-
ტელევიზორის firmware-ს განახლება იმ შემთხვევაში უშველის თუკი დამატებული აქვთ სხვა კოდეკების მხარდაჭერა, ან კიდევ ყველა ფილმი უნდა გადააკონვერტო ყურებამდე შესაბამის კიდეკებში ნახე ფირმვეარის რილიზ ნოტები და ნახე აქვს თუ არა ახალი კოდეკები მხარდაჭერილი
-
ოფიციალური განახლება ის,, რომელსაც უშვებს მარმოებელი, არაოფიციალური კი სხვადასხვა დეველოპერების მიერ გაკეთებული მაგ Cyanogen Mod (იგივე CM, JB-ზე არის CM10) ასევე Android Open Source Project AOSP და ა.შ, თუმცა არის ოფიციალურ ვერსიებზე დაფუძვნებული არაოფიციალური რომებიც სხვადასხვა ნავაროტკებით. არაოფიციალური ე.წ Custom ROM-ები კი zip ფაილებია, რომლებიც Clockwork Mod Recovery-დან (CWM R) ყენდება, რომელიც მხოლოდ დარუთვის შემთხვევაში გაქვს სტანდარტული (ორიგინალი) Recovery Mode-დან ვერ დააყენებ Custom ROM-ს ცალკეულ შემთხვევებში არის ე.წ Temporary CWM (ანუ დროებითი) რომელსაც დარუთვა არ სჭირდება, ისიც zip ფაილია, დაფლეშავ სტანდარტული Recovery Mode-დან, შემდეგ ისევ გადატვირთავ Recovery Mode-ში (მაგრამ უკვე იქნება CWM R) დააყენებ Custom ROM-ს თუმცა ნახვა უნდა შენი დევაისისთვის არის თუ არა Temporary CWM Recovery
-
ანდროიდზე? მაგის გაკეთება სტანდარტულ აუდიო ვორქსტეიშენებზეც არაა ადვილი Audio Evolution Mobile არის აუდიო რედაქტორი, სადაც სავარაუდოდ შეიძლება ვოკალის მოშორება თუ დაამუღამე აქ არის სრული ვერსია არის Karaoke პროგრამები, რომლებიც ეძებენ მითითებული მუსიკის უკვე გამზადებულ კარაოკე ვერსიას: Google Play Search : "Karaoke"
-
ყოველ შემთხვევაში ახალი თამაშებისთვის მაინც ახალი დრაივერია საჭირო და მაგიტომ უნდა დააყენო, თორემ ძველებზე 400 და ქვემოთ სერიის კარტებზე შესამჩნევი ცვლილება მეეჭვება იყოს,უკვე ბოლომდე გამოწურულია ეგ კარტები და დრაივერების განახლება პერფომანსს დიდად არ შეცვლის
-
რუკები გადმოწერე? ჩემთან მშვენივათ მუშაობს OSMAND ფეხითაც და მანქანით მოძრაობისას
-
ხო მაგრამ როგორ? გუგლის ჩექაუთს არ აქვს საქართველოში მხარდაჭერა როგორც ვიცი თან უბრალოდ ფასიან აპლიკაციებზე არაა მხარდაჭერილიო... ახლა გავაკეთე google wallet და მივაბი TBC-s VISA CLASSIC და გააქტიურდა კიდეც, თუმცა გუგლ ფლეიში მაინც ვერაფერს ვყიდულობ...
-
არის გუგლ მაპსის მოდიფიცირებული ვერსიები (არაოფიციალური) რომლებშიც ნავიგაცია გახსნილია მთელ მსოფლიოში მე რომ თემის ლინკი დაგიდე გადახედე? ბევრი სანავიგაციო პროგრამა დევს, აირჩიე რომელიმე.... ჩვეულებრივ, გუგლ მაპსს არ აქვს ნავიგაცია ჩვენთან, აქვს Direction-ები მარტო, ანუ მიმართულებას გაძლევს, მაგრამ არ არის Turn by Turn ნავიგაცია (რომ გეუბნება აქ მოუხვიე, ამდენი გაიარე და ა,შ) სენივე ტაბლეტიდან შენი მარკეტში Google Play აპლიკაციით და იქედან ცადე დაყენება (არა ბრაუზერით) ისე, GPS აქვს?
-
საერთოდ 4.0-ში მულტიტასკინგია, რაც სისტემის მეტ დატვირთვას იწვევს და შესაბამისად ელემენტებიც შედარებით მალე ჯდება, თუმცა 2-3 ჯერ ნამდვილად არ ამვირებს ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობას, + კიდევ შეიძლება ზომების მიღება რომ მალე არ დაჯდეს, სინქრონიზაციის გამორთვა, დატას და wi-fi-ს საჭიროების შემთხვევაში ჩართვა, ნაკლები ვიჯეტები ეკრანზე, პროგრამების დახურვა და არა ჩაკეცვა..., თუ დარუთულია Power Saver გოვერნორის დაყენება CPU-სთვის მოკლედ 4.0-ში ბევრი პლიუსია და უკეთესი user experience ვიდრე 2.X-ში და შემცირებული ბატარეის სიციხლის გამო არ ღირს უარის თქმა ჩემს ნოუტზე მაგალითად ფაქტიურად ვერც შევატყვე ბატარეის სიცოცსლის შემცირება...
-
ანდროიდის ვირუსი პირველად გავიგონე ჩატვირთვას რომ ხელს უშლიდეს :)
-
რაღაც ვერ გააკეთე სწორად არაა პანიკა საჭირო, ჩართე cwm-ში და გაუკეთე Factory Reset და თემას რომ ხსნი უნდა დაწერო ტელეფონის მდელი, რომელი ინსტრუქციით გაუკეთე დარუთვა (ლინკი) არ ირთვებაში რეას გულისხმობ, საერთოდ ჩუსტვა არა აქვს, თუ ჩატვირთვის რომელიმე ეტაპზე ჩერდება? წესით FactoryReset-მა უნდა უშველოს, და სამომავლოდ გირჩევ არ დარუთო, თუკი თვითონ ვერ რუთავ, ვერც დარუთულს გამოიყენებ შესაბამისად და შეიძლება რამე დააზიანო
-
Google Maps-ის ნავიგაცია მაინც არ მუშაობს საქართველოში გადახედე ამ თემას: თუკი უბრალოდ გუგლის რუკების ჩართვა გინდა, გადმოწერე მარკეტიდან და დააყენე ახალი ვერსია https://play.google....e=search_result საერთოდ, ანდროიდის შემთხვევაში ფაქტიურად აუცილებელია გუგლის ექაუნთის ქონა (gmail, youtube და ა.შ ექაუნთი) სეთინგებიდან Accounts and Sync-ში უნდა გქონდეს დამატებული google-ს ექაუნთი დარუთვა არაფერ შუაშია
-
თუ სიმკარტის ჩასადები არა აქვს, სილქნეტის მობილურ ქსელში შეიძლება ჩართვა როგორც ვიცი, ოღონდ ოფისში უნდა მიიტანო სიმკარტის პროგრამის ჩაწერას რა აზრი აქვს თვითონ სლოტი თუ არ აქვს
-
ლანჩერზე ამბობ? რომელიც მოგწონს ისაა ყველაზე კარგი ;)
-
ყველასთვის კარგად ნაცნობი Prince Of Persia Classic შესანიშნავი გრაფიკით და კლასიკური გეიმფლეით და დონეებით: DOWNLOAD 4PDA.RU
-
კი, გეკითხება ნოვაზეც ზოგადად როგორც ყველა პროგრამაზე, თუმცა ლანჩერის სეთინგებიდან შეგიძლია შეცვლა...
-
ექსე ფაილები შეიცვალა? ან სხვაგან ხომ არ გადაგიტანია? ეშვება ისე? თავიდან გააკეთე შოტკარტები
