-
Posts
8149 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
ფიშინგ საიტებია ყველა ეგენი, ბოლოში ფულს გთხოვენ მაინც რა ფაილია ასეთი სხვა ტორენტ საიტებზე არსადაა? (thepiratebay, rutracker, rutor ა ა.შ)?
-
სავარაუდოდ არასწორი ვერსიები იყო აქ ფორუმზე ნახე ორიგინალი MSDN იმიჯები (kostaiakosta-ს პირველ კომენტარშია ლინკი) და ჩაწერე დისკზე ან ფლეშკაზე Windows 7 USB/DVD Download Tool-ით
-
ვერ მივხვდი რა იგულისხმე მაგრამ პაროლის მოხსნა როდესაც "სუფთა" "უხეში ძალით" ცდილობ (ანუ სინჯულობ პაროლის ყველა შესაძლო ვარიაციას) ცდილობ თითქმის შეუძლებელია თუ ძალიან მოკლე და მარტივი არაა თუ დაახლოებით იცი რამდენი სიმბოლოსგან შედგება, რა სიმბოლოებია გამოყენებული (ასოები-დიდი თუ პატარა, ციფრები, სპეციალური სიმბოლოები,) აჩქარდება პროცესი, თორემ ისე საშუალო სირთულის პაროლზეც კი შეიძლება წლები დაგჭირდეს თუ საშუალება გაქვს იგივე ფაილი გადმოიწერე სხვა რესურსიდან სადაც პაროლი არ ედება, ან ეწერება რა პაროლი ადევს
-
მთელი დღე ცოტაა სხვათა შორის და მაგაზე უკეთესს ვერ იპოვი ბრუტფორსით პაროლის მომხსნელი პროგრამების ალგორითმები მეტ-ნაკლებად ერთნაირია, სიჩქარე კომპის წარმადობაზეა დამოკიდებული
-
შევაერთე თემები გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია თემის გახსნამდე მე გირჩევ SARDU-ს
-
თემის პირველ პოსტში არის ლინკები პირველი და მეორე ვერსიის თემებზე ყველა ინფორმაციით მეორეს რუსიფიკატორიც არის შესაბამის თემაში, სამწუხაროდ მხოლოდ ტექსტის
-
ეგ შენზეა დამოკიდებული რომელს აირჩევ, თუ ხშირად იყენებ, დააინსტალე მუშაობით ზუსტად ერთნაირად მუშაობენ (იდეაში) AudioCD-ს WMP-ც წერს მშვენივრად (ნახე იუტიუბზე ვიდეო ინსტრუქციები)
-
ოკ, ვხურავ მაშინ
-
იუზერის სახელი ხომ არა გაქვს ქართულად? თუმცა შესაძლოა ეგ ვერსია არათავსებადია win8-სთან იგივე rutracker-ზე დაგეძებნა Nero Lite და ახალ (მე-12) ვერსიას ნახავდი აგერ მაგალითად: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4265269 ესეც Nero Portable: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4370058 ორივეს უწერია აღწერაში რომ WIn8 მხარდაჭერილია მე მაგალითად Nero7-ის მერე არცერთ ნეროს არ ვიყენებ, Nero 7 კი მუშაობს Win2000-დან მოყოლებული WIn7X64-ის ჩათვლით და მშვენივრადაც, ბოლო ვერიები კი უაზროდ "დაამძიმეს" (პროსტა ამ ბოლოს საერთოდ არ ვიყენებ ნეროს)
-
Samsung Galaxy S III GT-I9300 (ბოლო სიახლეები პირველ პოსტში)
gio_kiborg replied to OverDozeD's topic in Android
ეგ ალბათ ერთი კონკრეტული გამონაკლისია და სავარაუდოდ იმ S4-ის ბრალია, თირემ მეც შემიდარებია S3 და S4 სისწრაფეში და შედარებაც არაა გახსნილი რამდენიმე FB ჩათი, ბრაუზერის რამდენიმე ფანჯარა და რეაქცია მყისიერი აქვს S4-ს, S3 ცოტას აგვიანებდა გადართვისას, ჩემი ნოუტი ვაბშე კვდებოდა ზოგჯერ 10 წამამდე დაეკიდებოდა ხოლმე -
წერის ებრაულ ან არაბულ სტილზე ხომ არააა გადართული ტექსტის სეთინგებში ნახე
-
პაპკას ქართული სახელი ქვია და შეიძლება ეგ ქმნის პრობლემას ისეთ ადგილას ჩაწერე სადაც ქართული სახელი არ ექნება პაპსაკ და ცადე
-
გააჩნია რას გულისხმობ "კიდევ რაღაცებში" დაგჭირდება დრაივერები Windows 7-ისთვის (მართალია უმეტესობას თავისით აყენებს, მაგრამ მაინც) თუკი კომპს არ აქვს დრაივერების დისკი, სადაც WIndows 7-ის დრაივერებიც წერია (როგორც წესი აწერია ზედ რომელი WIndows-ებისთვისაა დრაივერები) მაშინ ჯობია წინასწარ გადმოწერო და სადმე შეინახო (ნახე თემა "დრაივერების ინსტალაცია" ინსტრუქციების ქვეგანყოფილებაში)
-
კარგით რა ხალხნო რა თავს იკლავთ წვრილმანისთვის, კომპთან თუ ზიხარ დესკტოპს უყურებ მთელი დროის 5% მაქსიმუმ და იმის გამო რომ გამჭვირვალე ტასკბარი იყოს ტვინის მბურღავი მესიჯები უნდა ხტებოდეს ყოველ საათში?
-
პირველი პოსტი წაიკითე მე Osmand-ს გირჩევ
-
Waze არის კიდევ ძალიან კარგი ონლაინში თუ ხარ ლაივ ინფოსაც გაწვდის სხვა waze იუზერებზე დაყრდნობით გისინჯიათ ვინმეა?
-
მარჯვენა კლიკი ტასკბარზე და Properties-ში შედი ნახე Lock The Taskbar და ჩართე/გამორთე თუ ექნება ეფექტი ან კიდევ Desktop-ზე მარჯვენა კლიკი და იქაც Properties-ში და თემებში გადადი და გადართე Windows Classic-ზე და გადმორთე უკან
-
korkotadze111, გააჩნია რა ჟანრის თამაშები მოგწონს ამ თამაშში გრაფიკა და გეიმფლეი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, აქ მთავარია სიუჟეტი, დიალოგები, არჩევანი, გადაწყვეტილებები, ურთიერთობები სხვა პერსონაჟებთან თუმცა არც გრაფიკა და გეიმფლეი აქვს ისეთი რომ მაგის გამო დაიწუნო (განსაკუთრებით მესამე ნაწილს) ეს არის როლური თამაში, გეიმფლეი კი მესამე პირის შუტერის სტილშია (ანუ პერსონჟი მთლიანად ჩანს რა) გარდა ცეცხლსასროლი იარაღის და ჯავშნისა თავდაცვისთვის და თავდასხმისთვის გამოიყენება სხვადასხვა ხერხები: ე.წ ბიოტიკური და ტექნიკური უნარები მთავარი პერსონაჟი შეგიძლია აირჩიო 6 სხვადასხვა კლასიდან (ძირითადი 3 კლასია: მებრძოლი სპეციალისტი-ჯარისკაცი, ბიოტიკ სპეციალისტი -ადეპტი და ტექნიკოს სპეციალისტი- ინჟინერი,+ კიდევ 3 კლასი 2-2 ძირითადის შერევით მიღებული) ყველას თავისი უპირატესობა და უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია, თუკი აქამდე RPG არ გითამაშნია ჯარისკაცით დაიწყე გარდა ბრძოლისა, დიდ როლს თამაშობს დიალოგები და მათი მიხედვით სცენარის განვითარება პერსონაჟის იმპორტი შეიძლება შემდეგ თამაშებში, ამიტომ ჯობია დაიწყო პირველიდან პირველი უფრო ჰარდკორული RPG-ს სტილშია, თუმცა მეორეში და მესამეში გამარტივებულია და ძირითადი აქცენტი გეიმფლეიზეა გადატანილი
-
ეგ ფაილი Internet Explorer-ს სჭირდება სამუშაოდ ნახეთუ იმუშავებს აბა IE ნორმალურად მაგ ფაილის წაშლის მერე....
-
რუსულს ვერ გააინგლისურებ, პირიქით კიდევ შეიძლება (სუბტიტრების მაინც) პირდაპირ ინგლისური ვერსია გადმოგეწერა (ნახე ლინკები Mass Effect 1-ის თემაშია)
-
გადადის დახმარების განყოფილებაში რამე ადბლოკერი რომ დააყენო?
-
შექმნილი აქვს ავტომატურად C დისკზე, არაფრის ჩართვა არ გჭირდება
-
iliko1990, პირველ რიგში, წერე ქართულად! მეორეც, ბევრი თემაა მსგავსი პრობლემით უკვე გახსნილი, გამოგეყენებინა ძებნის ფუნქცია და ნახავდი ცადე MBR Regenerator, ჯერ გაუკეთე რეგენერაცია და მერე ისევ ცადე WIndows Loader კიდევ (ბოლო ვერსიები ნახე
